საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათადაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-1716/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-1716/21 11-02-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს აღმასრულებელი კანონის გარდამავალი ხელისუფლების დებულებებით დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, 2021 წლის 27 იანვრის სხდომაზე, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეისწავლა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობა. საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 14 ივლისს მიიღო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სრული მოცულობით ამოქმედდა 2021 წლის პირველი იანვრიდან. აღნიშნული კანონის გარდამავალი დებულებები, სხვებს შორის, ითვალისწინებს 2021 წლის პირველ იანვრამდე შესასრულებელი აქტივობების/დავალებების შემდეგ ჩამონათვალს:  საქართველოს მთავრობის მიმართ - ა) 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით; ბ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის იმპლემენტაციისათვის მქონე პასუხისმგებელი პირთა უფლებების უწყებათაშორისი კონვენციის“ საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა.  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ - სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მისაღებად/გასაგრძელებლად შეზღუდული შესაძლებლობის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმისა და წარდგენის წესების დამტკიცება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ - სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის  შემუშავება და დამტკიცება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ - შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავება. გარდა აღნიშნულისა, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრულმა ორგანოებმა/დაწესებულებებმა 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყონ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ დამტკიცებული საქართველოს 2021−2035 კანონითა წლების და ერთიანი საქართველოს სტრატეგიით მთავრობის მიერ გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება მათთვის სავალდებულოდ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით. კომიტეტმა მოისმინა ზემოხსენებული დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები 2021 წლის 1 იანვრამდე შესასრულებელი დავალებების შესრულების მდგომარეობისა და 2021 წლის 1 აპრილამდე შესასრულებელი დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ასევე მოისმინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში - „შშმ პირი“) თემის წარმომადგენელთა პოზიციები. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მუშაობა 2020 წელს დაიწყო და, ამ დროისათვის, არსებობს სტრატეგიის პროექტი. სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა შშმ პირთა დაცვის სისტემური გარანტიების გაძლიერება და მათთვის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა. წარმომადგენლის განმარტებით, 2021 წლის პირველ კვარტალში დასრულდება მუშაობა ეროვნულ სტრატეგიაზე. ამის პარალელურად მიმდინარეობს ეროვნული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება. ამასთანავე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციისათვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის მიმართულებით აღინიშნა, რომ მთავრობამ რიგი აქტორების ჩართულობით შეიმუშავა საკოორდინაციო კომიტეტის დებულების პროექტი. პროექტი განსაზღვრავს კომიტეტის სტრუქტურას, მასში შემავალი სახელმწიფო ორგანოების ჩამონათვალს და მუშაობის პროცესში სამოქალაქო სექტორის, მათ შორის, შშმ პირთა თემის ჩართულობის ფორმებს. არსებული პროექტის თანახმად, საკოორდინაციო კომიტეტის მხარდაჭერას სამდივნო. უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შესასრულებელი ვალდებულების ფარგლებში, 2020 წლის 30 დეკემბერს „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებებით დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მისაღებად/გასაგრძელებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმა და წარდგენის წესები. ამ დროისათვის, სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მისაღებად უწყებას მიმართა ერთმა არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა, რომელმაც სპეციალური მოსარჩელის სტატუსი მოიპოვა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეულია დასარეგულირებელი საკითხის სირთულით. კერძოდ, ერთი მხრივ, სირთულეს წარმოადგენს პროფესიების კვალიფიკაციის ჩარჩოში სურდოთარჯიმნის პროფესიის განსაზღვრა და შექმნა. ამას სჭირდება საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა. გარდა ამისა, საგანმანათლებლო მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, არამარტო სურდოთარჯიმნის პროფესიის, არამედ ჟესტური ენის სპეციალისტის პროფესიის გაჩენა, ხოლო შემდგომ ეტაპზე შესაბამისი სტანდარტის შემუშავება, რასაც უნდა დაეფუძნოს სერტიფიცირების პროგრამა. ასეთი გამოცდილება საქართველოს არ აქვს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ექსპერტების ჩართულობა, რაც დაკავშირებულია ხანგრძლივ პროცესთან. ასევე, მნიშვნელოვანი პირობაა პროგრამის შემუშავებისთვის ფინანსური მხარდაჭერა. მეორე მხრივ, შემაფერხებელი ფაქტორია უნივერსიტეტების მზაობის არარსებობა ამ საკითხის მიმართ. მინისტრის მოადგილემ გამოთქვა მზაობა, ვალდებულება შესრულდეს არსებული, საბაზისო რესურსის გაძლიერების/განვითარების გზით. კერძოდ, შესაძლებელია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებული სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა განივრცოს ისე, რომ დაფაროს საუნივერსიტეტო საფეხურიც. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრო ზემოაღნიშნული პროგრამის დახვეწის მიმართულებით წარმოადგენს სამოქმედო გეგმას შესაბამისი აქტივობებისა და ვადების მითითებით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის თაობაზე მომზადებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი. პროექტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, კომუნიკაციის ზოგად სტანდარტს და, მეორე მხრივ, შეზღუდვის გათვალისწინებით, ცალკეულ პრინციპებსა და მეთოდიკას. უახლოეს დღეებში დადგენილების პროექტი გამოქვეყნდება საჯაროდ და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა შენიშვნის/მოსაზრების გაცხადების შესაძლებლობა. მეორე მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტების სისტემატიზებულად განხორციელებისთვის დაამტკიცებს სამოქმედო გეგმას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოებისათვის შეზღუდული უკვე დადგენილია შესაძლებლობის დისკრიმინაციული ნიშნით, ჩადენილი მოტივით, დანაშაულის მათ შორის, იდენტიფიცირების სტანდარტები, ასევე მიმდინარეობს ამგვარი დანაშაულების მონიტორინგი. აგრეთვე, უწყებამ საგამოძიებო ეტაპზე შშმ პირებისათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის მიზნით შეიმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ რეკომენდაციის პროექტი, რომელიც, ამ ეტაპზე, სამართლებრივ ექსპერტიზას გადის. ხსენებული რეკომენდაციის საფუძველზე, 2021 წლისთვის, ასევე, იგეგმება სასწავლო მოდულების შექმნა და გამომძიებელთა ინტენსიური გადამზადება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, შშმ პირებისათვის სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, დაინერგა ყრუ ან სმენადაქვეითებული, აგრეთვე, უსინათლო ადამიანების მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-თან დაკავშირების მექანიზმები. სამინისტრო სამომავლოდ გეგმავს შშმ პირის მიერ მართვის მოწმობის აღების გამარტივების მიზნით გაზარდოს საგამოცდო სპეციალური ავტომობილების რაოდენობა. აღინიშნა, რომ სამინისტრო მიმდინარე და სამომავლო მშენებლობების განხორციელებისას უზრუნველყოფს შენობანაგებობების შესაბამისობას უნივერსალური დიზაინის სტანდარტთან. ამავე დროს, მინისტრის მოადგილემ მიუთითა უწყებრივი სამოქმედო გეგმის შედგენის მზაობაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2021 წლის პირველ აპრილამდე, მიუხედავად იმისა ხსენებულ ვადაში დამტკიცდება თუარა ეროვნული სტრატეგია, განახორციელებს უწყებრივი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. ამავე დროს, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კანონის იმპლემენტაციის პროცესის ფინანსური ხელშეწყობის მიზნით აუცილებელია ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაცია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2021 წლის პირველ აპრილამდე, მიუხედავად იმისა ხსენებულ ვადაში დამტკიცდება თუ არა ეროვნული სტრატეგია, განახორციელებს უწყებრივი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2021 წელს სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდება პერსონალური ასისტენტის სერვისი, რაც შექმნის საფუძველს 2024 წლისთვის მუნიციპალიტეტების დონეზე ამ სერვისის სრულყოფილად მიწოდებისათვის. წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ მოდელზე დაფუძნებულ განხორციელებულ და მიმდინარე საპილოტე პროექტებზე და მიღებულ გამოცდილებაზე. ამასთანავე, აღინიშნა, რომ სამინისტრო მუშაობს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, ასევე, მიმდინარეობს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ალტერნატიული სერვისების შეთავაზების საშუალებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2021 წლის პირველი მარტიდან ძალაში შედის მთავრობის მიერ დამტკიცებული მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი, რაც შესაძლებელს ხდის შენობანაგებობების მშენებლობასა და რეაბილიტაციას უნივერსალური დიზაინის შესაბამისად. სამინისტროს წარმომადგენელმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ 2021 წლის პირველ აპრილამდე შემუშავდეს უწყებრივი სამოქმედო გეგმა. წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, კომიტეტი ადგენს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მიმართულებით სახელმწიფო ორგანოებმა გამოიჩინეს ძალისხმევა და მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს. ამავე დროს, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებები 2021 წლის პირველ იანვრამდე სრულად შეასრულა მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ხოლო სხვა ორგანოთა მიერ ვალდებულებების აღსრულების კანონისმიერი ვადა დაირღვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე შეიმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა და, ამ ეტაპზე, მხოლოდ საბჭოს მიერ დამტკიცებას საჭიროებს. ამდენად, როგორც დგინდება, არსებობს ვალდებულების შესრულების მზაობის განსხვავებული ხარისხი სხვადასხვა უწყების მიხედვით. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ მოხდეს მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა იმისთვის, რათა კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესი წარიმართოს ინტენსიურად და უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას ამ თვალსაზრისით არსებული შეუსაბამობები. დამატებით, კომიტეტი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციის შეფერხების პრაქტიკაზე. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი მოქმედი ნორმატიული აქტია და ამ კანონის რიგი ნორმები პირდაპირ და უშუალოდ მოქმედებს (მაგალითად, ასეთია გონივრული მისადაგების სტანდარტი) სამოქმედო გეგმების ან ერთიანი სტრატეგიის არსებობისგან დამოუკიდებლად. ამდენად, ამ ნაწილში აღსრულების პროცესის შეყოვნება არ შეესაბამება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ნებასა და სულისკვეთებას. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 23 ივნისს პარლამენტმა მიიღო N6406 – IIს დადგენილება, რომლითაც საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით დაიწყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით. კომიტეტი მიესალმება, რომ 2021 წლის 27 იანვარს გამართული საკომიტეტო სხდომის შემდგომ, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 4 თებერვალს ზემოხსენებული ოქმის საქართველოს სავალდებულოდ აღიარების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და რატიფიცირებისათვის შესაბამისი განკარგულება (2021 წლის 4 თებერვალი, N157) პარლამენტს უკვე წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი გააგრძელებს მუშაობას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების ზედამხედველობის მიმართულებით და დაიგეგმება შემდეგომი მსგავსი ფორმატის სხდომები, ასევე, კონსულტაციების სხვა ფორმების გამოყენება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტი მიიჩნევს, რომ გამოკვეთილი გამოწვევების დაძლევის მიზნით, აღმასრულებელი/სასამართლო დაწესებულებების მიმართ უნდა გაიცეს შემდეგი რეკომენდაციები:  საქართველოს მთავრობის მიმართ - მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეასრულოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით დადგენილი ვადამოსული ვალდებულებები, კერძოდ, (ა) 2021 წლის პირველი კვარტლის დასრულებამდე შეიმუშავოს და დაამტკიცოს 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგია და წლიური სამოქმედო გეგმა, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით და (ბ) მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შექმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის კონვენციის“ იმპლემენტაციისათვის მქონე პირთა პასუხისმგებელი უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი;  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ - მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში კომიტეტს მოაწოდოს სამოქმედო გეგმა სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების თაობაზე, განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით;  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ - მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეასრულოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით დადგენილი ვადამოსული ვალდებულება, კერძოდ, დაამტკიცოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა;  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრული ორგანოების/დაწესებულებების მიმართ 2021 წლის 1 აპრილამდე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს პრინციპების/სტრატეგიების კანონით განსაზღვრული გათვალისწინებით, შეიმუშაონ ჩარჩო უწყებრივი სამოქმედო გეგმები, რომლის შემუშავების პროცესშიც აუცილებელია უწყებებს შორის კოორდინაციის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა (განსაკუთრებით ეს ეხება ერთგვაროვანი ფუნქციების განმახორციელებელ უწყებებს, მაგალითად საგამოძიებო უწყებებს), ასევე გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის პრინციპების ზედმიწევნით დაცვა;  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრული ორგანოების/დაწესებულებების მიმართ - უზრუნველყონ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციის შეფერხების პრაქტიკის აღმოფხვრა სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოებისათვის შესაბამისი განმარტებების, მათ შორის, საგანმანათლებლო ღონისძიებების დახმარების გზით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე