„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.01.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი
ნომერი
#07-3/15/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-01-25
ბიუროს ნომერი 14

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 228-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 - მე-6 პუნქტები: „4. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ამ რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს, აგრეთვე, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. ამ შემთხვევაში წარდგენილად ითვლება ის პარლამენტის წევრი, რომელსაც მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრი დაუჭერს მხარს. თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარსადგენად უფრაციო პარლამენტის წევრთა თანაბარი რაოდენობის მხარდაჭერის შემთხვევაში, წარდგენილად ითვლება პარლამენტის ის წევრი, რომლის წარდგენაც შესაბამისი ჯგუფის მიერ უფრო ადრე განხორციელდა. 5. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს. 6. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც არ აქვს შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს/წევრებს პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას დამატებით მიეცემა/მიეცემათ 10 წუთი ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. ეს წესი ვრცელდება იმ სხვა პროცედურაზეც, რომელიც წარიმართება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ან პოლიტიკური დებატებისთვის დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებისა დ უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატების წარდგენის წესს. თუმცა, არსებული რეგულაციების ფარგლებში ვერ ხერხდება X მოწვევის პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურების წარდგენა საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით. აგრეთვე, X მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, დასაზუსტებელია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც არ აქვს შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრის/წევრების პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას დროის განაწილების წესი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში აუცილებელია სათანადო ცვლილების განხორციელება, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში არსებული რეგულაციის ფარგლებში ვერ ხერხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურების წარდგენა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი სუბიექტების მიერ. შესაბამისად, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს გარდამავალი ხასიათის ნორმას, რომლითაც დგინდება ძირითადისაგან განსხვავებული წესი, რაც საშუალებას მისცემს შესაბამის სუბიექტებს, მიმდინარე მოწვევის პარლამენტში ისარგებლონ აღნიშნული უფლებით. აგრეთვე, მიმდინარე მოწვევისათვის განსხვავებულ მოწესრიგებას საჭიროებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც არ აქვს შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრის/წევრების პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას დროის განაწილების წესი. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად დგინდება გარდამავალი ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით, მიმდინარე მოწვევის პარლამენტში, რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით წარდგენილ იქნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები. აგრეთვე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც არ აქვს შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრმა/წევრებმა ისარგებლონ დროის განაწილების განსხვავებული წესით პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლში, კერძოდ გარდამავალი დებულებების მუხლს ემატება მე-4 - მე-6 პუნქტები, რომელიც ითვალისწინებს, რომ მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. ამ შემთხვევაში წარდგენილად ითვლება ის პარლამენტის წევრი, რომელსაც მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრი დაუჭერს მხარს. თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარსადგენად უფრაციო პარლამენტის წევრთა თანაბარი რაოდენობის მხარდაჭერის შემთხვევაში, წარდგენილად ითვლება პარლამენტის ის წევრი, რომლის წარდგენაც შესაბამისი ჯგუფის მიერ უფრო ადრე განხორციელდა. აგრეთვე, მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს. გარდა ამისა, მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც არ აქვს შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს/წევრებს პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას დამატებით მიეცემა/მიეცემათ 10 წუთი ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. ეს წესი ვრცელდება იმ სხვა პროცედურაზეც, რომელიც წარიმართება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ან პოლიტიკური დებატებისთვის დადგენილი წესით. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის ეს ნაწილი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რეგლამენტის პროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი ითხოვს წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან აღნიშნული ნორმების დროულად ამოქმედება საშუალებას მისცემს შესაბამის სუბიექტებს წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები. აგრეთვე, უფრაქციო პარლამენტის წევრებმა პროექტის განსაზღვრული პროცედურების დროს სიტყვით გამოსვლისას ისარგებლონ დროის განაწილების განსხვავებული წესით. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება; რეგლამენტის პროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, რეგლამენტის პროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი რეგლამენტების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი.