საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-04
ბიუროს ნომერი 21 (14:30)
📜 ტექსტი
წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-1319/21
04-02-2021
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
44-ე მუხლის
შესაბამისად
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის
2020 წლის საქმიანობის ანგარიშს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ანგარიში
2020
სარჩევი
კომიტეტის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა .......................................................................................... 1
მიზნები და ამოცანები................................................................................................................................... 1
კომიტეტის სხდომების სტატისტიკა .......................................................................................................... 2
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ......................................................................................... 2
კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტები................................................................................... 3
კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტები ...................................................................................... 3
კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი საერთაშორისო შეთანხმებები .......................... 5
საპარლამენტო კონტროლი ........................................................................................................................... 6
კომიტეტში გამართული შეხვედრები ......................................................................................................... 7
საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა - კომიტეტის
კანონშემოქმედებითი და პოლიტიკის შემუშავების პროცესი ............................................................... 9
ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალებულებები და საკომიტეტო საქმიანობა ......................... 11
საზოგადოებასთან ურთიერთობა .............................................................................................................. 12
კომიტეტის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა
საქართველოს
პარლამენტის
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტი
საქმიანობას
წარმართავს
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის
დებულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობათა ფარგლებში.
კომიტეტი
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
უზრუნველყოფს
საკანონმდებლო
და
საზედამხედველო საქმიანობას, საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესში.
მიზნები და ამოცანები
მიზნები
კომიტეტის საქმიანობის მიზანია სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება და მისი
კონკურენტუნარიანობის ზრდა, მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება, სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობისა და
სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სოფლის განვითარება და სოფლად სიღარიბის
დაძლევა.
ამოცანები
კომიტეტი საქმიანობისას ასრულებს შემდეგ ამოცანებს:
ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
აგრარული რეფორმების, სასურსათო უზრუნველყოფის, მიწის რესურსების, აგრარული
განათლებისა და მეცნიერების, აგრომომსახურებებისა და ფერმერთა საკითხებთან
დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავება;
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
მიახლოება/ჰარმონიზება,
სოფლისა
და
საქართველოს
სოფლის
კანონმდებლობის
მეურნეობის
განვითარების
სტრატეგიების განხორციელებაზე ეფექტიანი ზედამხედველობა და კანონმდებლობის
აღსრულების კონტროლი;
აგრარულ სექტორში რეფორმების გატარების, აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო
კომპლექსის პოტენციალის სრულად გამოყენების, მისი დარგების აღორძინებისა და
დინამიური განვითარების ხელშეწყობა;
საბიუჯეტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით,
ქვეყანაში
მდგრადი
განვითარების
მიზნების
(SDGs
2030)
დღის
წესრიგის
განხორციელებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა;
1
კომიტეტის
ღიაობის,
გამჭვირვალობის,
მოქალაქეთა
ჩართულობისა
და
ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
კომიტეტის სხდომების სტატისტიკა
COVID-19 პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვება ზეგავლენა მოახდინა
კომიტეტის საქმიანობაზეც. საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ,
კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით, გაიმართა
კომიტეტის 13 სხდომა. განხილულ იქნა 32 საკითხი, მათ შორის - საქართველოს პარლამენტში
ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და
სამთავრობო პროგრამის 2021-2024 (ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის) განხილვა, 17
კანონშემოქმედებითი და 3 სარატიფიკაციო დოკუმენტი, 6 საზედამხედველო საქმიანობის
ფარგლებში ინფორმაციის მოსმენა და 5 საორგანიზაციო საკითხი.
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მონაწილეობდა პარლამენტის კანონშემოქმედებით
საქმიანობაში. ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა შემდეგ კანონპროექტებზე:
საქართველოს კანონის პროექტი „აგროტურიზმის შესახებ“ და მისგან გამომდინარე
კანონპროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი - აგრარულ საკითხთა კომიტეტი; კანონის
პროექტი
იხილება
საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში).
კანონპროექტის
შემუშავება განპირობებულია სოფლის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების და
სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის საჭიროებით, რაც სოფლად მცხოვრები
მოსახლეობისთვის
ალტერნატიული
დასაქმების
შესაძლებლობებს
გაზრდის.
კანონპროექტის მიზანია მცირე ფერმერული მეურნეობების მიერ ადგილობივი
პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობა. იგი არეგულირებს აგროტურიზმის სტატუსის
მინიჭებასთან
დაკავშირებულ
სამართლებრივ
ურთიერთობებს,
განსაზღვრავს
აგროტურისტული საქმიანობის, ასევე აგროტურისტული მეურნეობის კრიტერიუმებს,
ადგენს
აგროტურიზმის
ხელშეწყობის
ღონისძიებებს
და
ამ
საქმიანობის
განხორციელების ზოგად საფუძვლებს (კანონპროექტი ინიცირებულია).
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი ზოლების) შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და
მისგან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
2
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და კანონპროექტები
ცვლილების
შეტანის
სამართალდარღვევათა
„„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
თაობაზე“;
კოდექსში
„საქართველოს
ცვლილების
შეტანის
ადმინისტრაციულ
შესახებ“;
„საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „„ნიადაგის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „„ნიადაგების კონსერვაციისა და
ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ - კანონპროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ხელშეწყობა,
ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიული პროცესების თავიდან აცილება (კანონპროექტი
გადაგზავნილია საქართველოს მთავრობაში წინასწარი განხილვის მიზნით).
კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტები
საქართველოს კანონის პროექტი „აგროტურიზმის შესახებ“ და მისგან გამომდინარე
კანონპროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
აისეტის კვლევითი ინსტიტუტის (ISET Policy Institute) მიერ მომზადდა კანონპროექტის
რეგულირების შეფასების (RIA) ანგარიში. კანონპროექტი წაახალისებს პროდუქტის
მიწოდების მოკლე ჯაჭვის შექმნას და ადგილობრივი პროდუქტის ახალი სარეალიზაციო
არხების გახსნას განსაკუთრებით მცირემიწიანი ფერმერებისთვის.
საქართველოს
კანონის
პროექტი
„„სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის პროექტის მე-15 მუხლის
მე-5 პუნქტით, ახლებურად განისაზღვრა ვადა და 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებული
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივები ვალდებულნი იქნებიან 2022 წლის
1 იანვრამდე უზრუნველყონ კოოპერატივის წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და
საკუთარი წესდებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტები
2020 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა შემდეგი კანონპროექტები:
1. აგრარულ
საკითხთა
კომიტეტის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
მომზადებული - საქართველოს კანონის პროექტი „აგროტურიზმის შესახებ“ და მისგან
3
გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“.
2. საქართველოს კანონის პროექტი - „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც მიზნად
ისახავდა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების
დაზუსტებას. კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა
პროექტს.
3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული
თანდართული
მასალები,
სახელმწიფო
ბიუჯეტის
კანონის
პროექტის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2021-2024
წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. კომიტეტმა, გამოთქმული
შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილ „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის
პროექტის,
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
თანდართული მასალების, საქართველოს მთავრობაში დაბრუნებას გადამუშავებისათვის.
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტი
-
საქართველოს
ორგანულ
კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
და მისი თანმდევი კანონპროექტები - კანონპროექტით
კოდექსი მოყვანილ იქნა
შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან; გასწორდა კოდექსში არსებული
ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზები; მოხდა კოდექსის სრულყოფა, რათა
უზრუნველყოფილი
ყოფილიყო
უფლებამოსილებათა
სრული
სახელმწიფოსა
გამიჯვნა
და
და
ერთგვაროვანი
მუნიციპალიტეტის
ტერმინოლოგიის
დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტს.
5. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან
მახათაძის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა
ლურსმანაშვილის, ზაზა ხუციშვილისა და პაატა გოგოხიას მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „აკვაკულტურის
შესახებ
და
მისგან
გამომდინარე
კანონპროექტები.
კანონპროექტის
მომზადება
4
განპირობებული იყო ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო და
ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და გარემოს
დაცვის აუცილებლობით.
კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი საერთაშორისო
შეთანხმებები
1. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილ „2014 წლის 21 ნოემბრის „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების
ასოციაციას (IDA) შორის დაფინანსების ხელშეკრულების (ირიგაციისა და მიწის ბაზრის
განვითარების პროექტი)“ ცვლილების პროექტს (07-2/491/9; 17.06.2020), რომელიც
ითვალისწინებდა
თავდაპირველი
დაფინანსების
ხელშეკრულების
გარკვეული
დებულებების პროექტის დამატებითი სესხის შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანას,
კერძოდ, პროექტის დახურვის ვადის 2022 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელებას,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდების
დაზუსტებას, პროექტის განმარტებების დებულებების დამატებითი დაფინანსების
შეთანხმების დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას.
2. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილ „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „იაპონიის
საზღვარგარეთთან
თანამშრომლობის
მოხალისეთა
პროგრამის“
ფარგლებში
საქართველოში მოხალისეების გაგზავნის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული
შეთანხმების რატიფიცირებას (07-2/435; 13.01.2020). შეთანხმება ითვალისწინებდა
მხარეთა თანამშრომლობას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
ხელშეწყობის
მიზნით.
მისი
რატიფიკაცია-ძალაში
შესვლის
შემდგომ,
მხარეთა
შეთანხმებით, მოხალისეებს შეეძლებათ საქართველოს აღმოუჩინონ დახმარება სოფლის
განვითარებისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის,
კულტურის, საზოგადოებრივი განვითარების სფეროებში.
3. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილ „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო
ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმებას - (მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და
ბაზარზე
წვდომა:
ადაპტაციის
კომპონენტი
(DiMMadapt)
რატიფიცირებას
(075
2/541/913.11.2020; შეთანხმება
საძოვრების
მართვის
ითვალისწინებდა
მიდგომებისა
და
ფერმერთათვის გრანტების გაცემას,
მეთოდოლოგიის
გაუმჯობესებას
მათი
პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, აგრეთვე, რძის წარმოების თანამედროვე,
ინოვაციური, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი და რძის წარმოების რენტაბელური
ტექნოლოგიების დანერგვას.
კომიტეტის საორგანიზაციო სხდომები
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ჩაატარა 3 საოგანიზაციო სხდომა. განიხილა 6 საკითხი
1. კომიტეტის 2020 წლის 7 თებერვლის სხდომაზე მოსმენილი იქნა აგრარულ საკითხთა
კომიტეტის საქმიანობის ანგარიში (2019 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები);
- დამტკიცდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა;
2. კომიტეტის 2020 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე:
შემუშავდა კომიტეტის დებულება;
არჩეული იქნენ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები;
3. კომიტეტის 2020 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე.
კომიტეტთან შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო (დამტკიცდა საბჭოს
შემადგენლობა და განისაზღვრა მისი საქმიანობის წესი - დამტკიცდა დებულება);
კომიტეტთან შეიქმნა მეჩაიეობის დარგში არსებული გამოწვევების შემსწავლელი
სამუშაო ჯგუფი.
საპარლამენტო კონტროლი
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ახორციელებდა კონტროლს საქართველოს მთავრობის
საქმიანობაზე. კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში 6 საკითხი განიხილა,
რომელიც უკავშირდებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მისი
მმართველობის სფეროში შემავალი უწყებების საქმიანობას და პროექტების განხორციელების
მიმდინარეობას. აღნიშნული საკითხების განხილვას კომიტეტის 4 სხდომა დაეთმო:
1. კომიტეტის 2020 წლის 5 ივნისის სხდომაზე მოსმენილი იქნა საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის
მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის
განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
6
2. კომიტეტის 2020 წლის 15 ივნისის სხდომაზე მოსმენილი იქნა საქართველოს მთავრობის
მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიში“ (07-2/473/9; 25.05.2020);
3. კომიტეტის 2020 წლის 6 ივლისის სხდომაზე:
მოსმენილი იქნა ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მოსმენილი იქნა
ინფორმაცია (ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის
განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
4. კომიტეტის 2020 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე:
მოსმენილი იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის
ანგარიში“(1-10762/20; 31.07.2020);
მოსმენილი იქნა
ინფორმაცია - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
გაწეული საქმიანობის შესახებ.
კომიტეტში გამართული შეხვედრები
COVID-19 პანდემიის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით, 2020 წელს
შეხვედრების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
2020
წლის
დანელია,
20
თებერვალს აგრარულ
და დარგობრივი
საკითხთა
ეკონომიკისა
და
კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ
ეკონომიკური
პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ
წარმომადგენელს
საქართველოში, სელიმ
ჩაკირს, შეხვდნენ.
მხარეებმა
იმსჯელეს
საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი
თანამშრომლობის საკითხებზე.
2020 წლის 16 ივნისს აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა, სადაც
იმსჯელეს აგროტურიზმის შესახებ დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივაზე და დარგში
არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნორვეგიის სამეფოს
საგანგებო
და
სრულუფლებიანი
ელჩმა
საქართველოში,
საერთაშორისო
და
ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
7
2020 წლის
29 ივლისს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, ნიდერლანდების
სამეფოს ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და
ნიდერლანდების
სამეფოს
შორის
სავაჭრო-ეკონომიკურ
სფეროში
ორმხრივი
პარტნიორობის საკითხებზე.
2020 წლის 31 ივლისს აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა კერძო და სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი
„აგროტურიზმის შესახებ“ .
2020 წლის 1-2 აგვისტოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და გაეროს
ქალთა
ორგანიზაციის
საქართველოს
მხარდაჭერით
მთავრობის
გაიმართა
წარმომადგენლებთან.
გასვლითი
შეხვედრაზე
შეხვედრა
კახეთში,
განხილულ
იქნა
საქართველოს კანონის პროექტი „აგროტურიზმის შესახებ“. შეხვედრას გარემოს დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
მინისტრის
პირველი
მოადგილე, გიორგი
ხანიშვილი,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი,
ფინანსთა
მინისტრის
ადმინისტრაციის
მოადგილე, ზურაბ
ხელმძღვანელი, მარიამ
ძნელაშვილი,
ტურიზმის
ეროვნული
ქვრივიშვილი და
ფერმერთა
ასოციაციის
თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე ესწრებოდნენ.
2020 წლის 27 აგვისტოს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, ისრაელის საგანგებო
და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ისრაელის
ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის
საკითხებზე ისაუბრეს.
2020 წლის 18 დეკემბერს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის
წევრებმა ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გამართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის
მეურნეობის
მინისტრსა
და
ციტრუსის
საკოორდინაციო
შტაბის
ხელმძღვანელთან, ციტრუსის მიღება-ჩაბარებისა და ექსპორტის საკითხებზე.
2020 წლის
18 დეკემბერს
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო
წილოსანმა, ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გამართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის
UN WOMEN-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს შორის სოფლად
მცხოვრები ქალების გაძლიერების საკითხებზე.
2020 წლის 22 დეკემბერს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი
და კომიტეტის წევრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ
მოადგილესა და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა სოფლის
8
მეურნეობის მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ
პრიორიტეტებზე ისმჯელეს.
2020 წლის 22 დეკემბერს კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და კომიტეტის
წევრები მიწის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოების მუშაობის მიმდინარეობა სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ინვენტარიზაციის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე
მიწის სააგენტოს მიერ
წარმოდგენილი
შესახებ
ინფორმაცია
გაწეული
საქმიანობის
შეფასდა
არადამაკმაყოფილებლად. კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, მოუწოდა
სააგენტოს გააქტიუროს მუშაობა მიწის ბალანსის შედგენასთან დაკავშირებით.
საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების
ხელშეწყობა - კომიტეტის კანონშემოქმედებითი და პოლიტიკის შემუშავების
პროცესი
„საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების
ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის“, რომელიც დამტკიცებულია 2019 წლის ივნისში,
მიზნად
ისახავს
საქართველოს
კანონშემოქმედებითი
მექანიზმების
პარლამენტის
გამოყენებით,
ეფექტიანი
ზედამხედველობითი
ხელი
ქვეყანაში
შეუწყოს
და
მდგრადი
განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესს.
2020 წელს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა
საქართველოს კანონის პროექტი „აგროტურიზმის შესახებ“ და მისგან გამომდინარე
კანონპროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი - აგრარულ საკითხთა კომიტეტი; კანონის
პროექტი იხილება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში). აღნიშნულ კანონპროექტს
წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნის მიღწევაში, რამდენადაც
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სოფლის ალტერნატიული ეკონომიკური
განვითარების და სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის საჭიროებით, რაც სოფლად
მცხოვრები მოსახლეობისთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.
კანონპროექტის
მიზანია
მცირე
ფერმერული
მეურნეობების
მიერ
ადგილობივი
პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობა. კანონპროექტის მიზნები ( სოფლად სიღარიბის
9
დაძლევა და მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, მცირე მეურნეობების წახალისება და
ადგილობრივი
მოსახლეობის
შემოსავლების
ზრდა;
რეგიონებში
ფერმერული
მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერება, ღირსეული სამუშაო ადგილების
შექმნა) პირდაპირ პასუხობს მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს:
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 1: სიღარიბის აღმოფხვრა
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 2: შიმშილის აღმოფხვრა
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და
გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 8: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური
ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
კომიტეტის მიერ შემუშავებულია „ქარსაფარი (მინდორდაცვითი ზოლების) შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. ქარსაფარი
(მინდორდაცვითი) ზოლების ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სარგებელს
წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნის მიღწევაში:
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 1: სიღარიბის აღმოფხვრა - ქარსაფარი (მინდორდაცვითი)
ზოლები
ხელს
უწყობს
სასოფლო-სამეურნეო
კულტურის
მოსავლიანობის
ზრდას.
მოსავლიანობის გაზრდა ნიშნავს წარმოებისაგან მიღებულ გაზრდილ შემოსავალს. გარდა ამისა,
ქარსაფარ
(მინდორდაცვით)
ზოლებს
შეუძლია
უზრუნველყოს
შეშისა
და
საკვების
ხელმისაწვდომობა, რაც ასევე დადებითად აისახება სიღარიბის აღმოფხვრაზე.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 2: შიმშილის აღმოფხვრა - საკვების წარმოება
დამოკიდებულია ეკოსისტემურ სერვისებზე, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას,
ნიადაგის ტენიანობასა და ნაყოფიერებას.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა - ქარსაფარ
(მინდორდაცვით) ზოლებს ადამიანის ჯანმრთელობაზე აქვს ირიბი ზემოქმედება. ისინი ცვლიან
კლიმატს, ხელს უწყობენ გარემოს დაბინძრების შემცირებას ნახშირბადის სეკვესტრირებით.
მდგრადი განვითარების მიზანი SDG 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - ქარსაფარი
(მინდორდაცვითი) ზოლების გაშენება, დაცვა და მოვლა-პატრონობა, ასევე, დაგეგმარება
მოითხოვს ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან რაოდენობას. შესაბამისად მუშა-ხელზე
მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს. გარდა ამისა, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების გაშენებამ
და/ან რეაბილიტაციამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნები შესაბამისი სარგავი მასალის გამომყვან
სანერგე მეურნეობებსა და კვალიფიციურ აგრონომებსა და სატყეო მელიორაციის (ტყის
კულტურების) სპეციალისტებზე. ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლებს შეაქვს წვლილი არა
10
მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნაში, არამედ ეკონომიკის მდგრად განვითარებაში სასოფლოსამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდით.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 11: მდგრადი ქალაქები და თემები - სასოფლო-სამეურნეო
პრაქტიკაში ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების გათვალისწინება და ინტეგრირება ხელს
უწყობს ინკლუზიური მწვანე ზონების მქონე მდგრადი დასახლებების შექმნას.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 13: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა - კლიმატის
ცვლილება არა მხოლოდ ცვლის საშუალო ტემპერატურებს მთელს მსოფლიოში, არამედ ცვლის
ნალექების ბუნებასა და ზრდის ამინდის ექსტრემალური შემთხვევების სიხშირესა და
ინტენსივობას.
ქარსაფარი
(მინდორდაცვითი)
ზოლები
წარმოადგენს
თანამედროვე
და
კონსერვაციაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს, რომელსაც
სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში შეაქვს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული ზომები.
ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლებს შეუძლია გააუმჯობესოს ეკოსისტემური სერვისები და
დაარეგულიროს ჰაერის ტემპერატურა. უფრო მეტიც, ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლებს
შეუძლია შეასრულოს ბუფერული ზონის როლი ისეთი ექსტრემალური მოვლენების დროს,
როგორიცაა ძლიერი თოვლიანი ქარი, გვალვა და შტორმი.
მდგრადი
განვითარების
მიზანი
(SDG)
15:
ბუნებრივი
ეკოსისტემები
-
ქარსაფარი
(მინდორდაცვითი) ზოლების გაშენება შეიძლება არა მხოლოდ იმისათვის, რომ გაძლიერდეს მათი
ღირებულება, როგორც ველური ბუნების ჰაბიტატისა, არამედ მათ შეუძლია მოიზიდონ გარეული
ფრინველები და უზრუნველყონ მათი თავშესაფარი, საკვები და დაცვა მტაცებლებისაგან ან
დერეფანი
მიგრაციისათვის.
ქარსაფარი
(მინდორდაცვითი)
ზოლები
ზრდის
ბიომრავალფეროვნებას და აუმჯობესებს ეკოსისტემური სერვისებს.
ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალებულებები და საკომიტეტო
საქმიანობა
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმებით
განსაზღვრულია
ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები (DCFTA) კარი IV),
რომლის
მე-4 თავით გასნაზღვრული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები (SPS)
მოიცავს
სურსათის
(სანიტარიული
და
უვნებლობის,
ვეტერინარიისა
ფიტოსანიტარიული
და
მცენარეთა
მიმართულებით
დაცვის
საკანონმდებლო
საკითხებს.
დაახლოების
სამოქმედო გეგმა განსაზღვრულია DCFTA შეთანხმების XI-B დანართით). საქართველოს მიერ
ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, 2015–2027 წლებში
სურსათის უვნებლობასთან,
11
ვეტერინარიასა
და
მცენარეთა
დაცვასთან
დაკავშირებული
კანონმდებლობა
უნდა
საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის
მიერ
დაუახლოვდეს ევროკავშირის 272 სამართლებრივ აქტს.
ჩატარდა როგორც კომიტეტის სხდომა, ასევე გაიმართა შეხვედრები, სადაც განხილულ იქნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში, სოფლის
მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის
წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. 2019
წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, განხორციელდა ევროკავშირის 22 სამართლებრივ აქტთან
დაახლოება: სურსათის უვნებლობა - 7 სამართლებრივი აქტი; მცენარეთა დაცვა - 8
სამართლებრივი აქტი; ვეტერინარია - 7 სამართლებრივი აქტი.
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა მოსახლეობასთან ურთიერთობა. კომიტეტი
სისტემატურად აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას, განიხილავს კომიტეტში შემოსულ წერილებსა
და განცხადებებს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის სახელზე შემოსულია 55 წერილი, ყველა
წერილი კომიტეტის აპარატის მიერ კონტროლზე აყვანილი, შესწავლილი და განხილულია. რიგ
შემთხვევებში - პასუხი გაგზავნილია განმცხადებელთან ან განცხადება შემდგომი რეაგირების
მიზნით გადაცემულია შესაბამის უწყებებისათვის.
12