საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 10 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1905/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 12

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 1/9/25, 12:16 PM იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 10 თებერვალი 2021 12:00 2021 წლის 10 თებერვალი, 12:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. https://parliament.ge/print/announcement/193?local=true 1/2
ოქმი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომის ოქმი N12 10.02.2021 სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომის მდივანი: ნინო ძოწენიძე - აპარატის თანამშრომელი; სხდომას ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველა წევრი: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კახი კახიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა სხდომის დღის წესრიგს. სხდომის დღის წესრიგი 1. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. მოისმინეს ანრი ოხანაშვილის ინფორმაცია: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე. სხდომის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარმოადგინა სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული ძირითადი საკითხები, რომელზე მუშაობაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იგეგმება 2021 წლის სასესიო პერიოდებში, მათ შორის იქნება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, აღსრულების პროცესის მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა, მეწარმეთა შესახებ კანონი და ასევე სხვა საკანონმდებლო აქტები. კომიტეტის წევრთა შორის განისაზღვრა სამოქმედო საკანონმდებლო აქტებზე პასუხისმგებელი პირებიც. გეგმით გათვალისწინებულ კომიტეტის სხდომის დამთავრების შემდეგ კენჭი ეყარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმას. მომხრე - 7; წინააღმდეგი - 0. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: ანრი ოხანაშვილი აპარატის თანამშრომელი: ნინო ძოწენიძე