საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-1668/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-1668/21 10-02-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 227-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ და საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტს. დანართი: „ 2 “ ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-1666/21 10-02-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2021 წლის 10 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ეთიკის საბჭოში ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად კომიტეტმა დაადგინა ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 4 წევრი; 2. უფრაქციო პარლამენტის წევრი - 4 წევრი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის `ე~ ქვეპუნქტისა და 227-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს: დამტკიცდეს ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს სხდომის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე