„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-01
ბიუროს ნომერი 18
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
17.06.2016,
სარეგისტრაციო
კოდი:
040150000.05.001.018150) 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური
რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
გავლენას არ ახდენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის შეუფერხებლად
წარმართვის, ამ პროცესის კიდევ უფრო გამარტივების, საკადასტრო მონაცემების სრულყოფის,
მიწის ბაზრის განვითარებისა და შესაბამისი უფლების მქონე კერძო პირთა სახელზე მაქსიმალური
ოდენობის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით, 2019 წლის 11 დეკემბერს საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი (N5500-Iს) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“. სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, კანონპროექტით ასევე დადგინდა, რომ 2020
წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური
რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
გავლენას არ მოახდენდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. იმ ფაქტის გათვალისიწნებით, რომ
აღნიშნული ვადა ამოიწურა 2021 წლის 1 იანვარს, კანონის მიზნების შეუფერხებლად
განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნულ საკითხზე ვადის გახანგრძლივება,
ვინაიდან მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის გავლენა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასებაზე, წარმოადგენს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის ერთერთ დამაბრკოლებელ ფაქტორს.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, უძრავ
ნივთზე
საკუთრების
უფლების
დაინტერესებულ
პირებს,
მფლობელობის
(სარგებლობის)
პირველადი
რომელთაც
აქვთ
რეგისტრაციის
საკუთრების
დამადასტურებელი
რეგისტრაციის ფაქტამდეც ფლობენ და სარგებლობენ
მოთხოვნა
უფლების
დოკუმენტი.
ან
შეუძლია
იმ
მართლზომიერი
აღნიშნული
პირები
სარეგისტრაციო უძრავი ნივთით.
შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ფაქტი
მათთვის არ წარმოშობს დამატებით შემოსავალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მიწის ნაკვეთებზე
უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
საფუძველზე,
უძრავი
ნივთის
პირველად
რეგისტრაციას „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე არ აქვს არსებითი გავლენა.
კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური
რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას
გავლენა არ ექნება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.
წარმოდგენილი საკანონმდებლო
ცვლილება არის დროებითი ღონისძიება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19
პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში სოციალური დახმარების მიმღები პირებისთვის
შეღავათიანი პირობის გასავრცელებლად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის
მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე გამონაკლისის სახით დადგინდა ვადა
და აღნიშნულ პერიოდში გამოირიცხა სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გავლენა „სოციალური დახმარების შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრულ
ოჯახის
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასებაზე. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების შეუფერხებლად
განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია ეს ვადა გახანგრძლივდეს 2023 წლის 1 იანვრამდე. იმ
ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ვადა ამოიწურა 2021 წლის 1 იანვარს,
აუცილებელია ეს პრობლემა კანონში ცვლილების შეტანის გზით გადაიჭრას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის
23-ე მუხლის მე-6 პუნქტით, სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე
საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია 2023 წლის 1 იანვრამდე, არ აისახება „სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასებაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე
მუხლის მე-6 პუნქტით განისაზღვრა ვადა 2023 წლის 1 იანვრამდე. კერძოდ, სპორადული და
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების
პირველადი
რეგისტრაცია, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე, არ აისახება „სოციალური დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
შეფასებაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი არ
არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2021 წლის 1 იანვარს, შესაბამისად
მნიშვნელოვანია ცვლილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას არ ითხოვს ინიციატორი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან/და
ადგილობრივი ბიუჯეტიდან. კანონპროექტით ხდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის გახანგრძლივება. აღნიშნული ნორმის
მიხედვით, სპორადული და სისტეური რეგისტრაციის ფარგლებში, უძრავ ნივთზე საკუთრების
უფლების პირველად რეგისტრაციას, 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე არ ჰქონდა
გავლენა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოჯახის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.
საკანონმდებლო ცვლილება არ წარმოშობს ახალ ხარჯებს სახელმწიფოსთვის, ვინაიდან
ცვლილების მიღების შედეგად, სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა არ გაიზრდება.
შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წლის და შემდგომი სამი
წლის განმავლობაში) კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით სახელმწიფო ხარჯებს.7
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა არ აქვს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. პროექტის მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრამდე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით პირველადი რეგისტრაცია არ აისახება
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.
კანონპროექტის შედეგად შესაძლოა, (სსიპ) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიზარდოს
განცხადებების რაოდენობა მიწის პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულს
ვერ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის ფარგლებში შესასრულებელი
სამუშაოები უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება
საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად ნაწილობრივ გაიზრდება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ხარჯები. კანონპროექტს შესაძლოა მცირედი გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტზე, ხარჯების შემცირების ნაწილში. კერძოდ, პირები რომლებზეც გავრცელდება აღნიშნული
საკითხი, დიდი ალბათობით, ამჟამადაც არიან სოციალური დახმარების მიმღებნი. კანონპროექტის
ამოქმედებას არ ექნება გავლენა სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობის ან/და სოციალური
დახმარების ოდენობის ზრდაზე, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა სახელმწიფო ხარჯების ზრდა. თუმცა,
უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე კანონპროექტის შედეგად ვერ შემცირდება სახელმწიფო ხარჯები,
რაც შესაძლოა შემცირებულიყო თუ მიწის პირველადი რეგისტრაცია აისახებოდა იმ პირთა
ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობის შეფასებაზე, ვინც განახორციელებდა მიწის ნაკვეთის
პირველად რეგისტრაციას. ამასთან, რთულია შეფასდეს უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაცია
რამდენად აისახება ბენეფიციართა სარეიტინგო ქულებზე, ვინაიდან შინამეურნეობის კეთილდღეობის
ინდექსი გამოითვლება სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით, და ინდივიდუალურ შემთხვევევბში
შესაძლოა სხვადასხვა შედეგი ჰქონდეს.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბენეფიციარები,
რომლებიც 2020-2021 წლებში სარგებლობდნენ არსებული შეღავათით და საკუთრების უფლებით
დაირეგისტრირეს უძრავი ნივთი, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემდეგაც, 2023 წლის 1
იანვრამდე ისარგებლებენ აღნიშნული საშეღავათო პირობებით, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს
სახელმწიფოს ხარჯვით ნაწილზე.
თუმცა, აღნიშნული დამოკიდებულია სხავდასხვა ფაქტორზე
(მაგალითად: ოჯახის საჭიროებები, ხარჯები, სხვა შემოსავლები და ა.შ.). ვინაიდან სოციალურად
დაუცველთა
სარეიტინგო
ქულები
გამოითვლება
სხვადასხვა
კომპონენტის
მიხედვით,
და
ინდივიდუალურ შემთხვევევბში შესაძლოა სხვადასხვა შედეგი ჰქონდეს, რაზეც დამოკიდებულია
„სოციალური დახმარების შესაახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბენეფიციარ პირთა
რაოდენობა.
კანონპროექტის შედეგად შესაძლოა, (სსიპ) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიზარდოს
განცხადებების რაოდენობა მიწის პირველად რეგისტრაციებთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულს არ
ექნება არსებითი გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად, სარეგისტრაციო სამსახური უზრუნველყოფილიქნა
ადმინისტრაციული რესურსით.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას. 7
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს გავლენა ექნება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ ბენეფიციარებზე, რომელთაც კუთვნილ ან/და მართლზომიერ მფლობელობაში
არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებიათ კანონით
დადგენილი წესით. აღნიშნულ პირთა მიერ უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით პირველადი
რეგისტრაცია არ აისახება მათ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. პირთა
ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის შეფასება არის მუდმივად ცვლადი და მიბმულია
როგორც ბენეფიციართა შემოსავლებზე, ასევე მათ საჭიროებებსა და ხარჯებზე, რაზეც არის
დამოკიდებული იმ პირთა რაოდენობა, ვინც ისარგებლა 2020-2021 წლის განმავლობაში ან/და
ისარგებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე, არსებული შეღავათით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ
პირები, რომელთაც შეღავათის პირობებში უკვვე დაირეგისტრირეს ან დაირეგისტრირებენ უძრავ
ნივთს, შეძლებენ აღნიშნული ქონება მოაქციონ სამოქალაქო ბრუნვაში (ქირავნობა, იჯარა,
გასხვისება) რაც გაზრდის მათ შემოსავალს.
კანონპროექტს გავლენა ექნება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც 2020-2021 წლებში სარგებლობდნენ „მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი მე-6 პუნქტით დადგენილი
შეღავათით და საკუთრების უფლებით დაირეგისტრირეს უძრავი ნივთი. საკანონმდებლო
ცლვილების განუხორციელებლობის შემთხვევაში, 2020 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში
პირველადად რეგისტრირებულ უძრავ ნივთს გავლენა ექნებოდა პირთა ოჯახების ეკონომიკურსოციალური მდგომარეობის შეფასებაზე და მათ შესაძლოა დაეკარგათ სოციალური დახმარების
მიმღები
პირის
სტატუსი.
წინამდებარე
კანონპროექტით
აღნიშნული
პირები,
შეძლებენ
ისარგებლონ დადგენილი შეღავათით საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებიდან 2023 წლის 1
იანვრამდე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი
შენატანი).
ბ1 ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
კანონპროექტის
მომზადება
არ
უკავშირდება
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ხატია წილოსანი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ხატია წილოსანი