საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-1945/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-22
ბიუროს ნომერი 29

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041210872934 19.02.2021 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე შინაარსი: გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე, განიხილოთ შემდეგი საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის (დოკუმენტის ნომერი 2352, მიღების თარიღი: 23/07/1999; გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსსმ, 39(46), 06/08/1999; სარეგისტრაციო კოდი:030.000.000.05.001.000.672) მუხლი 21 14 პრიმა მუხლიდან (" შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი") ამოღებული იქნას მე-12 პუნქტი, ვინაიდან აღნიშნულ საკითხებზე წარმოებული დავების მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოებში განხილვა არ არის გათვალისწინებული სტამბოლის კონვენციით, რომელიც საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. # მობილური: ელფოსტა: