საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ბექა ნაცვლიშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, შოთა ხაბარელის, ზაზა ხუციშვილის, გიორგი მოსიძის, გუგული მაღრაძის, გიორგი ხატიძის, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო ქაცარავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, ნინო წილოსანის, აკაკი ზოიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი ვოლსკის, ენძელა მაჭავარიანის, დიმიტრი ხუნდაძის და არჩილ თალაკვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/368; 12.06.2019) საქართველოს კანონის პროექტები; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ენძელა მაჭავარიანის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, გიორგი მოსიძის, გიორგი ხატიძის და ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-3/386; 27.08.2019).

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-1146/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-03
ბიუროს ნომერი 19

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-1146/21 02-02-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, 2021 წლის 1 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის თანახმად, განიხილა და მხარი დაუჭირა წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობას შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე: 1. საქართველოს კანონის პროექტები „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/368; 12.06.2019). 2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/386; 27.08.2019) პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge