საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების − გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით − პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის წინასწარი თანხმობის გაცემის საკითხი

წერილი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.02.2021
ავტორი
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე
ნომერი
#1-1527/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს გენერალური პროკურორის წინადადება საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე.

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 88 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 13
შენიშვნა გაერთიანებული კომიტეტების სხდომა: 1.) იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 2.) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა 2021 წლის 16 თებერვალი, 10:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი (პროექტი) საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ამირან გულუაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 2021 წლის 16 თებერვალი, 10:30 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/24; 10.02.2021) I მოსმენა (დაჩქარებული წესით); 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძის და ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/31; 10.02.2021) I მოსმენა (დაჩქარებული წესით).
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის ოქმი N13 16.02.2021 სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომის მდივანი: ნინო ძოწენიძე აპარატის თანამშრომელი სხდომას ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველა წევრი: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გივი მიქანაძე (კახი კახიშვილის უფლებამონაცვლე), მიხეილ დაუშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, ლევან იოსელიანი. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა სხდომის დღის წესრიგს. სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის განხილვა; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/24; 10.02.2021) I მოსმენა (დაჩქარებული წესით); 1 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძის და ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/31; 10.02.2021) I მოსმენა (დაჩქარებული წესით). მოისმინეს ამირან გულუაშვილი ინფორმაცია : საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე თანხმობის მიღების შესახებ შესაბამისი წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლიან და წინადადებას განიხილავენ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომლებიც წერილობით დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრის − ნიკანორ მელიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო; სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პარლამენტს იმავე დღეს აცნობა, ამასთანავე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პარლამენტს მიმართა თანხმობის მისაღებად ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე; 2019 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა N4860 – IIს დადგენილებით საქართველოს გენერალურ პროკურორს აღნიშნულთან დაკავშირებით თანხმობა მისცა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების 2 სახით შეეფარდა გირაო 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის შესაბამის ანგარიშზე შეტანის ვადად 20 (ოცი) დღე განისაზღვრა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ივლისის განჩინებით ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით ასევე გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგის ღონისძიება; აღნიშნული გირაოს თანხა 2019 წლის 15 ივლისს ნიკანორ მელიამ სრულად შეიტანა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. 2020 წლის 1 ნოემბერს ნიკანორ მელიამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯაროდ, დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური და ამით განზრახ დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები; აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, 2020 წლის 3 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ნიკანორ მელიას მიმართ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა; 2020 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარიდან 70 000 (სომოცდაათი ათასი) ლარამდე გაზარდა, ამასთანავე, მას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; ნიკანორ მელიამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განზრახ არ შეიტანა გირაოს თანხა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და ამით კვლავ მიზანმიმართულად დაარღვია მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პირობები. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. კომიტეტის სხდომაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ნიკანორ მელიას საჯარო განაცხადების მიხედვით, ის არ აპირებს გირაოს თანხის შეტანას; მის მიმართ ერთხელ უკვე იქნა გამოყენებული უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება თავდაპირველად შეფარდებულ გირაოს თანხაზე უფრო დიდი ოდენობის გირაოს თანხის შეფარდების სახით, თუმცა აღნიშნულმა ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა; ამასთანავე, სისხლის სამართლის საქმე უკვე გადაეცა სასამართლოს არსებითად განსახილველად, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გულისხმობს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა ვარაუდის საფუძველს დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების მიერ გაკეთდა შეფასებები და უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პროკურატურის მიერ წარმოდგენილ წინადადებას. 3 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 12 თებერვლის №013/1 წინადადება საქართველოს პარლამენტის წევრის − ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების − გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით − პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე მომხრე - 08 წინააღმდეგი -01 მოისმინეს ბექა დოჭვირის ინფორმაცია : მომხსენებლის ინფორმაციით: კანონპროექტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლით გათვალისწინებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას განახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფისა. კომიტეტის სხდომაზე შეკითხვები და მოსაზრებები არ გამოთქმულა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/24; 10.02.2021) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად ცნო საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად. მომხრე - 08 წინააღმდეგი - 0 მოისმინეს ლადო კახაძის ინფორმაცია : საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძის და ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით 4 წარმოდგენილი ადმინისტრაციულ შესახებ“. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის მომხსენებლის ინფორმაციით: კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ჯარიმას 20 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის. კანონპროექტში მითითებულია ასევე, რომ პირბადის ტარების ზემოხსენებულ წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძის და ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/31; 10.02.2021) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად ცნო საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად. მომხრე - 08 წინააღმდეგი - 0 კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სხდომის მდივანი ნინო ძოწენიძე 5 6