საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა 2021−2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) (№07-2/27; 19.02.2021) თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2250/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 5
შენიშვნა სხდომა ჩატარდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან ერთად

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა 2021 წლის 20 თებერვალი, 10:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (07-2/27; 19.02.2021) განხილვა.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი oqmi #5 2021 წლის 20 თებერვალი 1000 საათი ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) (სხდომა ჩატარდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან ერთად). სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე მოწერელია - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია წილოსანი, გოდერძი ჩანქსელიანი, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ დუგლაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, შალვა კერესელიძე. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, თ. ოდილავაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: პრემიერმინისტრობის ღარიბაშვილის მიერ პარლამენტისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის კანდიდატის ნდობის ირაკლი გამოცხადებისათვის შემადგენლობა (მინისტრობის კანდიდატები: ლ. დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, ნ. თურნავა, ი. ქარსელაძე, ი. მაჭავარიანი), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა 1 და თვითმმართველობის კომიტეტების წევრები და ამავე კომიტეტების აპარატების წარმომადგენლები, გ. ხანიშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ო. შამუგია, ნ. თანდილაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები. დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 20212024 („ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის)“ განხილვა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I.მოისმინეს: მინისტრობის კანდიდატების ინფორმაცია - საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის შესახებ. (ლ. დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, ნ. თურნავა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი, ი. ქარსელაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი, ი. მაჭავარიანი - ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი). წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა ეფუძნება მთავარ დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს − თავისუფლებას, თანასწორობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას და ემსახურება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას. ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულმა კრიზისმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველო. შესაბამისად, 2021 − 2024 წლების 2 სამთავრობო პროგრამის − „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა. პარალელურად, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას ევროატლანტიკური და საგარეო ინტეგრაციისკენ ასპარეზზე სწრაფვას. ევროპული შემდგომი და წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებებზე. წარმოდგენილი პროგრამის თანახმად, მთავრობის აგროპოლიტიკის პროდუქციის ექსპორტის ძირითად ზრდა და მიზანს იმპორტზე აგროსასურსათო დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს. ამასთან, COVID-19-ის გლობალურმა პანდემიამ ახალი გამოწვევები წარმოშვა ამ მიმართულებით და გამოავლინა ახალი საჭიროებები დარგის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აგროსასურსათო სექტორში განვითარებისა და მიმართულებით. სასურსათო გარდა კონკურენტუნარიანობის ამისა, ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება არის იმ პრიორიტეტთა შორის, რომელიც ამ დარგში სახელმწიფო პოლიტიკას გააჩნია. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებისა და ეკონომიკური აქტიურობის ზრდის მიზნით, 2021 − 2024 წლებში: • ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ასევე სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის გაგრძელდება საწარმოო ფიზიკური და პროცესების იურიდიული ხელშეწყობისთვის, პირების იაფი და ერთწლოვანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა. • გაგრძელდება და მრავალწლოვანი მეტად მასშტაბური სასოფლო-სამეურნეო გახდება: კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების 3 თანადაფინანსების ღონისძიებები; პროგრამა; მოსავლის თანადაფინანსების სათბურების ამღები პროგრამა; თანადაფინანსების სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობის ტექნიკის განვითარების მიმართულებით არსებული პროგრამები; საზღვაო და შიდა წყლებში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. • უზრუნველყოფილი იქნება სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ხარისხი და ხელმისაწვდომობა. • სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამები. • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის, რისკების შემცირების მიზნით, გაგრძელდება და დაიხვეწება აგროდაზღვევის პროგრამა. • ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო მავნე ორგანიზმებისა და ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანი სისტემების სრულყოფა. • ადგილობრივ და შესაბამისად, საერთაშორისო დაიგეგმება ბაზარზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სიტუაციის კულტურების რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამები. • გაგრძელდება ახალი ბაზრების ათვისებისთვის აქტიური მუშაობა და არსებულ ბაზრებზე პოზიციების გაუმჯობესება. • გაგრძელდება ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. • მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია. • განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო- სამეურნეო მიწების პრივატიზაცია. 10 ჰა-მდე იჯარით აღებული მიწების გადაცემა მოხდება პირდაპირი მიყიდვის წესით. • განხორციელდება საქართველოს მიწის ბალანსის შედგენა, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა. • გაგრძელდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროების ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება. 4 • ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ფალსიფიცირებული და უხარისხო ღვინოპროდუქციის აღკვეთის მიზნით, გააქტიურდება ლაბორატორიული კვლევები. • მიწის ფართობების წყალუზრუნველყოფის მიზნით, მომდევნო წლებში, განხორციელდება 220 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია, რაც დამატებით 40 000 ჰექტრამდე ფართობის გასარწყავებასა და 1000 ჰექტრამდე ფართობის დაშრობას უზრუნველყოფს. 2021 − 2024 წლებში, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი დაიხარჯება. მინისტრობის კანდიდატების მიერ სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაერთიანებული სხდომა გაგრძელდა კითხვაპასუხის რეჟიმში. აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს: ნინო წილოსანი: მან მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერმინისტრს და ყოფილ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის, წარმატებები უსურვა ახალ სამთავრობო გუნდს, პრემიერმინისტრობის კანდიდატს და მინისტრობის კანდიდატებს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატთან - ლევან დავითაშვილთან დიდი ხნის კარგი თანამშრომლობა აქვს. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მიწის რეფორმაზე, რადგან მიწის რესურსის ეფექტური გამოყენება უმნიშვნელოვანესია სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის სრულად ათვისებაში. პროაქტიული თანამშრომლობის მინისტრობის თხოვნით მიმართა, კანდიდატს რომ გარდა დაგეგმილი რეფორმებისა (ეს იქნება მიწის ინვენტარიზაცია, ბალანსის შედგენა და სხვ), იყოს კონკრეტული მიღწევები და დროული ეფექტები. იგი ასევე, დაინტერესდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საკითხით, რომლის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონებში. სახელმწიფოს აქვს კონკრეტული ბიუჯეტი და გეგმები, თუმცა ეს არ არის საკმარისი. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს - ნათია თურნავას მიმართა არსებული რეგულაციების დროულ შემსუბუქებასთან დაკავშირებით და 5 იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, დაჩქარებულ გეგმებს შესთავაზებენ ბიზნესს, იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების პირობებზე და მათ საქმიანობაზე პირდაპირი გავლენა აქვთ აღნიშნულ რეგულაციებს. ასევე, ნინო წილოსანი დაინტერესდა ზამთრის კურორტებით და ყველა იმ საკვანძო თემით, რომელიც ბიზნესსექტორის პრობლემებს ეხება. მან ყურადღება გაამახვილა ბახმაროს თემაზე, სადაც მსხვილი ინვესტორი შევიდა 40 მლნ-იანი ინვესტიციით. ამასთან, არის გენერალური გეგმა, რომელიც არ მისცემს მათ იმის საშუალებას, რომ ისეთი ურბანული კატასტროფა მიიღონ, რომელიც შეიძლება სხვა ზამთრის კურორტებში არსებობს და გამოთქვა სურვილი, მოისმინოს მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, მოისმინოს არგუმენტები ბახმაროში ჰესის უსაფრთხოების თემასთან მიმართებაში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით - გამოთქვა სურვილი, რომ ისეთივე წარმატებული გახდეს წყალმომარაგების პროექტები, როგორი წარმატებითაც სხვა პროგრამები ხორციელდება, რადგან იმ პროექტების მიღმა, რომელზეც კანდიდატმა ისაუბრა, რჩება უამრავი სოფელი და ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად წყალი არ მიეწოდება. ბოლოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატთან - ივანე მაჭავარიანთან ნინო წილოსანის კითხვა შეეხებოდა, ლარის კურსის თემას, თუ რამდენად შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკას და ხომ არ იგეგმება, გადაიხედოს ლარიზაციის არსებული პოლიტიკა. საერთო პოლიტიკურ ჭრილში წარმოადგინოს ინფორმაცია ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით. ასევე, აზრი გამოთქვეს: შ. კერესელიძემ, ა. მოწერელიამ (მათ მადლობა გადაუხადეს ყოფილ პრემიერმინისტრს გაწეული სამსახურისთვის. ახალ სამთავრობო შემადგენლობას, წარმატებები უსურვეს. ადგილობრივი გამოთქვა ალექსანდრე შემოსავლების მოსაზრება, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, მოწერელიამ ხაზი პრობლემას სახელმწიფო გაუსვა მუნიციპალიტეტებში ქონების და გასხვისებაზე გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების თაობაზე და შემოსავლების ზრდაზე ადგილობრივ ბიუჯეტში) და სხვებმა, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა - ლევან დავითაშვილმა და დანარჩენმა კანდიდატებმა, დარგობრივი მიმართულებების მიხედვით, ამომწურავად უპასუხეს შეკითხვებს და გააკეთეს განმარტებები. 6 მომხსენებლების გამოსვლების დასრულების შემდეგ გაიმართა ფარული კენჭისყრა. ფარული კენჭისყრის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აგრარულ საკითხთა კომიტეტის ცხრა (9) წევრმა; გადაწყვიტეს: (9 მომხრე, 0 წინააღმდეგი) კომიტეტმა, ფარული კენჭისყრით (9 მომხრე, 0 წინააღმდეგი), მხარი დაუჭირა საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას 2021-2024 („ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის)“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნდობის გამოსაცხადებლად. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 7