„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 4211
მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში
პირბადის ტარების წესის დარღვევა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.“;
გ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს (მათ
შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების
წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს
მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი
(COVID-19) პანდემიად გამოაცხადა. ამ ვირუსის გავრცელებამ მსოფლიო მასშტაბით
უამრავი ადამიანის დაინფიცირება და გარდაცვალება გამოიწვია. საქართველომ
საწყის ეტაპზევე სწორად შეაფასა ვირუსის გავრცელებიდან მომდინარე საფრთხე და
მყისიერად გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. ამ ღონისძიებების ფარგლებში 2020
წლის 12 ივნისს დადგინდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პირბადის
ტარების წესის დარღვევისათვის, ხოლო საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 15
ივნისის დადგენილებით განსაზღვრა პირბადის ტარების წესი. კერძოდ, აღნიშნული
რეგულაციები ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პანდემიის
ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი
ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების
წესის დარღვევისათვის. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგინდა ასევე
პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე
პირის დაშვებისათვის.
თუმცა გასათვალისწინებელია, გარკვეული ხნის წინ მოსახლეობის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი გახდა პირბადის ტარება ღია საჯარო
სივრცეშიც და, აქედან გამომდინარე, ამ წესის დარღვევისათვის შესაბამისი
პასუხისმგებლობის დადგენა. ამისათვის საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 3
ნოემბერს ცვლილება შეიტანა მის მიერ დამტკიცებულ პირბადის ტარების წესში.
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, 2021 წლის 2 მარტამდე,
ცვლილება შევიდეს ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 4211 მუხლში, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ახალი კორონავირუსის
გავრცელების თავიდან აცილებას, მისგან მომდინარე საფრთხეების პრევენციასა და
მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების პრევენციის და მოსახლეობის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გარკვეული ხნის წინ აუცილებელი
გახდა პირბადის ტარება ღია საჯარო სივრცეშიც და, აქედან გამომდინარე, ამ წესის
დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დადგენა. ამისათვის საქართველოს
მთავრობამ 2020 წლის 3 ნოემბერს ცვლილება შეიტანა მის მიერ დამტკიცებულ
პირბადის
ტარების
წესში.
აღნიშნული
ცვლილებიდან
გამომდინარე,
მიზანშეწონილია, 2021 წლის 2 მარტამდე, ცვლილება შევიდეს ასევე საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლში, რაც საბოლოოდ
ხელს შეუწყობს ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებას, მისგან
მომდინარე საფრთხეების პრევენციასა და მოსახლეობის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის)
გავრცელების თავიდან აცილებას, მისგან მომდინარე საფრთხეების პრევენციასა და
მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ჯარიმას 20
ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში
პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით) პანდემიის
ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი
ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების
წესის განმეორებით დარღვევისათვის.
კანონპროექტში მითითებულია ასევე, რომ პირბადის ტარების ზემოხსენებულ წესს
(მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის
ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს
მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტის ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას);
იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას და სხვა შესაბამის უწყებებს მოსახლეობის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა
ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების
აღსრულებაზე
ეფექტიანი
კონტროლი
განახორციელონ,
მიზანშეწონილია,
კანონპროექტი დროულად იქნეს განხილული და მიღებული. გასათვალისწინებელია,
რომ დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად, პირბადის ღია საჯარო სივრცეში
ტარების ვალდებულება მოქმედებს 2021 წლის 2 მარტამდე. შესაბამისად,
მიზანშეწონილია, რომ საქართველოს პარლამენტმა წარმოდგენილი კანონპროექტი
განიხილოს და მიიღოს მიმდინარე წლის 2 მარტამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი
ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა ჰქონდეს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას (ჯარიმას 20 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის
დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე,
კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის
ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში
და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის. გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი ორგანოები კანონის
პროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას გააგრძელებენ
მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში და საჭიროების
შემთხვევაში აღნიშნული ასიგნებებით დაფინანსდებიან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც
კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ჩაიდენენ. კერძოდ,
კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ჯარიმას 20
ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში
პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით) პანდემიის
ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი
ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების
წესის განმეორებით დარღვევისათვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ჯარიმას 20
ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში
პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით) პანდემიის
ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი
ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების
წესის განმეორებით დარღვევისათვის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იწვევს ბავშვის უფლებების დარღვევას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა
ბერაძე, ვლადიმერ კახაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა
ბერაძე, ვლადიმერ კახაძე.