საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასკვნა წინა მოწვევის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე (კომიტეტს განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-1241/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-04
ბიუროს ნომერი 20

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-1241/21 03-02-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასკვნა წინა მოწვევის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2021 წლის 1 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის თანახმად, შეადგინა წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტში წარდგენილი იმ კანონპროექტების ნუსხა, რომელზედაც საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განსაზღვრული იყო წამყვან კომიტეტად და იმსჯელა აღნიშნული პროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტმა წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტში წარდგენილი იმ პროექტების, რომელზედაც საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განსაზღვრული იყო წამყვან კომიტეტად, შემდგომი განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge