საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის გრიგოლ ვაშაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.01.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-874/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის გრიგოლ ვაშაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-01
ბიუროს ნომერი 18

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-874/21 28-01-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს პარლამენტის წევრის გრიგოლ ვაშაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2021 წლის 28 იანვარს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის გრიგოლ ვაშაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის გრიგოლ ვაშაძის მიერ უფლებამოსილების თავმჯდომარის სახელზე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 16 დეკემბერს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გრიგოლ ვაშაძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება გრიგოლ ვაშაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. გრიგოლ ვაშაძეს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე