საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულებაში (N1/28; 16.12.2020) ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-1846/21
12-02-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გიგზავნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულებაში
(საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება N1/28; 16.12.2020)
პროექტს და ამონაწერს 2021 წლის 9 თებერვლის კომიტეტის სხდომის ოქმიდან.
დანართი: 5 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ცვლილების
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
;0erbr$g6o
Itj$cn3gqerb Jr6q,r0g6gob gs6g0erb qrr63obr qprr
bgbgb6qo 6gbg6bgbob 3cn0oOgoob
bbqQo0ol, erj0o N5
2021 fq'ob 9 orgbg63.:qo, o>6oq'obo
Jo6ggq,o 6gbJgbq,qob bbqtn?sots ps66sbo
bbqrarOolr orr30lqrc'r0r6g : 3o0o g g golr orr305qrc'r0l6g 0ror bocn,>d g
bbqrc'rOrlr gl$6gbcnqgbg6: 3c'r6ogg6ob or.:30aqrc.r0l6ob 3o63gqro 0errqrgoq,g blgol $oq'c.rb;6o qr,>
3c.r0o$g$ob orl3O2gqrc'r0l6ob Oc"rtqr6oq'g 6c.r6o 0g03gqro,r6o
3cnOogggob S66gbo: 0lo,l 0gbrqt6o03oq,o, o6r3q'o b.:bgbo,>, 6cnqrr6 gg6dgqr$g, cq,gjlrtbqr6g
qrlq,tjo03oqro, 6obc'r q)JGJbodC, o6l3qro 9c;6jg;.
r3.r6.:goli crrsbrOts6r.rOqrgbo: 3c'rOogggolr lSr6rgob gg6c.iro 6oc'r6go gbpqroc6o, 3erOogggoll
cn,:30AEc'r0.:6ob or;6lECA$C tbl cng3%,>dg, 3cnOogggob orl30aqrco0t6ob 3o63gqro 0o,>qg6oqrolr
cnr6.:090$g crlr0r6 Bogodg, 3c"r6ogggob ,:Jl6lgob 0orsg,:6o lrSggorqrobggbo 6;61 gc.r6ogodg,
$t09316o lrSggorq,obggbo: 0.:6tbl Or.rl-rodg, goj6o.: 6arbtjodg, gq'olrcn Brbt3t, gg6cnbo
bJggorq,obgo 6ocn65o g,:66b13r, Oc'r$3ggq,o bJggolq'obgSbo: 6,:6g3r rqq,g0t03oqo qg) 6rcoo,>
ts.:0,:cnrgr; 6rbl 6c"r6ogodg - bbqrc'rOob 0qgo3.r6o.
sgqob $gb6o6o
2. 3ar0ogggob qrgbgq,gbrtso g3q,oq,gbob o6o6o6gbr, grbboq'gr Sgr erA6JogCbr;
Ocn0bbgbgbgq)o:
0ror boorrdg - 6r6g0eil qtogols qrl bgbgb6ogo t6gbg6bgbob 3oOogggob
orrg0Sqrc'r0r6X;
0roobQo5gb:
1sos bootsdob obgc"r60lgol 3c.rOogggob qr3bgqrgb.:0o Egblgtbo
g3qroqrgbob 0gblbgb. .rqo6o06l, 6c'r0 3c'r6oOCO"b qggbgq'gbrlrl3q,o;
Sgbiq)o' 6c"r03q'og 6.:6b.:%q36,>3qrl 3c'rOoOcOob 3c"rOSgggbgoolr lrgg6c'rlr,
o0 0or,:316 0o0.:6cngq,gbgbb, 0o%6gbbl er .:0cngr6gblr, 6c'r0q'gbbgg
oOg0rggblr 3erOogggo grbq'ergbo 4 $q,ob Orbdoq,bg. ECsgCbrsg
3erOogggott Sg3bgqCbob 0gc.r6g Ogbq'o B,:0cnglqrobqr.: rbqrgbg6,:E qrr
0.:b qgr30rgr 3c.r0ogggob 3er03gg966oob 6r60lt%q36Cq. 3gbj6o.
(1,
Stptf6o$glt:
0oirt60gSe6oq,rqr Broor3oqrarb 63q,oq,gbob 09g.:61 6r6gpob qr6gobr qgt
bgbXb6o3o 6gbg6bgbob 3cnOogggob qrgbgq,gbr0o.
0ror bocn.:dg
6161 6c'rgogodg
-t-
დანართი
პროექტი
„საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
დებულებაში (საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება N1/28;
16.12.2020) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 2. კომიტეტის უფლებამოსილებები
1.
კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა
გარემოს დაცვის სფეროში და მისი აღსრულების კონტროლი, რათა უზრუნველყოფილ
იქნას ქვეყნის მდგრადი განვითარება მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის და კლიმატის
ცვლილებებთან ადაპტაციის ხელშეწყობის გზით ევროკავშირსა და საქართველოს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების
მიზნებითა თუ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების
გათვალისწინებით და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სხვა საპარლამენტო
კომიტეტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტიანი და მჭიდრო
თანამშრომლობით. კომიტეტის პრიორიტეტული (სტრატეგიული) მიმართულებები
მოიცავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქვეყანაში არსებული ძირითადი
გარემოსდაცვითი და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული საკითხების
საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა, რომლებიც უზრუნველყოფენ ატმოსფერული
ჰაერის, ტყისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას, ბუნებრივი რესურსების
რაციონალურ გამოყენებას, ჯანსაღი ურბანული გარემოს შექმნას, ბირთვულ და
რადიაციულ უსაფრთხოებას, ეფექტიან გარემოსდაცვით ზედამხედველობას,
განაპირობებენ სექტორული რეფორმების ინიცირებას და მხარდაჭერას ისეთ
სფეროებში, როგორიცაა წიაღით სარგებლობა, წყლის რესურსების მართვა, გარემოს
დაცვა და სოფლად ინტეგრირება, ქიმიური ნივთიერებების მართვა და ნარჩენების
მართვა. კომიტეტის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ასევე ეფექტიანი მონიტორინგი
ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ
ვალდებულებათა შესრულებასა და ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებში
განსაზღვრულ აქტივობათა განხორციელებაზე.
2. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს
საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა
აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და
კანონპროექტის
თაობაზე
წარმოდგენილი
შენიშვნების
კანონპროექტში
გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს;
გ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
დ) რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ანგარიშებს;
ე) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის
დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების
შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
ვ)
ახორციელებს
საქართველოს
მთავრობისა
და
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების
შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
ზ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
ი) კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას
და აქვეყნებს მას პარლამენტის ვებგვერდზე;
კ) კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი,
ახორციელებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროს მიხედვით.
საბიუჯეტო
წლის
განმავლობაში
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესრულების
მიმდინარეობას, კომიტეტი განიხილავს ყოველკვარტალურად;
ლ) კომიტეტი ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, აგრეთვე
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმების“ და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგის
დროულ და ეფექტიან განხორციელებას;
მ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლით დადგენილი წესის
შესაბამისად კომიტეტის წევრი უფლებამოსილია კომიტეტს წარუდგინოს შემოსული
განცხადებების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა
მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური
მოკვლევის საკითხი/საკითხები. აღნიშნულ საკითხზე/საკითხებზე მოკვლევის
დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით;
ნ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
3. კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის,
პეტიციის
საფუძველზე,
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
შეისწავლის
ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს
შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.
4. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლით დადგენილი წესის
შესაბამისად კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ
სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების
მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული
აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს,
განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების
სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს
და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად.
5. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლით დადგენილი წესის
შესაბამისად კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია
შეამოწმოს საქართველოს მთავრობის, მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების
სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათი შესრულების მდგომარეობა. კომიტეტი
შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში
გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის
შესაბამის უწყებას.
6. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე, 161-ე და 162-ე მუხლით
განსაზღვრული
პროცედურების
შესაბამისად
კომიტეტი
დარგობრივი
სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავს საქართველოს მთავრობის სამთავრობო
პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის
გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის გამართვა ამ პუნქტით
გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით. პარლამენტის კომიტეტის
დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა
ხმების უმრავლესობით.”.