„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/28/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.016753) მე–4 მუხლს მე–4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: „41. სააგენტო თავისი ფუნქციების განხორციელებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატურ საშუალებებს. 42 . სააგენტო უფლებამოსილია თავისი ფუნქციების განხორციელებისას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული დოკუმენტების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების 2018 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედებით. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ახლებურად დარეგულირდა ელექტრონული დოკუმენტების გამოცემის, მიმოცვლისა და მათი დაინტერესებული პირებისათვის გაცნობის წესები, რამაც, თავის მხრივ, გააჩინა მრავალი ახალი შესაძლებლობა. შემოთავაზებული პროექტით შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული ფუნქციების განმახორციელებელი ორგანოების მიერ ოფიციალური დოკუმენტების გაცემა ელექტრონული ფორმით ისე, რომ არ გახდეს საჭირო ამ დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების გამოქვეყნება მაღალი ხელმისაწვდომობის მქონე ვებპორტალებზე. ვინაიდან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ განხორციელებისას – სააგენტო) გამოსცემს არაერთ ელექტრონულ პროცესში ადმინისტრაციული დოკუმენტებს უფლებამოსილების დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემისა და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, დადგა შესაბამისი ცვლილების შეტანის საჭიროება „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ადგენს სააგენტოს ძირითად უფლებამოსილებებსა და ფუნქციების განხორციელების წესებს. ამასთან, სააგენტო (საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას) ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციას დღესაც ელექტრონული კომუნიკაციის გზით ახორციელებს, კერძოდ, დოკუმენტების ვებგვერდზე გამოქვეყნებით, რაც დარეგულირებულია შესაბამისი კანონით, თუმცა ამ დანაწესის არარსებობა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში. ამავდროულად, ცვლილებები შედის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელთა თანახმადაც სამოქალაქო აქტები იარსებებს ელექტრონული ფორმით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ცვლილებების მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს ელექტრონული აქტების დანერგვიდან, რაც წარმოდგენილია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ელექტრონული დოკუმენტის არსებობის პირობებში გაჩნდება დაინტერესებულ პირთან, სამართლებრივად სწორად კომუნიკაციის შესაძლებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლში, რომელიც განსაზღვრავს სააგენტოს ფუნქციებსა და ამოცანებს, კეთდება დანაწესი იმის თაობაზე, რომ სააგენტო თავისი ფუნქციების განხორციელებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატურ საშუალებებს, ასევე, უფლებამოსილია თავისი ფუნქციების განხორციელებისას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული დოკუმენტების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის მიმართებაში პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ცვლილებებიდან გამომდინარე, სამართლებრივი და ტექნიკური ღონისძიებების განსახორციელებლად პროექტი ამოქმედდება 2021 წლის 1 ივნისიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ხელშეკრულებებიდან: ორმხრივი და მრავალმხრივი ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე იქნა გამოყენებული კანონპროექტის