„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, გიორგი ამილახვარი
ნომერი
#07-3/32/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-22
ბიუროს ნომერი 29

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) დაემატოს შემდეგი შინაარსის 332 მუხლი: „მუხლი 332. კერძო სკოლის უფლება-მოვალეობა მოსწავლის მიმართ 1. კერძო სკოლა უფლებამოსილია, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. 2. კერძო სკოლა ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 3. კერძო სკოლა ვალდებულია, მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი. შეუსრულებლობა არის კერძო სკოლისათვის 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ბოლო წლების სასკოლო პრაქტიკის თანახმად, კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ან სხვა სახის პრობლემების გამო ვერ/არ ასრულებენ კერძო სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და წარმოეშობათ ფინანსური დავალინება, ხოლო კერძო სკოლას არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომ მომსახურება შეუწყვიტოს დამკვეთს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო. ასეთ ვითარებაში, კერძო სკოლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, რეალურად მიმართონ რაიმე ქმედით ღონისძიებას. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა“. შესაბამისად, არ არსებობს კერძო სკოლიდან მოსწავლის იძულების წესით სხვა სკოლაში გადაყვანის ან გარიცხვის სამართლებრივი საფუძველი. კანონმდებლობის მიხედვით, მოსწავლის ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები სკოლის მიერ მობილობის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაგზავნით. ამ უკანასკნელის საფუძველს კი წარმოადგენს მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება. ამდენად, თუ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ მივა მიმღებ სკოლაში და არ დაწერს განცხადებას მოსწავლის სკოლაში მიღების თაობაზე, მოსწავლე სკოლას ვერ შეიცვლის. მიუხედავად არაერთი ასეთი შემთხვევისა, კერძო სკოლები კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო იძულებული არიან, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს ჩვეულებრივ რეჟიმში მიაწოდონ საგანმანათლებლო სერვისი. გარდა ამისა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს არ აქვს ფინანსური დავალიანება, თუმცა მშობელს/კანონიერ წარმოდგენელს სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ სურს მოსწავლემ სწავლა გააგრძელოს კერძო სკოლში. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სხვა სკოლაში გადასასვლელი დოკუმენტების დროულად გადაცემას მიმღები სკოლისთვის, რათა მოსწავლეს არ წარმოეშვას ფინანსური დავალიანება. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ამ სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მოსწავლის სტატუსის შეწყვეტას ფინანსური დავალიანების გამო, რაც პრობლემას უქმნის როგორც კერძო სკოლას, ასევე მოსწავლეს. გარდა ამისა, კანონით რეგულირებული არ არის მობილობის სურვილის შემთხვევაში კერძო სკოლის ვალდებულება დროულად გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრისათვის აუცილებელია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას. კანონპროექტით კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება, ფინანსური დავალიანების გამო ან მობილობით სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით კერძო სკოლა უფლებამოსილია, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. კერძო სკოლა ვალდებული იქნება მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა არის კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი. სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან აუცილებელია კერძო სკოლებში ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებით არსებული პრობლემის სწრაფად მოგვარება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ კერძო სკოლის მოსწავლე ფინანსური დავალიანების გამო ან მობილობით გადავა საჯარო სკოლაში, კერძო სკოლას მოაკლდება ფინანსური შემოსავალი და შესაბამისად, შემცირდება ბიუჯეტში გადასახდელი თანხები. აღნიშნული დამოკიდებული იქნება კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადასული მოსწავლეების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძო სკოლიდან მოსწავლის გადასვლა საჯარო სკოლაში გამოიწვევს საჯარო სკოლების ხარჯების გაზრდას. დღეისათვის ერთი მოსწავლის საშუალო წლიური საბაზო დაფინანსება კერძო სკოლაში შეადგენს 300 ლარს. მოსწავლის საჯარო სკოლაში გადასვლისას აღნიშნული თანხა იზრდება კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტის შესაბამისად, საშუალოდ 960 ლარამდე. გარდა ამისა, შესაძლებელია საჭირო გახდეს ტექნიკური საშუალებებისათვის საჭირო (ლეპტოპი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები) და პანდემიიდან გამომდინარე ხარჯები. აღნიშნული ხარჯების დაფარვა მოხდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან დადგენილი წესის შესაბამისად (კოდი 32.02). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს ექნება ფინანსური შედეგი კერძო სკოლებისათვის. კერძოდ, თუ მოსწავლეს შეუწყდება მოსწავლის სტატუსი და გადავა სხვა კერძო სკოლაში, პირველს მოკლდება შესაბამისი ფინანსური შემოსავალი, ხოლო მეორე მიიღებს მას. გარდა ამისა, მოსწავლის საჯარო სკოლაში გადასვლის შემთხვევაში მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი აღარ გადაიხდის სწავლის საფასურს. მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლა გაზრდის კერძო სკოლის ხარჯებს მიმღები სკოლისათვის დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით. კანონპროექტი ავალდებულებს კერძო სკოლას სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველია. აღნიშნული სკოლისათვის. გამოიწვევს მძიმე ფინანსურ შედეგებს კერძო ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად, კერძო სკოლის სტატუსშეწყვეტილ მოსწავლეს თუ ის სწავლას გააგრძელებს საჯარო სკოლაში, შესაძლებლობა ექნება მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოსწევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, გიორგი ამილახვარი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, გიორგი ამილახვარი.