საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-1912/21
15-02-2021
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 22 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის ანგარიში 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ
სარჩევი
1. წინასიტყვაობა .................................................................................................................................2
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ ..................................................................................2
3. წარმატებების მოკლე აღწერა ........................................................................................................4
4. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა .......................................................................................4
4.1. საკანონმდებლო საქმიანობა ...............................................................................................4
4.2. საზედამხედველო საქმიანობა ..........................................................................................12
4.3. საზოგადოებასთან ურთიერთობა ....................................................................................16
4.4. კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა ..................................................22
5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები .................................................................23
6. საერთაშორისო თანამშრომლობა ............................................................................................23
7. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები ......................................................28
1
1. წინასიტყვაობა
წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიში.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას
ევროკავშირში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ ევროკავშირს და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმების (რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის
სივრცის კომპონენტს) დროულ და ეფექტიან განხორციელებას და აღნიშნულ პროცესში
საზოგადოების ჩართულობას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კოორდინაციას უწევდა საპარლამენტო საქმიანობას ევროინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების კუთხით.
კომიტეტი უძღვებოდა საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესს, შეიმუშავებდა და
განიხილავდა საკანონმდებლო ინიციატივებს, ზედამხედველობას უწევდა მთავრობის და
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას, თანამშრომლობდა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან,
პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო
საზოგადოებასთან და ხელს უწყობდა ევროინტეგრაციის პროცესში საზოგადოების
ჩართულობას.
ევროინტეგრაციის პროცესებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და
ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროგრესზე ინფორმაციის გაცვლისთვის,
საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა
სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან. ამ პარტნიორობის ფარგლებში,
2020 წელს კომიტეტის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა
განხორციელდა.
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წინასწარ ამზადებს
საკანონმდებლო საკითხებს, ხელს უწყობს საქართველოს კანონების, საერთაშორისო
ხელშეკრულებების,
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილებებისა
და
სხვა
გადაწყვეტილებების შესრულებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს
საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების
საქმიანობას. კომიტეტი თავის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს
ევროკავშირთან მიმართებით საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში,
წარმართავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის
საქმიანობას, ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის
„ევრონესტის“ მუშაობას. საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის
პროცესის
2
ხელშეწყობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კომიტეტი თანამშრომლობს
ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატ და ასოცირებულ ქვეყნებთან და ხელს უწყობს
ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობას.
2020 წელს, საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის პერიოდში, ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის წევრები იყვნენ:
დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე), გიორგი კანდელაკი (კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე), თინათინ ბოკუჩავა, გიორგი გაჩეჩილაძე, ელგუჯა გოცირიძე,
რომან კაკულია, ზვიად კვაჭანტირაძე, კახაბერ კუჭავა, გუგული მაღრაძე, ბექა ნაცვლიშვილი,
ბექა ოდიშარია, შოთა ხაბარელი, გიორგი ხატიძე, თამარ ხულორდავა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის
პერიოდში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები გახდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე), მარიამ ქვრივიშვილი (კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ლევან ქარუმიძე (კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე), მიხეილ დაუშვილი, გიორგი კახიანი, შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე,
დავით სონღულაშვილი, თამარ ტალიაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი.
3. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებების მოკლე აღწერა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ძირითადად
ემსახურებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ
შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საანგარიშო პერიოდში, ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტის
მიერ
განხილული
კანონპროექტების
შედეგად
უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ 16-მდე დირექტივასა და
რეგულაციასთან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის სამართალთან
დაახლოება უზრუნველყოფილია აგრეთვე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით,
რომელთა შემუშავება ხდება პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საფუძველზე.
საკანონმდებლო პროცესის ჰარმონიზების და უკეთ კოორდინირების მიზნით კომიტეტმა
შეიმუშავა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოს პარლამენტის
2020 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც პარლამენტის ბიურომ 2020 წლის 19 თებერვალს
დაამტკიცა. 2020 წლის სამოქმედო გეგმამ განსაზღვრა ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან
დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და
აქტივობები სამი მიმართულებით - კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ასოცირების შესახებ
შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა და ევროკავშირში ინტეგრაციის
შესახებ ცნობიერების ამაღლება.
3
კომიტეტმა 2020 წელს გამართა კომიტეტის 14 სხდომა და განიხილა 68 ნორმატიული აქტის
პროექტი, რომელთა შედეგად მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული ან
ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ
ევროკავშირის 16-მდე დირექტივასა და რეგულაციასთან.
2020 წელს კომიტეტმა საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად, როგორც ცალკე,
ისე დარგობრივ კომიტეტებთან ერთად, მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
ორგანოების 8 ანგარიში და შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობა უწყებების
მიერ იქნა შესრულებული.
ევროინტეგრაციულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით,
"ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების
პროექტი" თანადგომით, კომიტეტმა 2020 წლის მაისში განახორციელა მასშტაბური
ციფრული საინფორმაციო კამპანია „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“. კამპანიის
ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს
სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა.
საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშესახებ
შედეგებზე.
2020 წლის დეკემბერში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აქტიური ჩართულობით
შემუშავდა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეზოლუცია, რომელშიც აისახა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი, მათ შორის
საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის
გაკეთების თაობაზე.
4. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა
2020 წლის 17 თებერვალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დაამტკიცა კომიტეტის 2020
წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს განსაზღვროს კომიტეტის საქმიანობის
მიმართულებები შემდგომი ერთი წლის განმავლობაში. გეგმაში ასახულია კომიტეტის
სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად კომიტეტის კანონშემოქმედებითი,
საზედამხედველო, საორგანიზაციო და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით
დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები, ინდიკატორები,
ღონისძიებაზე პასუხისმგებელი და მასში ჩართული მხარეები, ასევე ერთი მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა
და,
მეორე
მხრივ,
საქართველოს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმების
განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებანი.
4.1. საკანონმდებლო საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წელს გამართა
კომიტეტის 14 სხდომა. კომიტეტმა განიხილა 68 ნორმატიული აქტის პროექტი.
მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი მნიშვნელოვანი კანონპროექტები:
4
1. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული “აკვაკულტურის შესახებ”
საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (07-3/430,
29.01.2020).
მიღებული კანონით შეიქმნა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ჩარჩო აკვაკულტურის
მართვისა და განვითარებისთვის, განისაზღვრა აკვაკულტურის ნებართვის გაცემის,
საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ზონების გამოყოფის, აკვაკულტურის
საქმიანობის
განხორციელებისას
გარემოსდაცვის,
სურსათის
უვნებლობისა
და
აკვაკულტურასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საკანონმდებლო
ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში წყლის ორგანიზმების მოშენების, წყლის
პროდუქტებისგან ხარსიხიანი და უსაფრთხო საკვების წარმოების პოპულარიზაციას, წყლის
გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვას.
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
კანონის პროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი პროექტები (07-2/436/9); 13.01.2020)
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული
ცვლილებებით დაიხვეწა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტთა და საჯარო წილობრივი
ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ არსებულ გამჭვირვალობის მოთხოვნები,
დარეგულირდა ბაზრის მანიპულაციასა და ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებული
რიგი საკითხები და შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო პრაქტიკასთან. საკანონმდებლო
ცვლილებებმა შექმნა ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის
საჭირო მექანიზმები, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბაზარზე გამჭვირვალობის დონის
ზრდას, უზრუნველყოფს ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და მათ დაცულობას.
საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და
ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი
ვალდებულებების
შესრულებასთან.
საკანონმდებლო
ინიციატივით
ეროვნული
კანონმდებლობის დაახლოება მოხდა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2003
წლის 28 იანვრის „ინსაიდერული გარიგებებისა და ბაზარზე მანიპულაციების შესახებ
(ინსაიდერული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება)“ 2003/6/EC დირექტივასთან.
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
კანონპროექტები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის
შესახებ“ და საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-2/448;
19.02.2020)
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტით
დირექტივის შესაბამისად დარეგულირდა ისეთი საკითხი, როგორიცაა: უსასყიდლოდ
5
მიწოდებული საქონლის/მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა, რაც ხელს შეუწყობს
უსასყიდლოდ
განხორციელებულ
ოპერაციებთან
დაკავშირებული
საგადასახადო
ადმინისტრაციის
გამარტივებას,
საგადასახადო
ვალდებულებების
შესრულების
გამარტივებას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებებით დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებით
გათვალისწინებულია მთელი რიგი შეღავათები, რაც დადებით გავლენას იქონიებს
გადასახადის გადამხდელებზე.
საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და
ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი
ვალდებულებების
შესრულებასთან.
საკანონმდებლო
ინიციატივით
ეროვნული
კანონმდებლობის დაახლოება მოხდა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს
2006/112/EC დირექტივასთან „დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) საერთო
სისტემის შესახებ“.
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ (07-2/453 24.02.2020)
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით მოწესრიგდა საინვესტიციო
ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოში დაფუძნებასთან და
მართვასთან, აგრეთვე მათ მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული
ურთიერთობები.
საინვესტიციო ფონდების კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან
უზრუნველყოფს
ინვესტორთა
დაცულობის
ხარისხის
გაზრდას
და
წარმოადგენს
წინაპირობას საერთაშორისო ბაზრის მონაწილეების მხრიდან საქართველოს მიმართ მეტი
ნდობისა და დაინტერესებისთვის. განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის
არსებობა ქვეყანაში გაზრდის მოთხოვნას საინვესტიციო პროდუქტებსა და სერვისებზე, რაც
გამოიწვევს კაპიტალის ბაზარზე ემიტენტების, შუამავლებისა და ინვესტორების უფრო მეტ
აქტიურობას და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს
შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულებასთან.
საკანონმდებლო ინიციატივის მიღებით ეროვნული კანონმდებლობის
დაახლოება მოხდა „მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების
განსახორციელებლად
შექმნილ
საწარმოსთან
(UCITS)
მიმართებაში,
კანონების,
რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების” 2009/65/EC დირექტივასთან.
6
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ„ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/452); 21.02.2020)
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით ყალიბდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი
დავების განმხილველი საბჭო, განისაზღვრება საბჭოს წევრთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები
და დამოუკიდებლობის გარანტიები, დგინდება საბჭოს წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტის საფუძვლები. საკანონმდებლო ინიციატივით შეიცვალა გადაუდებელი
აუცილებლობის საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით
განსახორციელებლად, სააგენტოსთან შეთანხმების წესი. საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ
უზრუნველყო დავების განხილვის საბჭოს მეტი დამოუკიდებლობა.
საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს
შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულებასთან. საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება
მოხდა 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2014/24/EU
დირექტივასთან „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და
ევროკავშირის საბჭოს 1989 წლის 21 დეკემბრის 89/665/EEC დირექტივასთან „პროდუქციის
მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან
დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების,
რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“.
6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტი: „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების
შემოღების შესახებ" თანმდევ პროექტთან ერთად (07-2/369 02.07.2019)
საკანონმდებლო ინიციატივით განისაზღვა ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების
შემოღებისა და გამოყენების, ასევე სპეციალური კვლევის (შესწავლის) განხორციელების წესი.
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადგილობრივი ინდუსტრიის
დემპინგური იმპორტისგან მიყენებული ან/და შესაძლო ზიანის მიყენებისგან დაცვას.
7. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების
შეტანის შესახებ“ (N07-3/448; 27.04.2020)
საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის ევროპული კავშირის
კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის
მიზნით, დარეგულირდა ისეთი შრომითსამართლებრივი საკითხები როგორიცა:
დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი
7
ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული
სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური
სამუშაო; ცვლაში მუშაობა; ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება;
ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებად
შვებულების უფლებას; შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი; მასობრივი
დათხოვნა; საწარმოთა გადაცემა; გაფიცვის უფლება; კოლექტიური შრომითი მედიაცია;
ინფორმაცია და კონსულტაცია სამუშაო ადგილზე; შრომით უფლებებთან დაკავშირებით
სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება დ ა სხვა.
ცვლილებები დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული
ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან.
საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა 10
დირექტივასთან.
8. საქართველოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის
შესახებ“ (07-3/501; 14.07.2020)
საკანონმდებლო ცვლილებებით უზრუნველყოფილი იქნება ევროპულ სტანდარტებთან
დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა, რომლის მიზანია
გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრა/შერბილება და აღდგენა.
საკანონმდებლო ინიციატივით ჩამოყალიბდა სწორი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის
სიტემა, შეიქმნა მყარი სამართლებრივი საფუძველი არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი
სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, არამედ ყველა საწარმოსთვის.
საკანონმდებლო ინიციატივამ, მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, შემოიტანა ახალი
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც, პირი, რომელიც
მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს გარემოს, ვალდებულია გაატაროს გარემოს აღსადგენად
საჭირო გამასწორებელი ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად.
ცვლილებები დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული
ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან.
საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა 2004/35/EC
დირექტივასთან, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც შეეხება
გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციასა და დაზიანებული გარემოს აღდგენას.
9. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი: საქართველოს
საგარეო პოლიტიკის შესახებ“ (07-3/1; 16.12.2020)
8
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული „საქართველოს საგარეო
პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტის შემუშავების
პროცესში.
საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკის
პრიორიტეტებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. რეზოლუციაში ხაზგასმულია
საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა - საქართველოს სუვერენიტეტის
განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო თანამეგობრობის
მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
რეზოლუციაში ასევე ასახულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიცაა
ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-ს თან თანამშრომლობა, ევროპის ქვეყნებთან
ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება,
კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ხალხთაშორისი კავშირები, დიასპორებთან
ურთიერთობა და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის ტექსტი ასახავს კონკრეტულ გეგმას - ევროკავშირში
გაწევრიანების გზაზე გადაიდგას კონკრეტული, დროში გაწერილი ნაბიჯები. კომიტეტის
ინიციატივით, რეზოლუციის ტექსტის მეორე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
„2) საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში
გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმების დროულ და ქმედით განხორციელებას და ევროკავშირთან
საქართველოს თანმიმდევრულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებას, რათა 2024
წელს საქართველომ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.
ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, ევროკავშირთან ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაბამისად,
ევროკავშირის შიდა ბაზართან ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარება და ევროკავშირთან
საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნა, რაც ევროკავშირში სრული ინტეგრაციის
საფუძველია. ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან
უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეუფერხებელი მოქმედება და ხალხთა შორის კავშირების
ხელშეწყობა, ასევე ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან განათლების, მეცნიერების,
კულტურის და სპორტის სფეროში კავშირების გაღრმავება. ევროკავშირში ინტეგრაციის
მიზნისთვის ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საქართველო აქტიურად
გამოიყენებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ინიციატივას, ასევე ხელს შეუწყობს
ევროკავშირთან სხვა ახალი ფორმატების ჩამოყალიბებას.“
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2021 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი პროექტი და ქვეყნის ძირითადი
მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისთვის. შეისწავლა უშუალოდ მისი
9
ზედამხედველობის სფეროში შემავალი უწყების, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის
გათვალისწინებული პროგრამების მიზნობრიობა, ასევე, სხვადასხვა სფეროში ასოცირების
შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი
რესურსების მობილიზება.
კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ კანონის პროექტის (07-2/484, 09.06.2020) განხილვის პროცესში.
4.2. საზედამხედველო საქმიანობა
ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ საქმიანობის კონტროლი და სპეციალური
ანგარიშების მოსმენა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის მიზანია ასოცირების
შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის და დღის წესრიგის განხორციელების
ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კონტროლი. ამ პროცესში, კომიტეტი
ზედამხედველობს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას, ასევე საქართველოს
კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების აღსრულებას.
პროცესის ეფექტიანი კოორდინაციისა და უკეთესი შედეგების მიღწევის მიზნით, კომიტეტი
თანამშრომლობს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან, რომლებიც თავიანთ
კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ასოცირების
შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების აღსრულებისა და შესაბამისი
დარგობრივი სამინისტროებისა თუ უწყებების საქმიანობის კონტროლზე.
საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად, კომიტეტი როგორც ცალკე, ისე
დარგობრივ კომიტეტებთან ერთად, ისმენს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
ორგანოების პერიოდულ ანგარიშებს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების შესახებ, რის შედეგადაც კომიტეტი აკონტროლებს
აღმასრულებელი მათ შესრულებას და იღებს შესაბამის რეკომენდაციებს.
საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტი სხვა დარგობრივ კომიტეტებთან ერთად შეისწავლის და განიხილავს სამოქალაქო
საზოგადოების მიერ მომზადებულ ალტერნატიულ თემატურ ანგარიშებს, რომლის
მომზადებას უზრუნველყოფს „ღია საზოგადოების ფონდის“ პროექტი „ევროკავშირისაქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ“. ამ საქმიანობით კომიტეტი ხელს
უწყობს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების და დაგეგმილი
რეფორმების დროულად და ეფექტიანად შესრულებას, რეფორმების პროცესში
საზოგადოების ჩართულობას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე
დისკუსიის წარმართვას. კომიტეტის სხდომებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც
10
აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე შესაბამისი უწყებებისა,
ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.
არასამთავრობო
2020 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, დამოუკიდებლად და სხვა საპარლამენტო
კომიტეტების მონაწილეობით, გამართა 10 საკომიტეტო მოსმენა შემდეგ საკითხებზე:
1. 2020 წლის 22 მაისს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ წარმოადგინა
სამინისტროს ანგარიში განათლების მიმართულებით ასოცირების შესახებ შეთანხმებისა
და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე;
2. 2020 წლის 5 ივნისს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ხატია წილოსანის ანგარიში სოფლის მეურნეობის
მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის
განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
3. 2020 წლის 1 ივლისს კომიტეტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარმოადგინა ანგარიში
გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების
დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების
შესახებ;
4. 2020 წლის 1 ივლისს კომიტეტმა მოისმინა „ღია საზოგადოების ფონდის“
ევროინტეგრაციის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში "საქართველოევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების ანგარიში - სამოქალაქო საზოგადოების შეფასება“;
5. 2020 წლის 3 ივლისს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარმოადგინა ანგარიში
საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2019 წლის ეროვნული
სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
6. 2020 წლის 3 ივლისს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა წარმოადგინა ანგარიში
ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ასოცირების
შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის
წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის შესრულების
შესახებ;
7. 2020 წლის 3 ივლისს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის ანგარიში „ევროპის
11
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული
ვალდებულებების და ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის შესრულების შესახებ;
8. 2020 წლის 8 ივლისს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ წარმოადგინა სამინისტროს მიერ
დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების
2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში;
9. 2020 წლის 8 ივლისს კომიტეტმა მოისმინა „ღია საზოგადოების ფონდის“
ევროინტეგრაციის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში „საქართველოევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების ანგარიში - სამოქალაქო საზოგადოების შეფასება“;
10. 2020 წლის 9 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი
კაკაურიძემ, გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძემ, საქართველოს
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ წარმოადგინეს ანგარიში
ფინანსურ მომსახურების, დაბეგვრის, ბუღალტრულ აღრიცხვის და აუდიტის
მიმართულებით ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019
წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
გარდა ამისა, ევროკავშირის პროექტის – „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა II“ ფარგლებში, ასოცირების შესახებ
შეთანხმების შესრულების მდგომარეობის განხილვის მიზნით ჩატარდა არაერთი სამუშაო
შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც პარლამენტის აპარატის, ასევე შესაბამისი
სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები;
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშის მოსმენის შემდგომ
კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები და განახორციელა რეკომენდაციების შესრულების
კონტროლი.
4.3. საზოგადოებასთან ურთიერთობა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომიტეტის საქმიანობის
საჯაროობას და გამჭვირვალობას. კომიტეტის სხდომები ღიაა საზოგადოების
წარმომადგენლებისთვის, სტუდენტების, ექსპერტების და სხვა დაინტერესებული
პირებისთვის. კომიტეტის სხდომებზე დამსწრეებს საშუალება ეძლევათ დასვან კითხვები და
მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში.
12
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო
საქმიანობის პროცესში თანამშრომლობს „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო
საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან“ და სამოქალაქო
საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.
საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტი სხვა დარგობრივ კომიტეტებთან ერთად შეისწავლის და განიხილავს სამოქალაქო
საზოგადოების მიერ მომზადებულ ალტერნატიულ თემატურ ანგარიშებს, რომლის
მომზადებას უზრუნველყოფს „ღია საზოგადოების ფონდის“ პროექტი „ევროკავშირისაქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ“. აღნიშნული საქმიანობით კომიტეტი
ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების და
დაგეგმილი რეფორმების დროულად და ეფექტიანად შესრულებას, რეფორმების პროცესში
საზოგადოების ჩართულობას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე
დისკუსიის წარმართვას.
ყოველი წლის გაზაფხულზე, კომიტეტი მართავს ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება
ევროპის დღეს, 8 მაისს და ემსახურება ევროინტეგრაციულ პროცესებში საზოგადოების
ჩართულობის გაზრდას და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ევროკავშირთან
ასოცირების პროცესში მიღწეული წარმატებების შესახებ.
ინტერნეტკომუნიკაცია
საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ქართულ მედია საშუალებებში რეგულარულად ავრცელებდა ინფორმაციას კომიტეტის
ღონისძიებებისა და ვიზიტების შესახებ. ინფორმაცია კომიტეტის აქტივობების შესახებ
თავსდებოდა პარლამენტის ვებ-გვერდზე და კომიტეტის facebook-ის გვერდზე, რომლის
განახლებაც ყოველდღიურად ხდება და კომიტეტის საქმიანობასთან ერთად ვრცელდება
ინფორმაცია ევროკავშირის სიახლეების შესახებ.
ევროინტეგრაციის პროცესზე საზოგადოების ინფორმირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია
საქართველოს პარლამენტის ვებპორტალი www.aa.ge, რომელზეც განთავსებულია
ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ჩამონათვალი და
ინფორმაცია
ხელშეკრულებით
განსაზღვრული
რეგულაციების,
დირექტივების,
გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
ვებპორტალი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს, თვალი ადევნოს
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საერთო პრიორიტეტების
ამოქმედების ვადებს და შეაფასოს თითოეული მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
ვებპორტალი შეიქმნა ღია საზოგადოება საქართველოს მიერ და მართვაში გადასცა
საქართველოს პარლამენტს. კომიტეტი უზრუნველყოფს ვებპორტალის შინაარსობრივ და
ტექნიკურ ფუნქციონირებას. სპეციალურად შემუშავებული ფორმის საფუძველზე,
სამინისტროები და დარგობრივი კომიტეტები კვარტალურად აგზავნიან ინფორმაციას
13
ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში შესრულებული საქმიანობის
შესახებ, რის შემდეგაც კომიტეტი ანახლებს ვებგვერდის ინფორმაციას.
საინფორმაციო შეხვედრები ევროინტეგრაციულ პროცესებზე, კამპანია „ევროპის
დღეები“
ევროინტეგრაციის პროცესებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და
ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროგრესზე საზოგადოების სხვადასხვა
ჯგუფის
ინფორმირებისთვის,
ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტი
აქტიურად
თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამ
პარტნიორობის ფარგლებში, კომიტეტის მიერ არა ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო
ინიციატივა განხორციელდა.
ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 8 მაისს
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ერთი მხრივ, სსიპ - ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (შემდგომში
წარმოდგენილი მისი სტრუქტურული ერთეულის ევროპული კვლევების ინსტიტუტის
სახით) და მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს,
ასევე სსიპ – საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის.
მემორანდუმს ხელი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, სსიპ – საქართველოს პარლამენტის კვლევით
ცენტრის დირექტორმა გიორგი ხელაშვილმა, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და თსუ-ს
ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა მოაწერეს.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის, ასევე, საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
ვალდებულებების
შესრულების
საჭიროებებიდან
გამომდინარე,
აღნიშნული
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გაფართოვდა თსუ ევროპული კვლევების
ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის
2011 წლის 1 თებერვალს ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული
თანამშრომლობის სფეროები.
თანამშრომლობის მიზანია მხარეებმა, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობლივი
მიზანმიმართული საქმიანობა განახორციელონ ევროპასთან დაახლოების პროცესის
ხელშეწყობის, ევროპული ღირებულებების გავრცელების, ასოცირების შესახებ შეთანხმების
განხორციელების კანონშემოქმედებითი საქმიანობის გამჭვირვალეობისა და კარგი
მმართველობის მიმართულებით, ასევე, სამართლებრივ დონეზე საჯაროობის პრინციპების
განმტკიცებისა და საკანონმდებლო პროცესში საზოგადოების ჩართულობის კუთხით.
მემორანდუმი ითვალისწინებს ოთხი ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობის
განხორციელებას:
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა;
14
სამართლებრივი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან
დაახლოებაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში;
თანამშორმლობის პროექტები და ანტიდასავლური პროპაგანდის თავიდან
ასაცილებლად მუშაობის გაძლიერება;
სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და
მათი ჩართულობის გაზრდა.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტი და პარლამენტის კვლევითი ცენტრი დადგენილი წესის
შესაბამისად, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საბაკალავრო, სამაგისტრო და
სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს სხვადასხვა პრაქტიკულ პროექტში მონაწილეობის,
ასევე, სტაჟირების შესაძლებლობასაც შესთავაზებენ.
ციფრული საინფორმაციო კამპანია „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“
და მის ფარგლებში ესეებისა და კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსები
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების
პროექტის მხარდაჭერით 2020 წლის მაისში დაიწყო. კონკურსების მიზანი საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება და მისი საქართველოს ევროინტეგრაციითა და ასოცირების შესახებ
შეთანხმების განხორციელების მიღწევებითა და გამოწვევებით დაინტერესება იყო.
აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცოდნა გაეღრმავებინათ ონლაინ ლექციებით ისეთ
თემებზე, როგორიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყეტილების მიღების პროცესი,
კარგი მმართველობა, განათლება და მობილობა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და კლიმატი,
სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები და მცირე და
საშუალო ბიზნესის განვითარება, სტრატეგიული კომუნიკაცია და დაკავშირებადობა.
კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსთან დაკავშირებით, შემდეგი თემები იყო
შეთავაზებული: „COVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს
ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე“ და „დეზინფორმაცია
და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს“.
ასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, ხოლო თავად კამპანიამ ორ ათასზე მეტი მიმდევარი
გაიჩინა სოციალურ ქსელში.
პროექტი განხორციელდა ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან და საქართველოს
დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
განხორციელების
პროექტის“
(AA
Facility)-ის
და
კონრად
ადენაუერის
ფონდის
მხარდაჭერით; ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თსუ-ს ევროპული კვლევის
ინსტიტუტისა და საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი პროექტის “Competition for Youth
under the aegis of the Parliamentary Committee on European Integration of Georgia and Ivane
Javakhishvili Tbilisi State University” /European Union for Georgia 2-ის ფარგლებში.
ორთვიანი
კამპანია,
საქართველო-ევროკავშირის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმების
გაფორმებიდან 6 წლის თავზე 27 ივნისს დასრულდა. ამ დღეს გაიმართა „ასოცირების 6 წელი
15
საქართველოსთვის“ კამპანიის ღონისძიება, რომლის მიზანს, კამპანიის ზოგადი შედეგებისა
და საზოგადოებისთვის მედიის საშუალებით, მთავარი მესიჯების მიწოდება წარმოადგენდა.
სტუდენტების კონკურსების გარდა, საქართელოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა
და კონრად ადენაურის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ დებატები საქართველოს
სკოლის მოსწავლეებს შორის.
საგანმანათლებლო პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც
2020 წლის თებერვალში დაიწყო და შემდეგ სრულად მოერგო დისტანციურ რეჟიმს,
განახორციელა
ისეთი
აქტივობები,
როგორიცაა
დებატკლუბების
გახსნა,
საჯარო
გამოსვლების ონლაინ კონკურსი, საჯარო დებატები COVID-19-ის შესახებ სანდო წყაროების
დამუშავების საფუძველზე, საჯარო დებატები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების
შესახებ შეთანხმების 6 წლისთავთან დაკავშირებით.
პროექტში ჩართული იყო 300-მდე ახალგაზრდა, 40-მდე სკოლა და მასწავლებელი
საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, შიდა
ქართლი, თბილისი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში:
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა დებატების კლუბები,
ჩატარდა ონლაინ გამოსვლების საჯარო კონკურსი, მოხდა საერთაშორისო დებატების
აკადემიაში ახალგაზრდების ჩართვა;
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა ონლაინ პლატფორმა 700-მდე
ახალგაზრდისათვის, სადაც პროექტის მონაწილეებისათვის ტარდებოდა ექიმებთან და
ფსიქოლოგებთან ვებინარები, ქვიზები, განხილვები, დებატები და სხვა შემეცნებითგასართობი აქტივობები;
კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა ახალგაზრდებისთვის კონკურსი,
მოხდა შერჩეული ახალგაზრდების გადამზადება და გაიმართა ასოცირების შესახებ
შეთანხმების გაფორმების 6 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა თემატიკებზე
საჯარო დებატები;
14 აპრილს ევროპის დღეების ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა,
კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, გამართა ესეების კონკურსი სკოლის
მოსწავლეთათვის „რატომ მიყვარს ევროპა“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს სხვადასხვა სკოლაში მოქმედმა „ევროპული კლუბების“ მოსწავლეებმა.
2020 წლის 18 ივნისს თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა საინფორმაციო
ონლაინ შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან გამართა. თემატური მოკვლევის პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე
მოკვლევის მიზნებზე, სამუშაო პროცესზე, სამოქმედო გეგმასა და საორგანიზაციო
საკითხებზე იმსჯელეს.
16
2020 წლის 3 ივლისს, facebook-ის პირდაპირი ეთერით საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის, საქართველოში
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის მონაწილეობით
პანელური დისკუსია გაიმართა.
ციფრულ ფორმატში მომხსენებლებმა მიმოიხილეს 2020 წლის ევროპის დღეები, შეაფასეს
ასოცირების შესახებ შეთანხმების 6 წლის შედეგები და განიხილეს საქართველოევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
4.4. თემატური მოკვლევა
2020 წლის 5 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები
ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისას“ თემატური მოკვლევის დაწყებისა და
თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში გაიმართა თემატური მოკვლევის თაობაზე შექმნილი სამუშაო
ჯგუფის ორი სხდომა, რომელშიც ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლების და
აღმასრულებელი უწყებების მონაწილეობით განხილულ იქნა მცირე და საშუალო ბიზნესის
გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე.
თემატური მოკვლების სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა 2020 წლის 30
სექტემბერს წარედგინა ბიუროს.
„მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“ თემატური მოკვლევის
ანგარიში შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირსა და
საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი“-ს (AA
Facility)-ის მხარდაჭერით.
5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები
საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მიიღო მოქალაქეთა 61 წერილი
და რეაგირება მოხდა ყველა მათგანზე.
6. საერთაშორისო თანამშრომლობა
ევროინტეგრაციის
პრიორიტეტულია
უზრუნველსაყოფად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისთვის
საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და
17
საპარლამენტო დიპლომატიის გზით ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა, რაც
გულისხმობს:
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ საერთაშორისო
პარტნიორების ინფორმირებას;
ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან;
ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას;
საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში მონაწილეობას;
ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობას.
საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა
ევროპარლამენტთან არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორუმებში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობას. კომიტეტი,
დელეგაციებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფდა ქვეყნის ევროინტეგრაციის
პოლიტიკის მხარდაჭერას. კომიტეტის განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული იყო
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტისა და ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) ფარგლებში საქმიანობასა და საქართველოს
ინტერესების ამსახველი დოკუმენტების მიღებისთვის მუშაობას.
6.1. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary
Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროპარლამენტის
წევრებისაგან და ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად (კარი VIII, თავი I, მუხლი 410)
ზედამხედველობს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და გამოყენებას, ხელს
უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და
საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წარმართავს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის
საქმიანობას.
საანგარიშო პერიოდში, გაიმართა ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის 1 სხდომა.
2020 წლის 12 – 13 თებერვალს ევროპარლამენტში, სტრასბურგში გაიმართა ევროკავშირისაქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა. ღონისძიებაში
მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია (10 წევრი)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის
ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობიდან ვიზიტში მონაწილეობდნენ
პარლამენტის წევრები - კახაბერ კუჭავა, ირაკლი ბერაია, გუგული მაღრაძე, ოთარ დანელია,
ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, თამარ ხულორდავა და სოფიო
კილაძე.
18
კომიტეტმა განიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შესახებ
შეთანხმების განხორცილების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი
დემოკრატიული რეფორმები,
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული
მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ
შეთანხმების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება.
საქართველოს
პარლამენტის
და
ევროპარლამენტის
წევრებმა
საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს
მოუსმინეს. საქართველოს მთავრობის მხრიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა
დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ვიქტორია ბაიკოვას, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილეს, გენადი არველაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ნინო გახარიას,
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის და ევროკომისიის მხრიდან - ლუკ დევინს და
მეთიუ ბუსკეტს.
სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ხაზი გაესვა
ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწევებს და საქართველოს და
ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და
ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) წარმატებით შესრულებას.
კენჭისყრის შედეგად ერთობლივ განცხადებას საქართველოს პარლამენტის მხრიდან მხარი
დაუჭირა ექვსმა, ხოლო ევროპარლამენტის მხრიდან ოთხმა პარლამენტარმა. განცხადების
ტექსტის მისაღებად საჭირო ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, საბოლოო დოკუმენტის
მიღება ვერ მოხერხდა.
6.2. აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა (Euronest PA)
2020 წლის 9 ივნისს ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო
ასამბლეის არაოფიციალური ბიუროს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დელეგაციის
ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა. ბიუროს სხდომაზე მიღებული იქნა ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების
ლიდერთა ვიდეო კონფერენციისთვის, რომელიც გაიმართა 2020 წლის 18 ივნისს.
ბიუროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ადასტურებს
ვალდებულებას დაიცვას დემოკრატია, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა,
სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ასევე აღნიშნულია, რომ შემდგომი 10
წლისთვის უნდა იქნეს შემუშავებული მიზნები, რომლებსაც განახორციელებენ აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნები.
ბიუროს განცხადების მნიშვნელოვანი გზავნილები:
19
ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირმა შეიმუშავოს ახალი დამატებითი და ყოვლისმომცველი
ინსტრუმენტები და ამბიციური კრიტერიუმები აღმოსავლეთ
პარტნიორობის
ქვეყნების დასახმარებლად, რომელიც მოემსახურება ამ ქვეყნებს ევროპული არჩევანის
განმტკიცებასა და ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში მომავალი
ათწლეულისთვის;
აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე უნდა განისაზღვროს ევროკავშირის
სამოქმედო გეგმის მკაფიო ხედვა და სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება მხარეთა
ნაკისრი ვალდებულებების სრულად განხორციელებას და განისაზღვრება
ევროკავშირის შემდგომი ნაბიჯები მომავალი ათწლეულისათვის;
მიესალმება მხარეთა ძალისხმევას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში
მიღწეულ შედეგებს, რაც მოიცავს პარტნიორ ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებს
დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების
სფეროებში და ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოციაციას და ეკონომიკურ ინტეგრაციას
და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერებას;
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგად მოსალოდნელია მიღებულ იქნეს
გადაწყვეტილება პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების
თაობაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი ათწლეული უნდა ემყარებოდეს
თანამშრომლობის მდგრად გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც ფოკუსირებული
იქნება არამხოლოდ სტაბილიზაციასა და ბაზრების ხელმისაწვდომობაზე, არამედ
დემოკრატიზაციასა და ხალხთა კეთილდღეობის ამბიციურ მიზნებზე;
აღნიშნავს, რომ ევროკავშირი აქტიურად უნდა ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნების მიერ განხორციელებული რეფორმების მობილიზებაში და ამ მიზნით
აღსანიშნავია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნების მისწრაფება განახორციელონ
რეფორმები და ევროკავშირთან გააძლიერონ პოლიტიკური და ეკონომიკური
ინტეგრაცია;
მოუწოდებს
ევროკავშირს
განიხილოს
სამი
ასოცირებული
ქვეყნისთვის
თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც იქნება აღმოსავლეთ სამეზობლოს
დამატებითი ინსტრუმენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას გაუხსნის
შესაძლებლობა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. აღნიშნული
სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს რეფორმების და ინვესტიციების განხორციელებას
ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა,
მართლმსაჯულება, ციფრული ეკონომიკა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე
ინტეგრაცია.
2020 წლის 17 ნოემბერს ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს არაოფიციალური სხდომა, რომელშიც მონაწილეობა
მიიღო დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა.
ბიუროს სხდომაზე მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული
პოლიტიკური მდგომარეობა, კერძოდ, ასოცირებულ ქვეყნებში გამართული არჩევნები და
მთიან-ყარაბაღში განვითარებული მოვლენები. ბიუროს სხდომაზე ასევე იმსჯელეს
ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
20
2020 წლის 14 დეკემბერს ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს არაოფიციალური სხდომა, რომელშიც მონაწილეობა
მიიღო დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა.
ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის
მოვლენებზე და ასამბლეის სესიის მოსამზადებელ საკითხებზე.
ქვეყნებში
მიმდინარე
ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ასამბლეის სესია გაიმართება ვიდეო
კონფერენციის ფორმატში 2021 წლის გაზაფხულზე.
6.3. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,
როგორც
ინდივიდუალურად,
ასევე,
საპარლამენტო
დელეგაციების
ფორმატში
მონაწილეობდა არაერთ ღონისძიებაში.
2020 წლის 28 თებერვალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით
სონღულაშვილი საბერძნეთის ელჩს საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის დიდი ისტორიის მქონე ურთიერთობები განიხილეს და
საბერძნეთში ქართული დიასპორისა და მიგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. დიპლომატმა
დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარების
პროცესში.
2020 წლის 22 მაისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით
სონღულაშვილმა ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ბავშვთა
ფონდის
წარმომადგენელთან,
ღასან
ხალილთან.
შეხვედრაზე
საქართველოში
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული ვითარება და მის საპასუხოდ გატარებული
ღონისძიებები განიხილეს.
2020 წლის 10 ივნისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით
სონღულაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ევროპულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარესთან ტომას ვალასეკთან სამუშაო ონლაინ შეხვედრა გამართა.
დავით სონღულაშვილმა ტომას ვალასეკს საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებული
ვითარება, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების
მდგომარეობა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს
ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე და განიხილეს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული
პროგრესი.
2020 წლის 3 ივლისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით
სონღულაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს
შეხვდა. გამოსამშვიდობებელი შეხვედრისას, დავით სონღულაშვილმა დიპლომატს
მადლობა გადაუხადა საქართველოში ხუთწლიანი მოღვაწეობის ფარგლებში გაწეული
საქმიანობისთვის და მას წარმატებები უსურვა.
21
2020 წლის 6 ივლისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით
სონღულაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრისას
მხარეებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე,
მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ
თანამშრომლობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის
თანამშრომლობის დღის წესრიგზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობაზე,
საპარლამენტო ზედამხედველობის ძირითად მიმართულებებზე და კომიტეტის სამომავლო
გეგმებზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო COVID-19-ის შედეგად გამოწვეულ პანდემიასა და
მის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედით
ნაბიჯებს.
2020 წლის 6 ივლისს ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით
სონღულაშვილი ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას
შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ურთიერთობის
კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.
2020 წლის 13 ივლისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით
სონღულაშვილმა ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის პირველ ვიცეპრეზიდენტთან ირლანდიის ლიბერალ-კონსერვატორების პარტიიდან (Fine Gael), მეირიდ
მაკგინესთან. მხარეებმა შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და
ეკონომიკური გამოწვევები მიმოიხილეს.
2020 წლის 28 დეკემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა
ბოჭორიშვილი შეხვდა USAID საქართველოსა და კარგი მმართველობის ინიციატივის
პროგრამის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და
სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
2020 წლის 28 დეკემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა
ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის ელჩთან,
დესისლავა კოზლევასთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და
ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრეს.
2020 წლის ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეათე მოწვევის
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, ახალი შემადგენლობით, აქტიურად
დაიწყო საკომიტეტო საქმიანობისა და საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელება.
დაისახა 2021-2024 წლის პერიოდის სტრატეგია და სამომავლო გეგმები, რაც ემსახურება
საქართველოს ამბიციურ მიზანს, გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი.
22