საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში (2020 წლის იანვარი - 2021 წლის იანვარი)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.01.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-828/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-01
ბიუროს ნომერი 18

📜 ტექსტი

წერილი
2-828/21 28-01-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, გიგზავნით საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიშს. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, დეპარტამენტის უფროსი თამარ ყოლბაია
ანგარიში
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში პერიოდი: 2020 წლის იანვარი - 2021 წლის იანვარი 2020 წლის 9 ივნისი ვებინარის თემა: მდგრადი განვითარების მიზნები და კოვიდ-19 მონაწილე: ნინო წილოსანი ვებინარი საპარლამენტთაშორისო კავშირის, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწვეტილებების ქსელის (SDSN) და ორგანიზაციის „პარლამენტარები გლობალური მიზნებისთვის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ვებინარს უძღვებოდა საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტი, გაბრიელა კუევას ბარონი. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, ეკონომისტები, არასამთავრობო სექტორის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმსჯელეს პანდემიის მართვის საუკეთესო გამოცდილებებზე და გლობალური ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განახლებაზე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის მიზნების შესაბამისად. საუბარი შეეხო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის გამოცდილებას და მასთან ერთად სამომავლო ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების გეგმებს. 2020 წლის 22 ივნისს, საპარლამენტთაშორისო კავშირის ნიუ-იორკის ოფისში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან, გაიგზავნა ინფორმაცია ნებაყოფლობით ეროვნულ მიმოხილვაში (VNR) საქართველოს პარლამენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მდგრადი განვითარების მიზნებში ქვეყნის პროგრესს. 2020 წლის ივლისში გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და საპარლამენტთაშორისო კავშირის მომავალ პრეზიდენტ, დუარტე პაჩეკოს შორის. არჩილ თალაკვაძემ მხარდაჭერა გამოუცხადა მას მომავალ არჩევნებში და გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. საუბარო შეეხო ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალური კონფერენციის საქართველოში ჩატარების თემასაც, რომლის ჩატარებაც თბილისში 2020 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა და არსებული პანდემიის გამო გადაიდო. ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა, საპარლამენტთაშორისო კავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც ორგანიზაცია სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 2020 წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტიდან საპარლამენტთაშორისო კავშირში გაიგზავნა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ახალგაზრდა წევრებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონშიც და მთლიანად ევროპაში, ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა პარლამენტის წევრების არჩევა საქართველოში საკანონმდებლო ვალდებულებების გარეშე ხდება. ირაკლი ბროკიშვილი დელეგაციის მდივანი 2021 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი