საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ფსიქოლოგიური ძალადობის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-18
ბიუროს ნომერი 27 (შესვენებაზე)
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ BA0041210797738
17.02.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: ააიპ ვენეციის კომისიის საქართველოს ასოციაციის საკანომდებლო წინადადება
სტამბოლის კონვენციის 33-ე და 8.3 მუხლების მოთხოვნების შესრულების თაობაზე"
შინაარსი: საკანომდებლო წინადადება სტამბოლის კონვენციის 33-ე და 8.3 მუხლების
მოთხოვნების შესრულების თაობაზე": საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე
მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, მოახდინოთ "ფსიქოლოგიური ძალადობის"
კრიმინალიზაცია - სისხლის სამართლის კოდექსი შესაბამისი დისპოზიცია-სანქციის შეტანა,
ვინაიდან 2017 წლის 1 სექტემბრიდან (კონვენციის ძალაში შესვლა) დღემდე კონვენციის 33-ე
მუხლის აღნიშნული მოთხოვნა არ ყოფილა შესრულებული საქართველოს მიერ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ GREVIO-ში 11.12.2020 წელს წარდგენილ
ანგარიშში (ფ. 65/113), რომელიც განთავსებულია შემდეგ ინტერნეტ-მისამართზე:
https://rm.coe.int/georgia-state-report/1680a0a4e6, აღნიშნულია, რომ კონვენციის სრული
სახელწოდება ეწოდა შესაბამის კანონს და მას დაერქვა "საქართველოს კანონი ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების შესახებ". დაგვეთანხმებით, რომ მხოლოდ კანონისთვის სახელწოდების
შეცვლა არ არის საკმარისი. კონვენცია იმპერატიულად მოითხოვს ქალთა მიმართ
მიმართული ფსიქოლოგიური ძალადობის კრიმინალიზაციას. თუმცა, ეს არ გამორიცხავს,
რომ აღნიშნული სისხლის სამართლებრივი დისპოზიცია შემოღებული იქნას ზოგადად
"ფსიქოლოგიური ძალადობის" ობიექტის მიუხედავად, ვინაიდან "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ
იყოს თუნდა ხვადია".
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა:
ვენეციის კომისიის საქართველოს
ასოციაცია
საიდ. #: 405195612
ტელეფონი:
მობილური:
ელფოსტა: