საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 11 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-1770/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 3

📜 ტექსტი

ოქმი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი N3 2021 წლის 11 თებერვალი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 დარბაზი N304 (A კორპუსი, III სართული) სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მიხეილ ყაველაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თამარ ტალიაშვილი, შოთა ხაბარელი, ირაკლი მეძმარიაშვილი, ლევან კობიაშვილი, დავით კაჭარავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით. დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება, რომელმაც კომიტეტის წევრებს კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის გეგმის პროექტი წარუდგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, შესაბამისად და მოიცავს: • • გეგმა აგებულია კომიტეტის კომპეტენციის კანონშემოქმედებითი საქმიანობას: რეფორმების დაგეგმვა, საკითხების ანალიზი, კვლევები; საზედამხედველო საქმიანობას: კანონების აღსრულება, დოკუმენტებისა და პროგრამები; პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება; საბიუჯეტო ზედამხედველობა; • საჯაროობისა და თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობას: სფეროში ჩართულ სუბიექტებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობა, კომუნიკაცია. სპორტის სფეროს მიმართულებით, კომიტეტის 2021 წლის პრიორიტეტებია: მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტივობის დონის ამაღლების ხელშეწყობა; სპორტში შრომის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა; სპორტში კარგი მმართველობის ხელშეწყობა; სპორტული ობიექტების მშენებლობისა და მართვის სტანდარტიზაცია; საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად ღონისძიებაზე, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია მიმდინარე წელს. ესენია: 1. კომიტეტი მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ შეიქმნას ინტერინსტიტუციური საბჭო (მთავრობის და პარლამენტის წევრების შემადგენლობით) და მასთან ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები; 2. სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტირების, მშენებლობისა და მართვის რეფორმა. კომიტეტის ბაზაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის მასშტაბით სპორტული ობიექტების დაგეგმვის, მშენებლობისა და მართვის ერთიანი სტანდარტი (რეგლამენტი) შემუშავებას; 3. „ქართულ სპორტში კარგი მმართველობის“ რეფორმა. კოდექსის მიზანია სპორტში გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობის ზრდა, ასევე სპორტული ფედერაციების შესაძლებლობების განვითარება, მყისიერად უპასუხონ სფეროში არსებულ არაეთიკურ შემთხვევებს, დარღვევებსა თუ სხვა გამოწვევებს. კოდექსის პროექტის შემუსავების შემდეგ, სახელმწიფო დაფინანსების მიმღები სპორტული ფედერაციები ვალდებულნი გახდებიან დოკუმენტით განსაზღვრული პრინციპები შეასრულონ. კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენება გახდება სახელმწიფო დაფინანსების მიღების წინაპირობა; 4. სპორტში ეკონომიკური განზომილების და სტატისტიკური მონაცემების წარმოების თაობაზე რეფორმების დაგეგმვა. კომიტეტი გეგმავს სპორტის სამინისტროსა და სტატისტიკის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგად შევძლებთ შესაბამისი მონაცემების შეგროვებას, წარმოებას და მართვას. მომხსენებელმა გამოყო საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება სპორტის სფეროში, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს კომიტეტი გეგმავს: • ევროპის საბჭოს დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის დებულებების უფრო ეფექტიანი შესრულებისთვის, დააინიციროს საკანონმდებლო ცვლილებები. • ცვლილებების შედეგად ხელი შეეწყობა ეფექტიან დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განხორციელებას, კერძოდ ეროვნულ დონეზე შემთხვევების პრევენციას, მის აღმოჩენასა და დასჯას. ასევე, გაიზრდება სპორტული ფედერაციების პასუხისმგებლობა, გაატარონ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიკაციისთვის შესაბამისი პროცესის წარმართვას. კონვენცია ემსახურება სპორტში გარიგებული თამაშების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. ჩვენი რეფორმა გულისხმობს დანაშაულის კვალიფიცირებას სისხლის სამართლის დანაშაულად, ასევე, საქართველოში შესაბამისი ოპერატიული ჯგუფი შექმნას, რომელიც იზრუნებს დანაშაულის პრევენციაზე, მის აღმოჩენასა და დასჯაზე. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო მასშტაბით საპოლიციო თანამშრომლობას. სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება და განხორციელების ხელშეწყობის მიმართულებით კომიტეტის 2021 წლის პრიორიტეტებია: ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის შემცირება და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა; ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთახმების და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა. საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 17 ივნისს დაამტკიცა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“. ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციით, განისაზღვრა 5 სტრატეგიული მიზანი და 22 კონკრეტული ამოცანა, რაც 2030 წლამდე არის გადასაჭრელი. კომიტეტი უზრუნველყოფს კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე მყისიერ ზედამხედველობას და მონიტორინგს როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ახალგაზრდულ ჯგუფებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობა კომიტეტის საქმიანობაში არის კომიტეტის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახლო მომავალში კომიტეტის გეგმავს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში, იქნება ახალგაზრდულ საჭიროებებზე რეაგირების კარგი მექანიზმი, ასვე ამ პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა, კომიტეტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილ ერთერთ მნიშნველოვან ინიციატივაზე - კომიტეტის თემატური მოკვლევაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობასთან. მოკვლევის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით კომიტეტი სხვა დაკავშირებულ კომიტეტებთან ერთად, შეისწავლის და განსაზღვრავს კონკრეტულ ზომებს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კომიტეტი გეგმავს რამდენიმე თემაზე მოაწყოს სამუშაო შეხვედრები და ჩაატაროს კვლევები. ასეთი ტიპის ღონისძიებები კომიტეტს დაეხმარება მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე კარგი გამოცდილების შესახებ, დაადგინოს გამოწვევები და დასახოს მოგვარების გზები. სამუშაო შეხვედრები იგეგმება შემდეგ თემებზე: ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის არსებული მექანიზმები; სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის რესურსების და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის ზრდა. კვლევები (ინფორმაციის გამოთხოვა და ანალიზი, საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვას) ჩატარდება შემდეგ საკითხზე: თვითმმართველობებში ახალგაზრდების მონაწილეობისთვის მოქმედი სისტემების/მექანიზმების თაობაზე კვლევა; საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა და ანალიზი; საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვა/მოსმენა. კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები აისახა სამოქმედო გეგმის პროექტში. გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმას. კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი სხდომის მდივანი მაგდანა ბზიკაძე