„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-01
ბიუროს ნომერი 18
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 104. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი
კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის
თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტები ახალარჩეული პარლამენტის
პირველი სხდომიდან არაუგვიანეს 6 თვისა ადგენენ წინა მოწვევის პარლამენტში
განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას (წამყვანი კომიტეტების
მიხედვით), რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად
მიაჩნიათ, და მას განსახილველად წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს.
პარლამენტის ბიურო ამ საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს
პარლამენტის პლენარულ სხდომას. აღნიშნული ნუსხის შედგენისას წამყვან
კომიტეტს შეუძლია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვიტოს ამ
ნუსხაში შემავალი კანონპროექტის ინიციატორისა და მომხსენებლის საკითხიც და
ამის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს.
2. წამყვანი კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიძლება, ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტის ინიციატორად განისაზღვროს ეს
კომიტეტი და მასზე მომხსენებლად დაინიშნოს მისი წევრი ან, პარლამენტის სხვა
წევრის თანხმობით, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორად და მასზე
მომხსენებლად განისაზღვროს პარლამენტის ეს წევრი.
3. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის
პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე. ამ დადგენილების
პროექტს პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი. ის კანონპროექტები, რომლებიც არ იქნება გათვალისწინებული
აღნიშნული დადგენილებით, პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.
4. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება პარლამენტის იმ
დადგენილებების პროექტებზედაც, რომლებიც პარლამენტს წარედგინება
კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისათვის რეგლამენტით დადგენილი
წესით.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი 104-ე მუხლი განსაზღვრავს
წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების
განხილვის
პროცედურის
გაგრძელების
მიზანშეწონილობის
თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების წესს და ადგენს, რომ ამგვარი კანონპროექტების
განხილვის
პროცედურის
გაგრძელების
მიზანშეწონილობის
თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატორად ჩაითვლება შესაბამისი
წამყვანი კომიტეტი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წამყვანი კომიტეტის
ასეთი კანონპროექტების ინიციატორად იმპერატიულად მიჩნევა რიგ შემთხვევებში
შესაძლოა
არაეფექტიანი,
მიზანშეუწონელი
და
კანონშემოქმედებითი
საქმიანობისთვის ხელის შემშლელი იყოს. შესაბამისად, საჭიროა, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში არსებობდეს ამ საკითხის მოწესრიგების მოქნილი და
შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებული მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად
შეუწყობდა ხელს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ
კანონპროექტებზე მუშაობის გაგრძელებისა და მათი განხილვის პროცესს.
ამრიგად, პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს
ზემოხსენებული საკითხის მოწესრიგების მოქნილ მექანიზმს; კერძოდ, დგინდება,
რომ შესაძლებელია, წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი
კანონპროექტის ინიციატორად დარჩეს მისი საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმდგენი ან წამყვანი კომიტეტის გადაწყვეტილებით მის ინიციატორად
განისაზღვროს წამყვანი კომიტეტი, ხოლო წამყვანი კომიტეტის გადაწყვეტილებით
და პარლამენტის იმ წევრის თანხმობით, რომელიც ამ კომიტეტის წევრი არ არის,
აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორად განისაზღვროს პარლამენტის ეს წევრი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი წესრიგდება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით. ამდენად, მის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია
ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებით ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“
ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, რის შედეგადაც გაჩნდება მისი მოწესრიგების
მოქნილი და შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებული მექანიზმი.
ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით იცვლება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 104-ე მუხლი და ითვალისწინებს წინა მოწვევის პარლამენტში
განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის
გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
წესს:
ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტები ახალარჩეული პარლამენტის
პირველი სხდომიდან არაუგვიანეს 6 თვისა ადგენენ წინა მოწვევის
პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას
(წამყვანი კომიტეტების მიხედვით), რომელთა განხილვის პროცედურის
გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ, და მას განსახილველად წარუდგენენ
პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო ამ საკითხს გადაწყვეტილების
მისაღებად წარუდგენს პარლამენტის პლენარულ სხდომას. აღნიშნული ნუსხის
შედგენისას წამყვან კომიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს ამ ნუსხაში შემავალი
კანონპროექტის ინიციატორისა და მომხსენებლის საკითხიც და ამის შესახებ
ინფორმაცია წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს; კერძოდ, წამყვანი კომიტეტის
გადაწყვეტილებით შეიძლება კანონპროექტის ინიციატორად განისაზღვროს ეს
კომიტეტი და მასზე მომხსენებლად დაინიშნოს მისი წევრი ან, პარლამენტის
სხვა წევრის თანხმობით, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორად და მასზე
მომხსენებლად განისაზღვროს პარლამენტის ეს წევრი.
პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის
პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე. ამ დადგენილების
პროექტს პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და
წესების
კომიტეტი.
ის
კანონპროექტები,
რომლებიც
არ
იქნება
გათვალისწინებული
აღნიშნული
დადგენილებით,
პარლამენტიდან
გათხოვილად ჩაითვლება.
აღნიშნული წესები ვრცელდება პარლამენტის იმ დადგენილებების
პროექტებზედაც, რომლებიც პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის
პარლამენტისთვის წარდგენისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და
შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის შემთხვევაში):
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის
ინიციირებული.
2
ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის
პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის
თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საკითხის არსიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი ცვლილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის
მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
გასათვალისწინებელია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში წარდგენილია მთელი
რიგი კანონპროექტები, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელების თაობაზე
საკითხი უნდა გადაწყვიტოს მეათე მოწვევის პარლამენტმა. ეს საკითხი კი საჭიროა,
შეძლებისდაგვარად სწრაფად გადაწყდეს, რათა არ შეფერხდეს მიმდინარე
საკანონმდებლო პროცესი და პარლამენტისა და პარლამენტის კომიტეტების 2021
წლის სამოქმედო გეგმების მომზადება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია,
პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტი განხილულ და მიღებულ
იქნეს დაჩქარებული წესით, საქართველოს პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულო
სესიის დაწყებიდან უახლოეს პერიოდში.
ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების
წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
3
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ
ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის
რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ იწვევს ასეთ ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის
ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან
სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
ზეგავლენის შეფასება:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პარლამენტის
სამართალს.
რეგლამენტის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი
4
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და
ნაწილი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ
ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული
კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
ჯგუფის,
ექსპერტის
შეფასება
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი
კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც
მაგალითად იქნა გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი.
ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
5
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მიხეილ სარჯველაძე,
ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი,
გიორგი ამილახვარი, ვიქტორ სანიკიძე, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ დაუშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე
6