საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა 2021−2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) (№07-2/27; 19.02.2021) თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 5
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ევროპასთან ინტეგრაციის,
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა
2021 წლის 20 თებერვალი, 15:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველო პარლამენტში
ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 20212024 წლების სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის"
განხილვა;
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - დავით ზალკალიანი.
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N 5
2021 წლის 20 თებერვალი, 15.00 სთ;
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ბექა
ოდიშარია.
სხდომას ესწრებოდნენ:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, დავით კაჭარავა,
ფრიდონ ინჯია, ქეთევან დუმბაძე, რესან კონცელიძე, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი
მეძმარიაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ნოდარ ტურძელაძე.
სხდომას არ ესწრებოდა:
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები.
დღის წესრიგი
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველო პარლამენტში ნდობის
მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024
წლების სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვა;
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - დავით ზალკალიანი.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები
არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
დავით ზალკალიანმა გამოსვლისას ისაუბრა ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე,
ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით და იმ
სამომავლო პერსპექტივებზე, რომელიც არსებობს, მით უფრო, იმ გამოწვევების ფონზე,
რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა.
მისი განცხადებით სამთავრობო პროგრამა ეფუძნება ევროპული ქვეყნის მშენებლობას და
მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს მოითხოვს როგორც აღმასრულებელი, ისე
საკანონმდებლო ხელისუფლების სრულ კონსოლიდაციას, იმისთვის, რომ ეს ამბიციური
განაცხადი იყოს შედეგიანი და ჩვენ შევძლოთ 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის
გაკეთება. მომხსენებლის განცხადებით გეოპოლიტიკური სურათი, რომელიც შექმნილია
საქართელოს გარშემო მოითხოვს, ასევე, ძალიან სერიოზულ კონცენტარიას იმისთვის, რომ
ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რაც არის მიმართული ჩვენი სახელმწიფო ინსტიუტუტების
მდგრადობისთვის, რათა ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს იყოს შედეგიანი.
მომხსენებელმა ახლად არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული „საგარეო პოლიტიკის
შესახებ“ რეზოლუცია აღნიშნა და განაცხადა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც
ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომელიც იყო აღქმული უაღრესად
პოზიტიურად.
დავით ზალკალიანმა დეტალურად ისაუბრა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ყველა
მიმართულებაზე, გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე, პარტნიორებთან
ურთიერთობების და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის
პრიორიტეტებზე, რეგიონში არსებული საფრთხეების განეიტრალების და კონფლიქტების
მოგვარების პერსპექტივებზე.
მისი განცხადებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს დეოკუპაციის
საკითხი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მუდმივი აქცენტირება
საერთაშორისო პარტნიორებთან.
სამთავრობო პროგრამის თანახმად, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელების მიზნით, მისთვის
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის უზრუნველყოფა.
მომხსენებლის განმარტებით, კვლავაც აქტიურად გრძელდება მუშაობა დეოკუპაციის
მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის და რაც
ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის
უზრუნველყოფას გულისხმობს.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული ხაზის მიღმა მყოფ ჩვენს დებს და ძმებს
ვთავაზობთ იმ სიკეთეების გაზიარებას, რა სიკეთეებიც მოაქვს საქართველოს
ევროინტეგრაციას. მისი განცხადებით ჩვენ მათ ვთავაზობთ გამოიყენონ თავისუფალი
ვაჭრობა ევროკავშირთან, თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, ვთავაზობთ მიიღონ განათლება
ევროპის, ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში და კოლეჯებში.
მომხსენებლის განმარტებით ჩვენ გვსურს პირდაპირი დიალოგი, მაგრამ არა იმ
ფუნდამენტური საკითხების ხარჯზე, რაც დაკავშირებულია 2008 წელს დადებული ცეცხლის
შეწყვეტის შეთანხმებასთან. ჩვენ მათ ვთავაზობთ ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელიც არის
დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, ქვეყანაში, რომელიც არის
დაფუძნებული ეროვნული უმცირესობის უფლებების პატივისცემის პრინციპებზე, ქვეყანაში,
რომელიც მიისწრაფვის.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა
არის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
სამთავრობო პროგრამით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროპული
და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის
კომპონენტს.
მომხსენებლის განმარტებით, ევროკავშირთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი აქცენტი
გაკეთდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (EaP) ფარგლებში ახალი შესაძლებლობების
გამონახვასა და მათ ეფექტიან განხორციელებაზე.
დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვან სამოქმედო არეალს წარმოადგენს ევროკავშირთან
მიმართებით საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გამყარება და იმ
კომპონენტიდან ურთიერთსარგებლის მიღება, რომელიც ევროპის ენერგეტიკული
გაერთიანების წევრობასა და ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართულობას
უკავშირდება. ყველა აღნიშნული აქტივობა ისევე, როგორც ინტეგრაციისთვის ახალი
შესაძლებლობების ძიება, მთავარ ამბიციურ მიზანს − 2024 წლისათვის ევროკავშირში
წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასა და შემდგომში კავშირში გაწევრიანების
უზრუნველყოფას ემსახურება.
სამთავრობო პროგრამის თანახმად, ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგარეო
პოლიტიკურ ამოცანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება წარმოადგენს. ნატოსაქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებულ ასპექტს ქმნის შავი ზღვის უსაფრთხოების
განზომილება, შესაბამისად, განხორციელდება შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში
ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის ინიცირება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების
უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება ქვეყნის მთავარ
სტრატეგიულ პარტნიორთან − აშშ-სთან.
პროგრამის თანახმად, არსებულ გარემოში საქართველოსთვის პარტნიორებთან ორმხრივი
ურთიერთობების გამყარება, თანამშრომლობის არსებული ფორმატების თვისობრივად ახალ
საფეხურზე აყვანა და ახალი სფეროების მოძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
სახელმწიფო ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანასა
და ტრადიციულად მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის
გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებას უზრუნველყოფს.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობაზე და
ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.
მინისტრობის კანდიდატმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა,
დელიკატური, სენსიტიური საკითხების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ჩართულობა არის
უაღრესად მნიშვნელოვანი.
როგორც კოვიდპანდემიაზე საუბრისას დავით ზალკალიანმა აღნიშნა, არის დიდი
შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველომ „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა ვაქცინის
მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღოს. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანი შედეგი
საქართველოს ამ მიმართულებით უახლოეს დღეებში ექნება, რაც მისი თქმით, ძალიან
მნიშვნელოვანი იქნება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს
დიასპორასთან ურთიერთობა. მან ისაუბრა ამ მიმართულებით განხორციელებულ
საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე. პროგრამის თანახმად, მნიშვნელოვანი იქნება,
დიასპორასთან ურთიერთობის სისტემური მიდგომის დანერგვისა და დიასპორული
ინიციატივების წახალისების მიზნით, სხვადასხვა საგრანტო პროგრამისა და პროექტების
გაგრძელება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკვე დანერგილი პროექტების
განხორციელებას, ასევე გაგრძელდება ძალისხმევა საზღვარგარეთ მცხოვრებ
თანამემამულეთათვის ახალი კულტურული და საგანმანათლებლო კერების დაფუძნებისა
და განვითარების მიზნით.
მომხსენებელმა პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს
პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველო პარლამენტში ნდობის მისაღებად
წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და 2021-2024 წლების
სამთავრობო პროგრამას "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".
სხდომის თავმჯდომარე:
ბექა ოდიშარია
სხდომის მდივანი:
ბექა ბიძინაშვილი