საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-1908/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-1908/21 15-02-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის თანახმად, გიგზავნით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
2020 წლის ანგარიში აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარალამენტო საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას. 2020 წლის 9 ივნისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის არაოფიციალური ბიუროს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა. ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილნი იყვნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელები, ევროპარლამენტის მხრიდან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა) და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები. ზემოაღნიშნულ სხდომაზე მიღებულ იქნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერთა ვიდეო კონფერენციისთვის, რომელიც 2020 წლის 18 ივნისს გაიმართა. ბიუროს ოფიციალურ განცხადებაში მნიშვნელოვანი გზავნილები:     ასახული აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს ახალი დამატებითი და ყოვლისმომცველი ინსტრუმენტები და ამბიციური კრიტერიუმები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ევროპული არჩევანის და მისწრაფებების განმტკიცებასა და განხორციელებას მომავალი ათწლეულისთვის; აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე განისაზღვროს ევროკავშირის მკაფიო სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება ევროკავშირთან პარტნიორი ქვეყნების ნაკისრი ვალდებულებების სრულად განხორციელებას და მომავალი ათწლეულისათვის განსაზღვრავს ევროკავშირის შემდგომ ნაბიჯებს; მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები, რაც მოიცავს პარტნიორ ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის და ადამიანის უფლებების სფეროებში. ასევე, ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოციაციას და ეკონომიკურ ინტეგრაციას და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერებას; ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების განხორციელებას. აღსანიშნავია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნების მისწრაფება დროულად და ეფექტიანად განახორციელონ დაგეგმილი რეფორმები და გააძლიერონ ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია;  ევროკავშირმა განიხილოს სამი ასოცირებული ქვეყნისთვის თანამშრომლობის სტრატეგია, როგორც აღმოსავლეთ სამეზობლოს დამატებითი ინსტრუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას გაუხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს რეფორმებისა და ინვესტიციების განხორციელებას ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, მართლმსაჯულების და ციფრული ეკონომიკის სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას; 2020 წლის 17 ნოემბერს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის არაოფიციალური ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი მონაწილეობდა. ბიუროს სხდომაზე, რომელშიც ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, კერძოდ, ასოცირებულ ქვეყნებში გამართული არჩევნები და მთიან-ყარაბაღში განვითარებული მოვლენები. 2020 წლის 14 დეკემბერს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტის წევრებთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება მეცხრე პლენარული სხდომის 2021 წლის მარტში გამართვის თაობაზე და განიხილეს პლენარული სხდომის მოსამზადებელი სამუშაოები. სხდომაზე მოწვეული იყო ბელორუსის ,,სოციალურ დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვალერი კავალეუსკი, რომელმაც ბიუროს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბელარუსში განვითარებულ და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. მეცხრე პლენარულ სხდომაზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ოთხი ფარგლებში მომზადებულ შემდეგ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს:     კომიტეტის „დემოკრატიული პროცესების გაძლიერება: პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, სამართლიანი საარჩევნო გარემოს და თავისუფალი და პლურალისტური მედიის როლი“; „განათლებასა და ეკონომიკას შორის თანამშრომლობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“; „ენერგოეფექტურობა, დივერსიფიკაცია და დამოუკიდებლობა: ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკის განმტკიცებისთვის საჭირო შესაძლებლობების განხორციელება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საწინააღმდეგო ქმედებებთან გამკლავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“; „ცხოვრების ხარისხი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და მდგრადი საპენსიო რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.