საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-16
ბიუროს ნომერი 24
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-1989/21
15-02-2021
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად,
გიგზავნით ანგარიშს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
დანართი: 68 ფურცლად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
საქართველოს
პარლამენტის
საბიუჯეტო კომიტეტის
საფინანსო-
მიერ 2020
წელს
გაწეული საქმიანობის ანგარიში
თბილისი 2021
შინაარსი
1.
კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები, მიმართულებები და ზოგადი სტატისტიკა ............ 3
2.
კომისიები და სამუშაო ჯგუფები ........................................................................................................ 5
3.
კანონშემოქმედებითი საქმიანობა ...................................................................................................... 6
4. კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა ................................................................... 42
4.1. საბიუჯეტო საქმიანობა ........................................................................................................................ 42
5. კომიტეტის საზედამხედველო უფლებამოსილება ............................................................................ 50
5.1.
საბიუჯეტო კონტროლი .................................................................................................................. 50
5.2.
სხვა საკონტროლო საქმიანობა....................................................................................................... 53
5.3. კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი
მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობა .................................................................................... 57
6.
კომიტეტის სხვა საქმიანობა ............................................................................................................... 62
2
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ
2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
1. კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები, მიმართულებები და
ზოგადი სტატისტიკა
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი
თავის
საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა
და კომიტეტის დებულებით
განსაზღვრულ უფლება - მოვალეობათა ფარგლებში.
საანგარიშო
ძირითადი
პერიოდში
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
საქმიანობის
მიმართულება იყო საქართველოს პარლამენტიდან და მთავრობიდან
შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობა, საფინანსო სექტორში არსებული პრობლემების
შესწავლა, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა,
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის
კონტროლი, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, შეთანხმებებსა და კონვენციებზე
მუშაობა, მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წერილებზე რეაგირება, სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულებაზე ოპერატიული კონტროლი და კომიტეტის სპეციფიკიდან
გამომდინარე სხვა მიმართულებები.
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა
2020
წლის
განმავლობაში
კომიტეტის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 647 საკითხი.
საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო
329
ჩაატარა
28
მათ შორის, 318
საკითხზე - სავალდებულო.
კომიტეტის მიერ მოსმენილ იქნა პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების
29 სხვადასხვა
სახის ანგარიში, განხილული იქნა 6 საბიუჯეტო განაცხადი.
(დიაგრამა N1)
3
კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხილულ იქნა 47 საერთაშორისო
ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია, რომელთა უმეტესობაში კომიტეტი იყო
წამყვანი. კერძოდ, წამყვანი იყო 42 საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებაზე,
სავალდებულო - 5-ზე. განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები და
კონვენციები უშუალოდ ეხებოდა კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ისეთ
საკითხებს, როგორიცაა: სესხის აღებისა და მისი მიღების პირობები, პროცენტები,
გრანტები, ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხები და ა.შ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2020 წელს განხილული
საკითხები
დიაგრამა N1
საკანონმდებლო
წინადადება
1
კანონპროექტები
369
სხვა
195
ხელშეკრულება
47
2020 წელს
ანგარიში
29
კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეებისა
საბიუჯეტო
განაცხადი
6
და ორგანიზაციების 425
წერილი და განცხადება, რომლებზეც მოხდა სათანადო რეაგირება.
4
2. კომისიები და სამუშაო ჯგუფები
2020 წლის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონმდებლობის
მოთხოვნებიდან
გამომდინარე,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყო
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტისა და სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტისთვის
4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიის წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა
კონკურსის შედეგად გამოავლინეს:
-დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა
შპს „KPMG Georgia“, რომელიც
შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე
აუდიტს;
- აუდიტორული ფირმა – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“, რომელიც
განახორციელებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსურ
აუდიტს.
საქართველოს
პარლამენტის
ახალი
რეგლამენტის
თანახმად,
საფინანსო-
საბიუჯეტო კომიტეტმა უზრუნველყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების
განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის შექმნა, რომელიც დააკომპლექტა
კომიტეტის წევრებით.
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად,
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს
წერილობით
ორჯერ
მიაწოდა
ინფორმაცია
წარდგენილი
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ანგარიშების შესახებ.
5
3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
მიერ
საანგარიშო
პერიოდში
საკანონმდებლო ინიციატივებისა და საკანონდებლო საკითხების წინასწარ
მომზადებისათვის განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:
აღსანიშნავია ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანოპროექტები:
საქართველოს კანონის პროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური
დაკმაყოფილების შესახებ“
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს ახალი კანონის მიღების მიზანს წარმოადგენდა:
ისეთი
სამართლებრივი
გარემოს
შექმნა,
რომელშიც
იარსებებს
რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის
უფლებებისა
და
კანონიერი
ინტერესების
მაქსიმალურად
ეფექტიანად
და
სამართლიანად დაცვის გარანტიები;
სასამართლოსთვის დროული მიმართვიანობის წახალისება;
გადახდისუუნარობის
საქმისწარმოებაში
არსებული
ხარვეზების
აღმოფხვრა და პროცესის მიმდინარეობის დაჩქარება;
პროცესში მონაწილე პირთა თანასწორუფლებიანობა;
საკანონმდებლო დონეზე „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის“ პროფესიის
განსაზღვრა.
ინიცირებული კანონპროექტის თანახმად:
ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მიზანი და მოვალეებისა და კრედიტორების
ინტერესების
თანაბარზომიერი
დაცვის
ნაცვლად,
კანონის
მიზნად
მკაფიოდ
განისაზღვრა კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება. მიუხედავად
6
კანონის მთავარი მიზნისა, დაკმაყოფილდეს კრედიტორთა მოთხოვნები, მთელ კანონს
ლაიტმოტივად გასდევს საწარმოს რეაბილიტაციის უპირატესობა გაკოტრებაზე.
-კანონს შემოაქვს და არეგულირებს „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის“
პროფესიას. შესაბამისად, რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველი, რეაბილიტაციის
ზედამხედველი და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეიძლება იყოს
მხოლოდ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რომლის ავტორიზაციის წესი და პირობები
იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.
-საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა, ეს არის პლატფორმა, რომელიც
როგორც მოვალეს, ისე კრედიტორს მისცემს შესაძლებლობას, ელექტრონულად გაეცნონ
საქმეში
არსებულ
დოკუმენტებს,
კრედიტორთა
კრების,
მმართველის,
რეაბილიტაციის
სასამართლოს
კრედიტორთა
მიერ
კომიტეტის,
ზედამხედველის
მიღებულ
განჩინებებს,
გაკოტრების/რეაბილიტაციის
გადაწყვეტილებებსა
და
სხვა
ინფორმაციას.
-ნოვაციას წარმოადგენს რეგულირებული შეთანხმებაც, ე.წ. „სასამართლოს მიღმა
პროცესი“ - საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეული მოლაპარაკება მოვალესა და
კრედიტორს შორის. ეს არის ალტერნატიული პროცედურა, რომელიც მოვალეს აძლევს
შესაძლებლობას, სასამართლოს არსებითი ჩარევის გარეშე და ნაკლები დანახარჯებით
გამონახოს ფინანსური სირთულეების დაძლევის გზები და მიაღწიოს შეთანხმებას
კრედიტორებთან.
-გადახდისუუნარობის
შესახებ
განცხადება
არის
სასამართლოს
ზედამხედველობის მეშვეობითა და კანონით მკაცრად გაწერილი პროცედურების
გავლით მოვალის მიმართ პროცესის წარმართვის გზა. განცხადებით განმცხადებელი
სასამართლოსაგან ითხოვს მოვალის მიმართ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის
დაწყებას. აღნიშნული განცხადებით, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს
პროცესით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს: მოვალეს, ნებისმიერ კრედიტორს,
რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, ასევე, რეაბილიტაციისა და გაკოტრების
მმართველებს - მხოლოდ რეჟიმის კონვერსიის მოთხოვნით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ
7
კანონპროექტი აღმოფხვრის არსებულ ხარვეზს და ნებისმიერ შემთხვევაში საშუალებას
აძლევს მოპასუხეს, სასამართლოს წარუდგინოს თავისი პოზიცია გადახდისუუნარობის
განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის გადაწყვეტამდე.
-ახალი კანონი მთლიანად ორიენტირებულია რეაბილიტაციის უპირატესად
გამოყენებაზე.
ამ
მიზნით
იგი
ითვალისწინებს
წესს,
რომლის
მიხედვითაც
სასამართლოში მოვალის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების მოთხოვნით
შეტანილ
განცხადებას
ენიჭება
უპირატესობა
გაკოტრების
რეჟიმის
დაწყების
მოთხოვნით შეტანილ განცხადებასთან შედარებით, მაშინაც კი, თუ გაკოტრების რეჟიმის
დაწყების შესახებ განცხადება უფრო ადრე იქნა შეტანილი. სასამართლოს მიერ
განცხადების
დასაშვებად
ცნობას
ავტომატურად
მოჰყვება
მოვალის
მიმართ
კანონპროექტით გათვალისწინებული მორატორიუმის ამოქმედება.
-მორატორიუმის ძირითადი მიზანია გადახდისუუნარობის მასის შენარჩუნება და
დაცვა. იგი საერთო წესით გამოიყენება როგორც რეაბილიტაციის, ისე გაკოტრების
რეჟიმის
დროს.
კანონპროექტი
ახლებურად
განსაზღვრავს
მორატორიუმის
ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი გამოყენების პირობებსა და წესს.
-ცვლილებების
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
პრინციპია
პროცესების
გამჭვირვალობა. პროექტის შესაბამისად, კრედიტორთა კრების მოწვევა, კრების
გადაწყვეტილებები და ოქმები განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.
-კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ იგი მკაფიოდ
განსაზღვრავს მოვალის ქონებაში მყოფ ცალკეულ ნივთებთან დაკავშირებულ სანივთო
უფლებების საკითხს; უფრო ამომწურავად და, რაც მთავარია, სამართლიანად არის
განსაზღვრული მოვალის ქონების ის ნაწილი, რომელიც ამორიცხულ უნდა იქნეს
გადახდისუუნარობის მასიდან.
- მოქმედი კანონი „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ მოვალის
რეაბილიტაციისა
და
უფლებამოსილებას ანიჭებს
გაკოტრების
მომრიგებელ
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღების
საბჭოს, ხოლო კანონპროექტი მოვალის
8
რეაბილიტაციის/გაკოტრების
რეჟიმის
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღების
უფლებამოსილებას ანიჭებს საქმის განმხილველ მოსამართლეს.
-მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა საცილო ქმედებების რეგულირებამ.
ცნება გაფართოვდა და მოიცავს როგორც გარიგებებს, ისე სხვა ქმედებებს, მათ შორის,
ნივთის გადაცემას და ა.შ.
-კანონპროექტით რეაბილიტაციის რეჟიმს ცალსახა და უპირობო პრიორიტეტი
ენიჭება. კანონპროექტით გათვალისწინებულია რეაბილიტაციის რეჟიმში მართვის
ახალი ფორმა - „მოვალე მართვაში“. კანონპროექტი ითვალისწინებს უზრუნველყოფილ
კრედიტორთა უფლებების რეალიზების ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიცაა
უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის უფლება.
რეაბილიტაციის რეჟიმი სრულდება რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლისთანავე.
კანონპროექტი უშვებს რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმში გადასვლის
(კონვერსია) შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის გეგმა არ დამტკიცდა,
ან თუ რეაბილიტაციის მმართველი მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის
გონივრული ალბათობა არ არსებობს. ამ უკანასკნელი საფუძვლის არსებობას ამოწმებს
სასამართლო.
-მოვალის გაკოტრების პროცედურები მთლიანად მიმართული უნდა იყოს
კრედიტორთა მაქსიმალურად ეფექტიანად დაკმაყოფილებისაკენ. კანონპროექტის
შესაბამისად, გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია გადახდისუუნარობის მასის
რეალიზაცია
განახორციელოს
ქონების
რეალიზაციისათვის
კანონმდებლობით
ნებადართული ნებისმიერი ფორმით, მოქმედი ბიზნესის სახით, გადახდისუუნარობის
მასის ერთიანი კომპლექსის სახით ან ნაწილ-ნაწილ. კანონპროექტი გაკოტრების
მმართველის პასუხისმგებლობის საკითხსაც აწესრიგებს. კანონპროექტით ახლებურად
წესრიგდება კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა.
-გაკოტრების
მმართველი
უფლებამოსილია რეაბილიტაციის
განცხადებით
მიმართოს სასამართლოს, თუ ხედავს რეაბილიტაციის გონივრულ ალბათობას. სიახლეა
ისიც, რომ გაკოტრების დასრულების შემდეგ დარჩენილი ქონება პარტნიორებს შორის
9
ნაწილდება მათი წილის პროპორციულად. მოქმედი კანონი განაწილების შემდეგ
დარჩენილი ქონების ბედს განსხვავებულად განსაზღვრავს და მას სახელმწიფო
საკუთრებაში მიაქცევს.
-კანონპროექტით ჩნდება სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ცნება.
თუ მოვალის საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო
ან/და საზოგადოებრივ ინტერესს, სასამართლოს შეუძლია ასეთ პირს მინიჭოს
სპეციალური რეჟიმის მქონე მოვალის სტატუსი. ასეთი მოვალის ქონების რეალიზაცია
ხორციელდება ერთიანი კომპლექსის სახით ან სხვა იმგვარი ფორმით, რომელიც ხელს არ
შეუშლის მისი საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებას. დაუშვებელია შემძენის მიერ
აღნიშნული მოვალის პროფილის შეცვლა. შემძენი იღებს ვალდებულებას, რომ
გააგრძელებს იმავე საქმიანობას, რასაც ეწეოდა გაკოტრებული მოვალე.
-კანონპროექტით შემოდის ახალი თავი - „საერთაშორისო გადახდისუუნარობა“,
რომელიც არეგულირებს საერთაშორისო ელემენტის შემცველ მთელ რიგ საკითხებს,
როგორიცაა:
საზღვარგარეთ
გახსნილი
გადახდისუუნარობის
წარმოების
ცნობა,
უცხოური საწარმოს გაკოტრება, კრედიტორთა ორმაგი დაკმაყოფილების თავიდან
აცილება,
შრომითი
ურთიერთობები,
უძრავ
ნივთთან
დაკავშირებული
ხელშეკრულებები და გაქვითვები.
-კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს პროცესის ხარჯებს. სახელმწიფო
ბაჟის მთლიანი ოდენობა შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს,
მაგრამ არანაკლებ 500-ისა და არაუმეტეს 10 000 ლარისა. აღნიშნული თანხის გადახდა
პროცესის საწყის ეტაპზე განსხვავებულად ხდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის
განმცხადებელი.
საქართველოს კანონის პროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის მიღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ
საქართველოში 2013 წელს მიღებული მოქმედი კანონი „საინვესტიციო ფონდების
შესახებ“, ბოლომდე არ ასახავდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და საჭიროებდა
10
ძირეულ ცვლილებებს. აგრეთვე, მოქმედ კანონს აკლდა სიცხადე, იგი ამომწურავად არ
არეგულირებდა
საინვესტიციო
ფონდების
საქმიანობასთან
საკითხებს,
აფერხებდა
საინვესტიციო
ფონდების
რაც
დაკავშირებულ
დაარსებისა
და
რიგ
მათი
სრულყოფილად ფუნქციონირების პროცესს. არსებული კანონმდებლობა საჭიროებდა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შესახებ
შეთანხმებით გათვალისწინებულ 2009 წლის 13 ივლისის 2009/65/EC დირექტივასთან
შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც არეგულირებს მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში
კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილ საინვესტიციო ფონდს
(UCITS).
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებით კანონმდებლობა დაუახლოვდა
ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მიერ
დადგენილ პრინციპებს, რომლებიც საინვესტიციო ფონდების რეგულირებას შეეხება.
ცვლილებების თანახმად,
ზედამხედველობას შესაბამისად დაექვემდებარებიან
შემდეგი სუბიექტები:
1) საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში;
2) აქტივების მმართველი კომპანია (მისი დაფუძნების ადგილის მიუხედავად),
რომელიც მართავს საქართველოში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდს;
3) საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანია, იმის
მიუხედავად, არის თუ არა საქართველოში დაფუძნებული მისი მართვის ქვეშ მყოფი
საინვესტიციო ფონდი;
4) უცხოური საინვესტიციო ფონდი, რომელიც ახორციელებს ერთეულების
შეთავაზებას საქართველოში, აგრეთვე, მისი აქტივების მმართველი კომპანია;
5) სხვა პირები (სპეციალიზებული დეპოზიტარები, აუდიტორები და სხვ.),
რომლებიც
ახორციელებენ
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საინვესტიციო
ფონდების აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვა-ადმინისტრირებასთან
დაკავშირებულ საქმიანობას.
11
•
საქართველოში
დაფუძნებულ
საინვესტიციო
ფონდს
უფლება
აქვს
განახორციელოს საქმიანობა (მოიზიდოს სახსრები, განახორციელოს ინვესტიცია ან/და
მართოს
საინვესტიციო
პორტფელი)
მხოლოდ
საზედამხედველო
ორგანოს
(საქართველოს ეროვნული ბანკის) მიერ მინიჭებული ავტორიზაციის ან რეგისტრაციის
საფუძველზე.
•
უცხოური
საინვესტიციო
ფონდი
ვალდებულია
მიმართოს
საზედამხედველო ორგანოს და მოიპოვოს აღიარება.
•
კანონი საქართველოში დაფუძნებულ ფონდებს, სამიზნე ინვესტორთა წრის
მიხედვით, ჰყოფს ორ ძირითად კატეგორიად: ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდებად
(რომლებსაც,
საზედამხედველო
ორგანოს
მიერ
მინიჭებული
ავტორიზაციის
საფუძველზე, უფლება აქვთ განახორციელონ საჯარო შეთავაზება) და რეგისტრირებულ
საინვესტიციო ფონდებად (რომლებსაც, საზედამხედველო ორგანოში რეგისტრაციის
საფუძველზე,
უფლება
აქვთ
განახორციელონ
მხოლოდ
კერძო
შეთავაზება).
რეგისტრირებული ფონდები არ ექვემდებარებიან ისეთივე შეზღუდვებს და მაღალ
საზედამხედველო მოთხოვნებს, როგორც ავტორიზებული ფონდები.
•
სამართლებრივი
ფორმის
მიხედვით,
კანონით
გათვალისწინებულია
საინვესტიციო ფონდის ორი ტიპი: საინვესტიციო კომპანია (რომელსაც იურიდიული
პირის სტატუსი გააჩნია) და ერთობლივი ფონდი (რომელიც იურიდიული პირის
სტატუსის არმქონეა).
•
ცვლილებები ერთმანეთისგან განასხვავებს ღია და დახურული ტიპის
საინვესტიციო ფონდებს.
•
კანონი ასევე ითვალისწინებს ინტერვალური საინვესტიციო ფონდის
არსებობას.
•
ცვლილებები
აგრეთვე
ითვალისწინებს
საინვესტიციო
ფონდების
კატეგორიზაციას დამოუკიდებელ და ქოლგისებურ საინვესტიციო ფონდებად.
12
•
ცვლილებებით დგინდება ავტორიზებული (საჯარო) და რეგისტრირებული
(კერძო) საინვესტიციო ფონდების საქართველოში დაფუძნების პროცედურა, ასევე,
განისაზღვრება უცხოური საინვესტიციო ფონდების აღიარების წესები.
•
საინვესტიციო ფონდების გარდა, კანონპროექტი აგრეთვე ადგენს აქტივების
მმართველი კომპანიების მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს.
•
კანონი შეიცავს მნიშვნელოვან ცვლილებებს ავტორიზებული (საჯარო)
საინვესტიციო ფონდების სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით, რომლის მიერ
შესასრულებელი ფუნქციებია: საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ფასიანი ქაღალდების
შესანახად მიღება და საინვესტიციო ფონდის საქმიანობაზე ზედამხედველობა.
•
ცვლილებები ადგენს საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელ
დეტალურ ჩარჩოს.
•
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ავტორიზებული (საჯარო) ფონდების
მიერ ინვესტიციების განხორციელებისა და სესხის აღების/გაცემის მარეგულირებელ
წესებს.
•
რომელთა
ცვლილებები
გამჟღავნების
ადგენს
მინიმალური
ვალდებულებაც
დოკუმენტების
ეკისრება
ჩამონათვალს,
საჯარო
შეთავაზების
განმახორციელებელ საინვესტიციო ფონდებს.
•
ცვლილებებით განისაზღვრა UCITS (კოლექტიური ინვესტირების ფონდი) -
ისათვის საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის მოთხოვნები.
•
საჯარო
შეთავაზების
განმახორციელებელმა
ფონდებმა
ასევე
უნდა
მოამზადონ და გამოქვეყნონ წლიური და ნახევარწლიური ანგარიშები.
•
ცვლილებებით
ასევე
დგინდება
საქართველოში
დაფუძნებული
საინვესტიციო ფონდების ლიკვიდაციის მომწესრიგებელი სპეციალური ჩარჩო. ამ
ჩარჩოთი განისაზღვრება ლიკვიდაციის დაწყების საფუძვლები, ლიკვიდატორის
დანიშვნა, ლიკვიდაციის წარმოების მარეგულირებელი დებულებები და აქტივების
განაწილების წესები.
13
•
რომელიც
განხორციელებული ცვლილებებით გათვალისწინებულია ცალკე თავი,
ეთმობა
საზედამხედველო
ორგანოს
ზოგად
უფლებამოსილებებს
საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეგულირების
სფეროში.
საქართველოს კანონის პროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგულირებასთან
დაკავშირებული კანონმდებლობის მუდმივი სრულყოფა, რათა სამართლებრივი ჩარჩო
შეესაბამებოდეს ამ კუთხით აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკას. ევროკავშირში
მოქმედი შესაბამის დირექტივების
საფუძველზე
მომზადდა „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი.
კანონპროექტი მიზნად ისახავდა კანონმდებლობაში არსებული პრობლემების
გადაწყვეტას, კერძოდ:
ხარვეზების გამოსწორებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების
პერიოდული ანგარიშგების კუთხით;
ინფორმირებულობის ნაკლებობის აღფხვრას საჯარო წილობრივი ფასიანი
ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენისას;
ინსაიდერულ ვაჭრობასა და ბაზრის მანიპულაციებთან ბრძოლას;
პრივატიზებული საწარმოების სტანდარტებთან შეუსაბამობის აღმოფხვრას;
ემიტენტთა გამჭვირვალობისა და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად
გამოყენების თვალსაზრისით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასწორებას;
ინვესტორთა დაცულობის ხარისხის გაზრდას;
საერთაშორისო
ბაზრის
მონაწილეების
მხრიდან
მეტ
ნდობასა
და
დაინტერესებას, რათა შემცირდეს ბარიერები განვითარებულ ქვეყნებს შორის კაპიტალის
მოძრაობისთვის.
14
კანონპროექტის მიხედვით:
დაზუსტდა კანონის გამოყენების სფერო სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან
მიმართებით.
(კანონის
მოქმედების
სფეროში
მოექცევა
სამთავრობო
ფასიანი
ქაღალდებით კომერციული ბანკების მიერ მეორეულ ბაზარზე სამთავრობო ფასიანი
ქაღალდებით დადებული არასაბირჟო გარიგებები);
დაზუსტდა აუდიტორის მნიშვნელობა. აუდიტორი – „ბუღალტრული
აღრიცხვის,
ანგარიშგებისა
განსაზღვრული
და
აუდიტორი
აუდიტის
ან/და
შესახებ“
აუდიტორული
საქართველოს
ფირმა,
კანონით
რომელიც
არის
დამოუკიდებელი და არ არის იმ ემიტენტთან ან/და საწარმოსთან დაკავშირებული პირი,
რომელსაც იგი უწევს აუდიტორულ მომსახურებას“;
დაზუსტდა საბოლოო პროსპექტის მნიშვნელობა და დაემატა შეთავაზების
პირობების დოკუმენტის დეფინიცია. „საბოლოო პროსპექტი –
დამტკიცებული
პროსპექტისა და დამტკიცებული შეთავაზების პირობების დოკუმენტის ერთობლიობა;
შეთავაზების პირობების დოკუმენტი - დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საბოლოო
პროსპექტის განუყოფელ ნაწილს და აზუსტებს შეთავაზების საბოლოო პირობებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად “;
დაზუსტდა ემიტენტის მნიშვნელობა;
ევროკავშირის
კანონმდებლობის
შესაბამისად,
დაემატა
ბენჩმარკის
დეფინიცია. „ბენჩმარკი - საჯაროდ ხელმისაწვდომი, ან გამოქვეყნებული ნებისმიერი
განაკვეთი, ინდექსი, ან რიცხვი, რომელიც პერიოდულად ან რეგულარულად
განისაზღვრება ფორმულის გამოყენებით, ერთი ან რამდენიმე აქტივის ღირებულების,
ფასის
(მათ
შორის,
საპროგნოზო
ფასის),
საპროცენტო
განაკვეთის
ან
სხვა
ღირებულებების (მათ შორის, საპროგნოზო განაკვეთის), ან კვლევების საფუძველზე და
რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ფინანსურ ინსტრუმენტში გადასახდელი თანხა ან
ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება“.
დაზუსტდა ემისიის პროსპექტის მომზადებისა და საჯარო შეთავაზების
განხორციელების ამჟამად არსებული მოთხოვნები. კერძოდ, დაზუსტდა, რომ ემისიის
15
პროსპექტის დასამტკიცებლად ბოლო 2 სამეურნეო წლის აუდიტირებული ფინანსური
ანგარიშგებების
წარდგენა
მხოლოდ
იმ
შემთხვევაშია
სავალდებულო,
თუკი
საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
„საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
დააწესოს
გამარტივებული
მოთხოვნები ინფორმაციის წარდგენის შესახებ, აგრეთვე, დაადგინოს დამატებითი
მოთხოვნები, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გარდა, სხვა
ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების
სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადიანობის მიხედვით“;
ემიტენტები, რომელთა ფასიანი ქაღალდებიც განთავსებულია უცხო ქვეყნის
აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც, ნებისმიერი ტიპის ფასიანი
ქაღალდის ემისიას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელებენ საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, ხოლო არსებული მოწესრიგების თანახმად,
ეს ხდებოდა დამატებითი რეგულირების გარეშე;
საბოლოო პროსპექტის დამტკიცების ნაცვლად, ემიტენტი ვალდებული
იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგინოს შეთავაზების
პირობების დოკუმენტი, რომელიც, დამტკიცების შემდეგ, უკვე დამტკიცებულ წინასწარ
პროსპექტთან ერთად შეადგენს საბოლოო პროსპექტს;
ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიიჩნევა საჯარო ფასიანი ქაღალდების
ემიტენტი, რომელიც დაფუძნებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი წარმოადგენს ზოგად (საერთო)
ცნებას, მოიცავს როგორც ანგარიშვალდებულ საწარმოებს, ისე სხვა ემიტენტებს,
რომლებიც არ არის დაფუძნებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, თუმცა გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები;
საჯარო
ფასიანი
ქაღალდის
ანგარიშვალდებულ
საწარმოს,
დაეკისრება
ყველა
ემიტენტს,
ვალდებულება,
და
არა
მხოლოდ
რომ
მათი
ფასიანი
ქაღალდების რეესტრი აწარმოოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა;
16
საჯარო
ფასიანი
ქაღალდების
ყველა
ემიტენტზე
გავრცელდება
პერიოდული ანგარიშების წარმოებისა და გამოქვეყნების მოთხოვნები (ამასთან,
ეროვნულ
ბანკს
კატეგორიის
გააჩნია
უფლებამოსილება,
ემიტენტები
გაათავისუფლოს
გამონაკლისის
კანონით
სახით,
ცალკეული
დადგენილი
ანგარიშების
მომზადებისა და წარდგენის ვალდებულებისაგან). აღნიშნულ ემიტენტებს წლიური
აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მომზადებასთან ერთად დამატებით დაეკისრებათ
აუდიტორის მიერ დამოწმებული მმართველობითი ანგარიშგების მომზადება და
გასაჯაროება;
ხაზგასასმელია, რომ ანგარიშვალდებულ საწარმოებს, რომელთა ფასიანი
ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აუდიტორის მიერ დამოწმებული წლიური
მმართველობითი ანგარიშგების მომზადება უკვე მოეთხოვებათ საქართველოს კანონით
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“;
დამატებით,
ფინანსური
საჯარო
ანგარიშგების
ფასიანი
ხარისხის
ქაღალდების
ემიტენტების
გასაუმჯობესებლად,
ასეთ
წლიური
ემიტენტებს
მოეთხოვებათ აუდიტის განხორციელება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის
შესახებ“
პირებისათვის
საქართველოს
გათვალისწინებული
კანონით
საზოგადოებრივი
მოთხოვნების
დაინტერესების
შესაბამისად.
