საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-1619/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-1619/21 09-02-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაძეს ბატონო ნიკოლოზ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად გიგზავნით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ნატო‐ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში 2020 წლის იანვარი ‐ 2021 წლის იანვარი მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო, ნატო‐ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობა, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით შეზღუდვებით მიმდინარეობდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ასამბლეამ თავისი აქტივობები 2020 წლის ივლისიდან KUDO‐ს პლატფორმის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში განაახლა. 2020 წელი ნატო‐ს საპარლამენტო ასამბლეამ ივლისის, აგვისტოს და სექტემბერის თვეებში ონლაინ ფორმატში, ორგანიზება გაუკეთა ასამბლეის პოლიტიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ეკონომიკური უსაფრთხოების და სამოქალაქო უსაფრთხოების განზომილების კომიტეტების შეხვედრებს. კომიტეტების შეხვედრებისას განხილული იყო კომიტეტების მომხსენებლების მიერ მომზადებული ანგარიშები ისეთ თემებზე როგორებიცაა: ჩინეთი და მისის საგარეო პოლიტიკა, ნატო 2030, ნატო‐ევროკავშირის თანამშრომლობა, შავი ზღვის რეგიონი ეკონომიკური კუთხით და კოვიდ‐19‐ის გამოწვევები. ასევე, 26 ოქტომბერს გაიმართა ასამბლეის მიერ ორგანიზებული ონლაინ შეხვედრა ნატო‐ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შემდეგ თემებზე: ნატო 2030, თანამშრომლობა, მედეგობა, თანამედროვე ტექნოლოგიები, რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეები, ტერორიზმი და კიბერუსაფრთხოება. ასევე, დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო კოვიდ‐19‐ის მიერ გამოწვეული სირთულეები. ნოემბერი 12 ნოემბერს გაიმართა ასამბლეის მიერ ორგანიზებული „Rose‐Roth“‐ის ონლაინ სემინარი თემაზე: აღმოსავლეთ ბალკანეთი. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა რეგიონის მნიშვნელოვან როლს ევრო‐ატლანტიკურ უსაფრთოხების კუთხით. ასევე, განხილული იყო ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები, რომლებიც ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს, ევრო‐ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულ ინტეგრაციას უშლიან ხელს. 18‐23 ნოემბერი, ასამბლეის რიგით 66‐ე წლიური სესია 18‐23 ნოემბერს ჩატარდა ასამბლეის რიგით 66‐ე წლიური სესია, რომელიც ასამბლეის ისტორიაში პირველ ონლაინ სესიას წარმოადგენდა. ასამბლეამ, შეხვედრების ფარგლებში განიხილა და კენჭი უყარა კომიტეტების მიერ მომზადებულ ანგარიშებს და რეზოლუციებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების განზომილების კომიტეტების მიერ მომზადებულ ანგარიშებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერობის განყოფილება ნატო‐ს საპარლამენტო ასამბლეაში რიგი ცვლილებები წარადგინა, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და საქართველოს ევრო‐ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს შეეხებოდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ასამბლეის წლიური სესიის პლენარულ სხდომაზე არჩეულ იქნა ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ჯერი კონოლი და ასამბლეის ხუთი ვიცე‐პრეზიდენტი. 30 ნოემბერს გაიმართა ასამბლეის მიერ მომზადებული „Rose‐Roth“‐ის ონლაინ სემინარი თემაზე: სამხრეთ კავკასია. სემინარის ფარგლებში განხილული იყო სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემო და მთიან ყარაბახში მიმდინარე საომარი ვითარება. ასევე, დისკუსიის ფარგლებში მხარეები საქართველოში ჩატარებულ ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებსაც შეეხნენ, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნეს, რომ საქართველოს დემოკრატიისათვის და ქვეყნის ევრო‐ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისათვის საჭიროა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყება. 2021 წლის იანვარი 14 იანვარს გაიმართა ასამბლეის მიერ ორგანიზებული ნატო‐ს საორიენტაციო პროგრამის ონლაინ შეხვედრა, სადაც ისეთი საკითხები იყო განხილული, როგორებიცაა: ნატო 2030, ნატო‐ს წევრი ქვეყნების თავდაცვის და საგარეო მინისტრების შეხვედრა. ასევე, შეხვედრის ფარგლებში გაჟღერდა ნატო‐ს 2021 წლის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც შემდეგ თემებს მოიცავს: რუსეთის ფედერაციას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, აფრიკის რეგიონს და რეგიონის ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ნატო‐ს ჩართულობას სხვადასხვა პროგრამებში, ნატო‐ს პოლიტიკას ჩინეთის მიმართ და საერთო ინტერესების სფეროში თანამშრომლობას. დისკუსიის ფარგლებში, აშშ‐ს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკაც განიხილეს, რომლისგანაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ასევე, განხილული იყო შავი ზღვის რეგიონი, სადაც, ნატო‐საქართველოს თანამშრომლობაზეც იყო საუბარი, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივი საზღვაო წვრთნები შავ ზღვაში. მოამზადა: საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დავით ღუჭაშვილმა. საკონტაქტო ინფორმაცია: საქართველოს პარლამენტი, ოთახი # C 436 | რუსთაველის გამზირი #8, თბილისი 0118, საქართველო მობ: 591 93 9770 ელ‐ფოსტა: dghuchashvili@parliament.ge | www.parliament.ge საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერობის განყოფილება