საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 10 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის მუშაობის 2021 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-1679/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-10

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის 2021 წლის 10 თებერვალი, 14 საათი თბილისი, რუსთაველის გამზ. 8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2011 წლის 11 ოქტომბრის „საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სესხისა და გრანტის ხელშეკრულება (2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) შორის ხელმოწერილი ფინანსური პროტოკოლის განხორციელების მიზნით)“ ცვლილების წერილ-შეთანხმება (07-2/16; 30.12.2020) (წამყვნი); /მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე/ 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ N5 ცვლილების წერილშეთანხმება“ (07-2/17; 31.12.2020) (წამყვნი); /მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე/ 3. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; /მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე/ 4. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის თემატური მომხსენებლების განსაზღვრა. /მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე/