საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 6
📜 ტექსტი
ოქმი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის
ოქმი N6
2021 წლის 11 თებერვალი, 11:30 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი N307
(A კორპუსი, III სართული)
სხდომას თავმჯდომარეობდა: ირაკლი ბერაია;
სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი
ჩიქოვანი, გია ბენაშვილი, გიორგი ხელაშვილი, ეკა სეფაშვილი, კახა კახიშვილი, რესან
კონცელიძე, ალექსანდრე ელისაშვილი;
სხდომას ასევე ესწრებოდა: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.
დღის წესრიგი
1.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობა საქართველოსთან;
მომხსენებელი: აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში - პოლკოვნიკი სტეფანი
ბეგლი;
2.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება;
მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი
ბერაია.
სხდომა კომიტეტის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პარლამენტის
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სახელით მივესალმები ჩვენს სტუმრებს, აშშის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის, თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელს, საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, საზღვაო
ატაშეს, აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის დეპარტამენტის დირექტორატის და
დიტრას (DTRA - თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო) წარმომადგენლებს.
დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ჩვენ გვაქვს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი.
ესენია: ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობა საქართველოსთან და
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
დღევანდელი სხდომა ატარებს სიმბოლურ ხასიათს იმდენად, რამდენადაც ჩვენ
საკომიტეტო საქმიანობას ვიწყებთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვით,
როგორიცაა ქართულ ამერიკული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. აშშ არის
საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მთავარი მოკავშირე, ვისთანაც
გვაკავშირებს
მჭიდრო
ურთიერთნდობაზე
და
ურთიერთმხარდაჭერაზე
დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ
ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის,
ევროპული
და
ევროატლანტიკური
ინტეგრაციის
მტკიცე
მხარდაჭერას,
ფასდაუდებელ
წვლილს
ქართული
დემოკრატიის
ეკონომიკის,
თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცებაში, რაც პირველყოვლისა
ემყარება მეგობარი ამერიკელი ხალხის ნებას და მხარდაჭერას. ეს თავის მხრივ
ასახულია ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, როგორიცაა საქართველოს
მხარდაჭერის აქტი, რომლის ინიცირებაც კიდევ ერთხელ მოხდა ამერიკის კონგრესში
8 თებერვალს. ეს მხარდაჭერა ასევე, ასახულია კონსოლიდირებული აპროპიაციის და
თავდაცვის ავტორიზაციის აქტებში, უსაფრთხოების ჩარჩო შეთანხმებაში და არაერთ
მნიშვნელოვან სამართლებრივ ინსტრუმენტში და ვლინდება ისეთ პრაქტიკულ
ნაბიჯებში, როგორიც არის გაზრდილი საგარეო დაფინანსება, საქართველოს
თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, საქართველოს თავდაცვის ძალების ტაქტიკური
აღჭურვილობის და შეიარაღების მოდერნიზაცია, ჩვენი დაჭრილი და დაშავებული
სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობის და რეაბილიტაციის შესაძლებლობების
განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.
საქართველო არის ევროპულ, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული ქვეყანა,
თავისუფლების და მშვიდობის მოყვარული, გულანთებული საზოგადოებით,
რომლის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია ევროპულ და ევროატლანტიკურ
ოჯახში სრულფასოვანი
ინტეგრაცია. ჩვენი ქვეყანა არის პასუხისმგებლიანი
საერთაშორისო აქტორი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დამცველი
და შესაბამისად, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი
თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში საკვანძო როლის შემსრულებელია როგორც
რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის და სტაბილურობის
უზრუნველყოფაში.
ჩვენთვის
უმთავრეს
პრიორიტეტს
წარმოადგენს
აშშ-სთან
არსებული
თანამშრომლობის გაფართოვება, გაღრმავება, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში
ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, რეგიონში და მის
გარედან მომდინარე საფრთხეების შეკავების მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება
და ჩვენი, როგორც ქართველი კანონმდებლების დღის წესრიგში მნიშვნელოვან
ადგილს დაიკავებს ამ მიმართულებებით მუშაობა. მე კიდევ ერთხელ გიხდით
მადლობას და სიამოვნებით გითმობთ ტრიბუნას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ და
სიტყვა გადასცა აშშ-ის თავდაცვის ატაშეს.
„მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ და პატივცემულო პარლამენტის წევრებო,
მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით და მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო თქვენს
დატვირთულ გრაფიკში და შემოგვიერთდით.
მე გახლავართ პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის უმაღლესი
თანამდებობის პირი საქართველოში. როგორც თავდაცვის უმაღლესი თანამდებობის
პირი, მე საქართველოში წარმოვადგენ თავდაცვის მდივანს, ჩვენი თავდაცვის
მეთაურს, წარმოვადგენ არმიის, საზღვაო და საჰაერო ძალების, საზღვაო ქვეითებისა
და კოსმოსური ძალების მეთაურებს და ასევე, აშშ-ევროპული სარდლობის მეთაურს.
მოგეხსენებათ, აშშ-ევროპის სარდლობის მეთაური არის გენერალი ტოდ ვოლტერსი,
რომელიც ასევე, არის ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი (SACEUR).
რა თქმა უნდა მე ასევე, წარმოვადგენ აშშ-ის ელჩის საქართველოში, ქალბატონ კელი
დეგნანის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიციალურ პირს და მის მთავარ მრჩეველს
თავდაცვის საკითხებში.
დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ მიმოვიხილო თავდაცვის დეპარტამენტის
თანამშრომლობა საქართველოსთან. თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოში
წეარმოდგენილია ძალიან ფართო ერთობლივი სამსახურით, რაც საკმაოდ
უნიკალურია კავკასიაში და შედეგია ჩვენი საქართველოსთან მჭიდრო სტრატეგიული
პარტნიორობის. თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის
ფარგლებში ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოში ჩვენ გვაქვს თავდაცვის დეპარტამენტის 4 ძირითადი ოფისი:
თავდაცვის ატაშეს ოფისი, რომელსაც ასევე, მე ვხელმძღვანელობ; თავდაცვის
თანაშრომლობის ოფისი ვიცე-პოლკოვნიკ სტრაზდასის ხელმძღვანელობით;
თავდაცვის საფრთხის შემცირების ოფისი, საიდანაც დღეს ჩვენთან წარმოდგენილია
მაიორი შილდსი და აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევების დირექტორატისაქართველოს დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მეთიუ შერერი არის დღეს ჩვენთან
ერთად. ჩემი ოფისიდან წამოდგენილნი არიან საზღვაო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი კარლ
ვითი და პოლიტიკური ოფიცერი ეიპრილ რეინო.
ჩვენი ოფისები მჭიდროდ თანამშრომლობენ არა მხოლოდ თავდაცვის
სამინისტროსთან, არამედ თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა
სოფლის მეურნეობის
სამსახურთან.
სამინისტროებთან
და
სახელმწიფო
უსაფრთხოების
თავდაცვის დეპარტამენტის მუშაობა საქართველოში თანხმობაშია აშშ-ის ეროვნულ
და ევროპის სარდლობის მიზნებთან და რაც მთავარია საქართველოს ეროვნულ
მიზნებთან. აქედან გამომდინარე ნატო-სთან თავსებადობა, ევრო-ატლანტიკური
ინტეგრაგაცია გააუმჯობესებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა
და რუსეთის შეკავების შესაძლებლობებს.
თავდაცვის დეპარტამენტის გუნდი საქართველოში გამუდმებით აერთიანებს ჩვენს
ძალისხმევას ნატო-ს ძალისხმევასთან, რათა ვუზრუნველყოთ რესურსების
მაქსიმალური გამოყენება უკეთესი ეფექტის მისაღწევად. თავდაცვის ატაშეს ოფისი
საქართველოში კოორდინაციას უწევს აშშ-ის მიმდინარე პოლიტიკურ-სამხედრო
აქტივობებს ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად. ბოლოდროინდელი
კარგი მაგალითია ის, რომ თავდაცვის ატაშეს ოფისმა კოორდინაცია გაუწია აშშ-ის
საზღვაო ძალების გამანადგურებლის (USS Donald Cook) ბოლოდროინდელ
წარმატებულ ვიზიტს ბათუმში. აშშ-ის ფლოტის ყოფნა შავ ზღვაში სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და საერთო საზღვაო სივრცის
ინფორმირებულობის ასამაღლებლად.
2016 წლიდან აშშ-მა საქართველოს 1.1 მილიარდი ლარის დახმარება გაუწია
უსაფრთხოების სფეროში. დახმარების პროგრამები ხორციელდება თავდაცვის
თანამშრომლობის ოფისისა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს
მეშვეობით. თავდაცვის თანამშრომლობის ოფისს აქვს ყველაზე დიდი
წარმომადგენლობა საქართველოში. თავდაცვის თანამშრომლობა ფოკუსირებულია
დაეხმაროს საქართველოს თავდაცვის ძალების პოტენციალის შემუშავებაში, რომ
შეძლონ დააკომპლექტონ, აღჭურვონ, მოამზადონ და გამოიყენონ ყველა დასახული
ამოცანის შესასრულებლად ტერიტორიულ თავდაცვაზე ფოკუსირებით. ჩვენ ამას
ვაკეთებთ აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით, რომელიც გამოყოფილია
თავდაცვის არჭურვილობისა და სერვისებისთვის, საკონსულტაციო და მომზადების,
წრთვნების, ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პერსონალის დაფინასებისთვის ისწავლონ
აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებში. ბოლოდროინდელი დახმარება მოიცავს იარაღისა
და ღამის ხედვის მოწყობილობების შესყიდვას.
ის, რომ საქართველო განაგრძობს თავდაცვის დასავლურ რეფორმებს, ინფორმაციის
გაცვლის გაუმჯობესებას და ავღანეთში აშშ-სა და ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერას
უზრუნველყოფს აშშ-ისა და საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობის
შენარჩუნებას და საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებას.
საქართველოში აშშ-ის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ორი ყველაზე
ცნობილი და ყველაზე ხანგრძლივად მიმდინარე პროგრამებია „საქართველოს
გადასროლის პროგრამა - მტკიცე მხარდაჭერის მისია (GDP – RSM)“ და „თავდაცვის
მზადყოფნის პროგრამა (GDPR)“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
ამის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა და განუმარტა,
რომ ქართულ-ამერიკული თანამშრომლობიდან გამომდინარე თავდაცვის სფეროში
მათ მოუწევდათ გარკვეულწილად სენსიტიური ინფორმაციის მოსმენა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მან დეპუტატებს სხდომის
დახურულ რეჟიმში გაგრძელება შესთავაზა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით კომიტეტის სხდომა დახურულად
გამოცხადდა.
მეორე საკითხად სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2021 წლის
სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი განიხილეს. შენიშვნები და წინადადებები
კომიტეტის წევრების მხრიდან გამოთქმული არ ყოფილა. შესაბამისად, კომიტეტმა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით კენჭი უყარა და
დაამტკიცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა.
სხდომის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია
სხდომის მდივანი გიორგი კუჭუხიძე