საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის კახაბერ კუჭავას მიერ წარმოდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე
2-1882/21
12-02-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
გეგზავნებათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (დანართი: 6
გვერდი).
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
კახაბერ კუჭავა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2020 წლის იანვარი - 2021 წლის იანვარი
პანდემიის მიუხედავად 2020 წლის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იყო. ქვეყნებს
შორის საზღვრების სრულ ჩაკეტვამდე განხორციელდა საქართველოს დელეგაციის
რამდენიმე ვიზიტი საზღვარგარეთ. აპრილიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
შეხვედრების ფორმატი სრულიად ვირტუალური გახდა.
გასვლითი ვიზიტები:
სტრასბურგი (საფრანგეთი):
26-31 იანვარი, საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესია:
დელეგაციის შემადგენლობა:
ირაკლი კობახიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი);
კახა კუჭავა;
ირაკლი ბერაია;
დავით სონღულაშვილი;
სოფიო კილაძე;
დავით ბაქრაძე;
გიორგი კანდელაკი.
სესიის
ფარგლებში
დელეგაციის
წევრებმა
ორმხრივი
და
მრავალმხრივი
საქმიანი
შეხვედრები გამართეს როგორც ასამბლეის თანამდებობის პირებთან, ასევე ასამბლეის
წევრებთან. გაცნობითი შეხვედრები გაიმართა სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის
პრეზიდენტთან, გერმანელ დეპუტატთან, ფრანკ შვაბესთან და ევროპის საბჭოს გენერალურ
მდივანთან, მარია ბურიჩთან. დელეგაციის წევრებმა და შეხვედრების მასპინძლებმა
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ
ადამიანის უფლებათა მდგომარეობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა
შეხვედრა
ასამბლეის პრეზიდენტთან,
რიკ
დემსთან.
საქართველოს დელეგაციამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წარუდგინა დელეგაციის
ახალი შემადგენლობა. ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში მიმდინარე
პროცესებზე, საარჩევნო სისტემის საკითხებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც
აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში. ასევე, ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, რომელიც
დაკავშირებული
იყო
ევროპის
საბჭოში
საქართველოს
თავმჯდომარეობასთან.
განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული გარემოს დაცვის საკითხებზე, რომელიც
ასამბლეის პრეზიდენტის ინტერესთა სფეროში შემავალი ერთ-ერთი საკითხია და იმსჯელეს
იმაზე, რომ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ამ კუთხით. გამოითქვა სურვილი დაიგეგმოს
მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები თავმჯდომარეობის ფარგლებში.
სტრასბურგის უნივერსიტეტში, ირაკლი კობახიძემ წაიკითხა ლექცია სახელწოდებით
„საქართველოს ევროპული ოცნება“.
იანვრის სესიაზე, განსახილველად გამოვიდა მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური
ანგარიში კომიტეტის
საქმიანობის
პროგრესის შესახებ.
საქართველოს
დელეგაციის
ინიციატივით, აღნიშნულ ანგარიშზე დარეგისტრირდა ცვლილებები, რომლებიც ასამბლეამ
განიხილა, გაითვალისწინა და რეზოლუციის საბოლოო ტექსტი აღნიშნული ცვლილებებით
დაამტკიცა.
ასამბლეას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,
დავით ზალკალიანი, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის
როლში პასუხობდა ასამბლეის წევრების შეკითხვებს.
პარიზი (საფრანგეთი):
4 მარტი, საპროცედურო კომიტეტის სხდომა (გიორგი კანდელაკი);
5-6 მარტი, ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე).
შემომავალი ვიზიტები:
11-12
მარტს,
PACE-ს
მონიტორინგის
კომიტეტის
მომხსენებლები,
საქართველოში
განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს და დელეგაციის წევრებს; საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარეს;
საქართველოს
პარლამენტის
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარეს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს; საქართველოს
გენერალურ პროკურორს; საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს; პარტია
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს; საქართველოს პრემიერ
მინისტრს;
პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო
გაუქმდა მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების საქართველოში შემდგომი ვიზიტები
და შესაბამისად, საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტის/ანგარიშის მომზადებაც
დაუზუსტებელი ვადით გადაიდო.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია.
სადამკვირვებლო მისიის ანგარიში საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა 2021 წლის იანვრის
სესიაზე (25-29 იანვარი). ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის 8 მარტის მთავარ ოპოზიციურ
პარტიებსა
და
მმართველ
პარტიას შორის,
ქვეყნის
სტრატეგიული
პარტნიორების
ფასილიტაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელმაც განაპირობა
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საპარლამენტო არჩევნების განახლებული
საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარება. ამ ცვლილებამ უზრუნველყო უფრო დიდი
პროპორციულობის შეტანა საარჩევნო სისტემაში და შეამცირა პარტიების პარლამენტში
შესასვლელად დაწესებული ბარიერი. შემცირებულმა ბარიერმა გაზარდა არჩევნების აშკარა
კონკურენტუნარიანობა, მრავალი ახალი პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და საერთო ჯამში
დაცული იყო უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, კანდიდატებს შეეძლოთ
თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია.. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე
ზეწოლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს
შორის გამყოფი ხაზის მოშლამ და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაფიო რეგულირების
არარსებობამ გაანელა საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი. არჩევნები ჩატარდა
არსებითად შეცვლილი იურიდიული ჩარჩოების შესაბამისად, ფართო საზოგადოებრივი
კონსულტაციების
შემდეგ,
რამაც
გარკვეული
პოზიტიური
ცვლილებები
შეიტანა
დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში, მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა
ხარვეზების გამოსასწორებლად.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, საკანონმდებლო ბაზა წარმოადგენს მყარ
საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. კანონმდებლობამ მნიშვნელოვანი
ცვლილებები განიცადა 2020 წლის ივლისსა და სექტემბერში, ერთწლიანი, სრული და
ინკლუზიური კონსულტაციების პროცესის შედეგად.
ანგარიშის ავტორი ასევე შეეხო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ადმინისტრაციის
როლს. ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაეტია კანონით დადგენილ
ვადებში და ეფექტურად წარმართა არჩევნების ტექნიკური ასპექტები, კოვიდ -19 პანდემიით
გამოწვეული პრობლემების მიუხედავად. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ცესკოს
მიერ არჩევნების პერიოდში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის პროცესი და ამ
პროცესში ჩართული პირების ტრენინგის პროგრამები.
დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ შემოღებულ იქნა სავალდებულო გენდერული
კვოტა კანდიდატთა სიებისთვის, რომელიც მოითხოვს რომ მინიმუმ ყოველი მეოთხე
კანდიდატი იყოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ანგარიშში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით
გათვალისწინებულია წინა რეკომენდაციების ნაწილი. კერძოდ, დაწესდა კამპანიასთან
დაკავშირებული
შეზღუდვები
არჩევნების
დღეს,
ბოროტად
გამოყენების
ადმინისტრაციული
რესურსების
კრიმინალიზებულია
ამომრჩეველთა
იძულება
და
დამატებულია
თავიდან
დაშინება
და
დებულებები
ასაცილებლად,
გამკაცრებულია
ამომრჩევლის მოსყიდვისთვის გათვალისწინებული სასჯელი.
სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის დასკვნით ნაწილში, ასამბლეა რეკომენდაციით
მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გამოასწოროს საარჩევნო
კამპანიის
ზედამხედველობასთან
ითანამშრომლოს
ასამბლეასთან
დაკავშირებული
და
ვენეციის
საკანონმდებლო
კომისიასთან
ხარვეზები
არჩევნების
და
დროს
დაფიქსირებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
დისტანციური ფორმატი:
აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით ვიდეო ფორმატით გაიმართა 70-მდე შეხვედრა, მათ შორის
კომიტეტების, ბიუროსა და გაერთიანებული მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ყველა ამ ღონისძიების
მუშაობაში.
დისტანციური სხდომები:
30 აპრილი - ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე);
7 მაისი - ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე);
15 მაისი -კულტურის კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
19 მაისი - სოციალური კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
27 მაისი - მონიტორინგის კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე);
28 მაისი - პოლიტიკური კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
29 მაისი - მიგრაციის კომიტეტის სხდომა (ბექა ოდიშარია);
2 ივნისი - სოციალური კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
3 ივნისი - სოციალური პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრა (კახა კუჭავა);
4 ივნისი - პროცედურული კომიტეტის სხდომა (გიორგი კანდელაკი);
5 ივნისი - იურიდიული საკითხების კომიტეტის სხდომა (სოფო კილაძე);
5 ივნისი - თანასწორობის კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
22 ივნისი - მონიტორინგის კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე);
23 ივნისი - პოლიტიკური კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
23 ივნისი - მიგრაციის კომიტეტის სხდომა (ბექა ოდიშარია);
24 ივნისი - თანასწორობის კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
25 ივნისი - ბიუროსა და გაერთიანებული კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე);
26 ივნისი - მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე);
29 ივნისი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა (სოფო კილაძე);
3 ივლისი - მიგრაციის კომიტეტის სხდომა (ბექა ოდიშარია);
3 ივლისი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა (მოწვეული
სტუმრები: დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი, კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე,
არჩილ თალაკვაძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიდ დემსი,
დელეგაციისა და იურიდიული კომიტეტის სხვა წევრები);
6 ივლისი - სოციალური კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
10 ივლისი - თანასწორობის კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
7 სექტემბერი - მიგრაციის კომიტეტის სხდომა (ბექა ოდიშარია);
8 სექტემბერი - პოლიტიკური კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
9 სექტემბერი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა (სოფო კილაძე);
10 სექტემბერი - მონიტორინგის კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე);
11 სექტემბერი - თანასწორობის კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
14 სექტემბერი - ბიუროს სხდომა (ირაკლი კობახიძე);
15 სექტემბერი - მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე);
21 სექტემბერი - საპროცედურო კომიტეტის სხდომა (გიორგი კანდელაკი);
22 სექტემბერი - სოციალური კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
23 სექტემბერი - პოლიტიკური კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
25 სექტემბერი - კულტურის კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
5 ოქტომბერი - მონიტორინგის კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე);
9 ოქტომბერი - სოციალური კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
12-13 ოქტომბერი - ბიუროსა და გაფართოებული მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (კახა
კუჭავა, ირაკლი ბერაია);
14 ოქტომბერი - კულტურის კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
14 ოქტომბერი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა (სოფო კილაძე);
15 ოქტომბერი - თანასწორობის კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
15 ოქტომბერი - პოლიტიკური კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
16 ოქტომბერი - მიგრაციის კომიტეტის სხდომა (ბექა ოდიშარია);
22-23 ოქტომბერი - გაფართოებული მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა, ირაკლი
ბერაია);
23 ოქტომბერი - ერთობლივი კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
3 ნოემბერი - საპროცედურო კომიტეტის სხდომა (გიორგი კანდელაკი);
6 ნოემბერი, 2020, კულტურის კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
6 ნოემბერი - მიგრაციის კომიტეტის სხდომა (ბექა ოდიშარია);
9 ნოემბერი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა (სოფო კილაძე);
10 ნოემბერი - სოციალური კომიტეტის ბავშვთა ქვეკომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
12 ნოემბერი - საპროცედურო საკითხების სხდომა (გიორგი კანდელაკი);
13 ნოემბერი - მონიტორინგის კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე);
19 ნოემბერი - ბიუროს სხდომა (ირაკლი კობახიძე);
20 ნოემბერი - მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
25 ნოემბერი - მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე);
27 ნოემბერი - თანასწორობის კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
30 ნოემბერი - საპროცედურო კომიტეტის სხდომა (გიორგი კანდელაკი);
1 დეკემბერი - სოციალური კომიტეტის სხდომა (ნინო წილოსანი);
2 დეკემბერი - მიგრაციის კომიტეტის სხდომა (ბექა ოდიშარია);
3-4 დეკემბერი - კულტურის კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
4 დეკემბერი - მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
8 დეკემბერი - იურიდიული კომიტეტის სხდომა (სოფო კილაძე);
10 დეკემბერი - პოლიტიკური კომიტეტის სხდომა (კახა კუჭავა);
11 დეკემბერი - მონიტორინგის კომიტეტის სხდომა (ირაკლი კობახიძე).