ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-08
ბიუროს ნომერი 22
📜 ტექსტი
წერილი
2-1388/21
05-02-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად,
გიგზავნით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
ეუთოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ანგარიში
2020 წ.
20-21 თებერვალი, ქ. ვენა, ავსტრია (საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომა,
( კ. კუჭავა, ი. კობახიძე, ი. ბერაია, გ. წერეთელი);
20-21 თებერვალს, ქ ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის
კახაბერ კუჭავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეის ზამთრის სესიაში.
20 თებერვალს, ღონისძიება გაიხსნა საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი
კომიტეტის სხდომით, რომელსაც დაესწრო დელეგაციის ხელმძღვანელი კახაბერ კუჭავა.
სხდომაზე განხილული იქნა ასამბლეისთვის მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე მოუსმინეს ასამბლეის პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარის,
აგრეთვე სპეციალური წარმომადგენლების ანგარიშებს. სხდომის დასასრულს დასახელდა
შემდგომი ღონისძიებების თარიღები (26-27 აპრილი, ბიუროს სხდომა, ქ. კოპენჰაგენი,
დანია; 3-7 ივლისი, ასმბლეის ყოველწლიური სესია, ქ. ვანკუვერი, კანადა; 5-7 ოქტომბერი,
შემოგომის სხდომა, ქ. სან-მარინო, სან-მარინო; 2 დეკემბერი, ბიუროს სხდომა, ქ. ტირანა,
ალბანეთი).
პლენარულ სესიაზე, ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 250-მდე პარლამენტარს მისასალმებელი
სიტყვით მიმართეს ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ ვოლფგანგ სობოტკამ, ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა, ეუთოს მოქმედი
თავმჯდომარის სახელით ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეტიენ
ხაფაიმ და ეუთოს გენერალური მდივანმა თომას გრემინგერმა. თითოეული მათგანის
გამოსვლაში ხაზგასმული იყო არსებული უსაფრთხოების სიტუაციის კომპლექსურობა
ეუთოს რეგიონში და მათზე რეაგირებისას თანამშრომლობისა და კონსტრუქციული
მიდგომის აუცილებლობა წერვი ქვეყნების მხრიდან.
ზამთრის სხდომის ფორმატში ჩატარდა სამივე კომიტეტის (პოლიტიკური და
უსაფრთხოების საკითხების, ეკონმიკური და გარემოს დაცვითი საკითხებისა და ადამიანის
უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების საკითხების) სხდომა - გამახვილდა
ყურადღება ეუთოს სამივე განზომილებაში - პოლიტიკურ-უსაფრთხოების, ეკონომიკურეკოლოგიურსა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების
სფეორებში არსებულ ვითარებაზე. კომიტეტის მომხსენებლებმა - ლაურინუს კასიუნასმა,
ელონა ჰოქსჰამ და კარი ჰენრიკსენმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები 2020 წლის
ზაფხულის ყოველწლიურ სესიისაზე, 3-7 ივლისს, ქ. ვანკუვერში (კანადა) წარსადგენ
ანგარიშებთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი ბერაიამ, მონაწილეობა მიიღო პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის
სხდომაზე გამართულ დებატებში ლ. კასიუნასის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის
ყოველწლიური ანგარიშის მონახაზთან დაკავშირებით და ეუთოს სივრცეში არსებულ
კონფლიქტებთან დაკავშირებულ დებატებში, სადაც მან ისაუბრა საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ
მძიმე ვითარებაზე, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეთანხმებისა და
საერთაშორისო
ვალდებულებების
შეუსრულებლობაზე,
ასევე
საქართველოს
ხელისუფლების მიერ შემუშავებულ სამშვიდობო პოლიტიკაზე.
ირაკლი ბერაიამ
გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე
კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე საუბარს. მან ისაუბრა 2019 წლის ოქტომბერში
რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის
შესახებ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთზე ზეწოლის
აუცილებლობას.
ამავე დღეს საქართველოს დელეგაციის წევრები ორმხრივ ფორმატში შეხვდნენ
ეუთო/ოდირის დირექტორს, ინგებორგ გისლადოტირს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო
ქვეყანაში 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს
პარლამენტის დელეგაციის მხრიდან აღინიშნა ის ყურადღება, რასაც ისინი იჩენენ
ეუთო/ოდორისა და ეუთოს სხვა ინსტუტციების რეკომენდაციების მიმართ; აგრეთვე
გამოთქმულ იქნა სამომავლოდ უფრო აქტიური თანამშრომლობის მზაობა და
არჩევნებისათვის სათანადო დადებითი საარჩევნო გარემოს შექმნის მნიშვნელობა.
21 თებერვალს კახა კუჭავა და ირაკლი ბერაია დაესწრენ ლიეუტუვისა და ნორვეგიის
საპარლამენტო დელეგაციების მიერ ასამბლეის ფორმატის პარალელურად გამართულ
ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა რუსეთსა და ეუთოს ცალკეულ ქვეყანებში
პოლიტპატიმრების კუთხით არსებულ ვითარებას.
დისტანციურ ღონისძიებებში მონაწილეობა:
27 აპრილი, ასამბლეის ბიუროს სხდომა (გ. წერეთელი);
8 მაისი, „ვებინარი“ – „საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებების
დაცვა და დემოკრატიული კონტროლის შენარჩუნება“ (ი. კობახიძე, გ. წერეთელი);
15 მაისი, „ვებინარი“ – „კოვიდის ზეგავლენა კონფლიქტებზე ეუთო-ს რეგიონში“ (კ.
კუჭავა, გ. ვოლსკი, ი. ბერაია, გ. წერეთელი);
20 მაისი, ასამბლეის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრა (კ. კუჭავა,
გ. ვოლსკი, ი. ბერაია, ი. კობახიძე);
22 მაისი, „ვებინარი“ – „კოვიდ 19 - გარდამტეხი მომენტი გარემოს დაცვის მხრივ“ (კ.
კუჭავა, გ. წერეთელი);
29 მაისი, ასამბლეის ხელმძღვანელობის ვიდეო კონფერენცია ბიუროს
წევრებისათვის (გ. წერეთელი);
3 ივნისი, ასამბლეის ეგიდით არსებული „აბრეშუმის გზის ჯგუფის“ ვიდეო
კონფერენცია (ი. ბერაია, გ. წერეთელი);
15 ივნისი, „ვებინარი“ – „კოვიდ 19-ის ზეგავლენა გენდერულ ასპექტზე“ (ი.
კობახიძე);
18 ივნისი, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის
წარმომადგენლების არაფორმალური დისკუსია ასამბლეის პრეზიდენტსა და
გენერალურ მდივანთან (ი. ბერაია, გ. წერეთელი);
20 აგვისტო, არაფორმალური სატელეფონო ვიდეო ზარი ბელარუსში არსებულ
ვითარებასთან დაკავშირებით (გ. წერეთელი);
2 სექტემბერი, ასამბლეის ხელმძღვანელობის არაფორმალური შეხვედრა, მხოლოდ
ბიუროს წევრებისთვის (გ. წერეთელი);
16 სექტემბერი, „ვებინარი -არქტიკიდან გლობალურ დონემდე“ (კ. კუჭავა, გ.
წერეთელი);
23 სექტემბერი, ასამბლეის ბიუროს სხდომა/განხილვა ბელარუსში არსებულ
ვითარებასთან დაკავშირებით (გ. წერეთელი);
14 ოქტომბერი, „ვებინარი - პარლამენტარები და ჟურნალისტები, პარტნიორები
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში (ი. ბერია, გ. წერეთელი);
16 ოქტომბერი, „ვებინარი პარიზის ქარტიის 30 წლისთავთან დაკავშირებით ეუთოს უსაფრთხოების დღეები“ (გ. წერეთელი);
12 ნოემბერი, ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (კ. კუჭავა, გ.
წერეთელი);
20 ნოემბერი, „ვებინარი პარიზის ქარტიის 30 წლისთავთან დაკავშირებით
საპარლამენტო პერსპექტივის შესახებ“ (კ. კუჭავა, გ. წერეთელი);
2 დეკემბერი, ასამბლეის ბიუროს სხდომა (გ. წერეთელი);
3 დეკემბერი, ეუთოს მინისტერიალის დამატებითი ღონისძიება - „მოწოდება
ქმედითობისაკენ, საერთო მიზნებზე დაფუძნებით“ (გ. წერეთელი);
ანგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა
მერი გოგოლაძემ
14.01.2021