საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 15 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-1948/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 8

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა 2021 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი, რუსთაველის 8 სხდომის დაწყების დრო: 14:30 საათი საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) სხდომის დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით, შემუშავებული კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება (პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან: მ. გოგებაშვილი, რ. გელანტია); მომხსენებელი: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე.
ოქმი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის ოქმი N8 2021 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი, რუსთაველის 8 სხდომის დაწყების დრო: 14:30 საათი საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) სხდომის თავმჯდომარე: სოზარ სუბარი - კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: სოზარ სუბარი (კომიტეტის თავმჯდომარე), გიორგი ხოჯევანიშვილი - (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ეკა სეფაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ბექა დავითულიანი, ზაურ დარგალი, ნინო ლაცაბიძე, ედიშერ თოლორაია; ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძის ადგილმონაცვლედ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ ჯაფარიძე; სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა თვითმმართველობის კომიტეტის 10 წევრის დასწრებით (ქვორუმი 6). და სხდომის დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით, შემუშავებული კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება (პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან: მ. გოგებაშვილი, რ. გელანტია); მომხსენებელი: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. კანონშემოქმედებითი და მიზნით, შემუშავებული როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა პანდემიის მიუხედავად, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში ბუნებრივია კომიტეტის საქმიანობაზე იმოქმედა, რის გამოც კომიტეტის გარკვეული აქტივობები შეზღუდული იყო, განსაკუთრებით გასვლითი სხდომები რეგიონებში, თუმცა მიუხედავად ამისა კომიტეტი მაინც აქტიური იყო გასულ წელსაც. კერძოდ ჩატარდა 21 კომიტეტის სხდომა, სადაც განხილული იყო სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი 20 საერთაშორისო ხელშეკრულება, 30 კანონპროექტი. კომიტეტთან შეიქმნა ინტერუწყებრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარ გამოწვევებს საანგარიშო პერიოდში გაიმართა ორი შეხვედრა. ასევე მნიშვნელოვანი იყო კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტები, რომლიდანაც გამოვყოფდი კანონპროექტებს: 1) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ არანაკლებ 800 მეტრზე მდებარე დასახლებას მიენიჭათ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ასევე კრიტერიუმების განხილვის გარეშე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება 80% და მეტი მაღალმთიანი დასახლებების მქონე მუნიციპალიტეტების დანარჩენ დასახლებებსაც, რომელიც 800 მეტრ და მეტ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობს. აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს 58 მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა ხოლო, 25.000 მეტ ადამიანს მიეცა საშუალება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით ესარგებლა; 2) „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ახალ პერსპექტივებს ქმნის ამ მიმართულებით. კომიტეტმა გასული წლის განმავლობაში 28 მნიშვნელოვანი კანონის პროექტი განიხილა, დეტალურად კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს მოისმენთ პლენარულ სხდომაზე. რაც შეეხება კომიტეტის მიმდინარე 2021 წლის სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს კანონშემოქმედებით და საკონტროლო საქმიანობას. ამ მიმართულებით კომიტეტი გეგმავს განახორციელოს კომიტეტში შემოსული კანონპროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან. ასეთვე ვგეგმავთ გასვლითი სხდომების გაგრძელებას რეგიონებში. პირველ გასვლით სხდომას ვგეგმავთ საოკუპაციო ზოლთან, სადაც ადგილზე შევხვდებით მოსახლეობას, მოვისმენთ მათ წინაშე არსებულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრის გზებს მათთან ერთად დავსახავთ. კომიტეტი ასევე გეგმავს ჩაატაროს თემატური მოკვლევა, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილებაში, მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის ან თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, სადაც ჯერ კიდევ პრობლემები გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ გასულ წელს კომიტეტის იყო ინიციატორი რეკომენდაციისა, რომლის შედეგადაც საქართველოს პარლამენტმა მოახდინა რატიფიცირება „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ დამატებითი ოქმის, რომელიც არეგულირებს ადგილობრივ ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის უფლების მიღებას და ეს არის ის საკითხი, რომელზეც კომიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მუშობას. ვინაიდან მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის გააქტიურებაც ჩვენს ხელშია და რომელიც ძალიან სერიოზულად გაზრდის ერთის მხრივ, თვითმმართველობის ორგანოების ქმედუნარიანობას, მეორეს მხრივ კი უფრო მეტად დააკავშირებს თვითმმართველობას ადგილობრივ მოსახლეობასთან, რადგან სწორედ თვითმმართველობა არის ხელისუფლების ის რგოლი, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან, ყველაზე მეტად ის უნდა ასახავდეს მოსახლეობის ინტერესებს და მისი ეს ფუნქცია კიდევ უფრო გაძლიერდება, თუკი მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან ჩართული თვითმმართველობის განხორციელებაში. ამის ბევრი მექანიზმი არსებობს, სწორედ ამ მექანიზმების სწორად კვლევა და გააქტიურება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ბუნებრივია წამყვანი როლი თვითმმართველობებთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ენიჭება, რომელთან ერთადაც უნდა განვახორციელოთ ვითარების შესწავლაც და შესაბამისი კონტროლიც. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა შევეხო და აღვნიშნო, რომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარება არის კომიტეტის შეიძლება ითქვას პირმშო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება მთის სააგენტო, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ის გეგმა და იდეა, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. აზრი გამოთქვეს: ანზორ ბოლქვაძე: მინდა აღვნიშნო, რომ ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებდა საგადასახადო შეღავათებს, თუკი მაღალმთიან დასახლებაში წარმოებული პროდუქტი სხვაგან გაიყიდებოდა. კარგია, რომ ეს ჩანაწერი ჩასწორდა, რაც ძალიან შეუწყობს ხელს და წაახალისებს ბიზნესის განვითარებას. თუმცა კანონში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია დასახვეწი. კერძოდ, უნდა მოხდეს თანადაფინანსება სამედიცინო პერსონალის, ექიმების, ექთნების, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში მუშაობენ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის 95% ძირითადად მედიცინის დარგზეა მიმართული. სოზარ სუბარი: მინდა გამოვეხმაურო თქვენ მოსაზრების პირველ ნაწილს და აღვნიშნო, რომ როდესაც გახლდით პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში ჩართული ვიყავი ამ საკითხის გადაწყეტაში. კერძოდ მინდა განვმარტო, რომ მთაში ნაწარმი პროდუქცია, თუ ადგილზე იყიდებოდა ასეთ შემთხვევაში გათავისუფლებული იყო საგადასახადო შეღავათების გადასახადისაგან, მაგრამ თუ რეგიონის გარეთ გაიყიდებოდა, მაშინ იბეგრებოდა ადგილზე ნაწარმი პროდუქცია. ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად აზრს კარგავდა კანონით გათვალისწინებული შეღვათიც, ეს ხარვეზი დღეს უკვე კანონში გასწორებულია და პროდუქცია, რომელიც მთაში არის წარმოებული საქართველოს ნებისმიერ კუთხეში სარგებლობს კანონით გათვალისწინებული შეღვათით. ამით რათქმაუნდა სტიმული მიეცათ მეწარმეებს ეწარმოებინათ ნებისმიერი სახის პროდუქცია. ირაკლი ზარქუა: ჩემი სურვილია და მოხარული ვიქნები თუ მომეცემა შესაძლებლობა ჩავერთო კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობაში, რადგან ჩემთვის ძალიან საინტერესოა ყველა ის საკითხი, რომელსაც გეგმა მოიცავს იქნება ეს კანონშემოქმედებითი, თუ საზედამხედველო. როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე მინდა გამოვთქვა მზაობა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისათვის. გიორგი ხოჯევანიშვილი: მინდა აღვნიშნო, რომ წარმოდგენილი ანგარიში, რომელსაც დღეს ვამტკიცებთ არის საკმაოდ ჯანსაღად ამბიციური იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი აქტივობა არის მიმდინარე წელს გათვალისწინებული. იმედია არსებული კოვიდ პანდემია მოგვცეს იმის საშუალებას, რომ კომიტეტის მიერ დასახული გეგმები 100%ზე მეტი შედეგითაც ვაჩვენოთ. ვგულისხმობთ კიდევ უფრო მეტ აქტივობებს იქნება ეს კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელება, თუ სხვადასხვა თემატური მოკვლევის ჩატარება. ასევე რათქმაუნდა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ჩვენ კომიტეტის ფარგლებში უკვე ვიმსჯელეთ და გვაქვს მონახაზები საკანონმდებლო პაკეტების და ცვლილებების კუთხით, რაც ასევე თვითმმართველობის რეფორმის და დეცენტრალიზაციის კუთხით კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯები იქნება. სოზარ სუბარი: ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმეტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად იქნა მიღებული ეს არის სწორედ დეცენტრალიზაციის ხუთ წლიანი სტატეგია. ასევე უახლოეს პერიოდში მიღებული იქნება სამინისტროს მიერ შემუშავებული სამ წლიანი სამოქმედო გეგმაც, რომელიც სამუშაო ფორმატში მინისტრის მოადგილეებთან ერთად უკვე განვიხილეთ. მინდა აღვნიშნო, რომ გეგმა ძალიან ამბიციურია, ბუნებრივია პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა გარკვეული ცვლილებები შეიძლება ამ გეგმის განხორციელებაშიც შეიტანოს. თუმცა ამ ეტაპზე ცვლილებები არ შეინიშნება. რათქმაუნდა ჩვენც უნდა შეუწყოთ ხელი, რომ გეგმა შესრულდეს, მათ შორის არის ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზედაც ჩვენი კომიტეტის წევრები მუშაობენ და რომელიც შეეხება თვითმმართველობის ორგანოებისთვის გარკვეული ფუნქციების გადაცემას. მათ შორის მყარი ნარჩენების კუთხით, რომელიც დღეს ჰაერშია და ფაქტიურად არ არის არც ცენტრალური და არც თვითმმართველობების ხელში. ამიტომ ეფექტური მექანიზმების მოფიქრება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი; კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, 2021 წლის 15 თებერვლის სხდომაზე, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, დაამტკიცა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. სხდომის თავმჯდომარე სოზარ სუბარი სხდომის მდივანი ბელა ქველაძე