საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინფორმაცია წინა მოწვევის პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე (კომიტეტს განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია)
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 7
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
2021 წლის 3 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
საკონფერენციო დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება, IX
მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტების განხილვის
გაგრძელებაზე, რომლებზეც წინა მოწვევის პარლამენტის ბიურომ წამყვან კომიტეტად
განსაზღვრა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტი;
მომხსენებელი: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე
- სოზარ სუბარი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2011 წლის 11
ოქტომბრის „საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და
საქართველოს (საქართველოს მთავრობა) სახელით მოქმედ ფინანსთა სამინისტროს შორის
სესხისა და გრანტის ხელშეკრულება (2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის რესპუბლიკის
მთავრობასა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) შორის ხელმოწერილი ფინანსური
პროტოკოლის განხორციელების მიზნით“) ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/16;
30.12.2020);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა - ფინანსთა მინისტრის
მოადგილეები, ეკატერინე მიქაბაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
პირველი მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა
(საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7
ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ თაობაზე (072/17; 31.12.20);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა - ფინანსთა მინისტრის
მოადგილეები, ეკატერინე მიქაბაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
პირველი მოადგილე.
ოქმი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის
ოქმი N7
2021 წლის 3 თებერვალი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის 8
ილია ჭაქვჭავაძის სახელობის დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე: სოზარ სუბარი - კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: სოზარ სუბარი (კომიტეტის
თავმჯდომარე), გიორგი ხოჯევანიშვილი - (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე), ეკა სეფაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ბექა
დავითულიანი, ზაურ დარგალი, ედიშერ თოლორაია, ნინო ლაცაბიძე, ანზორ
ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, ვიქტორ ჯაფარიძე;
მოწვეული სტუმარი:
გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა
თვითმმართველობის კომიტეტის 10 წევრის დასწრებით (ქვორუმი 6).
და
სხდომის დღის წესრიგი (პროექტები)
1.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად, IX
მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი იმ კანონპროექტების
განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე, რომლებზეც წინა
მოწვევის პარლამენტის ბიურომ წამყვან კომიტეტად განსაზღვრა საქართველოს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი;
(პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან: მ. გოგებაშვილი);
მომხსენებელი: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე;
2.
საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2011
წლის 11 ოქტომბრის „საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ
NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) სახელით მოქმედ
სქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სესხისა და გრანტის ხელშეკრულება
(2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს
(საქართველოს მთავრობა) შორის ხელმოწერილი ფინანსური პროტოკოლის
განხორციელების მიზნით)“ ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/16; 30.12.2020)
(სავალდებულო კომიტეტები: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის,
დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის
და
საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტები) (წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (ვადები
სხვა კომიტეტებზე: 05.01-22.02) (წამყვან კომიტეტზე 05.01-09.03) (პასუხისმგებელი
პირები კომიტეტიდან: ხ, ხვიჩია, დ. ხავთასი);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა - საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მოადგილეები;
ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის პირველი მოადგილე;
3.
საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას
შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ N5 ცვლილების წერილიშეთანხმება (07-2/17; 31.12.2020) (07-2/17; 31.12.2020) (სავალდებულო კომიტეტები:
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (წამყვანი:
საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტი) (ვადები წამყვან კომიტეტზე: 05.01-09.03) (სხვა
კომიტეტებზე: 05.01-22.02) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, თ.
კალანდარიშვილი);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა - საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მოადგილეები;
ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის პირველი მოადგილე.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი
წარმოდგენილი სახით.
I მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად, რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის
ინფორმაციია IX მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი იმ
კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე,
რომლებზეც წინა მოწვევის პარლამენტის ბიურომ წამყვან კომიტეტად განსაზღვრა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტი.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, VIII მოწვევის პარლამენტიდან დარჩენილია
განსახილველად ორი კანონის პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე
კანონის პროექტები (სულ 172 კანონპროექტი) (07-2/479; 15.04.16) წარმოდგენილი
კანონის პროექტი გახლდათ ე.წ. ჰარმონიზაციის პაკეტი, საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 165-ე მუხლის მე-2
პუნქტით იყო ნაკისრი ვალდებულება რომ საქართველოს მთავრობას 2015 წლის 1
ივლისამდე
უნდა
უზრუნველეყო
სახელმწიფო
და
მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებების
მომზადება,
აგრეთვე
საჭიროების
შემთხვევაში
მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი
სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის
პროექტის წარდგენა.
აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი განხილულ იქნა პირველი მოსმენით, VIII მოწვევის
პარლამენტში მეტი ვერ მოესწრო და შემდეგ სამართლებრივ-ტექნიკურ მიზეზთა გამო
ვერ გაგრძელდა ამის განხილვა. ამასობაში საქართველოს მთავრობამ 2020 წელს
წარმოადგინა იგივე შინაარსის, თუმცა განახლებული პროექტი რომელიც
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 2020 წლის 15 ივლისს.
2) ასევე დარჩენილია საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრების ე. ტრიპოლსკისა
და კ. კოპალიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/567; 26.04.16) რომელიც გამომდინარეობდა
ზემოთხსენებული ჰარმონიზაციის პაკეტიდან. (მიღებულია 2020 წელს) შესაბამისად,
აღნიშნული ცვლილებების გაგრძელებაც აზრს მოკლებულია.
IX მოწვევის პარლამენტიდან განსახილველად დარჩენილია საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/68; 17.05.17).
3) პროექტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია,
გასცეს წერილობითი თანხმობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს,
ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო
საკუთრებაში არსებულ მიწაზე, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის
ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან
ამორიცხულ ტერიტორიაზე და დაცულ ტერიტორიებზე) ხეების მოჭრის და მერქნიანი
მცენარის ვარჯის ფორმირების თაობაზე, ხოლო ამ პროცედურით მიღებული
მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების
გაცემასა და მიღებული მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშებით მარკირებას,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ახორციელებს
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო, და ეს რესურსი საწყობდება მათ მიერ
მითითებულ ტერიტორიაზე.
წარმოდგენილი კანონის პროექტის ავტორი იყო საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მის გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი. წარმოდგენილი კანონის პროექტი კომიტეტის სხდომაზე განხილულ
იქნა ორი მოსმენით, ხოლო სესიაზე ერთი მოსმენით.
ავტორებთან კონსულტაციით აღმოჩნდა, რომ საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მის გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი აპირებს გადაამუშავოს აღნიშნული პროექტი და თავიდან მოხდეს
მისი რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე მივიჩნევთ რომ არ უნდა გავაგრძელოთ
აღნიშნული პროექტის განხილვა.
4) მეოთხე პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის ოთარ კახიძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (073/310; 20.03.19)
(პროექტის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება საქართველოს
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებას, თუ იგი აკმაყოფილებს მთის
განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის
მინიჭებისთვის დადგენილ რომელიმე კრიტერიუმს).
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ხუთ მარტს წარმოადგინა ცვლილება
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავდა ოთარ
კახიძის მიერ ინიცირებულ საკითხებსაც. წარმოდგენილი კანონი ძალაში შევიდა 2020
წლის 6 ივნისს. აქედან გამომდინარე აღნიშნული პროექტის განხილვის გაგრძელებაც
მიზანშეუწონელია.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 10 წევრი;
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა: (ერთხმად)
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტმა, 2021 წლის 3 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104ე მუხლის შესაბამისად განიხილა საკითხი იმ კანონპროექტების განხილვის
გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში
წარდგენილ იქნა კომიტეტში და რომელზეც საქართველოს პარლამენტის ბიურომ
გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტად განსაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი.
კომიტეტი მიზანშეუწონლად მიიჩნევს წინა მოწვევის პარლამენტში, კომიტეტში
განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის
გაგრძელებას.
II მოისმინეს:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა
საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციო წარმოდგენილი ხელშეკრულებები:
„2011 წლის 11 ოქტომბრის „საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ
NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) სახელით მოქმედ
სქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სესხისა და გრანტის ხელშეკრულება
(2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს
(საქართველოს მთავრობა) შორის ხელმოწერილი ფინანსური პროტოკოლის
განხორციელების მიზნით)“ ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/16; 30.12.2020) და
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი
„საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას
შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ N5 ცვლილების წერილიშეთანხმება (07-2/17; 31.12.2020) (07-2/17);
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი ფინანსური პროტოკოლი
საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილ იქნა
2011 წლის 7 ოქტომბერს და ითვალისწინებდა მესტიის ხეობაში სათხილამურო
საბაგიროების მოწყობას, რომლის განხორციელების მიზნით 2011 წლის 11
ოქტომბერს, საქართველოს სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა
და საფრანგეთის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-ს შორის ხელმოწერილ იქნა
სესხის და გრანტის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოსთვის
18 მლნ ევროს ოდენობით სესხის და 700 000 ევროს გრანტის სახით გამოყოფას. თანხა
განკუთვნილი იყო მესტიის ხეობაში სამთო-სათხილამურო კურორტების
განვითარების მიზნით 7 საბაგიროს მშენებლობისთვის. ამ 7 საბაგიროდან 2
მშენებლობა უკვე დასრულებულია ჰაწვალში, 5 საბაგიროს მოწყობილობა
მიწოდებულია თეთნულდში, აქედან 4 საბაგირო ექსპლუატაციაშია შესული.
დარჩენილია ერთი საბაგიროს (T7) გზის ტესტირებისა და ექსპლუატაციაში მიღების
სამუშაოები. რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2021 წლის ბოლოს. ამ სესხის
ფარგლებში ჩამორიცხულია დაახლოებით 17,2 მლნ ევრო და გრანტის ფარგლებში 0,
56 მლნ. ევრო. დღეის მდგომარეობით 700 000 ევროს გრანტიდან დარჩენილი 138,400
ევრო, რომ დაიხარჯოს სათხილამურო კურორტის მენეჯმენტის ტრენინგის
დასაფინანსებლად, რადგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რისთვისაც იყო გრანტი
განსაზღვრული, დღეისათვის აქტუალური აღარ არის, ანუ ჯამში ორივე
ხელშეკრულება მიმართულია ერთის მხრივ, რომ ეკონომია გამოვიყენოთ იმ პირთა
ტრეინინგებზე, რომლებიც დასაქმებულია საბაგიროების მშენებლობებზე და მეორე
რეგისტრაციის ვადა გადავწიოთ 2021 წლის 31 დეკემბრამდე, იმისათვის, რომ
ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ საბოლოო ანაზღაურება მოხდეს მშენებელ
კომპანიებთან.
მომხსენებელს შეკითხვით მიმართეს:
სოზარ სუბარი: რა საფუძვლით ჩაითვალა მიზანშეუწონლად ტექნიკურ-ეკონომიკური
კვლევების შესყიდვა? ჩემი ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2009 წლის ბოლოს
პრაქტიკულად მზად იყო საბაგირო და სეზონის დასაწყისში ვერ ჩაირთო, სწორედ
იმიტომ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა არ იყო ჩატარებული. მაინტერესებს
რატომ აღარ არის კვლევების ჩატარების საჭიროება?
გიორგი კაკაურიძე: კვლევა ჩატარებულია. თუმცა აღნიშნული კვლევა იყო არა
კონკრეტულად საბაგიროებზე, არამედ ტესტირების რეჟიმზე, რომელიც მას არ ქონდა
გავლილი. რაც შეეხება თვითონ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, ეს ზოგადად ამ
საბაგიროების განვითარებისთვის იყო მნიშვნელოვანი და 560 ათასი ევრო სწორედ ამ
მიმართულებებით დაიხარჯა. რაც შეეხება დღეის მდგომარეობით გრანტიდან
აუთვისებელ 138, 410 ევროს, ეს არის ეკონომია, რომელიც კვლევის ნაცვლად
მიიმართება სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურეობებზე, რომელიც
აუცილებელია იმისათვის, რომ საბაგიროები სწორად იმართოს და ექსპლუატაციაში
დიდხანს იყოს, ამისათვის საჭიროა თანამშრომლების დატრეინინგება.
ვიქტორ ჯაფარიძე: მაინტერესებს ვინ არის პასუხისმგებელი იმ სამუშაოების
შესრულებაზე, რომელიც თეთნულდში ძალიან უხარისხოდ განხორციელდა, ჩემი
აზრით მარტო საბაგიროების დამონტაჟება არაფერს ნიშნავს, თუ მიმდებარე
ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა
მოსახლეობას?
საფრთხის ქვეშ აყენებს სოფლის
გიორგი კაკაურიძე: მინდა აღვნიშნო, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება
ითვალისწინებს მხოლოდ სათხილამურო საბაგიროების მოწყობას. თქვენს მიერ
დასმული საკითხი საყურადღებოა, მაგრამ ცალკე განხილვის საგანია, რომელშიც
ჩართული უნდა იყოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს და მთის კურორტების კომპანიის ის ტექნიკურ ჯგუფი, რომელიც
უშუალოდ ჩართული იყვნენ აღნიშნულ სამუშაოებში. საჭიროების შემთხვევაში
ფინანსთა სამინისტოც მიიღებს მონაწილეობას.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ წერილშეთანხმებებს.
კენჭისყრებში მონაწილეობდა კომიტეტის 10 წევრი.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა: (ერთხმად)
1) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტმა მიმდინარე წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2011 წლის 11 ოქტომბრის
„საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და
საქართველოს (საქართველოს მთავრობა) სახელით მოქმედ ფინანსთა სამინისტროს
შორის სესხისა და გრანტის ხელშეკრულება (2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის
რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) შორის
ხელმოწერილი ფინანსური პროტოკოლის განხორციელების მიზნით“) ცვლილების
წერილ-შეთანხმება“.
კომიტეტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს
წარმოდგენილი ფინანსური პროტოკოლის ცვლილების წერილ-შეთანხმების
პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა: (ერთხმად)
2) „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის
მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ N5 ცვლილების
წერილი-შეთანხმება (07-2/17; 31.12.2020) საქართველოს პარლამენტის რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2021 წლის 3 თებერვალს
კომიტეტის სხდომაზე განიხილა „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და
საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური
პროტოკოლის“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხება (07-2/17; 31.12.2020).
კომიტეტს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები არ გააჩნია და მხარს
უჭერს მის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას.
სხდომის თავმჯდომარე სოზარ სუბარი
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე