საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.01.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-406/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-01-25
ბიუროს ნომერი 14

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № BA0041210245827 20.01.2021 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება საქართველოს სახალხო დამცველის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისგან განტვირთვის თაობაზე შინაარსი: ვინაიდან არსებული კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველს ეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა 177 სხვადასხვა სახეობიდან ერთდაერთ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევაზე - "სექსუალურ შევიწროება"-ზე რეაგირება და დასკვნების მომზადება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105 მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ შპს ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის საკანონმდებლო წინადადებას "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონში (2391-IIს, მიღების თარიღი 02/05/2014, სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.017403) ცვილებების შეტანის შესახებ. გთავაზობთ, რომ აღნიშნული კანონის მე-2 მუხლიდან ამოღებული იქნას 3 ორი პრიმა ნაწილი ("სექსუალური შევიწროები"-ს განმარტება), ვინაიდან სექსუალური შევიწროება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდღვევას, გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 პრიმა მუხლით. შესაბამისად, სახალხო დამცველის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეაგირება და მითუმეტეს, დასკვნის მომზადების უფლებამოსილება, წარმოადგენს ზედმეტ ტვირთს სახელმწიფოზე და ფაქტიურად, შსს-ს უფლებამოსილების დუბლირებას სახალხო დამცველის მიერ. დაუშვებელია, რომ ერთი და იგივე სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას ახდენდეს ერთდროულად შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახალხო დამცველი. არსებული მიდგომა სახალხო დამცველის ინსტიტუტის ერთგვარ დაკნინებასაც კი წარმოადგენს. წარმოვიდგინოთ, რომ სესხის გაცემის წესის დარღვევაზე, მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბებაზე ან ბუჩქების გაჩეხვაზეც რომ სახალხო დამცველი წერდეს დასკვნებს. აშკარაა, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულირება, შემოღებული 2019 წლის 19 თებერვლის კანონით №4281, დაუსაბუთებელია და გაუმართლებელი. ============================================================================ კანოპროექტის ძირითადი პრინციპები: შემოთავაზებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს კანონი, რომლითაც საქართველოს სახალხო დამცველი არ მოცდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებით. ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ადამიანის უფლებების დაცვა; სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაუმართლებელი ხარჯვის აღმოფხვრა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დაფინანსებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის საჭიროებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობადა ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთანდაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში 1) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი აჰტშამ ულფატ, პირადი # ; 2) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ– ნი ადილ უსმან, პირადი # ; 3) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი და დირექტორი ბ–ნი ჰამზა ულფატ, პირადი # . დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დოკუმენტები: 1 ) სექსუალურ შევიწროებასთან მებრძოლი პოლიცია და სახალხო დამცველი.docx; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: შპს ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანია საიდ. #: 404870207 ტელეფონი: მობილური: ელფოსტა:
დანართი
მუხლი 1661. სექსუალური შევიწროება 1. სექსუალური შევიწროება − საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. მუხლი 2. დისკრიმინაციის ცნება. დისკრიმინაციის აკრძალვა 32. სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.