საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-19
ბიუროს ნომერი 28
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
2-2189/21
19-02-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-18
მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ, რათა ირაკლი კობახიძე
დაჯილდოვდეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით მის მიერ პარლამენტარიზმის
განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. კერძოდ, 2016-17 წლებში
ირაკლი კობახიძე თავმჯდომარეობდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. მისი
ხელმძღვანელობით შემუშავდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია,
რომლითაც საქართველოში დამკვიდრდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე
დაფუძნებული, ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა. საქართველოს
კონსტიტუციის ახალი რედაქციით თვისებრივად გაძლიერდა პარლამენტის როლი
სახელმწიფოს მმართველობის სისტემაში. შესაბამისად, ახალი კონსტიტუცია ქმნის მყარ
ფუნდამენტს საქართველოში პარლამენტის ინსტიტუტისა და პარლამენტარიზმის
განმტკიცებისა და შემდგომი განვითარებისათვის.
პატივისცემით,
პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge