საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის გელა მიქაძის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-08
ბიუროს ნომერი 22
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-1475/21
08-02-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 8 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე ღია კენჭისყრით, სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობით,
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილედ
აირჩია
კომიტეტის წევრი გელა მიქაძე, რომლის კანდიდატურა წარმოდგენილი იყო საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge