„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე
ინიციატორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#07-3/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-08
ბიუროს ნომერი 22

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61–ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და 62–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. შეიქმნას 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. 2. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 3 თვით. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები (შემდგომში - არჩევნები). საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ (შემდგომში - ცესკო) 2020 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი1, საიდანაც ირკვევა:  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 511 853, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 992 891 ამომრჩეველმა;  არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი N11 საარჩევნო ოლქის 11.27.46 და N12 საარჩევნო ოლქის 12.20.87 უბნებში;  პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებიდან გამომდინარე მანდატები გადანაწილდა შემდეგი პრინციპით:  „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.79% და 5 მანდატი;  ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 27.18% და 36 მანდატი;  „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14% და 4 მანდატი;  „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.00% და 1 მანდატი;  „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ – 1.33% და 2 მანდატი; 1 https://cesko.ge/res/docs/20201203185912%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90 %E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A12020%E1%83%AC%E1%83 %9A%E1%83%98%E1%83%A131%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%8 3%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83 %95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9 1%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94 %E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E 1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1% 83%98%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98.pdf  ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15% და 4 მანდატი;  „გირჩი“ – 2.89% და 4 მანდატი;  ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 48.22% და 60 მანდატი;  „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 3.15% და 4 მანდატი.  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ოცდაათივე მანდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა. 2020 წლის პირველ ნოემბერს გამოქვეყნდა OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებები და დასკვნები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით2, სადაც მითითებულია, რომ „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა არსებითად შეცვლილ სამართლებრივ ჩარჩოში, რასაც წინ უძღოდა ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები, რამაც მოიტანა გაუმჯობესება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა საჭიროა მეტი ძალისხმევა რათა ხარვეზები აღმოიფხვრას. ამავე დღეს გამოქვეყნდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება3: „ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.“ საელჩომ ასევე მიუთითა, რომ არჩევნების დროს დარღვევები მართალია აზიანებს საარჩევნო შედეგებს და მიუღებელია, მაგრამ არ არის საკმარისი შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის, ასევე მოუწოდა მომავალ (მეათე) მოწვევის პარლამენტს განახორციელოს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ეუთო/ოდირის საარჩევნო შეფასებებში. პირველ ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)“ გაავრცელა განცხადება4, რომლის მიხედვითაც, ხმების პარალელური დათვლის (PVT) პროცესში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ „შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას“. ...„მოცემული დარღვევა (დისბალანსი) საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები“. აღსანიშნავია, რომ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული PVT-ის შედეგები ცდებოდა 2 https://www.osce.org/files/f/documents/a/d/469005.pdf https://ge.usembassy.gov/ka/u-s-embassy-statement-on-georgias-parliamentary-elections-ka/ 4 https://isfed.ge/geo/presrelizebi/201101022808khmebis-paraleluri-datvlis-PVT-shedegebi 3 ცესკოს მონაცემებს, კერძოდ:  N41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: PVT-ის მონაცემებით 45.8%, ცესკოს მონაცემებით - 48.22%;  N5 ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – PVT-ის მონაცემებით 26.4%, ცესკოს მონაცემებით - 27.18%;  N2 ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის: PVT-ის მონაცემებით 3.7%, ცესკოს მონაცემებით - 3.79%;  N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - PVT-ის მონაცემებით 3.1%, ცესკოს მონაცემებით - 3.14%;  N56 „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - PVT-ის მონაცემებით 3.1%, ცესკოს მონაცემებით - 3.15%;  N27 ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - PVT-ის მონაცემებით 3.0%, ცესკოს მონაცემებით - 3.15%;  N36 „გირჩი“ - PVT-ის მონაცემებით 2.8%, ცესკოს მონაცემებით - 2.89%;  N24 „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - PVT-ის მონაცემებით 1.3%, ცესკოს მონაცემებით - 1.33%;  N10 „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - PVT-ის მონაცემებით 1.0%, ცესკოს მონაცემებით - 1.0%. აქვე ხაზგასასმელია, რომ ცესკოს მონაცემებსა და PVT-ის მონაცემებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება ეხებოდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებულ საარჩევნო შედეგებს, რაც ასევე იწვევდა პარლამენტში მიღებული მანდატების სხვაობასაც. მოგვიანებით აღნიშნული განცხადების შინაარსი შეიცვალა და PVT-ის და ცესკოს მონაცემები თვითონ ISFED-ის განცხადებითვე ერთმანეთს დაემთხვა. 4 ნოემბერს 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ (მათ შორის: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI), სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)) გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც მითითებულია, რომ „პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი“. ამასთანავე, „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის“. აქვე ხაზგასასმელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2020 წლის 11 დეკემბერს გაავრცელა განცხადება5, რომლის მიხედვითაც ხმების პარალელური დათვლის (PVT) 5 http://www.isfed.ge/geo/gantskhadebebi/ISFED-is-khmebis-paraleluri-datvlis-PVT-shedegebis-shesakhebdazustebuli-informatsia- პროცესში დაფიქსირდა შეცდომა, კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა. მეტიც, 25 დეკემბერს გავრცელდა კიდევ ერთი განცხადება,6 სადაც ნათქვამია: “სამართლიანი არჩევნების” გამგეობა მიიჩნევს, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება“. შესაბამისად, მათი დათვლის პარალელური დათვლის (PVT-ის) მონაცემებიც დაემთხვა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. 2021 წლის 29 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) კიდევ ერთი განცხადება7 გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წლის პირველ ნოემბერს გამოტანილი დასკვნა, რომ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლისას გამოვლენილ ცდომილებას/დისბალანსს შეეძლო 4.1%-იანი გავლენა ჰქონოდა შედეგებზე, არის არასწორი და ეს საკითხიც საერთოდ მოიხსნა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგები არაერთხელ დადგა ეჭვქვეშ, რისი დასაბუთებული არგუმენტები ამ დრომდე არ ყოფილა წარმოდგენილი. მეტიც, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საქართველოს პარლამენტს და მათმა წარმომადგენლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ პარლამენტს მიმართეს განცხადებებით უფლებამოსილებების შეწყვეტის მოთხოვნით. ამ ყველაფრის საპირისპიროდ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ არაერთხელ იქნა განცხადებული, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მეტიც ისინი მოუწოდებენ ყველას მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, შევიდნენ პარლამენტში, გამოიძიონ დარღვევის ფაქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განახორციელონ რეფორმები. მაგალითად, 2021 წლის 15 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წლიურ ანგარიშში8 კომიტეტი წუხილს გამოთქვამს, რომ ოპოზიციამ საქართველოს ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა; ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და კამპანიის დაფინანსების სუსტ რეგულაციებზე, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ დარღვევები საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა; ხაზგასმულია, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ 6 http://www.isfed.ge/geo/presrelizebi/samartliani-archevnebis-gamgeoba-miichnevs-rom-khmebis-paraleluridatvlisas-dashvebuli-kharvezi-adamianuri-shetsdomaa-tumtsa-am-shetsdomis-sazogadoebistvis-dagvianebitgatsnobis-pasukhismgebloba-aghmasrulebel-direqtors-ekisreba 7 http://www.isfed.ge/geo/presrelizebi/khmebis-paraleluri-datvlis-PVT-monatsemebis-tanakhmadshemadjamebeli-oqmebis-8-shi-iko-metoba-shemadjamebel-oqmebshi-disbalansi-saarchevno-administratsiamumetestsilad-kenchiskris-dghis-shemdeg-gaastsora 8 https://pace.coe.int/en/files/28915/html?fbclid=IwAR0OYXJhUZ869Vv6rF5DYhVOvetaLO_HtHmDepanlbNW3Wi4oZkUmlMQv8 პოზიციას მისცემს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაში და სწორედ პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების წარმოების ადგილი. ამასთანავე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, „სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას ყველა საარჩევნო გადაცდომაზე ბრალდებები“. მეტიც, ასამბლეა ასევე მოუწოდებს „ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაიკავონ მათ მიერ ახალ პარლამენტში მოპოვებული ადგილები და ძირი არ გამოუთხარონ მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას“. მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან არაერთხელ იქნა განცხადებული, რომ თუ არჩევნების შესწავლისას აღმოჩნდებოდა თუნდაც ერთპროცენტიანი ცდომილება ცესკოს მიერ დაფიქსირებულ შედეგებსა და ჩატარებული გამოძიების შედეგად მიღებულ შედეგებს შორის, მაშინ მმართველი გუნდი იღებს ვალდებულებას ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ცალსახაა 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა, მიზანშეწონილია საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოკვლეული იქნეს თითოეული საკითხი და გაცემული იქნეს ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხი, რაც საბოლოოდ იქნება რეფორმების გაგრძელების ურყევი საფუძველი. ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: იმისათვის, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ ყველა დასაბუთებულ თუ დაუსაბუთებელ კრიტიკას, შენიშვნას, ბრალდებას თუ მოსაზრებას გაეცეს პასუხი, გამოძიებული იქნეს თითოეული ის საკითხი, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ისმება, ასევე შესრულდეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები საკითხების საპარლამენტო ფორმატში შესწავლის შესახებ, აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისია იმუშავებს გამჭვირვალედ, საქმიანობაში ჩართავს ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს და შედეგებს წარუდგენს საქართველოს მოსახლეობას. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული დროებითი საგამოძიებო კომისია იმუშავებს 3 თვის განმავლობაში და სიღრმისეულად შეისწავლის 2020 წლის პარლამენტის არჩევნებს და საბოლოოდ გასცემს პასუხის არსებობდა თუ არა ისეთი დარღვევები, რომლებმაც მოახდინეს ამომრჩეველთა ნების გამოხატვასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი დადგენილების პროექტი ითვალისწინებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხოლო მისი საქმიანობის ვადად განსაზღვრულია 3 თვე. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი დადგენილების პროექტთან მიმართებაში. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე. ამასთანავე, დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): აღნიშული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან მიმართებით. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილები პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი (პარლამენტის ასიგნებები). ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება მოხდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, დადგენილების პროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: ასეთი არ არსებობს. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილებით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის გავლენის შეფასება; დადგენილება არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში დაგენილების პროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; დაგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: დადგენილების ავტორია მამუკა მდინარაძე ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: დადგენილების პროექტის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“