„წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 10
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
2021 წლის 3 თებერვალი, 11:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის
პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის განხილვა.
ოქმი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N10
03.02.2021
სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე;
სხდომის მდივანი: ნინო ძოწენიძე - აპარატის თანამშრომელი;
სხდომას ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველა წევრი: ანრი
ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გივი მიქანაძე, კახი
კახიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური.
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა
სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის
წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა
სხდომის დღის წესრიგს.
სხდომის დღის წესრიგი
1. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების
განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის
განხილვა.
მოისმინეს ანრი ოხანაშვილის ინფორმაცია:
წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების
განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის
განხილვის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად,
კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კენჭისყრაზე წარმოადგინა იმ
კანონპროექტთა ნუსხა (წამყვანი კომიტეტის მიხედვით), რომელთა განხილვის
პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად იქნა მიიჩნეული.
მომხრე - 6;
წინააღმდეგი - 0.
კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
სხდომის მდივანი ნინო ძოწენიძე