საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 12 თებერვლის N013/1 წინადადებაზე საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების − გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით − პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე (№1-1527/21; 12.02.2021) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2013/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-16
ბიუროს ნომერი 24

📜 ტექსტი

დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2013/21 16-02-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 12 თებერვლის №013/1 წინადადებაზე საქართველოს პარლამენტის წევრის − ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების − გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით − პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე (N1-1527/21; 12.02.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 16 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 12 თებერვლის №013/1 წინადადება საქართველოს პარლამენტის წევრის − ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების − გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით − პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე (N1-1527/21; 12.02.2021). კომიტეტის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე თანხმობის მიღების შესახებ შესაბამისი წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლიან და წინადადებას განიხილავენ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომლებიც წერილობით დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის წევრებმა კომიტეტის სხდომაზე დასვეს შეკითხვები იმ საკითხის დადგენის მიზნით, თუ რამდენად არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი გამოყენებული აღკვეთის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ღონისძიების − გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით − პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრის − ნიკანორ მელიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო; სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პარლამენტს იმავე დღეს აცნობა, ამასთანავე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პარლამენტს მიმართა თანხმობის მისაღებად ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე; 2019 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა N4860 – IIს დადგენილებით საქართველოს გენერალურ პროკურორს აღნიშნულთან დაკავშირებით თანხმობა მისცა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის შესაბამის ანგარიშზე შეტანის ვადად 20 (ოცი) დღე განისაზღვრა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ივლისის განჩინებით ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით ასევე გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგის ღონისძიება; აღნიშნული გირაოს თანხა 2019 წლის 15 ივლისს ნიკანორ მელიამ სრულად შეიტანა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. 2020 წლის 1 ნოემბერს ნიკანორ მელიამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯაროდ, დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური და ამით განზრახ დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები; აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, 2020 წლის 3 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ნიკანორ მელიას მიმართ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა; 2020 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარიდან 70 000 (სომოცდაათი ათასი) ლარამდე გაზარდა, ამასთანავე, მას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; ნიკანორ მელიამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განზრახ არ შეიტანა გირაოს თანხა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და ამით კვლავ მიზანმიმართულად დაარღვია მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პირობები. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. კომიტეტის სხდომაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ნიკანორ მელიას საჯარო განაცხადების მიხედვით, ის არ აპირებს გირაოს თანხის შეტანას; მის მიმართ ერთხელ უკვე იქნა გამოყენებული უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება თავდაპირველად შეფარდებულ გირაოს თანხაზე უფრო დიდი ოდენობის გირაოს თანხის შეფარდების სახით, თუმცა აღნიშნულმა ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა; ამასთანავე, სისხლის სამართლის საქმე უკვე გადაეცა სასამართლოს არსებითად განსახილველად, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გულისხმობს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა ვარაუდის საფუძველს დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტს მიაჩნია, რომ არსებობს საფუძველი, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის წევრის − ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების − გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით − პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 12 თებერვლის №013/1 წინადადება საქართველოს პარლამენტის წევრის − ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების − გირაოს უფრო მკაცრი სასამართლოსათვის აღკვეთის ღონისძიებით შუამდგომლობით − მიმართვასთან პატიმრობით შეცვლის დაკავშირებით შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე (N1-1527/21; 12.02.2021) საფუძვლიანია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი