საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2097/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 4

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/189?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 10 თებერვალი 2021 13:00 2021 წლის 10 თებერვალი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. ინფორმაცია - განახლებული ექსტენცია და ფერმერთა ცნობიერების ამაღლება რეგიონებში; მომხსენებელი: გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე. 1/18/2023, 12:53 PM საქართველოს პარლამენტი 2 of 2 https://parliament.ge/print/announcement/189?local=true 1/18/2023, 12:53 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი oqmi #4 2021 წლის 10 თებერვალი, 13 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე მოწერელია - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ მანუკიანი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია წილოსანი, გოდერძი ჩანქსელიანი (უფლებამონაცვლე - გ. მიქანაძე), სუმბატ კიურეღიანი, ზაალ დუგლაძე (უფლებამონაცვლე - დ. მათიკაშვილი), ირაკლი (დაჩი) ბერაია, შალვა კერესელიძე. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, თ. ოდილავაძე, მ. ტყეშელაშვილი, თ. არაბული, ს. უროტაძე, ი. ქიტიაშვილი, ნ. კორშია. მოწვეული სტუმრები: გ. ხანიშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ი. თამარაშვილი - სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ლ. შალამბერიძე - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, თ. კალანდაძე – სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მ. შუბლაძე - სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტი. 1 დღის წესრიგი (პროექტი) 1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). 2. ინფორმაცია - განახლებული ექსტენცია და ფერმერთა ცნობიერების ამაღლება რეგიონებში. (მომხსენებელი: გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე). კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I.მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე. კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელების მიზნით, შემუშავდა კომიტეტის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს კომიტეტის ამოცანებს და ღონისძიებებს 2021 წლისათვის. გეგმაში ასახულია კანონშემოქმედებითი (მათ შორის, კომიტეტის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და DCFTA-ით გათვალისწინებული რეგულაციების საკანონმდებლო უზრუნველყოფა, კანონშემოქმედებითი და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების ხელშეწყობა, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებისათვის საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა, საკანონმდებლო პროცესის ეფექტური მართვა, დაგეგმვა და მისი გამჭვირვალობის საქმიანობის უზრუნველყოფა) საკითხები და საზედამხედველო (ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოება/ჰარმონიზებასა - და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაზე 2 ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის აღსრულების პროცესის ხელშეწყობა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიებით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელების შეფასება, საბიუჯეტო ზედამხედველობის საკანონმდებლო ზედამხედველობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სიღრმისეული შესაბამისი კვლევა და პროცესების დარგში გაცემა, სრულყოფა არსებული აღმასრულებელი რეკომენდაციების უზრუნველყოფა, და გამოწვევების ხელისუფლებისათვის კომიტეტის ეფექტიანი ზედამხედველობა საქართველოს მთავრობის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე). კომიტეტის სამოქმედო გეგმა მოიცავს კომიტეტის გარე კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის თემებს, რომლის მიზანია: საქმიანობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ზრდა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება სამეცნიერო-აკადემიურ წრეებთან, კერძო სექტორთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მას-მედიასთან. გეგმა, აგრეთვე, მოიცავს საკითხებს კომიტეტის შიდა ორგანიზაციული საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი სამოქმედო გეგმით განისაზღვრა თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის კომიტეტის წევრი/წევრები (რეგლამენტის პასუხისმგებელი 45-ე მუხლით გათვალისწინებული თემატური მომხსენებელი/მომხსენებლები). გადაწყვიტეს: კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, დაამტკიცა აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. II.მოისმინეს: გ. ხანიშვილის ინფორმაცია - განახლებული ექსტენცია და ფერმერთა ცნობიერების ამაღლება რეგიონებში. მან აღნიშნა, რომ ექსტენციის სერვისის გაძლიერების, ფერმერთა/ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის განათლებისა და მათი საჭიროებების გამოვლენის მიზნით, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 3 დეპარტამენტი, სხვადასხვა ახორციელებს მთელ რიგ აქტივობებს. ამ აქტივობების ეფექტური აღსრულებისთვის გაიწერა 2021 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურადაა აღწერილი მიმდინარე წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები. პრეზენტაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წარმოადგინა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ. მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად: ექსტენციის სერვისის განვითარების მიზნით:  რეგიონული სამსახურებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები აღიჭურვნენ შესაბამისი სპეც-ფორმებით (FAO);  ექსტენციის სამსახურების პოპულარიზაციისთვის, შეიქმნა საინფორმაციო ვიდეო რგოლი, სადაც აღწერილია ის ძირითადი საქმიანობა და მომსახურება, რასაც სააგენტოს თანამშრომლები აგრარულ სექტორით დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ;  რეგიონული სამსახურები და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გადავიდნენ ახალ პლატფორმაზე - regions.mepa.gov.ge, რაც საშუალებას იძლევა, საექსტენციო მომსახურეობა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი და საჭიროებებზე ორიენტირებული (UNDP);  ფერმერთა ცნობიერებისა ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით შეიქმნა სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ქსელი;  განხორციელდა გარემოს დაცვისა სამინისტროს ელექტრონული და ბიბლიოთეკის სოფლის - მეურნეობის elibrary.mepa.gov.ge მოდერნიზაცია. დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, ერთ სივრცეში გაეცნონ მიმართულებით სოფლის არსებულ მეურნეობისა სხვადასხვა და გარემოს ნაშრომებს, ნაკვეთების რუკას, ღონისძიებების კალენდარსა და დაცვის სადემონსტრაციო წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაციას(FAO);  ახალგაზრდების ჩართულობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და სტაჟირებები ექსტენციის სამსახურებში;  აქტიურად მიმდინარეობს „სახელმწიფო შენი პარტნიორის“ პროგრამის იმპლემენტაცია; მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ფერმერთა/ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიგეგმა: 4  კვირაში ორჯერ (ოთხშაბათი, პარასკევი) კარდაკარის პრინციპით შეხვედრები სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათი საჭიროებების და სატრენინგო თემატიკის განსაზღვრის მიზნით;  ფერმერთა ტრენინგები სხვადასხვა დარგობრივ და/ან არადარგობრივ მიმართულებებზე, თანამშრომლების, რომელიც ასევე, ჩატარდება დონორი როგორც ორგანიზაციების ექსტენციის მხარდაჭერით, მოწვეული სპეციალისტების მიერ;  რეგიონის მასშტაბით, 2-ჯერ თვეში ონლაინ ტრენინგი დარგობრივ საკითხებზე;  ტრენინგები და სწავლებები კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე;  სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ფერმერების დასწრების ორგანიზება;  გამოცდილების გაზიარება - წარმატებული ისტორიები;  ფერმერის პლატფორმა - my.mepa.gov.ge;  რეგისტრაციის შემდგომ, ფერმერი იღებს ინფორმაციას ყველა პროექტზე (სმს-ით) და მეილზე;  ფერმერისათვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდება დისტანციურად; • შემუშავდეს ზოგადი სახელმძღვანელო მითითებები საჯარო და კერძო სექტორში ჩართული დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრისთვის; • უზრუნველყოს მხარდაჭერა და უკუკავშირი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესში სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილების, სურსათის უსაფრთხოების, მიწის გამოყენება-მართვის მიმართულებით. ლ. შალამბერიძემ ამომწურავად ისაუბრა განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებებზე: ფერმერთა მომსახურეობა ადგილზე გასვლით; კვირაში ერთხელ, სოფლებში კარდაკარ სიარული გეგმის შესაბამისად; ადგილზე რეკომენდაციის გაწევა და ინფორმაციის გადაგზავნა სხვადასხვა სამსახურებში; გეგმის თანახმად სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით ინფორმაციის მიწოდება ფერმერთათვის (სმს); კვირაში ერთხელ გასვლა სოფლებში და სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგები; ფერმერთა ტრენინგები სხვადასხვა დარგობრივ და არა დარგობრივ მიმართულებებზე; რეგიონის მასშტაბით 2 ჯერ თვეში ინტერნეტ ტრენინგი სხვადასხვა თემებზე; ტრენინგები და სწავლებები კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე; ფერმერების სადემონსტრაციო ნაკვეთებზე დასწრების ორგანიზება; 54 ცენტრში ახალგაზრდები გაივლიან სტაჟირებას, სტაჟირების ვადა: 6 თვე 5 მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო პროექტი „სახელმწიფო შენი პარტნიორი“, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის ინიციატივით. პროექტის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გაამარტივოს და გაზარდოს წვდომა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე მათთვის, ვისაც ბიზნესის დაწყება, ან არსებულის გაფართოვება სურს. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო; სსიპ აწარმოე საქართველოში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პლატფორმა www.programs.gov.ge, რომლის საშუალებითაც, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს, სსიპ აწარმოე საქართველოში და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტების/პროგრამების შესახებ, გაეცნოს პროექტში/პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს, წარმოსადგენ დოკუმენტაციას, ვადებს, თანადაფინანსების ოდენობას და პროგრამაში მონაწილეობის პროცესს. ონლაინ პლატფორმაზე განთავსებულია ინფორმაცია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მომხსენებლებს საინტერესო ინფორმაციის წარმოდგენისთვის და გაწეული სამუშაოსთვის. აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს: ხატია წილოსანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია, რომელსაც სთავაზობს სახელმწიფო ფერმერებს, თუმცა არსებობს კერძო ექსტენციებიც, რომლებიც არანაკლებ პოპულარულია ფერმერებში. აღნიშნული სერვისების შეთავაზება, შესაძლებელია კერძო ექსტენციებისთვისაც, რომ დაინტერესების შემთხვევაში, მათ ქონდეს წვდომა საინფორმაციო ბაზებზე. ამით კონკურენცია არ იქმნება, მათ დარჩებათ თავიანთი მომხმარებელი და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ექნება იმის რესურსი, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისების შესაძლებლობა გააჩინოს. ხატია წილოსანი დაინტერესდა, არის თუ არა კვლევა, რამდენად ღირებული იყო ინფორმაცია, რომელიც მიიღო ფერმერმა და ასევე - კარგი იქნება დონორების მოძიება ამ მიმართულებით, რომ საჭიროებები, რაც სერვისებიდან შეიძლება დადგეს, წინასწარ იყოს ცნობილი და ანალიზის საშუალება 6 იყოს. სამომავლოდ, როდესაც განსახილველად ბიუჯეტი შემოვა, აუცილებელია, საჭიროებების დაფინანსების გაზრდაზე მუშაობა. რაც მეტი სერვისის შეთავაზება და მაღალი ხარისხის სტანდარტი იქნება, მით გაიზრდება მომართვიანობა. ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ჩართულობაზე, რომ მათ გაუჩნდეთ განცდა, ისინი მომავალში გახდებიან ამ სისტემის ნაწილი და მეტი მოტივაციით ჩაერთვებიან პროცესებში. ალექსანდრე მოწერელია: ექსტენციის სამსახურებში დასაქმებულების რომელიც დაინტერესდა, საქართველოში საშტატო ერთეულების რაოდენობით, შერჩევის კრიტერიუმით და კადრის ტექნიკური აღჭურვილობით. მან აღნიშნა, რომ საჭიროა გაძლიერდეს სოფლის რწმუნებულების ჩართულობა აგრარული მიმართულებით, რადგან სოფლის მოსახლეობასთან რწმუნებულის გარეშე ურთიერთობა გაჭირდება, ასევე აუცილებელია გუბერნიის და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის რესურსის გამოყენება, სადაც აგრარული კუთხით საშტატო ერთეული ცოტაა და მისი ინფორმაციული რესურსი არ არის საკმარისი. შემდეგი კითხვა შეეხებოდა, სადემონსტრაციო ნაკვეთების შერჩევის კრიტერიუმებს. ბოლოს, მან აღნიშნა ახალგაზრდების დაინტერესების და ჩართულობის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის სექტორში. შ. კერესელიძემ, ს. სუბარმა: მადლობა გადაუხადეს მომხსენებლებს წარმოდგენილი პრეზენტაციისთვის, ხაზი გაუსვეს ადამიანური რესურსების და ფინანსების მნიშვნელობას, კადრების კვალიფიკაციას, ახალგაზრდების ჩართულობას, ისაუბრეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, აღნიშნეს, რომ უმთავრესია ამ ყველაფრის პრაქტიკული რეალიზება მოხდეს. ნინო წილოსანი: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს საინტერესო პრეზენტაციის წარმოდგენისთვის. მან აღნიშნა, რომ კომიტეტი მოამზადებს რეკომენდაციას სტაჟიორების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ახალგაზრდები, რომლებიც არ დასაქმდებიან დარგში, ცოდნის გამავრცელებლები მაინც იქნებიან. კომიტეტი მაქსიმალურად შეეცდება, ამ ნაწილში, სამინისტროსთან ერთად დაფინანსების მოძიება მოხდეს. ექსტენციის ცენტრების კადრებით უზრუნველყოფის კუთხით, კომიტეტის თავმჯდომარემ მომხსენებელს შესთავაზა, სამომავლოდ გენდერული კვოტირების შემოღებასთან დაკავშირებით მუშაობა, რომ სტიგმები - სოფლის მეურნეობის 7 პროფესიებში, მამაკაცები არიან დასაქმებული - შეიცვალოს. ნინო წილოსანი დაინტერესდა ცენტრების დაკომპლექტების თემით, რა კვალიფიკაციის ადამიანებს იღებენ, რა კვალიფიკაციის კადრი ყავთ და რა კეთდება იმისთვის, რომ მათი კვალიფიკაცია ამაღლდეს. რწმუნებულის სამსახურთან მიმართებაში, მან განაცხადა, რომ სისტემა იქნება შესაქმნელი, მათი სამსახურები აქტიურად ჩაერთონ პროცესებში და ერთობლივად განახორციელონ აქტივობები. იგი დაინტერესდა, რა იგულისხმება ევროპული დაფინანსების მოდელში, შედეგად, რა შეიცვლება ფერმერებთან მიმართებაში, რა ინდიკატორებით მოხდება სამსახურების მუშაობის შეფასება ერთი წლის შემდეგ. ასევე, სტრატეგიულ დოკუმენტში პროგრამებში და პროექტებში, ჩაიშალოს და სოფლის მეურნეობაში აისახოს სატყეო და თევზის მეურნეობა, შედეგად, დეფინიცია შეიცვლებოდა თანამედროვე და გაფართოებული დეფინიციით. მან განაცხადა, რომ კომიტეტის სამოქმედო გეგმაში ჩადებულია და მალე დაიწყება მუშაობა კანონზე ფერმერული მეურნეობების შესახებ, სადაც დეფინიცია ფერმერთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არ არსებობს, გაჩნდება, რომ ფერმერი რეალურად ნიშნავს, სოფლად მაცხოვრებელს და სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანს. გიორგი ხანიშვილი: რომელმაც აღნიშნა, რომ ძალიან კარგი შემოთავაზებაა ხატია წილოსანის მხრიდან, კერძო ექსტენციასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. აუცილებელია კომიტეტის, პარლამენტის მხარდაჭერა ადამიანური და ფინანსური რესურსების გაზრდასთან მიმართებაში. პროცესებში ჩართვის გაფორმებული აქვს ახალგაზრდების თემაც გადამზადება, უმნიშვნელოვანესია. მემორანდუმები უმაღლეს მათი სამინისტროს სასწავლებლებთან. კადრებთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ არის საშტატო ჩარჩო, რომელიც უცვლელად რჩება წლების მანძილზე. ახალი კადრის აყვანა, ქვეყანაში მოქმედი სისტემის თანახმად ხდება, კონკურსის გამოცხადება, სამუშაოს აღწერილობა, უმაღლესი განათლების და უნარ-ჩვევების მოთხოვნა. ახალგაზრდობის თემა და მათი კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია. არსებული საკადრო პოტენციალის გადამზადებაზე და კადრების განახლებაზე მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო რწმუნებულის საკითხი. სადემონსტრაციო ნაკვეთებთან მიმართებაში, გრადაცია შეიძლება გაკეთდეს მოსავლიანობის მხრივ, ვინ არის წარმატებული ფერმერი და ვინ არა. სამუშაო ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია. რაც შეეხება, გენდერულ საკითხს, ENPARD4-ი 8 მოთხოვნებში რამდენიმე კრიტერიუმია ყურადღების ქვეშ: გენდერის თემა, ახალგაზრდების ჩართულობა და კონფლიქტის ზონა, რომ სამინისტროს ქონდეს დამატებითი ხელშემწყობი პირობები, გენდერული ბალანსის დასაცავად და ქალბატონების წასახალისებლად. კვალიფიკაციის ამაღლებას რაც შეეხება, მომხსენებელმა განაცხადა, რომ ტესტირება იგეგმება უახლოეს მომავალში და ამ პირობებში მოხდება გადახალისება და მეტი ცოდნის, უნარების მქონე ახალი კადრის მოზიდვა. არაერთ ტრენინგს გადიან თანამშრომლები. სატყეო და თევზის დეფინიციასთან მიმართებაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ქვეშ მოიაზრება ორივე კომპონენტი. მომხსენებლებმა ამომწურავად უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს და გააკეთეს განმარტებები. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - განახლებული ექსტენცია და რეგიონებში ფერმერთა ცნობიერების ამაღლება. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 9
პრესრელიზი
პრესრელიზი 2021 წლის 10 თებერვალს, 13 საათზე, პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართება აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. განსახილველი საკითხები: 1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. საქართველოს კომიტეტის პარლამენტის რეგლამენტის კანონშემოქმედებითი და 43-ე მუხლის შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით, შემუშავდა კომიტეტის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს კომიტეტის განსახორციელებელ აქტივობებს 2021 წლისათვის. გეგმაში ასახულია კანონშემოქმედებითი შორის, (მათ კომიტეტის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და DCFTA-ით გათვალისწინებული რეგულაციების საკანონმდებლო უზრუნველყოფა) და საზედამხედველო საქმიანობის საკითხები (ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოება/ჰარმონიზებასა - და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის აღსრულების პროცესის ხელშეწყობა). აღნიშნულ ინფორმაციას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი წარმოადგენს. 2. ინფორმაცია - განახლებული ექსტენცია და ფერმერთა ცნობიერების ამაღლება რეგიონებში. სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სისტემის განვითარება, რომლის მიზანია ფერმერთათვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდება, მნიშვნელოვანია იმ პრობლემათა გადასაჭრელად, რომლებიც ფერმერებს ხვდებათ ცოდნის მიღების გზაზე. ფერმერთა ცნობიერების ამაღლება აუცილებელია დარგის პროდუქტიულობის, მომგებიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდისთვის. აღნიშნულ თემებზე ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ხანიშვილი წარმოადგენს.