აღნიშნული
ანგარიშგებების წარდგენის წესსა და ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული
ბანკი. რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშს, ორმაგი ანგარიშგების მოთხოვნის თავიდან
აცილებისა და არასისტემური დამატებითი ანგარიშის გაუქმების მიზნით, ემიტენტებს
ეხსნებათ ვალდებულება წარადგინონ მიმდინარე ანგარიში, და ამის სანაცვლოდ,
დაეკისრებათ ინსაიდერული ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილი სამართლებრივი აქტის შესაბამისად;
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განხორციელებული ცვლილებებით,
საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს ეკისრებათ ფინანსური ანგარიშგებების არა
17
მხოლოდ ეროვნულ ბანკისათვის წარდგენის, არამედ გასაჯაროების ვალდებულებაც
(როგორც წლიური, ისევე ნახევარწლიური);
ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს უფლება ექნება, მიიღოს ინფორმაცია
ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრების და
სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასის და სხვა სახის
შემოსავლების შესახებ. არსებული კანონმდებლობით კი აღნიშნული უფლება გააჩნიათ
მხოლოდ ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების სულ მცირე 5%-ის მფლობელ
აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს;
არსებითად
იცვლება
საჯარო
წილობრივი
ფასიანი
ქაღალდების
მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებიც (მუხლი 14).
არსებული კანონის მიხედვით, საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელს
შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი
წილის შეძენა ხორციელდება (კანონის თანახმად, მნიშვნელოვან წილად ითვლება
საწარმოში ხმების 10%-ზე მეტის ფლობა ან ისეთი მდგომარეობა, როდესაც პირს
შეუძლია გააკონტროლოს საწარმო). ცვლილებებით, საჯარო ფასიანი ქაღალდების
მფლობელებს
დაეკისრებათ
შეტყობინებისა
და
გასაჯაროების
ვალდებულება
მნიშვნელოვანი წილის როგორც შეძენის, ისე გასხვისების შემთხვევაში, ხოლო
ნიშნულები
განისაზღვრება
ევროკავშირის
კანონმდებლობით
განსაზღვრული
ზღვრული ოდენობების შესაბამისად (5 %, 10 %, 15 %, 20 %, 25 %, 30 %, 50 %, 75 %);
საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს
თანაბარი მოპყრობა ფასიანი ქაღალდების ყველა იმ მფლობელთან მიმართებით,
რომლებიც თანაბარ პირობებში იმყოფებიან. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი
ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად,
უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შექმნა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც
შესაძლებლობას მისცემს საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს განახორციელონ
თავიანთი
უფლებები.
საჯარო
ფასიანი
ქაღალდების
ემიტენტი
ვალდებულია
დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების პირობებისა
18
ან/და
მათთან
დაკავშირებული
უფლებების
ნებისმიერი
ცვლილების
შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით;
გამჭვირვალობის კუთხით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებთან
მიმართებით, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული მოთხოვნები გავრცელდება
მხოლოდ წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებზე, გამომდინარე იქიდან,
რომ აღნიშნული მოთხოვნები წარმოადგენს აქციონერთა უფლებების დაცვის მექანიზმს
და ზედმეტ ვალდებულებებს აკისრებს არაწილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების
ემიტენტებს;
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონის VII თავში, რომელიც
არეგულირებს ინსაიდერულ ვაჭრობას, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ
გამჟღავნებასა და ბაზრის მანიპულაციას. ამ თავის მოქმედების სფერო გაზრდილია და
ვრცელდება ყველა იმ ფასიან ქაღალდზე, რომელიც გამოშვებულია საჯარო შეთავაზების
გზით,
დაშვებულია
საფონდო
ბირჟაზე
ან
რომელთა
საჯარო
შეთავაზებაც
მოთხოვნილია ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი პროსპექტის საფუძველზე. ამასთან,
კანონის VII თავის მოქმედება გავრცელდება სამთავრობო ფასიანი ქაღალდებზე
განხორციელებულ
აღნიშნული
ნებისმიერ
მანიპულაციასა
და
ინსაიდერულ
ვაჭრობაზეც.
თავი, ასევე, დაფარავს სხვა ისეთ ფასიან ქაღალდებს ან ფინანსურ
ინსტრუმენტებს, რომელთა ფასი ან ღირებულება დამოკიდებულია ზემოაღნიშნულ
ფასიან ქაღალდებზე ან რომლებიც ზეგავლენას ახდენს ამ ფასიანი ქაღალდების
ფასზე/ღირებულებაზე;
კანონის VII თავის მიზნებისთვის გაფართოებულია ემიტენტის ცნება.
აღნიშნული თავის მოქმედება ვრცელდება ემიტენტზე, რომლის მიერ გამოშვებული
ფასიანი ქაღალდები განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან დაშვებულია სავაჭროდ
საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე, აგრეთვე ემიტენტზე, რომელსაც
საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე
მოთხოვნილი აქვს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან საქართველოში
ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება. კანონის VII თავის მოქმედება
19
გავრცელდება ნებისმიერ გარიგებაზე, სავაჭრო დავალებასა და ურთიერთობაზე, იმის
მიუხედავად, ხორციელდება თუ არა იგი საფონდო ბირჟაზე, ან საქართველოს
ტერიტორიაზე;
VII
თავით
გათვალისწინებული
წესები
არ
გავრცელდება
იმ
უფლებამოსილი ორგანოებისა და მათი სახელით მოქმედი პირების იმ ქმედებებზე, რაც
უკავშირდება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონეტარული ან სავალუტო
პოლიტიკის გატარებას, ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენას ან სახელმწიფო
ვალის მართვას. შესაბამისად, VII თავით გათვალისწინებული წესები ჩვეულებრივად
შეეხება უფლებამოსილი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც საკუთარი ან
მესამე პირის კერძო ინტერესებისათვის მოქმედებენ და ახორციელებენ ამ თავით
აკრძალულ ქმედებებს. ცვლილებები, ასევე, შექმნის სამართლებრივ საფუძველს,
რომელიც საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს შეიმუშაოს ამ თავიდან გამომდინარე
სამართლებრივი აქტები, განსაზღვროს და უფრო ნათლად განმარტოს ამ თავით
გათვალისწინებული წესები;
მოქმედი კანონის 44-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ყოველგვარი
საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ან ორგანიზებულ ბაზართან დაკავშირებული
საქმიანობის მოჩვენებითი აქტივობის შექმნის მიზნით: ა) საფონდო ბირჟაზე ფასიანი
ქაღალდებით ისეთი გარიგებების დადება, რომლებიც არ იწვევს ცვლილებებს
რეგისტრირებულ
შესახებ
მესაკუთრეობაში;
ბ) ფასიანი ქაღალდების შეძენის ან გაყიდვის
ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანებების პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემა.
ცვლილებებით კანონის 45-ე მუხლში გაჩნდა პირდაპირი ჩანაწერი, რომელიც კრძალავს
ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობას ან ვაჭრობის მცდელობას; მესამე
პირისათვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემას ან
ინსაიდერულ ვაჭრობაზე მის დაყოლიებას; აგრეთვე, ინსაიდერული ინფორმაციის
არამართლზომიერ
გამჟღავნებასა
და
ბაზრის
მანიპულაციას
ან
მანიპულაციის
მცდელობას;
20
კანონს დაემატა 451 მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია ქმედებები,
რომლებიც ჩაითვლება ბაზრის მანიპულაციად ან მის მცდელობად. აღნიშნული
ქმედებები ძირითადად ეხება იმგვარი გარიგებების დადებას, დავალების განთავსებას ან
სხვა ქმედებას, რომლის მიზანიცაა მცდარი სიგნალების წარმოქმნა ფასიანი ქაღალდის
ფასთან, მოთხოვნასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე, ფასიანი ქაღალდის
ფასთან დაკავშირებულ სხვა სახის მანიპულაციებს.
აღნიშნული
დარღვევები
მოიცავს
მცდარი
ინფორმაციის
გავრცელებას
მედიასაშუალებების გზითაც. მუხლში დაკონკრეტებულია, რომ იურიდიული პირის
მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების
შემთხვევაში პასუხისმგებელია ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ჩართული იყო
აღნიშნული ქმედების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
45-ე მუხლი იცნობდა ინსაიდერული ინფორმაციის ცნებას, რომელიც
დაკორექტირდა საკანონმდებლო ინიციატივით. კერძოდ, ინსაიდერულ ინფორმაციას
წარმოადგენს: ა) ზუსტი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც არ გამჟღავნებულა საჯაროდ
და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მათ
ემიტენტს/ემიტენტებს და რომელმაც,
მისი
საჯაროდ
გამჟღავნების
შემთხვევაში,
შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების
ან მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე;
ფასიანი
ქაღალდების
ბაზრის
შუამავლებისათვის
ან
პირებისთვის,
რომლებიც პასუხისმგებელი არიან შეასრულონ კლიენტის დავალებები, ინფორმაცია,
რომელსაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან აღნიშნულ პირს აწვდის კლიენტი
და
რომელიც
უკავშირდება
ფასიან
ქაღალდებთან
დაკავშირებული
კლიენტის
მიმდინარე დავალებების შესრულებას, თუკი აღნიშნული ინფორმაცია არის ზუსტი
ხასიათის, არ გამჟღავნებულა საჯაროდ და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან
რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მათ ემიტენტს/ემიტენტებს და მისი საჯაროდ
გამჟღავნების
შემთხვევაში,
შესაძლებელია
მნიშვნელოვანი
გავლენა
მოახდინოს
21
აღნიშნული
ფასიანი
ქაღალდების
ან
მათთან
დაკავშირებული
ფინანსური
ინსტრუმენტების ფასზე;
453 მუხლით განიმარტა ინსაიდერული ვაჭრობის არსი და ცალკეულ
ქმედებათა ინსაიდერულ ვაჭრობად მიჩნევის კრიტერიუმები. ინსაიდერულ ვაჭრობად
მიიჩნევა ინსაიდერული ინფორმაციის მქონე პირის მიერ ამგვარი ინფორმაციის
გამოყენებით, თავის ან მესამე პირის სასარგებლოდ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, იმ
ფასიანი ქაღალდების შეძენა ან განკარგვა, რომლებსაც ეხება ინსაიდერული ინფორმაცია.
ხოლო 454 მუხლი აზუსტებს ქმედებებს, რომლებიც ჩაითვლება ინსაიდერული
ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად;
კანონს დაემატა 455 მუხლი, რომელიც ემიტენტების მიმართ აწესებს
ინსაიდერული
ინფორმაციის
საჯაროდ
გამჟღავნებასთან
დაკავშირებულ
ვალდებულებებს. ემიტენტს უფლება აქვს, საკუთარი პასუხისმგებლობით, დააყოვნოს
ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება, თუკი სრულდება სამივე პირობა:
დაუყოვნებელმა
გასაჯაროებამ
შეიძლება
დააზიანოს
ემიტენტის
ლეგიტიმური
ინტერესები, დაყოვნება არ იქნება საზოგადოებისათვის შეცდომაში შემყვანი და
ემიტენტი
უზრუნველყოფს
ინფორმაციის
კონფიდენციალურობას.
ამასთან,
თუ
ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი პირის მიერ ინსაიდერული ინფორმაციის
გამჟღავნება
მოხდა
ჩვეულებრივი
ფარგლებში, აუცილებელია
შრომითი
ან
პროფესიული
ვალდებულების
აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ სრულად
გასაჯაროვდეს. მუხლი ვალდებულებას ადგენს ემიტენტის მმართველობითი ფუნქციის
მქონე პირებისთვის, შეატყობინონ ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს მათ
მიერ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული
სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით განხორციელებული გარიგებების შესახებ;
456 მუხლი აღწერს საინვესტიციო რეკომენდაციებისა და სტატისტიკური
ინფორმაციის გავრცელების წესს. პირი, რომელიც ამზადებს ფასიან ქაღალდებთან
დაკავშირებულ კვლევას და ავრცელებს მას საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით,
აგრეთვე პირი, რომელიც ამავე მიზნით ამზადებს ან ავრცელებს რეკომენდაციის
22
შემცველ სხვა ინფორმაციას საინვესტიციო სტრატეგიის რჩევასთან დაკავშირებით,
ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია
იყოს ობიექტური და გაამჟღავნოს ყველა ინტერესი, ან ინტერესთა კონფლიქტი ფასიან
ქაღალდებთან მიმართებით, რომლებსაც შეეხება აღნიშნული ინფორმაცია;
დამატებულია თავი IX1, რომელიც შეეხება ცალკეული კატეგორიის
ემიტენტებისათვის ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის მოხსნას. ცვლილების
თანახმად, ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გამოშვებულ იქნა პრივატიზაციის გეგმის
საფუძველზე, არ ჩაითვლება საჯარო ფასიან ქაღალდებად, ხოლო მათი ემიტენტი კი
ანგარიშვალდებულ საწარმოდ, თუ აღნიშნული ფასიანი ქაღალდები არ იქნება
დაშვებული სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე;
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონპროექტის შესაბამისად, გათვალისწინებული იყო ეროვნულ ბანკისთვის
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობის
ფუნქციის მინიჭება.
აღნიშნული
გათვალისწინებული
ცვლილების
იყო
განხორციელების
საქართველოს
ეროვნული
მიზნით,
კანონპროექტით
ბანკის
სტრუქტურული
ცვლილებები, დამატებითი სტრუქტურული ერთეულების შექმნა, ასევე, უკვე არსებული
ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების გაძლიერება და გაფართოება.
კანონპროექტით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრის ნაცვლად
განისაზღვრა 9 წევრით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობა ორის ნაცვლად ‐ სამით.
ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო საბჭოს
წევრთა მინიმალური რაოდენობა ოთხი წევრის ნაცვლად, განისაზღვრა ხუთით.
კანონპროექტით სათანადოდ არგუმენტირებული არ იყო ფინანსთა სამინისტროს
საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის
სამსახურის
(სარასი)
ეროვნული
ბანკის
დეპარტამენტად
23
ჩამოყალიბების საკითხი. არ იყო დასაბუთებული,
შეცვლის მიზეზი და
თუ რა იყო დაქვემდებარების
პრობლემები არსებული დაქვემდებარების პირობებში.
აღსანიშნავია, რომ „სარასის“ ეროვნული ბანკის იურისდიქციის ქვეშ გადასვლა
გამოიწვევდა ინტერესთა კონფლიქტს. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს.
ინიციატორი
დაეთანხმა
კომიტეტს
და
შესაბამისად,
ინიციატორის
მიერ
საკანონმდებლო პაკეტიდან გამოთხოვილ იქნა ის კანონპროექტები, რომლებიც
შეეხებოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის რეორგანიზაციას.
საქართველოს
ცვლილების
კანონის
პროექტი
„საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
შეტანის შესახებ“ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის)
რეფორმა
ცვლილებები განხორციელდა დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგის)
რეგულაციების
თითქმის
ყველა
მუხლში.
შესაბამისად,
საკანონმდებლო
რეგულაციები ჩამოყალიბდა სრულიად ახალი რედაქციით. შენარჩუნდა ყველა ნორმა
და მექანიზმი, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს, შენარჩუნდა
დღგ-ის 18 %-იანი განაკვეთი, რეგისტრაციის 100 000 ლარიანი ზღვარი, ცვლილებამდე
არსებული საგადასახადო შეღავათები და ა.შ. ცვლილების განხორციელების მიზანი იყო
საგადასახადო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან
(2006/112/EC). კერძოდ:
- განხორციელდა ახალი ტერმინების განმარტება, რაც დაკავშირებულია, როგორც
ახალი რეგულაციების დამატებასთან, ისე არსებული ნორმების დაზუსტებასთან,
რომელთა შემოღების მიზანია კანონმდებლობის დებულებების შესაძლო ორმაგი
ინტერპრეტაციის აღმოფხვრა;
- განხორციელდა ეკონომიკური საქმიანობის ტერმინის დაზუსტება. კერძოდ,
დღგ-ის მიზნისათვის ეკონომიკურ საქმიანობად ჩაითვლება: სამეწარმეო საქმიანობა,
საქონლის მიწოდების/მომსახურების გამწევი პირების საქმიანობა, ქონების გამოყენება
24
რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით. ერთჯერადი, არარეგულარული ხასიათის
ოპერაციები (გარდა, არასაცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების მიწოდებისა) არ
დაიბეგრება.
დასაბეგრ
პირად,
როგორც
წესი,
არ
განიხილება
სახელმწიფო
ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და საჯარო სამართლის
იურიდიული
პირი,
მათთვის
სახელმწიფოსგან
დელეგირებული
ფუნქციების
შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში;
- საქონლის დროებითი შემოტანა აღარ განიხილება დასაბეგრ ოპერაციად;
- ლიზინგის ოპერაციის დაბეგვრა, როგორც წესი, განხორციელდება საქონლის
ფაქტობრივად გადაცემის მომენტში. ამასთანავე, ლიზინგის დროს პროცენტი არ
დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. გარდამავალი დებულებების თანახმად, ქონების
ლიზინგით გაცემის დღგ-ით დაბეგვრისთვის გამოიყენება ცვლილებამდე არსებული
ნორმები, თუ ლიზინგის ხელშეკრულება 2022 წლის პირველ იანვრამდეა გაფორმებული.
კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სალიზინგო გადასახდელების სრული თანხა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სარგებლის ჩათვლით), ხოლო დღგ-ით დაბეგვრა, ხორციელდება გადასახდელი თანხის
პროპორციულად, ეტაპობრივად, იმ საანგარიშო პერიოდების მიხედვით, რომელშიც
გათვალისწინებულია შესაბამისი თანხის გადახდა. აგრეთვე, თუ თანხა სრულად ან
ნაწილობრივ,
ხელშეკრულებით
გათვალისწინებულზე
ადრეა
გადახდილი,
ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ამ თანხის
გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით;
-
კრიპტოვალუტა,
ფულის მსგავსად, დღგ-ის მიზნებისათვის საქონლად არ
განიხილება, შესაბამისად, არ იბეგრება დღგ-ით;
- საქონლის უსასყიდლო მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრება, თუ ამ
საქონელზე, ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
დაბეგვრის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მიწოდებული საქონლის
„თვითღირებულება“ და არა საბაზრო ფასი;
25
- საქონლის გადაცემა/გამოყენება, ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის
სახით არ დაიბეგრება;
- დღგ-ით იბეგრება ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას ისეთი საქონლის
მფლობელობაში დატოვება, რაზეც პირს მიღებული აქვს დღგ-ს სრული, ან ნაწილობრივი
ჩათვლა;
- ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრის პრინციპები.
ვაუჩერი არის ინსტრუმენტი, რომელიც წარმოშობს დასაბეგრი პირის ვალდებულებას
მიიღოს იგი, როგორც კომპენსაცია, ან კომპენსაციის ნაწილი საქონლის/მომსახურების
მიწოდების დროს;
- ცალკეული საქონლის მიწოდებისას შემოდის დაბეგვრის ახალი რეჟიმი ე.ი
სპეციალური სქემა - მეორეული
გამოყენებისათვის
არსებული
საქონლის (ნივთი რომელიც კვლავ ვარგისია
სახით,
ან
შეკეთებით),
ხელოვნების
ნიმუშის,
საკოლექციო, ან ანტიკვარული ნივთის მიწოდება დაიბეგრება სპეციალური სქემის
მიხედვით, რაც გულისხმობს დღგ-ით დაბეგვრას მოგების მარჟის მიხედვით;
- მიღებული ავანსების დაბეგვრა განხორციელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ
მომსახურების მიწოდება ხორციელდება
რეგულარულად, ან უწყვეტად. გარდა
კავშირგაბმულობის და სატელეკომუნიკაციო მომსახურებისა, აგრეთვე, საქონლის
(ელექტროენერგია, გაზი, წყალი და სხვა მსგავსი საქონელი)
რეგულარულად და
უწყვეტად მიწოდების შემთხვევებისა;
-
მომსახურების
გაწევის
ადგილის
განსაზღვრისათვის
ამოქმედდება
2 ძირითადი პრინციპი:
ბიზნესის (დასაბეგრი პირის) მიერ ბიზნესისათვის (დასაბეგრი პირისათვის) მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება
მომსახურების შემძენის დაფუძნების ადგილი;
ბიზნესის
(დასაბეგრი
პირის)
მიერ
მომხმარებლისათვის
(არადასაბეგრი
პირისათვის) - მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც
მიმწოდებელი არის დაფუძნებული.
26
-
ცალკეული
მომსახურებებისთვის
განისაზღვრა
დაბეგვრის
ადგილის
განსაზღვრის სპეციალური წესები;
-დღგ-ის რეგისტრაციის მიზნისთვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურ
თანხაში გასათვალისწინებელი იქნება დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ და
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, თუ ეს ოპერაციები დამხმარე ხასიათის
არ არის, აგრეთვე, საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან
დაკავშირებული ოპერაციები;
- კანონპროექტის მიხედვით, შენარჩუნებულია დღგ-ის გადასახადში მოქმედი
საგადასახადო შეღავათები. ამასთანავე, დგინდება ახალი საგადასახადო შეღავათები
კულტურის,
სპორტის
და
სოციალურ
სფეროში.
ზუსტდება
სამედიცინო
და
საგანმანათლებლო სფეროში არსებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების არეალი,
ამასთანავე, გათავისუფლებულ ძირითად მიწოდებასთან ერთად, არ დაიბეგრება მასთან
უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებაც.
განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა მიზანი იყო
საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული დებულებების დაზუსტება და
არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. კერძოდ:
- კოდექსს დაემატა ახალი მუხლი, რომლის მიხედვით მულტინაციონალური
საწარმოთა ჯგუფის (ჯგუფი, რომლის მთლიანი კონსოლიდირებული ჯგუფური
შემოსავალი 750 მილიონ ევროზე მეტია) საბოლოო მშობელი საწარმო ვალდებული
იქნება საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ანგარიში ქვეყნების მიხედვით საანგარიშო
წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე.
ანგარიშგების
წარდგენის
ვადის
მულტინაციონალური საწარმოს მიერ
დარღვევის
ან
არასრულყოფილი
ანგარიშის
წარდგენისთვის, ჯარიმის ოდენობა დგინდება 5 000 ლარის ოდენობით;
- ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება 2011 წლის პირველი იანვრის
მდგომარეობით
იძულებით
გადაადგილებული
ფიზიკური
პირის
საკუთრებაში
არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი;
27
- 2026 წლამდე გაგრძელდა საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების მოქმედება,
რომელიც შემოღებულია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით;
- კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო ორგანიზაციის,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ,
კერძოდ,
კოდექსის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს რეგულაციებს გარდამავალ პერიოდში
სტატუსის მიღების შემთხვევაში დივიდენდის განაწილებისას.
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
განხორციელდა ნავთობპროდუქტების აირების დაბეგვრის მოდელის სრულყოფა
და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების ეფექტიანობის ამაღლება.
კოდექსით გათვალისწინებული თხევადი გაზის ორეტაპიანი დაბეგვრის მოდელი
შეიცვალა გადახდის ერთეტაპიანი მოდელით. შესაბამისად, თხევად გაზზე აქციზის
განაკვეთი 1 ტონაზე განისაზღვრა 300 ლარის ოდენობით.
აგრეთვე, ბუნებრივი აირის კონდენსატის, ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირის
შემთხვევაში,
აქციზის
გამოანგარიშება
განხორციელდება
წონის
შესაბამისად,
ამასთანავე, აღნიშნულ საქონელზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 1 ტონაზე 300
ლარის ოდენობით.
განხორციელებული ცვლილებით აქციზის დაბეგვრას დაექვემდებარება საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ორი ახალი კოდი 2901 10 000 00 (გაჯერებულები) და 2901 23 (ბუტენი /ბუტილენი და მისი იზომერები).
შესაბამისად, ორივე ამ კოდით გათვალისწინებულ საქონელზე განისაზღვრება აქციზის
განაკვეთი, კერძოდ, 1 ტონაზე 300 ლარის ოდენობით.
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
28
ახალი
კორონავირუსის
ეკონომიკური
საქმიანობის
შეღავათების
დაწესების
მასობრივი
გავრცელების
განმახორციელებელი
მიზნით,
გათვალისწინებით,
პირებისათვის
„საქართველოს
საგადასახადო
საგადასახადო
კოდექსში“
განხორციელდა ცვლილებები ორ ეტაპად.
პირველ ეტაპზე პანდემიით გამოწვეული პირველადი ნეგატიური ეფექტების
შესამსუბუქებლად, 2020 წლის მაისში, კოდექსში განხორციელდა ცვლილებები,
რომელიც ითვალისწინებდა საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადებასა
და საგადასახადო შეღავათების დაწესებას, კერძოდ:
- 2020 წლის
დამქირავებელი
პირველი
უფლებამოსილია
დაქირავებულისთვის
გადასახდელი
მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში,
750
ლარამდე
საშემოსავლო
შეიმციროს
(ბიუჯეტში
გაცემული
ხელფასიდან
გადასახადი,
თუ
არ
შეიტანოს)
დაკავებული
დაქირავებულის
მიერ
და
ამავე
დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ
აღემატება 1500 ლარს.
შეღავათი არ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, საქართველოს ეროვნულ
ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საწარმოზე, რომლის აქციების/წილის
50%-ზე
მეტს
ფლობს
დაფუძნებულ/შვილობილ
სახელმწიფო
ან
საწარმოზე,
მუნიციპალიტეტი
თუ
ეს
და
საწარმო
ამავე
მის
საწარმოს
მიერ
დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოში აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს;
- 2020 წლის პირველი მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, ქონების
იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი თანხის ფაქტობრივად
გადახდის საანგარიშო პერიოდში;
- ფინანსთა მინისტრს, ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს, უფლება ექნება
ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს (მათ
შორის, 2020 წლის თებერვალში, მარტში და აპრილში) გადასახდელი საშემოსავლო
გადასახადის, ან/და ქონების გადასახადის გადახდისათვის საგადასახადო კოდექსით
29
განსაზღვრული ვადა. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს საურავი არ
ერიცხება;
-
2020
წლის
ქონების
გადასახადის
გადახდის
ვალდებულებისაგან
თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკური საქმიანობის სახეების
„საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) კოდებით:
ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2
კოდით
(დასასვენებელი
და
სხვა
მოკლევადიანი
განთავსების
საშუალებები)
მობილური
მომსახურების
გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
ბ)
56.1
კოდით
(რესტორნები
და
საკვებით
საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
გ) 56.3 კოდით (სასმელებით მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ
საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
გ) 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები და სხვა დაჯავშნის
მომსახურება
და
მათთან
დაკავშირებული
საქმიანობები)
გათვალისწინებულ
საქმიანობაში გამოყენებული ქონება.
პანდემიაზე რეაგირების მიზნით, დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე,
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობის
შენარჩუნების მიზნით, 2020 წლის დეკემბერს ინიცირებული საგადასახადო კოდექსით
განხორციელდა
გადასახადის
გადამხდელებისთვის
საგადასახადო
ტვირთის
შემსუბუქება. დაწესდა ახალი საგადასახადო შეღავათები, აგრეთვე, ცალკეული
კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის შეიქმნა გადახდის გადავადების
შესაძლებლობა, კერძოდ:
- 2020 წლის პირველი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში გაგრძელდა
საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. დამქირავებელი
უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე
გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ
30
ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში
მიღებული ხელფასი არ აღემატება1500 ლარს.
შეღავათი არ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, საქართველოს ეროვნულ
ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საწარმოზე, რომლის აქციების/წილის
50%-ზე
მეტს
ფლობს
სახელმწიფო
დაფუძნებულ/შვილობილ
ან
მუნიციპალიტეტი
საწარმოზე,
თუ
ეს
და
ამავე
საწარმო
საწარმოს
მის
მიერ
დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოში აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს;
- 2021 წელსაც გაგრძელდება ქონების გადასახადის შეღავათი ტურისტული
სექტორისათვის.
კერძოდ,
2021
წლის
ქონების
გადასახადის
გადახდის
ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ
საქმიანობას ტურისტულ სექტორში: სასტუმროები, რესტორნები და სხვა;
-ტურიზმის
სექტორში:
სასტუმროები,
რესტორნები,
ტუროპერატორები,
ტურისტული სააგენტოები და მსგავს საქმიანობაში ჩართულ კომპანიებს ეძლევათ
უფლება ბიუჯეტში არ გადაიხადონ გადავადებული საშემოსავლო გადასახადი;
- 2020 წლის პირველი დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის
განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით
დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო
პერიოდში;
- იქმნება შესაძლებლობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე
კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებულ
სასტუმროებს 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაუვადდეთ 2020 წლის ნოემბრისა და
დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა, საურავის დარიცხვის გარეშე.
საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
31
ცვლილებით განხორცილდა საქართველოს საბაჟო კოდექსის გარდამავალი და
დასკვნითი დებულებების მარეგულირებელი მუხლების გადავადება/მოქმედების
შეჩერება, კერძოდ:
განხორციელდა იმ რეგულაციის გადავადება, რომელიც გარდამავალი პერიოდის
სახით დადგენილი იყო უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული
წარმომადგენლობებისათვის. კერძოდ, მათზე პირადი სარგებლობისთვის საცალო წესით
რეალიზებული საქონელი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს
სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი
აეროპორტის ტერიტორიაზე, თავისუფლდება გადასახადებისაგან 2022 წლის პირველ
იანვრამდე, ნაცვლად 2021 წლის პირველი იანვრისა;
ოქროს სიაში შეყვანით, პირს, ნაცვლად 2021 წლის პირველი იანვრისა, 2022 წლის
პირველ იანვრამდე ენიჭება უფლება ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით
კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, ან/და
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას;
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემთხვევაში, საბაჟო
გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო
კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა 2022 წლის პირველ
იანვრამდე მიიჩნევა საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად, ნაცვლად
არსებული 2020 წლის პირველი სექტემბრისა. ასევე, კანონი ითვალისწინებს 2022 წლის
პირველ იანვრამდე საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისაგან პირების
გათავისუფლებას, ნაცვლად 2020 წლის პირველი სექტემბრისა;
ასევე, 2022 წლის პირველ იანვრამდე
კანონით შეჩერდა
საბაჟო კოდექსით
გათვალისწინებული გათავისუფლების მარეგულირებელი დებულებები.
საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს
32
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების
გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საკანონმდებლო ცვლილებები განპირობებულია 2020 წელს საგადასახადო
კოდექსში განხორციელებული ცვლილებით (დღგ-ის რეფორმა), რომლის თანახმადაც,
ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება და დღგ-ის გადამხდელს არ წარმოადგენს
„სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს ან საჯარო სამართლის
იურიდიული პირის საქმიანობა, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს
როგორც
სახელმწიფო
ორგანო
(ახორციელებს
სახელმწიფოს
მიერ
მისთვის
დელეგირებულ უფლებამოსილებას), იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საქმიანობისთვის
დადგენილია საწევრო, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა შესაბამისი ცვლილება,
რომლის თანახმადაც
შსს-ს მომსახურების სააგენტო, შსს-ს სსიპ საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ და შსს-ს აკადემიის არქივი არ წარმოადგენენ
დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებს.
საქართველოს
კანონპროექტები:
„ვაჭრობაში
ანტიდემპინგური ღონისძიების
შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
კანონპროექტი
განსაზღვრავს
ვაჭრობაში
ანტიდემპინგური
ღონისძიებების
შემოღებისა და გამოყენების, ასევე, სპეციალური კვლევის (შესწავლის) განხორციელების
ძირითად
წესს,
წინასწარი/სპეციალური
შესწავლის
განხორციელებაზე
ანტიდემპინგური
უფლებამოსილ
ღონისძიების/ტარიფის
და
შემოღებაზე
გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს.
33
კონკურენციის სააგენტო შეისწავლის პროდუქტის დემპინგური იმპორტის
არსებობას, დემპინგის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისათვის მიყენებული
ზიანის, ან ზიანის მიყენების საფრთხეს და ამ ორ შორის მიზეზშედეგობრივ კავშირს.
შესწავლის დაწყების საფუძველს წარმოადგენს ადგილობრივი ინდუსტრიის
განცხადება კანონით განსაზღვრული პირობებით.
ადგილობრივი ინდუსტრიების დაცვის მიზნით, შემოთავაზებულია სპეციალური
ანტიდემპინგური ღონისძიებები: წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება, ან/და
სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი.
წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე
დემპინგური იმპორტის შეზღუდვის ისეთი ანტიდემპინგური ღონისძიება, რომლის
შემოღება მოხდება წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ან/და უზრუნველყოფის
ფორმის სახით, შესწავლის პერიოდში ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური
იმპორტით მისაყენებელი ზიანისგან დაცვის მიზნით. წინასწარი ანტიდემპინგური
ტარიფი
გამოყენებული
უნდა
იქნეს,
შეძლებისდაგვარად,
მოკლე
პერიოდის
განმავლობაში. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირებას ახორციელებს
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური, საქართველოს
მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. წინასწარი ანტიდემპინგური
ტარიფის სახით გადახდილი თანხა არ გადაირიცხება
ბიუჯეტში
სპეციალური
ანტიდემპინგური
საქართველოს სახელმწიფო
ღონისძიების
შემოღების
შესახებ
გადაწყვეტილების მიღებამდე. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება შეიძლება
შემოღებულ იქნეს აგრეთვე უზრუნველყოფის ფორმით − ნაღდი ფულის, დეპოზიტის ან
გარანტიის სახით, რომელიც შეესაბამება წინასწარ შეფასებულ ანტიდემპინგურ ტარიფს
და არ აღემატება წინასწარ შეფასებულ დემპინგურ ზღვარს.
სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი − შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი
დასკვნის
საფუძველზე,
საქართველოს
მთავრობა
შემოიღებს
სპეციალურ
ანტიდემპინგურ ტარიფს იმ შესწავლის ობიექტზე, რომელიც ადგილობრივ ინდუსტრიას
ზიანს
აყენებს.
სპეციალური
ანტიდემპინგური
ტარიფის
შემოღების
შესახებ
34
გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად
გათვალისწინებული
უნდა
იქნეს
საზოგადოებრივი
ინტერესები.
სპეციალური
ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური,
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. სპეციალური
ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება არაუმეტეს 5 წლით. ეს ვადა აითვლება ამ
ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების დღიდან.
საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილება
წინასწარი/სპეციალური
ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გამოუყენებლობის, გადახედვის ან გაუქმების
შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება თბილისის
საქალაქო სასამართლოში.
საქართველოს მთავრობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ანტიდემპინგური
ღონისძიების კომიტეტს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად:
ა)
უგზავნის
ღონისძიების
შეტყობინებას
შემოღების
მიზნით,
(ახდენს
ნოტიფიკაციას)
ანტიდემპინგური
შესწავლის
დაწყებისა
განხორციელების
და
პროცედურების შესახებ;
ბ) უგზავნის შეტყობინებას (ახდენს ნოტიფიკაციას) ყველა განხორციელებული
წინასწარი
ანტიდემპინგური
ღონისძიების,
ან
სპეციალური
ანტიდემპინგური
ღონისძიების შესახებ;
გ) წელიწადში 2-ჯერ, სტანდარტული ფორმის შესაბამისად, წარუდგენს დასკვნას
გასული 6 თვის განმავლობაში განხორციელებული ანტიდემპინგური ღონისძიებების
შესახებ.
საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
განხორციელებული ცვლილება ითვალისწინებს დასახლებისთვის მაღალმთიანი
სტატუსის მინიჭების განსხვავებულ წესს სხვა მაღალმთიან დასახლებებთან შედარებით.
კერძოდ, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება:
35
-
დასახლებას,
რომელიც
მდებარეობს
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის
სიმაღლეზე;
- იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის დასახლებების 80 პროცენტს ან მეტს
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული, მაღალმთიანი დასახლების
სტატუსი ენიჭება ამავე მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა დასახლებას, რომელიც ზღვის
დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ხოლო მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ ცენტრს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება 1000 მეტრის
სიმაღლეზე, ან მის ზემოთ მდებარეობის შემთხვევაში.
კანონით, 2000-ზე ან მეტი ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარე დასახლებაში,
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად,
ნაცვლად 9 თვის ფაქტობრივად ცხოვრების პირობისა, განისაზღვრება 6 თვით
ფაქტობრივად ცხოვრების მოთხოვნა.
საქართველოს
კანონის
პროექტები:
„ენერგოეფექტურობის
შესახებ“
და
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
კანონი განსაზღვრავს საჯარო ორგანოების, ასევე, კერძო დაწესებულებების,
საყოფაცხოვრებო
სექტორის,
ენერგეტიკული
მომსახურების
მიმწოდებლების,
მრეწველობისა და ეკონომიკის სხვა სექტორის ვალდებულებებს ენერგომომსახურების
ბაზრის
განვითარების
პროცესში.
კანონის
პროექტით
აგრეთვე
წესრიგდება
ენერგოეფექტურობის პოლიტიკასა და ღონისძიებებთან, ჰორიზონტალური პოლიტიკის
ღონისძიებებთან, შენობებში და მრეწველობაში, ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან,
ენერგიის
გარდაქმნის,
ენერგოეფექტურობასთან
გადაცემისა
და
და
კანონის
განაწილების
მოთხოვნების
სექტორებში
დარღვევისთვის
პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
36
საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით შესაძლებელია ინვესტიციის
განხორციელება საპენსიო სააგენტოსათვის მომსახურების გამწევ სპეციალიზებულ
დეპოზიტარის ფასიან ქაღალდებში, ობლიგაციებში, ასევე, მასთან აფილირებულ
კომპანიებში. აგრეთვე, შესაძლებელია, საპენსიო სააგენტომ აქტივების გასხვისება
განახორციელოს მომსახურების გამწევ სპეციალიზებულ დეპოზიტორზე და მასთან
აფილირებულ პირზე, რაც ცვლილების განხორციელებამდე აკრძალული იყო.
განისაზღვრა ინტერესთა კონფლიქტი, კერძოდ, სპეციალიზებულ დეპოზიტარს
ეკრძალება განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან,
ან/და აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებული ისეთი საქმიანობა,
რომელმაც
შეიძლება
წარმოქმნას
ინტერესთა
კონფლიქტი,
ერთი
მხრივ,
სპეციალიზებულ დეპოზიტარს და, მეორე მხრივ, დაგროვებით საპენსიო სქემას,
საპენსიო სააგენტოს, ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. ეს წესი არ ვრცელდება,
თუკი სპეციალიზებულ დეპოზიტარს ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული
დეპოზიტარული
მომსახურების
გაწევის
ფუნქცია
პოტენციურად
კონფლიქტის
წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის
იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული.
საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრება პენსიის გაანგარიშების წესი.
ახალი რედაქციის თანახმად, ნომინალურ გამოხატულებაში პენსიის ოდენობა კვლავ
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრება, თუმცა ახალი
რედაქციით
გათვალისწინებულია
კონკრეტული
წესი,
რომლის
მიხედვითაც
გამოითვლება პენსიის ოდენობა. კერძოდ:
37
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ
საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში
პენსიის ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პენსია, გაზრდილი:
- 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო
მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის
საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური
ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ
არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
ამასთან, გათვალისწინებულია, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის
ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე. ასევე, მოცემულია
კონკრეტული განმარტებები, ინფლაციისა და მშპ-ის რეალურ ზრდასთან მიმართებაში.
საქართველოს კანონის პროექტები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
კანონით განისაზღვრება ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის ახალი სახე
- აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, რაც გულისხმობს აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობების მიწოდებას, ან/და არსებითი პროდუქციის/სერვისების
38
მიწოდებას
აზარტული,
ან/და
მომგებიანი
თამაშობის
ორგანიზატორისთვის,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული
აზარტული, ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე.
შემოსავლების
სამსახური
განახორციელებს
აზარტული
და
მომგებიანი
თამაშობების ნებართვების, ასევე, თამაშების მიწოდების ნებართვების გაცემასა და
გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში
გატარებას.
ამასთან, კანონს დაემატა მუხლები, რომლითაც განისაზღვრება აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ
წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა.
იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელის მიერ მიწოდებული თამაში, ან/და
არსებითი პროდუქცია/სერვისი განიცდის არსებით ცვლილებას, იგი ვალდებულია,
აცნობოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი ცვლილებების შესახებ თანხმობის
მოპოვების მიზნით და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი.
ასევე, ახალი ნებართვის სახის შემოღებასთან არის დაკავშირებული შესაბამისი
სანქციების დადგენა.
შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი ხდება, სანებართვო პირობების
შესრულების
კონტროლის
მიზნით,
კანონმდებლობის
შესაბამისად,
დანერგოს
კონტროლის ელექტრონული სისტემა შერჩეული პირის მეშვეობით და როგორც
შემოწმების ფარგლებში, ასევე, მიმდინარე რეჟიმში გააკონტროლოს სანებართვო
პირობების შესრულება.
ასევე, განისაზღვრა, რომ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი
დააწესოს
სანებართვო
პირობების
შესრულებაზე.
ამ
მიზნით,
შესაძლებელია,
კალენდარული წლის განმავლობაში რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე და ნებისმიერ
დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული
აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა.
39
გარდა ზემოაღნიშნულისა, აგრეთვე, განხორციელდა სხვა ცვლილებები, რომლის
მიზანიც იყო ადმინისტრირების გაუმჯობესება და მთელი რიგი საკითხების დაზუსტება.
საქართველოს კანონის პროექტები: „აკვაკულტურის შესახებ“,
„ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„რეგულირების
საფასურის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „წყლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
აკვაკულტურა განისაზღვრება, როგორც წყლის ცოცხალი ორგანიზმის (თევზი,
მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე) ისეთი საშუალებების გამოყენებით მოშენება
(კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), რომელთა მიზანია ამ ორგანიზმის წარმოების
გაზრდა გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა. ეს ორგანიზმი ერთი ან ერთზე
მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის
განმავლობაში − გამოზრდიდან პროდუქციის მიღების ჩათვლით. წყლის ცოცხალი
ორგანიზმის მოშენება გულისხმობს ამ ორგანიზმის გაზრდის ორგანიზებულ პროცესს,
მათ შორის, მის გამრავლებას ან რეგულარულ შენახვასა და კვებას ან/და მტაცებლისგან
ან სხვა, მსგავსი ჩარევისგან დაცვას აღნიშნული ორგანიზმის ბუნებრივი სასიცოცხლო
ციკლის განმავლობაში.
40
კანონპროექტით დგინდება ექსტენსიური აკვაკულტურის განხორციელების
სამართლებრივი
საფუძვლები.
ექსტენსიური
აკვაკულტურა
არის
ბუნებრივი
წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური
წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის
კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და
ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში
არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი
ზრდის შედეგად თევზჭერა.
პროექტის
თანახმად,
აკვაკულტურული
საქმიანობის
განხორციელებისას:
საჭიროა ნებართვა და შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის გადახდა, აგრეთვე,
ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლისა და რეგულირების საფასურის გადახდა.
აკვაკულტურის ნებართვის მოცულობა განისაზღვრა
200 ლარის ოდენობით.
აკვაკულტურის ნებართვის მოსაკრებლის გადახდა საქმიანობის განმახორციელებლებს
მოუწევთ 2024 წლის პირველი იანვრიდან.
ამასთან,
სანებართვო მოსაკრებლის
გადახდისგან თავისუფლდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემა.
2024 წლის პირველი იანვრიდან აკვაკულტურულის განმახორციელებელი პირები
თუ საქმიანობას ახორციელებენ ზედაპირული წყლებით, გადაიხდიან ბუნებრივი
რესურსების მოსაკრებელს. აკვაკულტურის წარმოების მიზნით, წყლის ბუნებრივი
რესურსით
სარგებლობის
მოსაკრებლის
ოდენობა
1მ3-ზე
შეადგენს
0.8
ლარს,
ტბორისთვის -0.005 ლარს, ხოლო საზღვაო წყლებში - 0.1 ლარს.
2024 წლის პირველი იანვრიდან ნებართვას დაქვემდებარებული აკვაკულტურის
საქმიანობის განმახორციელებელი პირები წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31
იანვრისა - გადაიხდიან რეგულირების საფასურს, საზღვაო წყლების შემთხვევაში 1მ3
აკვაკულტურის
საქმიანობის
განხორციელების
კონსტრუქციებში არსებულ ბუნებრივ წყალზე
მიზნით,
აკვაკულტურის
საფასური შეადგენს 0.05 ლარს,
ტბორისთვის - 0.001 ლარს, ხოლო სხვა წყლების შემთხვევაში - 0.1 ლარს.
41
აკვაკულტურის
განხორციელება
სანებართვო
საქმიანობის
ნებართვის
პირობების
აკვაკულტურის/ექსტენსიური
გარეშე,
დარღვევა
გამოიწვევს
-
1000
დაჯარიმებას
ლარამდე,
აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა
სხვა
აკვაკულტურის
2000
ლარამდე,
მოთხოვნებისა
და
გამოიწვევს დაჯარიმებას 500
ლარამდე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს
დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
საქართველოს
კანონის
პროექტი
„ადგილობრივი
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
განხორციელებული
გაცემისათვის
ცვლილებით,
მოსაკრებლის
სპეციალური
გადამხდელი
(ზონალური)
თავისუფლდება
ამ
შეთანხმების
შეთანხმების
გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისგან, თუ შესრულებულია ყველა
შემდეგი პირობა:
ა) ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად;
ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო 2025
წლის
პირველ
იანვრამდე
გამოსცემს
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტს.
ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად, თუ იგი აკმაყოფილებს
საქართველოს
მთავრობის
შესაბამისი
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტით
დადგენილ პირობებს.
4. კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა
4.1. საბიუჯეტო საქმიანობა
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტმა შეისწავლა და გაანალიზა
2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს
42
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა
და
მიმართულებების
დაზუსტებული
ვარიანტი
და
დოკუმენტის
შესაბამისი
(2020-2023)“
საბოლოო,
წარუდგინა
კომიტეტის
მასალები
ხელმძღვანელობას.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს
წარუდგინა
ინფორმაცია
„ძირითადი
მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა
და
საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (2021-2024
წლებისათვის). კომიტეტმა,
როგორც საბიუჯეტო
პროცესებზე
ზედამხედველმა
ორგანომ, 2020 წლის ივნისში
დარგობრივ კომიტეტებში დაგეგმა ამ მნიშვნელოვანი
დოკუმენტის განხილვა და სხვადასხვა კომიტეტის მიერ გამოთქმული წინადადებები
და
რეკომენდაციები
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
დასკვნასთან
ერთად
გადაუგზავნა საქართველოს მთავრობას.
2020 წლის ივნისში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის
პროექტის განხილვებს საქართველოს პარლამენტში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა
განიხილა აღნიშნული კანონპროექტი, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები,
მოამზადა
საბოლოო დასკვნა და წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
საქართველოს
მთავრობაში
გადასაგზავნად.
კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც
კომიტეტმა
განიხილა
აღნიშნული
და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა
საქართველოს პარლამენტს.
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების მიზანი იყო საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსულობების,
გადასახდელებისა
და
ნაშთის
ცვლილების
დაზუსტება
კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების პრევენციის, პანდემიით
43
გამოწვეული პრობლემების დაძლევის, ქვეყნისათვის მიყენებული ზიანისა
მოსახლეობისათვის
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
და
შემსუბუქების
უზრუნველსაყოფად საჭირო თანხების გათვალისწინებით. ბიუჯეტის კანონპროექტს
თან ახლდა დაზუსტებული მაკროეკონომიკური საპროგნოზო პარამეტრები.
წარმოდგენილი
ცვლილებით,
შემოსულობების მოცულობა
2020
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
დაგეგმილთან შედარებით გაიზარდა 3 866.1 მლნ
ლარით და შეადგინა 18 420.3 მლნ ლარი, ხოლო გადასახდელების ოდენობა - 14 432.9
მლნ ლარი, გაიზრდა 1 490.9 მლნ ლარით და მიაღწია 15 923.8 მლნ ლარს.
წარმოდგენილი
ბიუჯეტის
პროექტით
განხორციელდა მხარჯავი დაწესებულებებისა
მნიშვნელოვანი
ცვლილებები
და ცალკეული პროგრამების
ასიგნებების მოცულობებში. კერძოდ, პროგრამებსა და ეკონომიკური კლასიფიკაციის
მუხლებს შორის გადანაწილდა თანხები, პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე
გაიზარდა მოქმედი პროგრამების ასიგნებები და დაფინანსდა ახალი პროგრამები.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მთლიანი მოცულობიდან - 15
923.8 მლნ ლარიდან, კორონავირუსის ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული
ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებული იქნა 2 038.0 მლნ ლარი, რომელიც
უწყებებისა და პროგრამების მიხედვით ასე განაწილდა:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 1 153.5 მლნ ლარი, საიდანაც
დაფინანსდება:
დაქირავებით
დასაქმებულთა
დახმარება
(200
ლარი
6
თვის
განმავლობაში), რომელთაც დაკარგეს შემოსავალი; თვითდასაქმებულთა -300 ლარიანი
დახმარება; მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირება; სოციალურად
დაუცველი
ოჯახებისა და შშმ პირთა დახმარება; ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის
მზადყოფნის გაუმჯობესების ხარჯები; ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მასთან
დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯები; მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა
სოციალური ხარჯები; ვირუსთან ბრძოლაში ჩართული სახელმწიფო სამედიცინო
დაწესებულებების სუბსიდირება; აგრეთვე, დევნილთა სახლების შესყიდვის ხარჯები.
44
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
დევნილთა,
შრომის,
სამინისტროს მთლიანი ასიგნებები,
წარმოდგენილი ცვლილებით, განსაზღვრა 5 515.0 მლნ ლარის ოდენობით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს -
485.0 მლნ ლარი, რაც გათვალისწინებული იყო
საკრედიტო-საგარანტიო სქემის
დასაფინანსებლად; სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებაზე; მცირე
გრანტების
გასაცემად;
სამშენებლო
სექტორის
მხარდასაჭერად;
საკარანტინო
სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებისა და ფრენების სუბსიდირებაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთლიანი
ასიგნებები, წარმოდგენილი ცვლილებით, განისაზღვრა 822,4 მლნ ლარამდე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს -
139.0 მლნ ლარი, რომელიც მოხმარდებოდა რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებს;
ფერმერთა 200 -ლარიანი დახმარების პროგრამას; ტექნიკისა და სარწყავი სისტემების
თანადაფინანსებას; სასურსათო მარაგების შექმნასა და ძირითადი სასურსათო
პროდუქტების ფასების სუბსიდირებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ასიგნებები მთლიანობაში განისაზღვრა 476.9 მლნ ლარამდე.
პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები 260.5 მლნ ლარით გაიზრდა საერთოსახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
გადასახდელების
მიმართულებითაც
და
განისაზღვრა 3 027.3 მლნ ლარით.
2020 წლის ოქტომბერში კომიტეტმა ორგანიზება
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
გაუწია და
„საქართველოს
განიხილა
2021
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული თანდართული მასალები - დოკუმენტი სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონის პროექტის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
2021-2024 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2020
45
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.
საფინანსო-
საბიუჯეტო კომიტეტმა
კომიტეტში
განიხილა და შეაფასა სხვა კომიტეტების,
შემოსული სხვა დასკვნები, აგრეთვე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნები და ამ დასკვნების, საკუთარი
შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე, მოამზადა საბოლოო დასკვნა, რომელიც
წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში
გადასაგზავნად.
ასევე, კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ კანონპროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი
დოკუმენტის
„ქვეყნის
ძირითადი
მონაცემები
და
მიმართულებები
2021-2024
წლებისათვის“ საბოლოო ვარიანტები. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს 2021
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო 2020 წლის 29 დეკემბერს.
აღსანიშნავია,
რომ
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
მიერ
2021
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმართ გამოთქმული რეკომენდაციებისა და
წინადადებების დიდი ნაწილი საქართველოს მთავრობის მიერ გათვალისწინებულ
იქნა,
ხოლო
იმ
წინადადებებსა
და
რეკომენდაციებზე,
რომლებიც
არ
იქნა
გათვალისწინებული, წარმოდგენილი იყო შესაბამისი კონკრეტული დასაბუთებები და
განმარტებები.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო
პროექტის ფორმირება და მისი ძირითადი პარამეტრები განისაზღვრა კოვიდ-19-ით
გამოწვეული
კრიზისისა
და
მის
წინააღმდეგ
მიმართული
ანტიკრიზისული
ღონისძიებების პაკეტის შესაბამისად. ანტიკრიზისულ პაკეტში გამოყოფილ იქნა სამი
ძირითადი მიმართულება:
ა) სამედიცინო მიმართულება;
ბ) მოსახლეობის სოციალური დაცვა:
გ) ბიზნესის მხარდაჭერა;
46
2021 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით, ანტიკრიზისული
გეგმის შესაბამისად, გათვალისწინებული იქნა თანხები:
ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად - რომელიც მოხმარდება დაავადებულთა
მკურნალობის, ასევე, ტესტებისა და ვაქცინის შესყიდვისა და გავრცელების
პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას;
მოქალაქეთა
სოციალური
მხარდაჭერისთვის
-
კომუნალური
ხარჯების
სუბსიდირებისთვის, ერთჯერადი 300- ლარიანი კომპენსაციისთვის, 65 000 –
100 000
ქულამდე
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
დახმარებისთვის,
სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი 16
წლამდე შვილი, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის, 6
თვის განმავლობაში 200 - ლარიანი დახმარება პანდემიის გამო სამსახურიდან
დათხოვილი პირებისათვის;
ბიზნესის ხელშეწყობისათვის - საშემოსავლო გადასახადის შეღავათი, ტურიზმის
სექტორის ქონების გადასახადის შეღავათი, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის
მიზნით იპოთეკური სესხების სუბსიდირება, მცირე მეწარმეების საგრანტოს
დახმარება, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის თანხები;
გარდა ამისა, 2021 წლისთვის გაგრძელდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, რაც
ბიზნესის ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
მთლიანობაში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა
დაიგეგმა 16 758.1 მლნ ლარის, ხოლო გადასახდელების - 18 384.5 მლნ ლარის
ოდენობით.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის შედეგების მართვის ასიგნებებთან
ერთად, პრიორიტეტებად კვლავაც შენარჩუნებულია მოსახლეობის სოციალური დაცვა
და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ, მოსახლეობის ჯანდაცვის,
სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის, განათლების სფეროების,
ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა
ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ 2020 წლისთვის აიღო, გათვალისწინებულია
47
2021 წლის ბიუჯეტშიც, მათ შორის, პენსიების ზრდა, ჯარისკაცების, პოლიციელების
ხელფასების ზრდა და ა.შ. ასევე, დამატებითი ხარჯებია გათვალისწინებული ისეთი
მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა
ხელფასების ზრდა, კარიერული სქემის შესაბამისად.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებისთვის გამოყოფილია
ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29.9%-ი, რაც მთლიანობაში 5 493.0 მლნ ლარია.
განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროსთვის
გათვალისწინებულია 1 797.6 მლნ ლარი, საიდანაც მხოლოდ სკოლამდელი და ზოგადი
განათლების პროგრამის ასიგნებები შეადგენს 1 029.5 მლნ ლარს.
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროსათვის დაიგეგმა 2 366.6 მლნ ლარი, რაც 2020 წლის გეგმასთან შედარებით
546.3 მლნ ლარით მეტია.
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროსთვის
გათვალისწინებულია 451.6 მლნ. აქედან, 49.8 მლნ ლარი მოხმარდება მევენახეობამეღვინეობის განვითარებას; შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამას ლარი, ხოლო
115.0 მლნ
აგროდაზღვევის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 9.0 მლნ ლარი
და ა.შ.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების
ფონდი
შეადგენს
280.0
მლნ
ლარს.
მაღალმთიანი
დასახლებების
განვითარების ფონდი განსაზღვრულია 15.0 მლნ ლარის ოდენობით. ამასთან,
ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის
გადასაცემი ტრანსფერები განსაზღვრულია 225.0 მლნ ლარით.
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესიდან
გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2020
წლის ივნისში განიხილა საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის
48
სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პარლამენტის და
პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების საბიუჯეტო განაცხადები და მოამზადა
შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები. კერძოდ, კომიტეტის სხდომაზე
განხილულ იქნა:
1. საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტი
„საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“;
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადი;
3. საქართველოს
პარლამენტის
ეროვნული
ბიბლიოთეკის
2021
წლის საბიუჯეტო განაცხადი;
4. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს
2021 წლის საბიუჯეტო განაცხადი;
5. საქართველოს პარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის
2021
წლის საბიუჯეტო განაცხადი;
6. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადი.
საქართველოს
პარლამენტის,
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურისა
და
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადებზე კომიტეტის დასკვნები
და შესაბამისი დადგენილებების პროექტები გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს
განსახილველად.
საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების - ეროვნული
ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის საბჭოს,
შესახებ
საბიუჯეტო განაცხადების პროექტების
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებები შესაბამისი წლის
ბიუჯეტის
პროექტში
გასათვალისწინებლად
გადაეგზავნა
საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად.
საქართველოს პარლამენტის მიერ „საქართველოს პარლამენტის 2021 წლის
ბიუჯეტის პროექტის თაობაზე დადგენილების“ მიღების
შემდეგ
განხორციელდა
საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შესაბამისად ახალი მოწვევის
49
პარლამენტში გაიზრდა პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრთა
ოდენობა და შემცირდა მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრთა
რაოდენობა, რაც გავლენას ახდენს ბიუჯეტის პროექტში პარლამენტის წევრების
თანაშემწეთა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრთა ბიუროების დაფინანსების
ოდენობაზე. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით იზრდება პარლამენტის
წევრების თანაშემწეთა რაოდენობა 50 ერთეულით და იცვლება საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის ბიუჯეტის განაწილება ეკონომიკური კლასიფიკაციის
მუხლების მიხედვით. საფინანსო-საბიუჯეტო-კომიტეტმა
განიხილა
აღნიშნული
საკითხი
და
შესაბამისად
2020 წლის ოქტომბერში
დაზუსტდა
საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების
მიხედვით და 2022-2024 წლების საშუალოვადიანი პროგნოზები.
5. კომიტეტის საზედამხედველო უფლებამოსილება
5.1. საბიუჯეტო კონტროლი
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი
მუდმივად
ახორციელებს
სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგს, კერძოდ:
კომიტეტი აანალიზებს სახაზინო სამსახურის ყოველდღიურ ინფორმაციას
შემოსულობების (მ. შ. გადასახადების), გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების
შესახებ.
ყოველთვიურად, თვეში ერთხელ (ნაზარდი ჯამით),
სახაზინო სამსახური
საქართველოს პარლამენტში წარადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სრულ ანგარიშს
შემოსულობების, გადასახდელების, დეფიციტისა და მისი დაფინანსების წყაროების
ჩვენებით და დეტალურ ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული
სახელმწიფო, აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
50
საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების
შესახებ, სახეებისა და წყაროების მიხედვით.
ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვეში ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს
სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას, ნაზარდი ჯამით.
საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ყოველთვიურად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს
არააუდიტირებულ
საბალანსო უწყისებს საანგარიშგებო თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით.
საანგარიშო
პერიოდში
ხორციელდებოდა
კომიტეტში
შემოსული
ყველა
ზემოაღნიშნული ინფორმაციის დინამიკაში დაკვირვება, შესწავლა, ანალიზი და
შესაბამისი მასალები წარედგინებოდა კომიტეტის ხელმძღვანელობას.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2020 წლის ივნისში საფინანსოსაბიუჯეტო
კომიტეტმა
ორგანიზება
გაუწია
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი „2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის”
განხილვას საქართველოს პარლამენტში. კომიტეტმა განიხილა „2019 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში”, მოისმინა აუდიტის სამსახურის მოხსენება
აღნიშნული ანგარიშის თაობაზე, მოამზადა დასკვნა და შესაბამისი
პარლამენტის
დადგენილების პროექტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემოსული დასკვნები,
კომიტეტის დასკვნასთან ერთად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. აღსანიშნავია,
რომ კომიტეტის დასკვნაში აისახა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული ის
რეკომენდაციები, რომელსაც დაეთანხმა კომიტეტი.
„2019
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
განხილული და შესაბამისი დადგენილებით
შესრულების
წლიური
ანგარიში”
დამტკიცებულ იქნა პარლამენტის
სხდომაზე.
საანგარიშო
საქართველოს
პერიოდში
პარლამენტში
კომიტეტმა
დაგეგმა
საქართველოს
და
კოორდინაცია
გაუწია
ფინანსთა
სამინისტროს
მიერ
წარმოდგენილ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური
51
შესრულების მიმოხილვების“ განხილვას,
მოამზადა აღნიშნული დოკუმენტების
ანალიზი და განიხილა კომიტეტის სხდომაზე.
2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2020 წლის 22
დეკემბერის სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ „20212023
წლების
ფულად-საკრედიტო
და
სავალუტო
პოლიტიკის
ძირითადი
მიმართულებების შესახებ“ პროექტს, რომლის თანახმად ინფლაციის მიზნობრივი
მაჩვენებელი შეადგენს 3 პროცენტს. საშუალოვადიან პერიოდში ამ მაჩვენებლის
შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2021-2023 წლების
განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის
ცვლილება
ეკონომიკას
გადაეცემა
მონეტარული
პოლიტიკის
შემდეგი
ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი,
მუდმივმოქმედი
ინსტრუმენტები,
სადეპოზიტო
სერტიფიკატები,
ოპერაციები
მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო
მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.
2021-2023
წლების
განმავლობაში
სამომხმარებლო
ფასების
მოსალოდნელ
დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე
მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური და სხვა გლობალური რისკების
ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი
სავაჭრო
პარტნიორი
ქვეყნებიდან
და
სხვა.
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად
ინფლაციის
მიზნობრივი
მაჩვენებლიდან
დროებითი
გადახრისას,
გარდა
იმ
52
შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე
მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.
პარლამეტში წარმოდგენილ დადგენილების პროექტს, წინა წლების მსგავსად,
2020 წელსაც თანდართული ჰქონდა განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღწერილი
იყო საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და არსებული
მაკროეკონომიკური მდგომარეობა. ამასთან, ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის
ძირითადი
მიმართულებების
შესახებ
პროექტის
საკომიტეტო
განხილვამდე ეროვნული ბანკის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა დოკუმენტი,
რომელშიც აღწერილი იყო ეროვნული ბანკის საპროგნოზო სცენარები (საბაზო და
ალტერნატიული) არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
5.2. სხვა საკონტროლო საქმიანობა
2020 წლის 4 ივნისს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა
მოისმინა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში“
საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიში „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად
მოიცავს
ფულად-საკრედიტო,
სავალუტო
და
საზედამხედველო
პოლიტიკის
მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. ანგარიში წარმოადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
წარმოდგენილი
ანგარიში
ასევე
მოიცავდა
ინფორმაციას
COVID-19-თან
დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის საგანგებო ღონისძიებების შესახებ,
კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მისი მანდატის ფარგლებში,
ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით
გატარებული ღონისძიებების შესახებ.
53
ეროვნული ბანკის ანგარიშის დამტკიცებასთან დაკავშირებით საფინანსოსაბიუჯეტო
კომიტეტმა
მოამზადა
პარლამენტის
დადგენილების
პროექტი.
პარლამენტის სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული ბანკის ანგარიში და დამტკიცდა
კომიტეტის
მიერ
მომზადებული
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტი.
30 ივნისის კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში“
ანგარიში კომიტეტის წევრებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას გენერალურმა
აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა გააცნო.
ანგარიშში წარმოდგენილია აუდიტორული საქმიანობის ძირითადი შედეგები,
რეკომენდაციების
შესრულების
მდგომარეობა,
ძირითად
პარტნიორებთან
-
საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს მთავრობასთან, ურთიერთობა, ასევე,
საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის
საქმიანობის
ანგარიშის
მიხედვით,
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018 წელთან შედარებით
გაზარდა 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი, რომელმაც თითქმის
87% შეადგინა. აუდიტებით მოცულ იქნა ნაერთი ბიუჯეტის 12 მილიარდ ლარზე მეტი.
2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 70 აუდიტი ჩაატარა. აუდიტორული
მიგნებების საფუძველზე კი გასცა ათასზე მეტი რეკომენდაცია. მაღალი რისკის შემცველი
გარემოებებიდან
გამომდინარე,
შემდგომი
რეაგირებისთვის
სამართალდამცავ
ორგანოებთან გადაგზავნილ იქნა 34 ანგარიში. აგრეთვე, აღსანიშნავია სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტები, რომლებიც საერთაშორისო
დონორების მსოფლიო ბანკისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს უკავშირდება. სახელმწიფო აუდიტის
სამსახურმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიიღო და
ჩაატარა ორი საერთაშორისო აუდიტი.
54
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, წარმოდგენილ ანგარიშს თან ახლდა
მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმიდან პარლამენტის მიერ
კონკურსის წესით შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2019 წლის 31
დეკემბრის მდგომარეობით, აუდიტის სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური
ანგარიშგება შეამოწმა „დელოიტი და ტუშმა“ და გასცა უპირობო დასკვნა, რაც
მიუთითებს, სახელმწიფო
სამსახურის მიერ ფინანსური აღრიცხვისა და
აუდიტის
ანგარიშების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მაღალ სტანდარტზე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში და ამასთან დაკავშირებით საფინანსოსაბიუჯეტო
კომიტეტმა
მოამზადა
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტი, რომელიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.
30 ივნისს კომიტეტის სხდომაზე
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა
„სსიპ საპენსიო სააგენტოს 2019 წლის ანგარიში“
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, სააგენტო პარლამენტს წარუდგენს „სსიპ საპენსიო სააგენტოს წლიურ
ანგარიშს“. ანგარიში წარმოადგინა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ.
გაწეული საქმიანობის ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას 2019 წელს სააგენტოს
მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ინფორმაციას
საპენსიო
სქემაში გაწევრიანებისა და ფონდის მოცულობაზე.
კომიტეტის
მიერ
საპენსიო სააგენტოდან
დამატებით
გამოთხოვილ
იქნა
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის N 5357-Iს დადგენილებით
არჩეული, საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის
განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორი) - შპს „KPMG Georgia“-ს
მიერ IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება
55
2019
წლისთვის.
აგრეთვე,
საპენსიო
სააგენტოს
გარე
აუდიტის
2019
წლის
(დამოუკიდებელი აუდიტორი - შპს “KPMG Georgia”) მოხსენებითი ბარათი საპენსიო
სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის (მენეჯმენტის წერილი/Management Letter).
9 ივლისის
გაერთიანებულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად მოისმინა ანგარიშები „ასოცირების
შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმიდან
ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და
აუდიტთან
დაკავშირებით
ასოცირების
შეთანხმებით
გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტის 2020 წლის ასოცირების
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
შესრულების
მდგომარეობის შესახებ ანგარიშებზე „ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის
წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან,
ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
შესრულების
მიმდინარეობის
შესახებ“
მოხსენება წარმოადგინა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ფინანსთა სამინისტრომ,
სსიპ შემოსავლების სამსახურმა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურმა, ეროვნულ ბანკმა და სსიპ დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურმა. მომხსენებლების მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია
ასოცირების
ხელშეკრულებით
აღებული
ვალდებულებების
შესრულების,
აგრეთვე, განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. კომიტეტმა მხარი
დაუჭირა მოსმენილი ანგარიშების ცნობად მიღების საკითხს.
56
5.3. კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ანგარიშების
განმხილველი
მუდმივმოქმედი
აუდიტის
ჯგუფის
საქმიანობა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი
აუდიტის ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,
პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტების, კომიტეტის დებულებისა და
აუდიტის ჯგუფის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
აუდიტის ჯგუფი წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით
პარლამენტის
მიერ
საჯარო
სახსრების
მართვაზე
კონტროლის
ფუნქციის
უზრუნველსაყოფად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულ
ჯგუფს.
პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან იქმნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ანგარიშების
განმხილველი
მუდმივმოქმედი
აუდიტის
ჯგუფი.
IX
მოწვევის
პარლამენტში აუდიტის ჯგუფი შექმნილი იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2019
წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე და შედგებოდა ამავე კომიტეტის
8 წევრისაგან, ხოლო X მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების
საფუძველზე, ამავე კომიტეტის 5 წევრისგან შექმნილი აუდიტის ჯგუფი განაგრძობს
საქმიანობას ამ მიმართულებით. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცდა
აუდიტის ჯგუფის განახლებული დებულება.
პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისად,
აუდიტის
ჯგუფის
ძირითადი
საქმიანობაა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების განხილვა და შესაბამისი
57
რეკომენდაციების პროექტის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის
წარდგენა.
აუდიტის ჯგუფი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო
ორგანიზაციასთან, რომელთაგანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის
მიერ განხორციელებული პროგრამა: ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური
ანგარიშვალდებულება (EGA). აუდიტის ჯგუფი აქტიურად მუშაობს აღნიშნული
პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური
აუდიტის ანგარიშებს პარლამენტს წარმოუდგენს დაუყოვნებლივ, რაც მნიშვნელოვანია
ინფორმაციის დროულად მიღების თვალსაზრისით. ამასთანავე, წელიწადში ორჯერ
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახური
წარმოადგენს
წერილობით
ინფორმაციას
ამ
ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე, რაც აუდიტის
ჯგუფის სამუშაო პროცესისთვის ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს.
პარლამენტის
რეგლამენტის
მოთხოვნებიდან
გამომდინარე,
სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიერ 2020 წლის თებერვალსა და სექტემბერში წარმოდგენილ იქნა
წერილობითი ინფორმაცია აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტისთვის მიწოდებული
ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშებიდან,
აუდიტის ჯგუფი სხდომაზე განსახილველად არჩევს მნიშვნელოვან და აქტუალურ
ანგარიშებს.
საანგარიშო პერიოდში გამართულ სხდომებზე აუდიტის ჯგუფმა განიხილა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 21 ანგარიში, შესაბამისი 180
რეკომენდაციით. განხილული ანგარიშების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიური
პერიოდის შესაბამის მაჩვენებელს 75%-ით აღემატება, ხოლო
რეკომენდაციების
რაოდენობა - 165 %-ით. აუდიტის ჯგუფს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის
წარდგენილი აქვს შესაბამისი რეკომენდაციის პროექტები.
58
აუდიტის
ჯგუფის
მიერ
განხილულ
იქნა
როგორც
ეფექტიანობის,
ისე
შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტის ანგარიშები, კერძოდ:
1. „შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალოსარეაბილიტაციო
კლინიკური
ცენტრის“
2015-2018
წლების
საქმიანობის
შესაბამისობის აუდიტი” (54/36; 25.09.2019);
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2018 წლის 31 დეკემბრით
დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის
ანგარიში (51/36 17.09.2019);
3. საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით
დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ანგარიშგების
ფინანსური აუდიტის ანგარიში (62/36 29.11.2019);
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის 2018 წლის 31 დეკემბრით
დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის
ანგარიში (50/36 17.07.2019);
5. საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
2018
წლის კონსოლიდირებული
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში (46/36 22.08.2019);
6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
2018
წლის
31
დეკემბრით
დასრულებული
საანგარიშგებო
პერიოდის
კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიში (63/36
29.11.2019);
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული
საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების
აუდიტის ანგარიში (56/36 23.09.2019);
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის
31
დეკემბრით
დასრულებული
საანგარიშგებო
პერიოდისათვის
კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიში (43/36 13.08.2019);
59
9. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში (45/36
19.08.2019);
10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის
31
დეკემბრით
დასრულებული
საანგარიშგებო
პერიოდისთვის
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში (53/36
24.09.2019);
11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით
დასრულებული
საანგარიშგებო
პერიოდისათვის
კონსოლიდირებული
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში (41/36 2.08.2019);
12. 2020 წლისთვის ფინანსური ანგარიშგების საჯარო სექტორის ბუღალტრული
აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის რეფორმაში მიღწეული
პროგრესის ეფექტურობის აუდიტის ანგარიში (№70/36; 25.12.2019);
13. სსიპ -ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინკის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ განხორციელებული "ოჯახში
ძალადობის შემცირების პროექტის" 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31
ივლისამდე პერიოდის დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტის ანგარიში (№13/36;
25.02.2020);
14. სსიპ- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (№65/36;
12.12.2019);
15. კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის ეფექტურობის აუდიტის ანგარიში
(№8/36; 7.02.2020);
16. სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის 215-2018 წლების ეფექტიანობის
აუდიტის ანგარიში (№ 9/36; 10.02.2020);
60
17. სახელმწიფო
პენსიის
ადმინისტრირების
ინფორმაციული
სისტემა"
-
ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში ((№17/36; 29.04.2020);
18. პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის
ანგარიში (№10/36; 10.02.2020);
19. ხელშეკრულებების მართვის შესაბამისობის სისტემური აუდიტის ანგარიში
(№23/36; 8.06.2020);
20. სახელმწიფო ვალის მართვის შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის
ანგარიში (№12/36; 21.02.2020);
21. სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების შემდგომი რეაგირების
ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№21/36; 29.05.2020).
აუდიტის ჯგუფის მიერ სხდომის მოწვევა ხდებოდა პარლამენტის რეგლამენტისა
და აუდიტის ჯგუფის დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნათა სრული დაცვით. ასევე,
EGA - პროგრამის ფარგლებში აუდიტის ჯგუფი თავის საქმიანობას ახორციელებდა
საჯაროდ და გამჭირვალედ. კერძოდ, აუდიტის ჯგუფის სხდომის გამართვამდე 3 დღით
ადრე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე საჯაროდ იყო გაცხადებული მისი
გამართვის ადგილი, დრო და დღის წესრიგი. ამასთანავე, აუდიტის ჯგუფის სხდომები
გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით და საჯარო იყო დაინტერესებული პირებისათვის.
აუდიტის ჯგუფის სხდომებს, როგორც წესი, ესწრებოდნენ: აუდიტის ანგარიშების
განმხილველი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრები: გენერალური აუდიტორის მოადგილე
და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირები,
მინისტრის მოადგილეები, მაღალი თანამდებობისა და სხვა პასუხისმგებელი პირები.
გარდა აღნიშნულისა, განსახილველი აუდიტის ანგარიშებისა და აუდიტის ობიექტების
გათვალისწინებით,
მოწვეული
იყვნენ
და
სხდომებს
ესწრებოდნენ
შესაბამისი
პროფილური კომიტეტის თავმჯდომარეები და კომიტეტის წევრები, პარლამენტის სხვა
წევრები, კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
აუდიტის ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-10
პუნქტის
შესაბამისად,
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტს
ორჯერ
წარუდგინა
61
წერილობითი მოხსენება საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის განმავლობაში თავისი
საქმიანობის შესახებ.
6.
კომიტეტის სხვა საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საფინასო-საბიუჯეტო
კომიტეტმა შეიმუშავა კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახულია
ყველა ის ძირითადი საქმიანობა, რომლის განხორციელებას გეგმავს ან პარლამენტის
რეგლამენტით ევალება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. კომიტეტის საქმიანობის
გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციების
გათვალისწინებით, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განათავსა 2020
წლის საქმიანობის გეგმა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ასევე, რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის უკეთ
წარმართვის, აგრეთვე, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საკომიტეტო
განხილვის შემდეგ კომიტეტის სამოქმედო გეგმის საკითხებისა და მიმართულებების
შესაბამისად, კომიტეტის წევრებს შორის გადანაწილდა
საკითხები
და დაინიშნენ
მოთხოვნებიდან
გამომდინარე,
თემატურ მომხსენებლებად.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
საგაზაფხულო სესიის დაწყებისას პარლამენტს წარედგინა საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის წერილობითი ანგარიში.
2020
წლის
იანვარში
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა
საერთაშორისო
ორგანიზაცია GIZ-ის პროგრამის ("საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში")
ხელშეწყობით
საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკისა და
სახელმძღვანელო დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ორგანიზება გაუკეთა სამუშაო
შეხვედრას,
რომელზეც
განხილულ
იქნა
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შემუშავების,
62
შესრულებისა და შეფასების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები.
შეხვედრაში
მონაწილეობა
მიიღეს
კომიტეტის
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს,
აპარატის
სახელმწიფო
თანამშრომლებმა,
აუდიტის
სამსახურის,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის
სამინისტროს
წარმომადგენლებმა,
პარლამენტის
საბიუჯეტო
ოფისის
თანამშრომლებმა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და დაინტერესებული
პირების წარმომადგენლებმა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული
მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის ფარგლებში, პოლიტიკის და მართვის
საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) წარმომადგენელმა,
მიხეილ კუკავამ საფინანსო-
საბიუჯეტო კომიტეტის აპარატთან ერთად მოამზადა საქართველოს პარლამენტის
წევრის საბიუჯეტო გზამკვლევი.
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
რეკომენდაციით
და
პროფილურ
კომიტეტებთან კონსულტაციებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრა 3 საპილოტე პროგრამა, რომლებშიც ასახულ იქნა
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG)
მიზნობრივი
შესაბამისი ინდიკატორები და
მაჩვენებლები.
კომიტეტი
მონიტორინგს
უწევს
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა
მონაწილოება
მიიღო
ამ
პროგრამების
შესრულებას.
„საქართველოში
კანონპროექტების თანმხლები განმარტებითი ბარათის შემუშავების გზამკვლევის“,
კერძოდ,
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შესახებ
ინფორმაციის
მომზადებისათვის საჭირო ზოგადი სარეკომენდაციო მითითებების შემუშავებაში.
63
გარდა ზემოაღნიშნულისა, ქრონოლოგიურად შეიძლება გამოიყოს კომიტეტის
მიერ გაწეული საქმიანობის სხვა მიმართულებები, კერძოდ:
-
12 თებერვალი
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
თავმჯდომარე
ირაკლი
კოვზანაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა, რომლისგანაც
სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია
მოისმინა.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ადეკვატური ფულად-საკრედიტო
პოლიტიკა, მკაცრი ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა
საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია.
„2017
წლამდე,
დეპოზიტების
შესახებ
კანონის
მიღებამდე,
საქართველო
ერთადერთი ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც დეპოზიტების დაზღვევის
სააგენტო არ არსებობდა. დღეს კი უკვე 2 მილიარდ ლარს აჭარბებს დაზღვეული
დეპოზიტების მოცულობა,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტატისტიკურ მონაცემებს და წლების განმავლობაში
დეპოზიტების დაზღვევის მზარდ ტრენდს.
მთავარი აქცენტი გაკეთდა დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებზე, მათ შორის,
დეპოზიტების დაზღვევის ზღვარის გაზრდაზე. ირაკლი კოვზანაძე სააგენტოს,
ამჯერადაც პარლამენტიდან სრულ მხარდაჭერას დაპირდა.
-
13 თებერვალი
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
თავმჯდომარე ირაკლი
კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, მათ შორის,
64
უფრო
მეტად
როგორ უნდა გაძლიერდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
შესაძლებლობები საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, USAD -თან ერთობლივი მუშაობის შედეგად,
კომიტეტმა 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უკვე დაამტკიცა. „ამ
ეტაპზე, დოკუმენტიდან გამომდინარე, თანამშრომლობა გრძელდება კომიტეტის
კანონშემოქმედებით
და
საზედამხედველო
ფუნქციების
წარმატებით
განხორციელებისთვის. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ საბიუჯეტო და საფინანსო
პროცესებს ქვეყანაში, ასევე, უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტებს – ეროვნულ
ბანკს,
ფინანსთა
სამინისტროს,
სახელმწიფო
აუდიტისა
და
დაზღვევის
საზედამხედველო სამსახურებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში საჯარო ინსტიტუტების ადმინისტრაციული
და ფინანსური მართვის გაუმჯობესება, მომავალშიც კონკრეტული აქტივობების სახით
გაგრძელდება.
-
6 მაისი
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
თავმჯდომარემ
ირაკლი
კოვზანაძემ სსფ-ს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) ახლო აღმოსავლეთისა და
ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერსედეს ვერა-მარტინთან
და ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, სელიმ ჩაკერთან ონლაინ
შეხვედრა გამართა, სადაც ისაუბრეს ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვით საქართველოსთვის 400 მილიონ
დოლარზე
მეტი
რესურსი
ხდება
ხელმისაწვდომი.
აღნიშნული
საბიუჯეტო
დახმარებიდან 201.3 მლნ დოლარი დღეს გადმოირიცხა. ონლაინ შეხვედრაზე
ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფასების სტაბილურობის
საკითხებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე. საუბარი
შეეხო საფინანსო სექტორის მდგრადობის საკითხებს, მათ შორის, საბანკო სექტორში
არსებულ მდგომარეობას.
65
ირაკლი კოვზანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, სავალუტო ფონდის აქტიური ჩართულობის და
ფინანსური
მხარდაჭერის
განსაკუთრებული
მნიშვნელობა
საქართველოს
ეკონომიკისთვის.
-
3 ივნისი
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის
ცენტრის ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და
საქართველოს ეროვნულ ბანკის ჩართულობით „სინვესტიციო ფონდების შესახებ“
კანონპროექტთან დაკავშიორებით ონლაინ დიალოგი გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური
ჩართულობით, პირველ საკომიტეტო მოსმენამდე გაიმართა.
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში
საინვესტიციო ფონდების განვითარებას, შესაბამისი წესების დადგენასა და თავისუფალი
კონკურენციის
უზრუნველყოფას,
სამართლებრივი
საფუძვლების
აგრეთვე,
დადგენას.
ინვესტორთა
კანონი
ინტერესების
გავრცელდება
დაცვის
საინვესტიციო
ფონდებზე და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე ფიზიკურ თუ იურიდიულ
პირებზე,
რომლებიც
ჩართული
არიან
საინვესტიციო
ფონდის
აქტივების
ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასთან და აღრიცხვარეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის,
საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის
მხარდაჭერით შემუშავდა. ონლაინ დიალოგში საჯარო სექტორის წარმომადგენლების
გარდა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში რეგისტრირებული ყველა წამყვანი ფონდის
ხელმძღვანელებმა და სხვა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.
-
5 ივნისი
66
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
თავმჯდომარე
ირაკლი
კოვზანაძემ
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
ონლაინ დიალოგისას მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა რომ, ხელისუფლების მხრიდან
არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დასახმარებლად,
თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა მიკროსაფინანსო სექტორს კრიზისის ნეგატიური
ეფექტის გადალახვასა და დაძლევაში დაეხმაროს.
-
17 ივნისი
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
თავმჯდომარე ირაკლი
კოვზანაძე კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD)-ის
რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსეს შეხვდა. EBRD-ის ინიციატივით,
გამართულ შეხვედრაზე საფინანსო სფეროში, მათ შორის, საბანკო სექტორში არსებული
ვითარება და გამოწვევები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძემ EBRD-ის რეგიონულ
დირექტორს პანდემიის პერიოდში ქვეყნის საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში
გაწეული დახმარებების გამო მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ
საქართველოსა
და
ევროპის
რეკონსტრუქციისა
და
განვითარების
ბანკის
თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
-
19 ივნისი
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
თავმჯდომარე
ირაკლი
კოვზანაძე
საქართველოში USAID-ის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა.
შეხვედრაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტი, ასევე, საფინანსო სფეროში, მათ შორის,
საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო
ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებს.
ისაუბრეს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას უფრო
მეტად
როგორ უნდა გაძლიერდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაძლებლობები.
67
-
30 ნოემბერი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ აუდიტის
საკითხებში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან
მაურო ნაპოდაოსტან და
ფერდინანდ პოტისთან ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა.
განიხილეს კომიტეტის მიერ
მხარეებმა
2020 წელს ევროკავშირის მატრიცით განსაზღვრული
საკითხების შესრულება, მათ შორის, პარლამენტის მიერ აუდიტის ანგარიშების
განხილვის პროცესი.
68