საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2021-12-29
შენიშვნები 29/12/2021 ცნობად იქნა მიღბული
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-2019/21
16-02-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
წარმოგიდგენთ საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2020 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 28 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის
2020 წლის საქმიანობის ანგარიში
სარჩევი
1. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ.................................................................... 3
1.1. კომიტეტის წევრები ....................................................................................... 3
1.2. კომიტეტის მიზანი ......................................................................................... 4
2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის მოკლე აღწერა ........................ 5
3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა............................................................................. 7
3.1. ინიცირებული კანონპროექტები ......................................................................... 7
3.2. განხილული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზედაც კომიტეტი
წამყვანი იყო ..................................................................................................... 7
3.3. განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები .................................................... 11
3.4. საკანონმდებლო წინადადებები ....................................................................... 13
3.5. თანამდებობის პირთა არჩევა .......................................................................... 15
4. საზედამხედველო საქმიანობა ............................................................................... 15
4.1.ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების მოსმენა ....... 15
4.2. კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხვედველობა ......... 18
4.3.სამუშაო შეხვედრები კომიტეტის საკოორდინაციო სფეროებში შემავალ საკითხებზე ....... 19
5. საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა .................................... 20
5.1. კომიტეტი სოციალურ ქსელში და საზოგადოებასთან კომუნიკაცია ............................ 20
5.3. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა .............................................. 20
6. მიღებული წერილები და განცხადებები ................................................................... 21
7. საერთაშორისო თანამშრომლობა ............................................................................ 21
8. X მოწვევის პარლამენტში კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა ......................... 23
2
1. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
1.1. კომიტეტის წევრები
2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენლობაში იყვნენ:
კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ბექა ლილუაშვილი;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გოჩა ენუქიძე;
კომიტეტის წევრი - ელგუჯა გოცირიძე;
კომიტეტის წევრი - ალექსანდრე დალაქიშვილი;
კომიტეტის წევრი - მარიამ ლაშხი;
კომიტეტის წევრი - მარიამ ქვრივიშვილი;
კომიტეტის წევრი - ვასილ ჩიგოგიძე;
კომიტეტის წევრი - ბეჟან წაქაძე;
კომიტეტის წევრი - ნინო წილოსანი.
3
1.2. კომიტეტის მიზანი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავისი კომპეტენციის
ფარგლებში მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკური, მათ შორის დარგობრივი ეკონომიკური
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში. კომიტეტის საქმიანობა მოიცავს ყველა იმ
სფეროს, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას ან პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ
პოლიტიკაზე.
კომიტეტი მე-9 მოწვევის პარლამენტის ფარგლებში საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის
შესრულებისას გამოყოფდა საქმიანობის შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა და თავისუფალი კონკურენციის
უზრუნველყოფა;
ინკლუზიური
ეკონომიკური
ზრდისაკენ
მიმართული
ეკონომიკური
პოლიტიკის
შემუშავება/გატარება;
მეწარმეობისათვის და ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა;
საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ექსპორტის დივერსიფიცირება;
ინვესტორთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის სტიმულირება;
ინდუსტრიული განვითარება;
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ
შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების
წამატებული იმპლემენტაცია;
სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის სატრანზიტო
პოტენციალის ათვისება;
ტურიზმის განვითარება და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება.
ენერგეტიკულ
უსაფრთხოებასა
ენერგეტიკული
პოლიტიკა,
და
დამოუკიდებლობისაკენ
განახლებადი
ენერგიის
მიმართული
გამოყენების
ქვეყნის
სტიმულირება
ენერგოდამზოგველი და ენერგოეფექტური პოლიტიკა;
სივრცითი მოწყობა;
მომხმარებელთა უფლებების დაცვა და პროდუქტის უსაფრთხოება;
სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის
ეფექტიანობის გაზრდა;
სახელმწიფო ქონების ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტიანობის გაზრდა. მიწის რეფორმა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა;
4
2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის
მოკლე აღწერა
2020 წლის განმავლობაში, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში, კომიტეტი
აქტიურად მონაწილეობდა კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაში.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 388 კანონის პროექტი (გამომდინარე კანონპროექტების
ჩათვლით), რომელთაგან 63 კანონპროექტზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 325 კანონპროექტზე
კომიტეტის დასკვნა სავალდებულო იყო.
კომიტეტმა
შეისწავლა
საქართველოს
პარლამენტში
რატიფიცირებისათვის
შემოსული
28
საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის 3 საერთაშორისო ხელშეკრულებაზე კომიტეტი იყო
წამყვანი. კომიტეტმა ასევე, განიხილა 4 საკანონმდებლო წინადადება და ერთი პეტიცია.
აღნიშნულ პერიოდში გაიმართა 39 კომიტეტის სხდომა.
კომიტეტის საქმიანობა შეეხო შემდეგ სფეროებსა და საკითხებს: ენერგეტიკა, კონკურენცია,
ელექტრონული
კომუნიკაციები,
ვაჭრობა,
სახელმწიფო
შესყიდვები,
სივრცითი
მოწყობა,
პროდუქტის უსაფრთხოება, სატრანსპორტო პოლიტიკა, სახელმწიფო ქონება, ბიზნესის ხელშეწყობა
და სხვა.
საკონტროლო საქმიანობის მიმართულებით კომიტეტმა გამართა არაერთი საკომიტეტო მოსმენა, მათ
შორის აღსანიშნავია, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მიმდინარეობის შესახებ
და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შესახებ საკომიტეტო მოსმენები.
კომიტეტმა განიხილა საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების ანგარიშები და ქვეყანაში
არსებული პრობლემური საკითხების მდგომარეობა, მათ შორის აღსანიშნავია, საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის
ანგარიში,
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
სექტორში
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში, სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
2019 წლის საქმიანობის ანგარიში, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2019 წლის ანგარიში და სხვა.
წარმოდგენილ
ანგარიშებთან
დაკავშირებით
კომიტეტმა
აღმასრულებელი
ხელისუფლების
სათანადო უწყებებისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიმართ გასცა შესაბამისი
რეკომენდაციები.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და ასევე, საქართველოს
კანონის პროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
წევრის არჩევის საკითხი და საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის - გიორგი გახარიას
მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს
მთავრობის შემადგენლობა.
5
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. გაიმართა
რამდენიმე შეხვედრა პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან დაკავშირებით. ასევე,
კომიტეტი ინტენსიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე კომიტეტში შემოვიდა 209 ორგანიზაციის წერილი
და მოქალაქის განცხადება, რომლებზედაც კომიტეტმა დროული რეაგირება უზრუნველყო.
სტატისტიკურიმონაცემებისაანგარიშოპერიოდშიგანხილულიდოკუმენტებისშესახებ
2020 წლის კომიტეტის საქმიანობა
5
2 11
კანონის პროექტი (წამყვანი) ‐ 63 (25
საკანონმდებლო ინიციატივა)
4
25
კანონის პროექტი (სავალდებულო) ‐
325 (28 საკანონმდებლო ინიციატივა)
საერთაშორისო ხელშეკრულება ‐ 28
საკანონმდებლო წინადადება ‐ 4
ანგარიში ‐5
28
თანამდებობის პირების დანიშვნაზე
თანხმობა ‐2
დადგენილების პროექტი ‐1
28
პეტიცია ‐ 1
6
3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების,
პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ასევე, მონაწილეობს
პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან სხვა აქტების პროექტების განხილვადამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და სხვა.
3.1. ინიცირებული კანონპროექტები
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და გამომდინარე კანონპროექტები (№07-3/496; 23.09.2020)
საანგარიშო პერიოდში, IX მოწვევის პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას
მიერ ინიცირებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
გამომდინარე კანონპროექტები (№07-3/496; 23.09.2020).
პანდემიიდან
გამომდინარე
შექმნილი
ეკონომიკური
მდგომარეობის
გათვალისწინებით,
საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკურენციის
ეროვნულ სააგენტოში საბჭოს შექმნის გადავადებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ინიცირებულ
იქნა კანონპროექტი და შესაბამისი მუხლების ამოქმედების ვადად მიეთითა 2023 წლის პირველი
იანვარი.
3.2. განხილული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზედაც
კომიტეტი წამყვანი იყო
საქართველოს კანონის პროექტი: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონის პროექტები (07-3/373; 19.06.2019)
საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც აქცენტს აკეთებს ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიანი,
ყოვლისმომცველი და ეფექტიანი კონკურენციის კანონმდებლობის არსებობაზე.
საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურებოდა მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი
ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას, კერძოდ:
კანონდარღვევის შესწავლის პროცესში კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების
მექანიზმების სრულყოფას - ინფორმაციის მოწოდების, მოკვლევის ვადების, მხარეთა
უფლებების დაცვის ნორმების გაუმჯობესებას;
7
კონკურენციის
ეროვნული
სააგენტოსა
და
ეკონომიკის
რეგულირებადი
სფეროს
მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციის გამიჯვნასა და თანამშრომლობის ეფექტურობის
გაუმჯობესებას;
კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების გაუმჯობესებას;
სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და ადგილობრივი
ხელისუფლების
ორგანოს
მიერ
განხორციელებული
ადმინისტრაციული
წარმოების
პროცედურული საკითხების და ვადების სრულყოფას;
არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რეგულირების ეფექტურობის გაუმჯობესებას;
სააგენტოს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის ამაღლების მიზნით, გადაწყვეტილების
მიმღები კოლექტიური ორგანოს შექმნას და საქმის შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების
პროცესების ურთიერთგამიჯვნას.
კანონპროექტზე მუშაობისას კომიტეტმა გამართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომლებშიც
მონაწილეობდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და სამეცნიერო
საზოგადოების წევრები.
კანონპროექტი მიღებულ იქნა 2020 წლის 16 სექტემბერს.
საქართველოს კანონის პროექტები „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების
შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/369; 02.07.2019)
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, მიერთების ოქმით აღებული ვალდებულების
თანახმად, საქართველო ვერ გამოიყენებს ვაჭრობაში დამცავ ზომებს, მათ შორის ანტიდემპინგურ
ღონისძიებებს, მანამ სანამ ქვეყანაში არ იქნება ვმო-ს მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული
საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა. შესაბამისად მიზანშეწონილია ქვეყანაში ვმო-ს პრინციპებისა
და
ნორმების
შესაბამისი,
ანტიდემპინგური
ღონისძიებების
შემოღებისთვის
აუცილებელი
საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის არსებობა.
კანონის
პროექტის
უმთავრეს
მიზანს
ადგილობრივი
ინდუსტრიის
ანტიდემპინგური
იმპორტისას,
სპეციალური
ანტიდემპინგური
იმპორტისგან დაცვა წარმოადგენდა.
კანონის
პროექტის
თანახმად,
დემპინგური
ღონისძიების შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა, რომელსაც განახორცილებს - კონკურენციის
სააგენტო. დემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს
მთავრობა. რეგულირდება დემპინგის დადგენისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება.
დგინდება დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენებას შორის
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ასევე წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების საფუძვლები.
განისაზღვრება შესწავლის დაწყების საფუძვლები და წარმოების ძირითად პრინციპები, ასევე
დგინდება მინიმალურ დემპინგურ ზღვარი. საქართველოს მთავრობას მიეცა 6 თვიანი პერიოდი,
8
იმისთვის რომ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება:
„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების
პროცედურებისა და წესის შესახებ:;
,,ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის
მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ“
,,წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის
ადმინისტრირების წესის შესახებ“.
კანონპროექტი მიღებულ იქნა 2020 წლის 13 ივლისს.
წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი შემუშავებულ იქნა ევროკავშირის N 1370/2007 რეგულაციის
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/292; 13.12.2018)
საქართველოს კანონმდებლობაში
იმპლემენტაციის მიზნით და ეხებოდა საზოგადოებრივი
მომსახურების ხელშეკრულების მეშვეობით, მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის სახელმწიფო
რეგულირებას.
კანონპროექტით განისაზღვრა სარკინიგზო ტრანსპორტით საზოგადოებრივი მომსახურების წესები
და პირობები, რაც გულისხმობს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილების
დადგენას, კომპეტენტურ ორგანოსა და სარკინიგზო სამგზავრო ოპერატორს შორის ხელშეკრულების
გაფორმების წესსა და პირობებს, რომელთა საფუძველზეც სარკინიგზო ოპერატორს ეკისრება
საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება და რის სანაცვლოდაც იგი მიიღებს კომპენსაციას
კომპეტენტური ორგანოსგან. პროექტი ასევე
განსაზღვრავს
საზოგადოებრივი მომსახურების
უზრუნველყოფის მიზნით სარკინიგზო ოპერატორის შერჩევის პროცესს და მეთოდებს, სარკინიგზო
ოპერატორთან
გასაფორმებელი
საზოგადოებრივი
ხელშეკრულების
მომსახურების
შინაარსს.
ხელშეკრულების
ასევე
გაფორმებისა
პროექტმა უზრუნველყო
და
საზოგადოებრივი
მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების საკანონმდებლო საფუძველი.
კანონპროექტის განხილვისას აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, 2022 წლამდე
საქართველო
ვალდებულია
მიმართულებით
ერთ-ერთ
განახორციელოს
მნიშვნელოვან
რკინიგზის
საკითხს,
სექტორის
სარკინიგზო
რეფორმირება.
ამ
ინფრასტრუქტურისა
და
მომსახურების ბაზრის გახსნა წარმოადგენს. აღნიშნული რეგულირდება 2012/34// EU - ერთიანი
ევროპული სარკინიგზო სივრცის შესახებ დირექტივით. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად
(იმპლემენტაციის ვადა 2022 წელი), ის მუხლები (10-15 მუხლები) რომელიც განსაზღვრავს
სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაზე დაშვების პრინციპებს, (ბაზრის გახსნა) არ არის
სავალდებულო საქართველოსათვის. მიუხედავად ამისა, 2020 წელს მიღებული ცვლილებებით,
საზოგადოებრივი სარკინიგზო მომსახურების პრინციპებში ბაზრის გახსნის ინსტრუმენტი იქნა
გათვალისწინებული.
9
კანონპროექტის
განხილვის
პროცესში,
კომიტეტმა
მიზანშეწონილად
მიიჩნია,
საკითხის
სიღრმისეული შესწავლა და მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს
ხედვა
ქვეყნის
სატრანსპორტო
პოლიტიკის
ძირითად
მიმართულებებთან
დაკავშირებით.
შესაბამისად, კომიტეტის პოზიციით გამოიკვეთა ინფრასტრუქტურისა და სატვირთო გადაზიდვების
მიმართულებით ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული გამოწვევების სიღრმისეული შესწავლისა და
2022 წლამდე მისაღები რეფორმების შემუშავების პროცესში ჩართულობის ზრდის საჭიროება.
კანონპროექტი მიღებულ იქნა 2020 წლის 23 ივნისს.
სააქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (N07-2/8; 18.12.2020)
კანონის პროექტი ითვალისწინებდა კანონით დადგენილი ვადის 6 თვით გახანგრძლივებას, შემდეგი
ვალდებულებების შესრულებისთვის:
ელექტროენერგიის
გადამცემი
და
გამანაწილებელი
სისტემის
ოპერატორებისათვის
განცალკევების დადგენილი მოთხოვნა;
უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და
საჯარო მომსახურების საწარმოების ავტორიზაცია.
კანონპროექტი მიღებულ იქნა 2021 წლის 5 იანვარს.
საქართველოს კანონების პროექტები: „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/425; 27.11.2019)
კანონპროექტების შემუშავება განპირობებული იყო ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი
მხარეებისათვის ადაპტირებული ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბერის
2012/27/EU „ენერგოეფექტურობის შესახებ“ ევრო დირექტივის იმპლემენტაციით.
ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის პროექტი მიზნად ისახავდა:
ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდი მოთხოვნის დარეგულირებას;
ენერგიაზე მოთხოვნის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მართვის პრაქტიკის
დანერგვას;
ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც შესაბამისად გავლენას
იქონიებს ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდაზე;
გარე ეკოლოგიური მდგომარეობისა და ასევე შენობების შიდა კლიმატური პირობების
გაუმჯობესებას.
კანონპროექტის
მიღების
განხორციელებისათვის
შედეგად
საჭირო
განისაზღვრა
ღონისძიებების
ენერგოეფექტურობის
დანერგვისათვის
ხელშეწყობისა
ზოგადი
და
სამართლებრივი
10
საფუძვლები; საბოლოო მომხმარებლისათვის დადგენილი პოტენციური ყველა ღონისძიების
გატარების
შემთხვევაში
მომხმარებლებისათვის
ზოგადი
შეფასებით
ენერგო-გადასახადები
ყოველწლიურად
სავარაუდოდ
147
ქვეყანაში
მლნ.
შემცირდება
ევროთი
2021-2022
წლებისათვის, ხოლო 553 მლნ. ევროთი 2030 წლამდე (2021-2020 წლებისათვის ენერგო-მოხმარების
შემცირების პოტენციალი იქნება დაახლოებით 10%-იანი, 2030 წლისათვის კი 15%-იანი);
გარემოსდაცვითი კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მოსალოდნელია 2,1
მილიონი ტონა CO2-ის შემცირება 2021 წლისათვის და 4,7 მილიონი ტონა CO2-ის შემცირება 2030
წლისათვის.
კანონპროექტი მიღებულ იქნა 2020 წლის 21 მაისს.
კანონის პროექტის მიღებით მოხდა ხელის შეწყობა კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის
საქართველოს კანონის პროექტი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/401; 08.10.2019)
მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულ პირებისთვის მიიღონ ლიცენზია უფრო მოკლე
ვადაში, ვიდრე ეს მოქმედი კანონმდებლობით იყო განსაზღვრული.
კანონის
პროექტი
აუქციონის
გამოცხადების
15
დღიან
რეჟიმს
ითვალისწინებდა
ისეთი
რესურსებისთვის, რომელთა ინდუსტრიული ღირებულება შედარებით დაბალია. კერძოდ,
განისაზღვრა კონკრეტული მოცულობა - 500 000 (ხუთასი ათასი) კუბური მეტრის ოდენობით,
რომლის ფარგლებშიც უნდა მოქცეულიყო აუქციონზე გატანილი ობიექტის მოსაპოვებელი რესურსი.
თუ ოდენობა აჭარბებდა აღნიშნულ ზღვრულ მოცულობას, ობიექტი ექცევა ჩვეულებრივ რეჟიმში და
აუქციონის გამოცხადება ხდება არაუგვიანეს ერთი თვით ადრე.
კანონპროექტით წარმოდგენილი იყო პირდაპირი ჩამონათვალი იმ რესურსების სახეობების,
რომელთა შემთხვევაშიც მითითებულია ზღვრული მოცულობა, კერძოდ:
საწვავი და ენერგორესურსები (გარდა ნავთობისა და გაზისა);
სამთო-ქიმიური ნედლეული;
არამადნეული ნედლეული;
საშენი მასალები.
მიწისქვეშა მტკნარი წყალი, როცა პირდაპირ არის განსაზღვრული მისი მოპოვება სამეწარმეო
დანიშნულებით.
კანონპროექტი მიღებულ იქნა 2020 წლის 17 მარტს.
3.3. განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები
11
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ემსახურება:
СOVID-19-ზე საგანგებო რეაგირების მხარდაჭერას - 3 ხელშეკრულება;
ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერა- 6 ხელშეკრულება;
ინფრასტრუქტურის განვითარებას - 6 ხელშეკრულება;
მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება - 1 ხელშეკრულება;
ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარებას - 1 ხელშეკრულება;
ურბანული მომსახურების გაუმჯობესებას - 1 ხელშეკრულება;
კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას - 2 ხელშეკრულება;
წყალმომარაგებისა
და
წყალარინების
სისტემის
მომსახურების
გაუმჯობესებას
-1
ხელშეკრულება;
პროექტს Log-In Georgia – 1 ხელშეკრულება;
ცვლილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში - 1 ხელშეკრულება.
12
3.4. საკანონმდებლო წინადადებები
საანგარიშო
პერიოდში,
კომიტეტმა
განიხილა
შემდეგი
მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო
წინადადებები:
მოქალაქე იური ჭულუხაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-26439/19; 31.12.2019)
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორის
მოსაზრებით
„პროდუქტის
უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონში 2019 წლის 29 მაისს შესული
ცვლილებების თანახმად მომეტებული საფრთხის შემცველი რამდენიმე სახის ობიექტი აღმოჩნდა
საზედამხედველო ობიექტების ნუსხის მიღმა (აირგასამართი სადგური, აირსავსები სადგური).
აქედან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორს მიაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილებები
უნდა შევიდეს მოქმედ კანონის მე-18 მუხლში.
კომიტეტი არ გაიზიარა საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრება, ვინაიდან „პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის
შენიშვნა 2019 წლის 19 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით ახლებურად ჩამოყალიბდა და იგი
არსებითად იმეორებს წინადადების ავტორის მიერ შემოთავაზებულ ნორმას, რის გამოც
მიზანშეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება.
ზემოთ ხსენებულ საკითხზე შესაბამისი დასკვნა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
მოქალაქე შოთა შალელაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით(N1-24853/19; 12.12.2019)
საკანონმდებლო
წინადადება
მიზნად
ისახავდა
კონკურენციის
სფეროში
საქართველოს
კანონმდებლობის დახვეწას, მათ შორის, მის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან
საქართველოსა
და
ევროკავშირს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებით
ნაკისრი
ვალდებულებების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტში
ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო პაკეტი - „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონების პროექტები, რომელიც
შემუშავებული
იყო
ევროპელი
ექსპერტების
რეკომენდაციებით
და
ასევე
ემსახურებოდა
საკანონმდებლო წინადადებით დასახულ მიზნებს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული
საკანონმდებლო პაკეტი გარკვეულწილად მოიცავდა საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ
საკითხებს, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო.
13
ა(ა)იპ „ოდისეი დიმიტრიადის სახელობის ბერძნულ-პონტოური კვლევის კავშირი
საქართველოში“-ს (დიმიტრი ჩიტლოვი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-21964/19; 22.11.2019)
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის
13 პუნქტის რეგულირება არ უნდა გავრცელდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ
პირებზე.
ავტორის
(არაკომერციული)
არაკეთილსინდისიერ
მოსაზრებით,
ზემოაღნიშნული
იურიდიულ
პირებზე
ხელმძღვანელებს,
ნორმის
შესაძლებლობას
არ
შეასრულონ
გავრცელება
არასამეწარმეო
აძლევს
ორგანიზაციების
ორგანიზაციის
წესდებით
გათვალისწინებული მოთხოვნები.
საკანონმდებლო
წინადადების
საკომიტეტო
განხილვისას
გამოითქვა
შემდეგი
მოსაზრება:
საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უწყვეტად ფუნქციონირება, რაც პირველ
რიგში, თავად იურიდიული პირის ინტერესებისთვის იქნება საზიანო. მარეგისტრირებელ ორგანოს
გაუჩნდება
ვალდებულება
ყოველ
კონკრეტულ
შემთხვევაში
გამოიკვლიოს
თითოეული
რეგისტრირებული ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების)
უფლებამოსილების ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი დროულად ვერ განაახლებს
უფლებამოსილი პირის მონაცემებს, დაადგინოს რეგისტრირებული სუბიექტის ხარვეზი. შედეგად,
ხარვეზის გამოსწორებამდე შეჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა.
ამასთან, აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას მარეგისტრირებელი ორგანოსთვის.
ასევე, არ იქნა გაზიარებული საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრება არასამეწარმეო
იურიდიული პირის საწესდებო თავისუფლების გაზრდის თაობაზე.
ამასთან აღინიშნა, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხი დამატებითი
მსჯელობის საგანი გახდება სამეწარმეო კანონმდებლობის დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში.
შესაბამისად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო.
14
3.5. თანამდებობის პირთა არჩევა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე
ასარჩევად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სერგო შავგულიძის,
ვახტანგ აბაშიძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურების თაობაზე (№07-1/34; 11.03.2020)
კომიტეტმა, 2020 წლის 15 მაისის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
205-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრის შედეგად (მომხრე- 9), რეკომენდაცია
გაუწია ვახტანგ აბაშიძის კანდიდატურის არჩევას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის წევრად.
4. საზედამხედველო საქმიანობა
4.1.ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების მოსმენა
ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქსტატში განხორციელებული ცვლილებები და დანერგილი
სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში
(N1-6002/20; 29.04.2020)
სიახლეები იყო: მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და ხარისხის აუდიტი; სტატისტიკის არეალის
გაფართოება; სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესება; ახალი პროდუქტების შექმნა და ახალი
სერვისების
ამოქმედება.
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი
ცვლილება
ეხებოდა
ეროვნული
ანგარიშების წარმოებაში საერთაშორისო მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვას.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებით გამოიკვეთა მოსაზრება, რომ საქართველოს
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
სპეციფიკის
გაუთვალისწინებლობა
და
მხოლოდ
„უმუშევრის“ საერთაშორისო განმარტების შესაბამის დათვლის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული
სტატისტიკური კვლევები შეუძლებელს გახდიდა სწორად გავიგოთ რა მოცემულობასთან გვაქვს
საქმე. კომიტეტის წევრების აზრით, მხოლოდ ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა, სადაც არ იქნება
გათვალისწინებული ქვეყნის მდგომარეობა და საჭიროებები, სტატისტიკას ეფექტიანს არ გახდის.
ამასთანავე, სტატისტიკური მონაცემების არასანდოობასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე
გამოითქვა მოსაზრებები საარსებო მინიმუმის, ინფლაციის და მინიმალური ხელფასის თაობაზე.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მომავალი წლის ანგარიშში აისახოს სრული ინფორმაცია
ეროვნული ანგარიშების 2008 წლის სისტემაზე გადასვლის მიმდინარეობის, შედეგებისა და
სტატისტიკური
ინფორმაციის
სანდოობის
გაუმჯობესებისათვის
განხორციელებულ
ღონისძიებებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის
15
განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ
ანგარიშგებებზე (N1-6997/20; 01.06.2020)
კომიტეტმა,
2020 წლის 29 ივნისის სხდომაზე, განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში.
კომიტეტის წევრების მიერ ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე,
მათ შორის მზარდ მოთხოვნაზე და იმპორტის ზრდაზე. აგრეთვე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე,
როგორებიცაა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, ბაზრის განხსნის
გავლენა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა
და სხვა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის
განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კომიტეტმა, 2020 წლის 6 ივლისის სხდომაზე, განიხილა და დადებითად შეაფასა საქართველოს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან
დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2019 წლის
ანგარიში (№1-7954/20; 17.06.2020)
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში და სექტორების მიხედვით გასცა
რეკომენდაციები
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობაზე
ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების სექტორებში.
ანგარიშის ტექსტის იმ ნაწილში, რომელიც ეხება ჰიბრიდულ ტარიფებს საოჯახო ტიპის
სასტუმროების შემთხვევაში, ნახსენებია, რომ ვინაიდან საოჯახო ტიპის სასტუმროს განმარტება
საქართველოს
მოქმედ
კანონმდებლობაში
არ
არსებობს,
წყალმომარაგების
კომპანიების
თანამშრომლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში - ითვლება თუ
არა ფიზიკური პირი საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელად. კერძოდ, „წყალმომარაგების
კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ, მრავალმხრივად განმარტონ ნორმა
და გაავრცელონ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე“, შესაბამისად ტარიფებიც აქედან გამომდინარე
დაუწესდებათ. კომიტეტის მოსაზრებით, კანონმდებლობა საჭიროებს გამართვას და თვლის, რომ
აუცილებელია გაკეთდეს დოკუმენტური (წერილობითი) ანალიზი, თუ როგორ ვითარდება
აღნიშნული საქმიანობა პრაქტიკაში.
ანგარიშის
განხილვისას
კომიტეტის
მიერ
არაერთხელ
დაფიქსირდა
მზაობა
სექტორული
მიმართულებით სამუშაო შეხვედრებთან დაკავშირებით, რათა განხორციელდეს პარლამენტის
დამატებითი ჩართულობა სისტემაში ჯერ კიდევ არსებული სირთულეების აღმოფხვრის კუთხით და
პრობლემების მოგვარებაში მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით.
16
სსიპ -საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში (№1-6050/20; 01.05.2020)
კომიტეტმა, 2020 წლის 1 ივნისის სხდომაზე, განიხილა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019
წლის ანგარიში და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2019
წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
დადებითი ტენდენციების მიუხედავად, კომიტეტზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე,
რომლებიც საჭიროებს მეტ დაზუსტებას და კონკრეტულ პასუხებს, კერძოდ:
საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურ გადაიარაღებასთან დაკავშირებული საკითხები;
სტარტაპების დაფინანსების სქემის ამოქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ბოლოს
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე.
17
4.2. კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხვედველობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად საანგარიშო პერიოდში
კომიტეტმა განახორციელა მის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში მნიშვნელოვან
საკანონმდებლო
აქტებით
გათვალისწინებული
გარდამავალი
დებულებების
შესრულების
ზედამხედველობა, კერძოდ:
საქართველოს კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების
წახალისების შესახებ“ (N5652-რს, 20.12.2019);
საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ (N5646-რს; 20.12.2019);
საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (N5696-რს, 20.12.2019);
საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N5693-რს, 20.12.2019);
საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსი (N3213-რს, 20.07.2018);
საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (N5706-IIს, 5.02.2020);
საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე (N6077-IIს, 10.06.2020);
საქართველოს
კანონი
„საავტომობილო
ტრანსპორტის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების (N6290-IIს, 12.06.2020);
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე (N6896-რს, 15.07.2020);
საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1818-რს,
22.12.2017);
საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (N6788-რს, 14.07.2020);
საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N6355
11ს, 23.06.2020);
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე (N6730-რს, 2.07.2020);
საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე (N5648-რს, 20.12.2019).
18
საანგარიშო პერიოდში ზედამხედველობა გაეწია 14 საქართველოს კანონით განსაზღვრულ 30
დავალებას. მათგან უმეტესობა კანონებით დადგენილ ვადაში შესრულებულია (მიღებულია:
საქართველოს მთავრობის დადგენილებები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის დადგენილებები, გამოცემულია: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის ბრძანებები).
ზემოთ ხსენებული კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების კანონით
დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად კომიტეტი სისტემატურად უგზავნიდა
წერილებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მარეგულირებელ კომისიას.
კომიტეტი დავალებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით სისტემატურად აწვდიდა
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
4.3.სამუშაო შეხვედრები კომიტეტის საკოორდინაციო სფეროებში შემავალ საკითხებზე
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი კრეატიული ინდუსტრიების განვითარების
გამოწვევებზე
2020 წლის, 15 ივლისს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატში, საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა შეხვედრა
საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების სფეროში არსებული მეკობრეობის პრობლემისა და მისი
გადაჭრის გზების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პოლიტიკის დოკუმენტი: „კრეატიული
ინდუსტრიების განვითარების გამოწვევები საქართველოში.
შეხვედრა
გაიმართა
კანონმდებლების,
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების,
სასამართლოს, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის განმსაზღვრელი და მაუწყებლობისა
და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლების,
დარგის ექსპერტების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა
აქტიური ჩართულობით.
19
5. საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა
5.1. კომიტეტი სოციალურ ქსელში და საზოგადოებასთან კომუნიკაცია
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ოპერატიულად უზრუნველყოფდა კომიტეტში მიმდინარე
მოვლენების
შესახებ
საზოგადოების
ინფორმირებას,
ინფორმაციის
გაშუქების
მიზნით
თანამშრომლობდა მასმედიის წარმომადგენლებთან, ხელს უწყობდა საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის
დროულად
განთავსებას.
ამ
მიმართულებით
აღსანიშნავია,
რომ
კომიტეტის
ვებგვერდზე
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად განთავსდა ახალი დოკუმენტები (კომიტეტის სამოქმედო
გეგმა, კომიტეტის საქმიანობის ანგარიშები, კომიტეტის აპარატის მიერ მომზადებული პერიოდული
ეკონომიკური მიმოხილვა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და კომიტეტის აპარატის
მიერ მომზადებული დეპუტატის საინფორმაციო ბარათები, კომიტეტის მიერ ჩატარებული
თემატური მოკვლევის დოკუმენტები).
კომიტეტი აქტიურად იყენებს სოციალური მედიის საშუალებებს, რის საფუძველზეც კომიტეტისა და
კომიტეტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდებზე რეგულარულად თავსდება ინფორმაცია მათი
საქმიანობის შესახებ. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ორივე გვერდის მნახველთა რაოდენობა
საგრძნობლად
გაიზარდა.
ამ
გვერდებზე
განთავსებული
ინფორმაციის
დიდ
ნაწილს
მედიასაშუალებები აქტიურად იყენებენ, როგორც ოფიციალურ წყაროს.
5.3. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან,
გაიმართა არა ერთი ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის „ასოცირების
ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ პროექტის, ევროკავშირის პროექტის "საქართველოს
კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“, გაეროს განვითარების
შეერთებული
შტატების
პროგრამის
(UNDP),
ამერიკის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტების
„დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის”(GGI) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC)
მხარდაჭერით.
კომიტეტი, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესში, საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
თანამრშომლობით,
უზრუნველყოფდა
დაინტერესებული
მხარეების
ჩართულობას.
20
6. მიღებული წერილები და განცხადებები
საანგარიშო პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,
კომიტეტში სულ შემოვიდა 209 წერილი და განცხადება, მათ შორის, სხვადასხვა უწყებებიდან და
ორგანიზაციებიდან შემოსულია 140 წერილი და მოქალაქეებისგან მიღებულია 69 განცხადება.
აღნიშნული კორესპონდენცია შეეხებოდა, როგორც არსებულ კანონპროექტებში ცვლილებების
შეტანას და შენიშვნების გათვალისწინებას (49 განცხადება), ისე სხვადასხვა პრობლემურ საკითხს,
მაგალითად, ეკონომიკისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის საკითხებს (21
განცხადება), პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებულ პრობლემებს (10 განცხადება),
მშენებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების საკითხებს (13 განცხადება), კომუნიკაციების სფეროს
(11 განცხადება), გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულებას (11
განცხადება), ქონების მართვას (7 განცხადება), მსჯავრდებულებისა და მოქალაქეების საჩივრებს 29
განცხადება), პირად პრობლემებს (19 განცხადება) და სხვა. შემოსული წერილები და განცხადებები
შესაბამის
უწყებებს
გადაეგზავნა,
ხოლო
მათ
ავტორებთან
გაიმართა
შეხვედრები
და
კონსულტაციები.
7. საერთაშორისო თანამშრომლობა
2020 წლის
1 ივნისი - კომიტეტის თავმჯდომარის ონლაინ შეხვედრა საქართველოში
ევროკავშირის ელჩთან
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პოსტ კრიზისულ პერიოდში ევროკავშირთან ეკონომიკურ სფეროში
თანამშრომლობის
პერსპექტიულ
მიმართულებებზე.
განსაკუთრებული
აქცენტი
გაკეთდა
ევროკავშირის დახმარების იმ სეგმენტზე, რომელიც მაკროფინანსურ სტაბილურობას ემსახურება და
ასევე, ინტეგრაციულ პროცესებზე ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც არის ტრანსპორტი,
ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და პროფესიული განათლება.
ასევე განიხილეს შავ ზღვასთან დაკავშირებული გამოწვევების კონტექსტში ევროკავშირთან
თანამშრომლობის საჭიროება და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში შავი ზღვის ფარგლებში
სავაჭრო ურთიერთობების ხელშემწყობის მნიშვნელობა.
2020 წლის
20 მაისი - კომიტეტის თავმჯდომარის ონლაინ შეხვედრა OECD-ის ევრაზიის
განყოფილების უფროსთან, უილიამ ტომსონთან
შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეულ ახალი რეალობა, მცირე
და საშუალო ბიზნესის განვითარების ახალი გამოწვევები, და მათი დაძლევისათვის საჭირო ცოდნისა
და ინსტრუმენტების გამოყენების საკითხები.
მხარეებმა ისაუბრეს OECD-ის სთან თანამშრომლობის დღემდე არსებულ ფორმატებზე, OECD-ის
საინვესტიციო
კომიტეტის
საქართველოს
სახელმწიფო
სტრუქტურებთან
უფრო
აქტიური
თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, ასევე, კორონა ვირუსის შემდეგ შექმნილ ახალ გამოწვევებზე
21
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
2020 წლის 20 თებერვალი - კომიტეტის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ
წარმომადგენელთან საქართველოში სელიმ ჩაკირთან
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და
მომავალი
თანამშრომლობის
საკითხებზე,
ქვეყანაში
არსებულ
საინვესტიციო
გარემოზე,
ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, აგრეთვე
ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობაზე.
2020 წლის 12 თებერვალი
- კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა ევროპის ენერგეტიკული
გაერთიანების სამდივნოს დირექტორთან იანეზ კოპაჩთან
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობის კანონმდებლობასთან
დაკავშირებული
საკითხები,
მიმოიხილეს
ზოგადად
ენერგეტიკის
სფეროში
არსებული
კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტების აღსრულებასთან დაკავშირებული მდგომარეობა,
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში ასევე მარეგულირებელ კომისიაში.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეზ კოპაჩმა დადებითად შეაფასა
მოსმენილი ინფორმაცია.
2020 წლის 11 თებერვალი - კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულ
დირექტორთან სებასტიან მოლინეუსთან
შეხვედრაზე განიხილეს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მნიშვნელობა, სატრანსპორტო
კორიდორთან და კონკურენტულ უპირატესობებთან დაკავშირებული საკითხები.
ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო კორიდორის გამოწვევებთან დაკავშირებულ კვლევებზე,
რომელიც მსოფლიო ბანკის მეშვეობით ტარდება და დაიგეგმა, რომ შესაბამისი სემინარი
ჩატარდება ყველა შესაძლო უწყების მონაწილეობით, სადაც დაკონკრეტდება დღეისათვის
საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბისა და სატრანზიტო კორიდორის პრეტენზიის მქონე
ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.
2020 წლის 24 იანვარი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის
პირველი მოადგილის ირაკლი მეზურნიშვილის მოხსენება დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
მოხსენებაში მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რეგულირების
ზეგავლენის შეფასება და მთავრობის როლი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და
ეკონომიკის გაციფრულების პროცესში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მხრიდან ბოლო
წლებში ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ მიღწევებზე. აღინიშნა, რომ საქართველო პირველი
ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც ბლოკჩეინ მომსახურება საჯარო სექტორში დანერგა.
22
8. X მოწვევის პარლამენტში კომიტეტის მიერ განხორციელებული
საქმიანობა
X მოწვევის პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
პირველ საორგანიზაციო სხდომაზე, განსაზღვრულ იქნა საკანონმდებლო და საზედამხედველო
საქმიანობის შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური
გავლენის შემცირება და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა;
სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა;
თავისუფალი
საბაზრო
ეკონომიკის
პრინციპების
დაცვა.
ბიზნეს
სუბიექტებს
შორის
მაქსიმალური კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, კონკურენციის ინსტიტუციური ჩარჩოს
გაძლიერება.
წარმოების განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ექსპორტიორი კომპანიების
მასტიმულირებელი პოლიტიკის უზრუნველყოფა.
დასაქმების მაჩვენებლების ხარისხობრივი და რაოდენობრივი გაუმჯობესების მიზნით კერძო
სექტორის მხარდამჭერი პროექტების ეფექტიანი განხორციელება.
ბიზნესგარემოზე
ზემოქმედების
მქონე
საკანონმდებლო
ინიციატივების
განხილვისას
რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტის გამოყენება.
სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის
ეფექტიანობის გაზრდა. სახელმწიფო შესყიდვების დავების დამოუკიდებელი და გამჭვირვალე
მექანიზმის არსებობა;
სახელმწიფო ქონების ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტიანობის გაზრდა, საწარმოთა ფლობის
რაციონალური პოლიტიკის გატარება, კომერციული მიზნების პრიორიტეტიზაცია;
საქართველოს
ენერგეტიკული
პოტენციალის
მაქსიმალურად
ათვისებისა
და
ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკა. საქართველოს, როგორც
ტრანზიტორი ქვეყნის როლის გაძლიერება. ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია
ბაზრის
პრინციპების
დანერგვა.
განახლებადი
ენერგიის
გამოყენების
სტიმულირება,
ენერგოდამზოგველი და ენერგოეფექტური პოლიტიკა;
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერა;
საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის შემდგომი ლიბერალიზაცია და გაფართოება;
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“, მათ შორის
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ
შეთანხმების
(DCFTA) წარმატებული იმპლემენტაცია;
23
გადახდისუუნარობის რეფორმის წარმატებით განხორციელება, რაც მიმართული უნდა იყოს
პროგნოზირებადი
გადახდისუუნარობის
და
მიმზიდველი
საინვესტიციო
გარემოს
უზრუნველყოფისკენ, აგრეთვე ხელს უწყობდეს ფინანსებზე წვდომას;
სამეწარმეო გარემოს ხელშემწყობი, განვითარებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ჩარჩოს
სრულყოფა;
ტურიზმის განვითარება და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება.
ინფრასტრუქტურის, მათ შორის სატრანსპორტო სისტემის განვითარება. ერთიანი პოლიტიკის
გატარება. სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება, რკინიგზის რესტრუქტურიზაცია.
სტატისტიკური ინფორმაცია
X მოწვევის პარლამენტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
პირველი საორგანიზაციო სხდომიდან 5 იანვრის ჩათვლით, კომიტეტში გაიმართა 7 კომიტეტის
სხდომა, დაჩქარებული წესით განხილულ იქნა 4 კანონის პროექტი, 5 საერთაშორისო ხელშეკრულება
და ერთი პეტიცია.
2020 წლის დეკემბერი-იანვრის პერიოდში, კომიტეტში შემოვიდა და განხილული იქნა 20
ორგანიზაციის და მოქალაქის განცხადება.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად,
კომიტეტმა განახორციელა მის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში შემდეგი მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო
აქტებით
გათვალისწინებული
გარდამავალი
დებულებების
შესრულების
ზედამხედველობა:
საქართველოს კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების
წახალისების შესახებ“(No5652-რს; 20.12.2019)
საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ (N5646-რს; 20.12.2019)
საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N6788-რს, 14.07.2020)
საქართველოს
კანონი
„საქართველოს
სარკინიგზო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“(N6355-IIს; 23.06.2020)
საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1818რს, 22.12.2017)
საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N6730-რს; 2.07.2020)
საანგარიშო პერიოდში, ზედამხედველობა გაეწია 6 კანონით განსაზღვრულ 11 დავალებას.
24
თანამდებობის პირების დანიშვნაზე თანხმობა
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის - გიორგი გახარიას მიერ
საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის
შემადგენლობა და თანდართული „სამთავრობო პროგრამა - 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს
მშენებლობისათვის“.
კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა შემდეგი მოხსენებები:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის
- მაია ცქიტიშვილის;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის - ნათელა
თურნავას;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის - ლევან
დავითაშვილის;
საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის - ივანე მაჭავარიანის;
კომიტეტის წევრების მხრიდან ყურადღება გამახვილდა, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე,
სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გამოწვევებზე, პანდემიის საპასუხო ღონისძიებებზე და
პანდემიის შემდეგ ბიზნესების მხარდაჭერის მიმართულებაზე, 2021 წელს ანტიკრიზისული გეგმით
გათვალისწინებულ
ღონისძიებებზე,
პროგრამით
გათვალისწინებულ
ახალ
საინვესტიციო
სტრატეგიაზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტულ მიმართულებებზე და
არსებული ბარიერების დაძლევაზე, 2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის
გაკეთებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტებზე,
ევროკავშირის ბაზრის ათვისების საკითხებზე, სასურსათო პროდუქციის იმპორტის ჩანაცვლების
პოლიტიკაზე, ნამახვანის და ონის ჰესების პროექტების განხორციელების საკითხებზე, კურორტების
მართვის ორგანიზაციების შექმნაზე, რეგიონების თანაბრად განვითარებასთან დაკავშირებულ
გამოწვევებზე,
სახმელეთო
ტრანსპორტის
სექტორში
განსახორციელებელ
რეფორმებზე,
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტენდენციის საპასუხოდ, ელექტროენერგიის გენერაციის
ზრდის მნიშვნელობაზე, რეგიონებში წყლის მიწოდების პრობლემებზე, ინტერნეტიზაციის
პროგრამაზე და სხვა.
საკომიტეტო მოსმენები
კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის
გათვალისწინებით ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნია მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების
მიმდინარეობა. შესაბამისად, კომიტეტმა გამართა ორი საკომიტეტო მოსმენა, რომლებზეც მოსმენილ
იქნა
ინფორმაცია სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შესახებ და (ა(ა)იპ სოფლის
განვითარების სააგენტოს პროექტების მიმდინარეობის შესახებ.
25
საკომიტეტო მოსმენა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მიმდინარეობის შესახებ
2020 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე კომიტეტმა მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი ხანიშვილის მოხსენება ა(ა)იპ
სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მიმდინარეობის შესახებ.
