საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წინა მოწვევის პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე (კომიტეტს განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-1158/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-03
ბიუროს ნომერი 19

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-1158/21 02-02-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წინა მოწვევის პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2021 წლის 1 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის თანახმად, შეადგინა წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტში წარდგენილი იმ კანონპროექტების ნუსხა, რომელზედაც საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განსაზღვრული იყო წამყვან კომიტეტად და იმსჯელა აღნიშნული პროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტს წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტში წარდგენილი იმ პროექტების, რომელზედაც საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განსაზღვრული იყო წამყვან კომიტეტად, შემდგომი განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge