„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/25/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ოჯახის წევრი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, არასრულწლოვნის მშობელი, აგრეთვე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი;“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ე) D5 კატეგორიის − პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ასევე მის მეუღლეზე და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი;“. 3. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-14 პუნქტები: „11. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის არ ითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად. 12. საქართველოში საქართველოში ბინადრობის ბინადრობის ნებართვის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისათვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე. 13. ბინადრობის ნებართვა, გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვისა, არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე. 14. ბინადრობის ნებართვა, გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვისა, არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება ამ კანონის მე-10 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული წესის საფუძველზე.“. 4. მე-15 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მეუღლეზე, მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვან შვილზე, არასრულწლოვნის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ასევე მის მეუღლეზე და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.“. 5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 1. ამ კანონის მე-15 მუხლის: ა) „ა“-„გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით; ბ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 წლის ვადით; გ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით; დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ბინადრობის ნებართვა, თუ უცხოელის საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით; ე) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს არ დაუდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია შეინარჩუნოს საკუთრების უფლება იმ უძრავ ნივთზე, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე; ვ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს და თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლის ვადით. აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, გარდა პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობების შესაბამისად, რა პირობებითაც მოხდა იმ ნებართვის გაცემა, რომლის ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას იმ უძრავ ნივთზე, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. 4. მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით. 5. უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე და რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5წლიანი ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და წარუდგინოს ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ბრუნვა, ხოლო იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის მე-5 წლის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (შემდგომ − საჯარო რეესტრი) წარუდგინოს ცნობა ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო მან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ. 6. თუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავს, მას სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნარჩუნდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.“. 6. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია, რისთვისაც ის უფლებამოსილია გავიდეს მითითებულ ადგილზე, დაათვალიეროს და გამოკითხვოს პირები.“. 7. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) უფლებამოსილი ორგანოს საქართველოდან გაძევების შესახებ.“. მიერ მის მიმართ მიღებულია გადაწყვეტილება 8. 21-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) თუ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.“; ბ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს არ წარუდგენს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან აღნიშნულ უცხოელს მის მიერ წარდგენილი, ამ გათვალისწინებული კანონის კანონის ინფორმაციით მე-16 არ მუხლის პირველი უდასტურდება პუნქტის საქართველოში „ე“ ქვეპუნქტით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.“. 9. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 10. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უცხოელს, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, შეიძლება ნატურალიზაციის გზით მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.“. 11. 48-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თუ მას სააგენტოსთვის წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით;“; ბ) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. 3. უცხოელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე. 4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების სააგენტოში წარდგენის საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხს სააგენტო იხილავს საკუთარი ინიციატივით. ასეთ უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შეიძლება გადაუვადდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ვადით.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. უცხოელს უფლებამოსილი არ ორგანოს გადაუვადდება მიერ საქართველოდან მიღებულია მისი გასვლის საქართველოდან ვალდებულება, გაძევების თუ შესახებ გადაწყვეტილება“. 12. 51-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) იგი სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - სასჯელის მოხდისთანავე ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით გათავისუფლებისთანავე;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.“. მუხლი 2 იმ პირებს, რომლებსაც ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ამოქმედებამდე უფლებამოსილ ორგანოში შეტანილი აქვთ განცხადება დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების მოთხოვნით, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა გაუგრძელდებათ ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე3 პუნქტით დადგენილი წესით. მუხლი 3 საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30 დღისა უზრუნველყოს „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანა. მუხლი 4 1. ეს კანონი, გამოქვეყნებისთანავე. გარდა ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს 2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება პრაქტიკაში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარეობს: 1) ტერმინის დაზუსტება დღეს არსებული საქართველოში რედაქციით, ოჯახის წევრის ცნებაში მოიაზრება უცხოელის ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, სრულწლოვანი შვილი), მშობელი. ამ ჩანაწერის მიხედვით, თეორიულად იქმნება უსასრულოდ ფართო წრე უცხოელებისა, რომელთაც უჩნდებათ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის უფლება. მაგ.: თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვას მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის გარდა ჰყავს სრულწლოვანი შვილიც და ეს უკანასკნელი მშობლის მიერ მიღებული ბინადრობის ნებართვის საფუძველზე თავადაც მიიღებს ბინადრობის ნებართვას, თავის მხრივ, იქმნება საფუძველი, რომ ეს უფლება გაუჩნდეს არა მხოლოდ სრულწლოვანი შვილის მეუღლეს და შვილებს, არამედ მეუღლის მშობლებსაც. ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის არსი წარმოადგენს იმ ადამიანების საქართველოში ცხოვრების უფლების უზრუნველყოფას, რომლებიც ერთმანეთზე სოციალურად და სამართლებრივად არიან დამოკიდებული. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის ოჯახის წევრის ცნება განისაზღვროს ისე, რომ ის მოიაზრებდეს მხოლოდ უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლეს, არასრულწლოვან შვილს და არასრულწლოვნის მშობელს. 2) უცხოელის მოთხოვნის საფუძველზე დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შესაძლებლობა მუდმივიბინადრობის ნებართვის ნაცვლად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 6 წლის ვადით. აღნიშნული ვადის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების შემდეგ კი უცხოელებზე გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. თუმცა, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც უცხოელებს, მიუხედავად მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლების არსებობისა, სურთ საქართველოში 6 წელზე მეტი ხნით დარჩენა დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ვინაიდან კანონი არ აძლევს უცხოელს დროებითი ბინადრობის 6 წელზე მეტი ხნის ვადით ფლობის საშუალებას. ასევე, ხშირ შემთხვევაში, დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში უცხოელის ყოფნის მიზანი არ შეესაბამება მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებს. მაგ.: სასწავლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე სწავლის ვადა 12 წლამდე გრძელდება (სამედიცინო ფაკულტეტი) და იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელის საქართველოში ყოფნა 6 წლის შემდეგაც დროებითია და ემსახურება ცოდნის მიღებას სამშობლოში მისი გამოყენების მიზნით, საქართველოსთან იძულებითი გრძელვადიანი ბმა და მუდმივი ბინადრობის აღების ვალდებულება როგორც სამართლებრივად, ასევე პრაქტიკულად შეუსაბამოა ამ მიზანთან. კანონის აღნიშნული რეგულაცია ასევე პრობლემებს უქმნის იმ უცხოელებს, რომელთა მოქალაქეობის ქვეყანა ითვალისწინებს პირების რეგისტრაციიდან მოხსნის ვალდებულებას სხვა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვებისას (მაგ., ხშირია მითითება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაზე, ყაზახეთის კანონმდებლობაზე). მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ასეთი ქვეყნები შესაძლებელია ითვალისწინებდნენ თავიანთ მოქალაქეებზე სანქციების გავრცელებას რეგისტრაციიდან მოხსნის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში (ასეთი სანქცია, როგორც ირკვევა, გათვალისწინებულია, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით). აღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ კანონი ადგენს დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრების ვადის (მხოლოდ 6 წლამდე) შეზღუდვას, დღის წესრიგში დადგა შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უცხოელის მიერ ბინადრობის ნებართვის სახის არჩევის შესაძლებლობის გათვალისწინება და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების ნაცვლად, დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შესაძლებლობის შემოღება. ბინადრობის ნებართვის გაცემის პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ყოფნის საჭიროების მაქსიმალური ვადა 12 წელია, რაც აისახა კანონპროექტში, როგორც დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების საერთო ვადა. 3) ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის გამოყენების შეზღუდვა კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სააგენტო ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელზე. საქართველოში კანონიერად ყოფნის შემთხვევებს მიეკუთვნება ამავე კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე საქართველოში ყოფნაც. საქართველოდან უცხოელის გასვლის ვალდებულების გადავადების შემთხვევაში, უცხოელი ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფად ითვლება, რაც საფუძველს აძლევს მას, მიმართოს სააგენტოს ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარე წარმოება უცხოელის მონაწილეობით, როდესაც საქართველოში უცხოელის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად. 2014 წლიდან მნიშვნელოვნად იმატა აღნიშნული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების მოთხოვნით მომართვიანობის რიცხვმა. ბოლოდროინდელმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული შესაძლებლობა უცხოელთა მიერ უმრავლეს შემთხვევაში საქართველოში ყოფნისათვის კანონიერი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად გამოიყენება, რისთვისაც ისინი გამიზნულად მიმართავენ სააგენტოს მოუწესრიგებელი დოკუმენტაციით და შემდეგ სასამართლოში ასაჩივრებენ ხარვეზის დადგენის ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას, სასამართლოში წარმოების დაწყებისას კი სააგენტოს მიმართავენ ბინადრობის ნებართვის მოპოვების მოთხოვნით. მნიშვნელოვანია ის სასამართლო სტატისტიკაც, რომელიც არსებობს ბინადრობის კატეგორიის დავებთან მიმართებით. მხოლოდ 2020 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სასამართლოში ამ კატეგორიის დავებზე დასრულებული 201 საქმიდან 89 საქმეზე წარმოება დასრულდა სარჩელის განუხილველად დატოვებით/შეწყვეტით იმ საფუძვლით, რომ პროცესზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, გასული იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა ან/და მან გაიხმო სარჩელი. მითითებული 201 საქმიდან მხოლოდ 112 იყო ისეთი, რომელშიც შეინიშნებოდა მოსარჩელის მხრიდან დავის არსებითად გადაწყვეტისადმი ინტერესის არსებობა საფუძვლიანი მოთხოვნით. წარმოდგენილი ცვლილებით, ერთი მხრივ, უცხოელი ინარჩუნებს სასამართლოში მიმართვის უფლებას, თუმცა, მეორე მხრივ, მას ერთმევა ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის შესაძლებლობა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძვლით. კანონის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების წარსადგენად პირს ეძლევა 7 დღიანი ვადა კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. გასვლის ვალდებულების გადავადების ყველა სხვა დანარჩენი საფუძვლის არსებობისას, განცხადების წარდგენისთვის ვადა არ არის განსაზღვრული. აღნიშნული გარემოება შესაძლებლობას აძლევს ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელებს, სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის საფუძვლით გადაივადონ საქართველოდან გასვლის ვალდებულება. იმის გათვალისწინებით, რომ პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვა არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოიქმნება და ხელს შეუშლიდა პირს, საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების მოთხოვნით წინასწარ განსაზღვრულ ვადაში მიემართა სააგენტოსთვის, მიზანშეწონილია კანონით დადგინდეს, რომ სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის საჭიროებისას უცხოელმა სააგენტოს შესაბამისი მოთხოვნით უნდა მიმართოს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე. რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის მიღების და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წარმოების მიმდინარეობის საფუძვლებით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებას, ამ საკითხს სააგენტო თავისი ინიციატივით განიხილავს და ასეთ უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულებას გადაუვადებს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ვადით. 4) C კატეგორიის ვიზის მიმართება ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის საფუძვლებთან უცხოელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის არაკეთილსინდისიერად გამოყენების კიდევ ერთ შემთხვევას წარმოადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა C კატეგორიის (ორდინალური) ვიზის საფუძველზე. C კატეგორიის (ორდინალური) ვიზა არის მოკლევადიანი ვიზა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, C კატეგორიის ორდინალური ვიზა გაიცემა ზოგადი საფუძვლებით, როგორიცაა ტურიზმი, ნათესავებისა და მეგობრების მონახულება, საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვა, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და ა.შ. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლის რეალური მიზეზის განსაზღვრა, მით უფრო, მაშინ, როდესაც ვიზიტორი ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვის მიღებას სრულიად სხვა მოტივით. გასათვალისწინებელია, რომ ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტებში მითითებულია მხოლოდ საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენის ვალდებულება (ნებისმიერი სახის ვიზა) და არა კონკრეტული ტიპის ვიზის ქონა. მაგალითად, თუ უცხოელი ითხოვს სასწავლო ბინადრობის ნებართვას, იგი ვალდებული არ არის წარადგინოს D კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა, ზემოაღნიშნულიდან რომელიც გამომდინარე, საგანმანათლებლო მიზნებით გაიცემა. ყოველივე შეუძლებელი ხდება ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლის თავდაპირველი საფუძვლისა და მოგვიანებით მის მიერ მოთხოვნილი ბინადრობის ნებართვის მიზნობრიობის ერთმანეთთან დაკავშირება და შესაბამისად, მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა. ამდენად, მიზანშეწონილია, რომ C კატეგორიის ორდინალური ვიზით (სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით და ელექტრონულად) საქართველოში უცხოელის ყოფნა არ ჩაითვალოს კანონიერად შრომითი ბინადრობის ნებართვის, სასწავლო ბინადრობის ნებართვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის, მუდმივი ცხოვრების ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის, გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის და კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვისა (დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი). ამ კატეგორიის ბინადრობის ნებართვების გამონაკლისებში მოქცევა განპირობებულია ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის შეუფერხებლად განხორციელების ინტერესით, ასევე სპეციალური და დროებითი ბინადრობის ნებართვების მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრის ინტერესების გათვალისწინების საჭიროებით. 5) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის უფლების შეზღუდვა იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის 2015 წლის 05 ივნისის N255 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის საფუძველზე კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, უცხოელს, რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 05 ივნისის N255 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა იმავე დადგენილებით გათვალისწინებული ვადითა და პირობებით. ამ წესით უცხოელები საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიან კონკრეტული საფუძვლის მითითების გარეშე. მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა დაკავშირებულია ისეთ ზოგად საფუძვლებთან, როგორიცაა ტურიზმი, ნათესავებისა და მეგობრების მონახულება, საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვა, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და ა.შ. შესაბამისად, შეუძლებელია ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლის რეალური მიზეზის განსაზღვრა და, შესაბამისად, ქვეყანაში შემოსვლის თავდაპირველი საფუძვლისა და მოგვიანებით მის მიერ მოთხოვნილი ბინადრობის ნებართვის მიზნობრიობის ერთმანეთთან დაკავშირება. ამდენად, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ყოფნა არ ჩაითვალოს საკმარისად შრომითი ბინადრობის ნებართვის, სასწავლო ბინადრობის ნებართვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის, მუდმივი ცხოვრების ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის, გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის და კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვისა (დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი). ამ კატეგორიის ბინადრობის ნებართვების გამონაკლისებში მოქცევა განპირობებულია ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის შეუფერხებლად განხორციელების ინტერესით, ასევე სპეციალური და დროებითი ბინადრობის ნებართვების მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრის ინტერესების გათვალისწინების საჭიროებით. 6) თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ბინადრობის ნებართვის მისაღებად მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობის გამორიცხვა ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის მიზნით საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძვლის მოსაპოვებლად ცალკეული უცხოელები არაკეთილსინდისიერად იყენებენ ასევე დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას და საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სხვა საფუძვლებსაც. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირები ფორმალურად მიმართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (მანამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, ხოლო შესაბამისი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებისთანავე სააგენტოს მიმართავენ ბინადრობის ნებართვის მოპოვების მოთხოვნით. შესაბამისად, მიზანშეწონილია თავშესაფრის მაძიებელს ბინადრობის ნებართვის მოპოვების უფლება წარმოეშვას საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: პოზიტიური გადაწყვეტილების შემთხვევაში, ლტოლვილი ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი მიიღებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას, ხოლო საერთაშორისო დაცვაზე უარის შემთხვევაში, ამ პირს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა უცხოელს, უფლება ექნება მიმართოს სააგენტოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით. 7) ფიქციური დოკუმენტების გამოვლენის მექანიზმების დახვეწა მოქმედი კანონმდებლობით, ცალკეულ შემთხვევებში, სააგენტოს შესაძლებლობა აქვს დაადგინოს ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობა უცხოელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე (დოკუმენტი შემოსავლების სამსახურიდან და საჯარო რეესტრის სააგენტოდან). თუმცა, სააგენტოს არ გააჩნია სამართლებრივი მექანიზმი, რათა გადაამოწმოს მაგალითად, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შემდეგ უცხოელი კვლავაც დასაქმებულია თუ არა იმ კომპანიაში, რომლის საფუძველზეც მიიღო ნებართვა. იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის გარემოება, რის საფუძველზეც გაიცა ბინადრობის ნებართვა, მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია მისი გაუქმება. ამ და სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონსა და კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების განხორციელება იმისთვის, რათა სააგენტომ შეძლოს ბინადრობის ნებართვის საკითხის განხილვის პროცესში და ნებართვის გაცემიდან 1 წლის ვადაში აწარმოოს მონიტორინგი და გადაამოწმოს უცხოელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებული ფაქტების ნამდვილობა. 8) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისა და ყოფნის ვადის შეწყვეტის შესაძლებლობა საქართველოში უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის გამო კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, უცხოელს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება ეთქვას უარი, თუ იგი მსჯავრდებულია მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, რომელიც მას ჩადენილი აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში. შემოთავაზებული ცვლილებით კი, ნებისმიერი სახის სისხლის სამართლის დანაშაული მიეკუთვნება ქმედებათა იმ კატეგორიას, რომლის ჩადენის შემთხვევაში უცხოელს შეეზღუდება საქართველოში ცხოვრების უფლება. მაგალითისთვის, ახალი რედაქციით, საქართველოში ბინადრობის ნებართვას ვერ მოიპოვებს პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს ოჯახში ძალადობის ან სხვა დანაშაული, რომელიც ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული და არ განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ხდება უცხოელის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძველი. 9) საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ამოქმედებისვადის არჩევის თავისუფლება კანონის მოქმედი რედაქციით, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის შემდეგ. აღნიშნული ნორმის მიზანი იყო მკაცრი სავიზო რეჟიმის არსებობის პირობებში, უცხოელს, რომელსაც შეუწყდებოდა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, ჰქონოდა ვადა, რათა მოეპოვებინა საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პრაქტიკაში მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში სტატუსი უწყდებათ საქართველოს ან იმ ქვეყნების მოქალაქეობის მიღების გამო, რომელთა მოქალაქეები საქართველოში შემოდიან და იმყოფებიან უვიზოდ (რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, სომხეთი და სხვა) გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ერთთვიანი ვადა ხელს უშლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაზაში სწორი მონაცემების ასახვას, მაგ., პირი, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, ერთი თვის განმავლობაში ბაზაში დაფიქსირებული იქნება როგორც საქართველოს მოქალაქეც და საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირიც. 10) გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის მიმართ საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისა და ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესაძლებლობის არსებობა, რაც ხშირად დაკავშირებულია უსაფუძვლო სასამართლო დავებთან, საშუალებას აძლევს საქართველოში მყოფ უცხოელებს, ხელი შეუშალონ მათი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. კერძოდ, საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელები აპრობირებული სქემით - სასამართლოში საქმისწარმოების მიმდინარეობის მოტივით - მიმართავენ სააგენტოს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების მოთხოვნით. სააგენტოს მიერ საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, გასაძევებელი პირები მიიჩნევიან საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფებად, შესაბამისად, უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება ფერხდება და ბინადრობის ნებართვის მიღების გამო აღნიშნული გადაწყვეტილება ძალასაც კარგავს. კანონის მოქმედი რედაქცია ასევე არ ზღუდავს გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, გაძევებას შეიძლება დაექვემდებაროს საქართველოში როგორც კანონიერი საფუძვლის გარეშე, ასევე კანონიერად მყოფი უცხოელი, ბინადრობის ნებართვის გაცემა პირზე, რომლის მიმართ უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მხოლოდ გააჭიანურებს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას არალეგალურად მყოფი პირებისთვის საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძვლის ხელოვნურად მოპოვების შესაძლებლობის აღმოფხვრისა და გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების სამართლებრივი უზრუნველყოფის საჭიროება. ამრიგად, კანონპროექტის მიზანია არალეგალური მიგრაციის პრევენციული მექანიზმის შემოღება, საერთაშორისო დაცვის შესახებ წარმოების რეალური საჭიროების შემთხვევაში განხორციელების უზრუნველყოფა და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელების მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის უფლების მისაღებად ფორმალური საფუძვლების მოპოვების შესაძლებლობათა მინიმუმამდე დაყვანა. კანონპროექტი მიზნად ისახავს, აიკრძალოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის უფლების მოსაპოვებლად საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების გამოყენება არალეგალურად მყოფი უცხოელების მიერ სასამართლოში საქმისწარმოებაში მონაწილეობის საფუძვლით. კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს, აიკრძალოს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის უფლების მოსაპოვებლად თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოელი საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია, აიკრძალოს საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის, სასწავლო ბინადრობის ნებართვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის, მუდმივი ცხოვრების ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის უფლების მოსაპოვებლად C კატეგორიის ორდინალური ვიზის გამოყენება, გარდა საინვესტიციო, სპეციალური და კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი) დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების შემთხვევებისა. კანონპროექტის მიზანია, ასევე, არალეგალურად მყოფი უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეალური საჭიროების გათვალისწინება და დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შესაძლებლობის შემოღება. კანონპროექტი მიზნად ისახავს ასევე ფიქციური დოკუმენტების გამოვლენის მექანიზმების გაუმჯობესებას, რაც მოიაზრებს სააგენტოსთვის უცხოელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებული ფაქტების ნამდვილობის გადამოწმებისა და მონიტორინგის ფუნქციის მინიჭებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლების (ბინადრობის ნებართვა, საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება) სრულყოფისა და მათი კეთილსინდისიერად გამოყენების უზრუნველსაყოფად, რაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს წარმოადგენს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდება და გავრცელდება მხოლოდ უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლეს, არასრულწლოვან შვილსა და არასრულწლოვნის მშობელზე. გაუმჯობესდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა. საქართველოში 6 წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლების არსებობისას, უცხოელს შეეძლება დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება, რითაც ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს გამოუსწორდება პრობლემა, რადგან მასზე აღარ გავრცელდება მოქალაქეობის ქვეყანაში რეგისტრაციიდან მოხსნის ვალდებულება. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება აღარ იქნება გამოყენებული საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე განცხადების წარსადგენად დაწესებული 40-დღიანი ვადის შევსების მიზნით. ასევე С კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება. მხოლოდ აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ ასევე პირებს, რომლებიც არიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაც აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის უფლება. თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ მათთვის საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. საქართველოში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უცხოელებს შეეზღუდებათ საქართველოში ცხოვრების უფლება. საქართველოდან პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება უცხოელის მიერ ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით იცვლება კანონის მე-14 მუხლის რედაქცია და ის შემდეგ პრინციპებზე იქნება აგებული: - საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამავე კანონით განსაზღვრულ პირობებს; - საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის აღარ ჩაითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად; საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისათვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე; - შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე. აღნიშნული კატეგორიის ვიზის საფუძველზე მყოფი უცხოელი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სააგენტოს მხოლოდ საინვესტიციო, სპეციალური და კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის (დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი) ნებართვის მოსაპოვებლად; - შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა და ამის საფუძველზე შეუძლია გათვალისწინებული საქართველოში ვადით და უვიზოდ პირობებით. ამ შემოსვლა გზით იმავე საქართველოში დადგენილებით მყოფი უცხოელი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სააგენტოს მხოლოდ საინვესტიციო, სპეციალური და კანონის მე15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის (დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი) ნებართვის მოსაპოვებლად. ახალი რედაქციით ყალიბდება მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტიც, რომელშიც მიეთითება, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, არასრულწლოვნის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში (ნაცვლად ამჟამად დადგენილი 6 წლისა). ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. კანონპროექტით ცვლილებები შედის კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში. აღნიშნული ნორმის მოქმედი რედაქციის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე (უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, აგრეთვე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი). შემოთავაზებული ცვლილებით ვიწროვდება ოჯახის წევრთა წრე და შესაბამის პირთან ერთად მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვას მიიღებენ მხოლოდ მისი მეუღლე და შვილები. ანალოგიური შინაარსის ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტში, რომელშიც მიეთითება, რომ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ასევე მის მეუღლეზე და შვილზე/შვილებზე. კანონპროექტით ცვლილებები შედის კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტშიც, რომლის შესაბამისად, დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მაქსიმალური ვადა - 6 წელი - იცვლება 12 წლით. დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში უცხოელის სავარაუდო ყოფნის ვადით. ამასთან, უცხოელის საქართველოში 6 წლის განმავლობაში დროებითი ნებართვის საფუძველზე ცხოვრების შემთხვევაში, მას მიეცემა შესაძლებლობა, გააგრძელოს დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა, იმის ნაცვლად, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვა აიღოს, როგორც ეს ამჟამად ხდება. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას კანონის მე-17 მუხლში, რომელსაც ემატება 31 პუნქტი ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის დადგენის მიზნით, სააგენტოსთვის უცხოელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მითითებული გარემოებების ადგილზე გადამოწმებისა და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. იცვლება კანონის მე-18 მუხლის რედაქციაც, რომლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემოთავაზებული რედაქციით, უცხოელს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქმევა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად. ასევე, აღნიშნულ პუნქტს ემატება „კ“ ქვეპუნქტი, რომლითაც უარის თქმის საფუძვლებს ემატება პირის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების არსებობის ფაქტი. წარმოდგენილი პროექტით ამოღებულია 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის ძალაში შესვლის შესახებ, რაც პრაქტიკაში საშუალებას მისცემს სააგენტოს, თითოეული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დრო. ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელშიც მიეთითება, რომ სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის საჭიროებისას უცხოელმა სააგენტოს შესაბამისი მოთხოვნით უნდა მიმართოს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე. რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის მიღების და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წარმოების მიმდინარეობის საფუძვლებით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებას, ამ საკითხს სააგენტო თავისი ინიციატივით განიხილავს და ასეთ უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულებას გადაუვადებს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ვადით (48-ე მუხლის მე-4 პუნქტი). წარმოდგენილი პროექტით, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულია უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება (48-ე მუხლის მე-7 პუნქტი). ამგვარ პირზე გავრცელდება გაძევების სამართლებრივი რეჟიმი და მისი გაძევების გადავადება მხოლოდ კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იქნება შესაძლებელი (დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის), ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში და სხვ.). ფიზიკური ან/და ფსიქიკური პროექტით იცვლება კანონის მოქმედი რედაქციის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებიც. ცვლილების თანახმად, უცხოელი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან სასჯელის მოხდისთანავე ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით გათავისუფლებისთანავე. ასევე, ზუსტდება იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში, რომ გაძევების საფუძველი შეიქმნება პირობითი მსჯავრის დანიშვნისას, რომელსაც ნიშნავს სასამართლო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: იქიდან გამომდინარე, რომ ბინადრობის ნებართვების მისაღებად „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის პირის მიერ დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით შესაბამისი საფასურებია განსაზღვრული, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, შესაძლოა, აისახოს ის ცვლილებები, რომლის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე. ჩამოთვლილი ბინადრობის ნებართვები ასევე არ გაიცემა უცხოელზე, რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნებართვა და ამის საფუძველზე ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა იმავე დადგენილებით გათვალისწინებული ვადით და პირობებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუსაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ყოფილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სახით). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. იმ დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე