„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-08
ბიუროს ნომერი 22
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განათლებისა და მეცნიერების;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) კულტურის;“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის:
საქართველოს
პარლამენტში
ინიციირებულია
საკანონმდებლო
ცვლილებები
(„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და გამომდინარე
პროექტები), რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციას საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროდ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტროდ. მიმდინარე პერიოდში საქართველოს პარლამენტში
ფუნქციონირებს ჯამში 15 და მათ შორის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და
სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტები. კულტურის, როგორც უაღრესად
მნიშვნელოვანი სფეროს, წარმომადგენელთა ინტერესების მეტად წარმოჩენის,
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ხელოვნების
განვითარებისთვის ხელშესაწყობად, ამასთანავე, იმისათვის, რომ საქართველოს
პარლამენტმა კიდევ უფრო წარმატებით შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება, როგორც
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და კანონშემოქმედებითი
საქმიანობის, ასევე კონტროლისა და ზედამხედველობის კუთხით, მიზანშეწონილია
ცალკე გამოიყოს კულტურის კომიტეტი.
ზემოთაღნიშნული მიზნის მისაღწევად რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის რეორგანიზაცია ერთი მხრივ
განათლებისა და მეცნიერების და მეორე მხრივ კულტურის კომიტეტად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მიღების აუცილებლობა:
რეგლამენტის პროექტის მიღება ერთის მხრივ გამოწვეულია იმ სტრუქტურული
რეფორმის გატარებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი
განათლებისა და მეცნიერების სფეროში გადაეცემა საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში გადაეცემა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მეორეს
მხრივ მიზნად ისახავს პარლამენტის, როგორც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
და მთავრობის საქმიანობის მაკონტროლებელი უმაღლესი წარმომადგენლობითი
ორგანოს, საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს
პარლამენტში მოხდება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
რეორგანიზაცია ერთის მხრივ განათლებისა და მეცნიერების და მეორეს მხრივ
კულტურის კომიტეტად, რაც ხელს შეუწობს პარლამენტის უფლებამოსილებათა
ეფექტურად განხორციელებას.
ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის
მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ნაცვლად საქმიანობას
განათლებისა და მეცნიერების და კულტურის კომიტეტები.
განათლების,
გააგრძელებს
ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და
შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის
პროექტზე.
ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი,
ხოლო უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილებების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3
წელი):
ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
არის სახელმწიფო ბიუჯეტი (პარლამენტის ასიგნებები).
ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
გავლენა სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
კომიტეტში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებიდან გადახდილი საშემოსავლო
გადასახადის კუთხით. კერძოდ, კომიტეტის აპარატში დასაქმებული პირების მიერ
სახელმწიფო ბიუჯეტში წლიურად გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დაახლოებით
შეადგენს 61,680 ლარს.
ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტის რეორგანიზაციას განათლებისა და მეცნიერების და კულტურის
კომიტეტებად, აქედან გამომდინარე რეგლამენტის პროექტს აქვს გავლენა პარლამენტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ: კომიტეტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის
პირველი მოადგილისა და 2 მოადგილის რეგლამენტით უკვე განსაზღვრული
გასამრჯელოს, სოციალური გარანტიების, მატერიალურ-ტექნიკური ხარჯების სახით.
ამასთანავე, კომიტეტს გამართული ფუნქციონირებისათვის სჭირდება აპარატი, სადაც
განსაზღვრულია თანამდებობები და ანაზღაურება, კერძოდ, აპარატის უფროსი, მთავარი,
წამყვანი და უფროსი სპეციალისტები, ასევე, შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და
ადმინისტრაციული ხარჯები. არსებული სტატისტიკით, კომიტეტის აპარატის
თანამშრომელთა (საშუალოდ 11 თანამშრომელი) შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯი
ჯამში თვიურად შეადგენს დაახლოებით 25,700 ლარს. რაც შეეხება ტექნიკური
საშუალებების, საწვავის და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც საჭიროა
კომიტეტის გამართული ფუნქციონირებისათვის, აღნიშნული ხარჯები საშუალოდ
თვიურად შეადგენს დაახლოებით
3,596 ლარს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ
აღნიშნული ხარჯები საბოლოოდ დამოკიდებული იქნება
კომიტეტის აპარატში
დასაქმებულთა ოდენობაზე, რომელიც განისაზღვრება პარლამენტის ხაზინადართა
საბჭოს გადაწყვეტილებით და მტკიცდება პარლამენტის ბიუროს მიერ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები შესაძლებელია
უკავშირდებოდეს იმ პირებზე გავლენას, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ
უზრუნველყოფს კომიტეტის ფუნქციონირებას. კერძოდ, კომიტეტს თავჯდომარის,
პირველი მოადგილისა და 2 მოადგილის გარდა, გამართული ფუნქციონირებისთვის
ესაჭიროება აპარატი, სადაც განსაზღვრულია თანამდებობები და ანაზღაურება, კერძოდ,
აპარატის უფროსი, მთავარი, წამყვანი და უფროსი სპეციალისტები, რომელთა ჯამური
შრომის ანაზღაურება თვიურად შეადგენს დაახლოებით 25,700 ლარს (გათვლები
გაკეთებულია საშუალოდ 11 დასაქმებულზე).
ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი
ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და
სხვა სახის გადასახდელები.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება;
რეგლამენტის პროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლს.
გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და
ნაწილი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
არ
გამომდინარეობს
ევროკავშირის
სამართლებრივი აქტიდან.
დ)
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
მომზადების
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი
კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც
მაგალითად იქნა გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი:
რეგლამენტის პროექტის ავტორია პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე
ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
რეგლამენტის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“