გამოყოფილ იქნა სამი ძირითადი მიმართულება: COVID-19-ის საპასუხო ღონისძიებები, მიმდინარე
წლის შედეგები და სააგენტოს ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგები. ყურადღება
გამახვილდა შემდეგ პროექტებზე:
დანერგე მომავალი, გადამამუშავებელი და შემნახველი
საწარმოების თანადაფინანსება, შეღავათიანი აგროკრედიტი, მექანიზაციის ხელშეწყობის პროგრამა,
ქართული ჩაი, ახალგაზრდა მეწარმე და აგროდაზღვევა. ასევე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში
განხორციელებულ პროექტებს შორის ყურადღება გამახვილდა, აგროდიზელით ხელშეწყობაზე და
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებაზე. მომხსენებელმა
ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სიახლეებზე, სააგენტოს მიერ დონორებისგან დაფინანსების
მიღებასა და FAO-ს მიერ სააგენტოს საქმიანობის შესწავლისა და მონიტორინგის მიმდინარეობაზე.
აღინიშნა, რომ სამინისტროს ამოცანაა 2024 წლისათვის სოფლის განვითარების სააგენტოს
გადამხდელ სააგენტოდ ჩამოყალიბება.
კომიტეტის წევრების მხრიდან ყურადღება გამახვილდა, ისეთ საკითხებზე როგორიც არის კრიზისის
პერიოდში სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე ექსპორტის ზრდა, რეგიონის ქვეყნებსა და
ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, სოფლის მეურნეობის
გამოშვების
მაჩვენებლები
განახლებული
მშპ-სთან
სტატისტიკა,
დივერსიფიცირების
მიმართებით,
კოოპერატივების
მნიშვნელობა,
ღვინის
სოფლის
მეურნეობაში
განვითარების
ექსპორტი
და
დასაქმებულთა
მიმართულება,
პოპულარიზაცია,
ბაზრების
სამინისტროს
საქმიანობაზე საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში, მანდარინის ბაღების გაშენებასთან
დაკავშირებული გამოწვევები, მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებული
გამოწვევები, განმცხადებლებთან უკუკავშირის მნიშვნელობა და სხვა.
საკომიტეტო მოსმენა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შესახებ
2020 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე კომიტეტმა მოისმინა
სსიპ "აწარმოე საქართველოში"
დირექტორის - მიხეილ ხიდურელის ანგარიში სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შესახებ.
განხილულ იქნა სააგენტო სამი ძირითადი მართულებით მუშაობის შედეგები: ბიზნესის
განვითარება, ექსპორტის მხარდაჭერა და ინვესტიციების მოზიდვა.
2020 წელს ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტის ბიუჯეტი უპრეცენდენტო იყო, დაახლოებით 500 000
ლარამდე. ამ მიმართულებით განხილულ იქნა სამი ძირითადი პროგრამა, სესხის პროცენტის
თანადაფინანსება, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი და მიკრო გრანტების პროგრამა.
26
სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება პროგრამის ეკონომიკური ეფექტის საკითხზე გაამახვილა.
მისი განცხადებით BDO-ს მიერ განხორციელებული შეფასების მიხედვით, ერთმა სუბსიდირებულმა
ლარმა სააგენტოს მხრიდან, სტიმული მისცა 16-ჯერ მეტი ინვესტიციის განხორციელებას, ასევე
ერთმა სუბსიდირებულმა ლარმა შექმნა 9 ლარამდე მთლიანი შიდა პროდუქტი და ბიუჯეტში
გადასახადების სახით შეიტანა 5 ლარი.
ყურადღება გამახვილდა ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში პროგრამების დიზაინის
ცვლილებაზე და შემუშავებულ პროგრამებზე, მათ შორის:
მცირე და საოჯახო სასტუმროების
თანადაფინანსების
პროგრამაზე
პროგრამაზე,
იპოთეკური
სესხების
და
ღონისძიებების
ორგანიზატორებისა და რესტორნების პროგრამაზე.
ასევე, ხაზგასმულ იქნა აგრო სასურსათო პროდუქციის უნიფიცირებული ბრენდის შექმნის
მნიშვნელობა, www.tradewithgeorgia.com პორტალის ამოქმედება და ექსპორტის მიმართულებით
საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის თანადაფინანსება.
განსაკუთრებით აღინიშნა სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტში განხორციელებულ
საქმიანობაში.
ახალი მიდგომების დანერგვაზე. მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით,
პრიორიტეტულ სექტორებში საქართველოს უპირატესობებისა და სუსტი მხარეების შეფასების
შედეგად გამოიკვეთა, რომ ძირითადი გამოწვევები დაკავშირებულია სამუშაო ძალის დაბალ
კვალიფიკაციასა და მსუბუქი ინფრასტრუქტურის პრობლემებთან. ამის საპასუხოდ შემუშავებულ
იქნა FDI გრანტის პროგრამა, ე.წ. Cashback მექანიზმი.
კომიტეტის წევრების მხრიდან ყურადღება გამახვილდა, ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე,
ინვესტორებისათვის ციფრული სერვისების მიწოდების საკითხზე, პროგრამების ეფექტურობის
შეფასების ინდიკატორებზე, DCFTA-ს შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებაზე და
ექსპორტის დივერსიფიცირების ინსტრუმენტებზე, სახელმწიფო საწარმოებში ქალთა მონაწილეობის
საკითხებზე, დაფინანსებული საწარმოების საქმიანობის მონიტორინგზე, მიკრო გრანტების
პროგრამის ფარგლებში განმცხადებლებთან კომუნიკაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე,
2021 წელს დაგეგმილ საქმიანობასა და მოსალოდნელ შედეგებზე და სხვა.
საქართველოს 5016 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტებზე საბაგიროების ჩართვის შესახებ (№1-15945/20; 09.12.2020)
კომიტეტმა სხდომაზე განიხილა საქართველოს 5016 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროების ჩართვის შესახებ.
პეტიციის
განხილვაში
მონაწილეობა
მიიღეს
დარგობრივი
ასოციაციის
წარმომადგენელმა,
რომლებმაც ხაზი გაუსვეს სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოსახლეობის ეკონომიკურ
მდგომარეობას.
ამასთანავე,
აღნიშნეს რომ
კურორტები კორონავირუსთან
დაკავშირებული
რეგულაციების დაცვისთვის მზად არიან და შეუძლიათ უსაფრთხო გარემოში ტურისტთა მიღება.
27
კომიტეტის წევრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში საკითხის განხილვის ეფექტიანობის შესახებ.
აღინიშნა, რომ საბჭოში წარმოდგენილი ყველა სათანადო უწყებების პოზიციათა შეჯერებით,
შესაძლებელი იქნებოდა ოპტიმალური და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება.
შესაბამისად, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის საფუძველზე, საკითხის შემდგომი განხილვისა და რეაგირებისთვის პეტიცია
გადაუგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. სამინისტროს
ეთხოვა უმოკლეს ვადაში უზრუნველეყო ზემოაღნიშნული საკითხის საკოორდინაციო საბჭოზე
დაყენება და პეტიციის განხილვაში ავტორების შეძლებისამებრ ჩართულობა.
28