საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა 2021−2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) (№07-2/27; 19.02.2021) თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 7
შენიშვნა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა:
1)ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
3) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ევროპასთან ინტეგრაციის,
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა
2021 წლის 20 თებერვალი, 15:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველო პარლამენტში
ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 20212024 წლების სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის"
განხილვა;
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - დავით ზალკალიანი.
ოქმი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
ოქმი N7
თბილისი, 2021 წლის 20 თებერვალი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი;
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი;
მარიამ ქვრივიშვილი;
ლევან ქარუმიძე;
მიხეილ დაუშვილი;
გიორგი კახიანი;
შალვა პაპუაშვილი;
ნიკოლოზ სამხარაძე;
მაია მენაღარიშვილი - გიორგი ხოჯევანიშვილის ადგილმონაცვლე.
დღის წესრიგი
1.
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველო პარლამენტში
ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024
წლების სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა;
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - დავით ზალკალიანი.
სხდომის მსვლელობა:
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით
ზალკალიანმა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს
პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა
და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“
წარმოადგინა.
მინისტრობის კანდიდატმა მოხსენებაში ძირითადი აქცენტები სამინისტროს მიერ ბოლო ორი
თვის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და სამინისტროს უახლოეს გეგმებზე გააკეთა,
ვინაიდან, მისი თქმით, დეკემბრის თვეში მას შესაძლებლობა ჰქონდა კომიტეტების ერთობლივ
სხდომაზე სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და საგარეო პოლიტიკის
ძირითად პრიორიტეტებზე დეტალურად ესაუბრა.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ ქვეყნის საგარეო
პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რაც მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი
გზავნილია საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ხელისუფლების მიერ დასახული მიზნის 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის სამზადისის პროცესში.
მინისტრობის კანდიდატის განაცხადებით, გასული ორი თვის განმავლობაში სამინისტრომ
სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ევროინტეგრაციისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებით.
დეოკუპაციის თემაზე საუბრისას, მომხსენებელმა ყურადღება საერთაშორისო დღის წესრიგში
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხის მუდმივი აქცენტირების მნიშვნელობაზე
გაამახვილა. მისი განცხადებით, სამინისტროს ძალისხმევით, საერთაშორისო პარტნიორებთან
მუდმივად განიხილება ოკუპაციის, ფაქტიური ანექსიის, უკანონო დაკავებებისა და მძიმე
ჰუმანიტარული პირობების საკითხები და მათ შორის, უკანასკნელი მძიმე მოვლენა,
საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის გატაცების საკითხი.
მომხსენებელმა 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე
ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
საქართველოს მიერ დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გამარტივების
თვალსაზრისით, თუ აქამდე საქართველოს ძირითად იარაღად მხოლოდ საერთაშორისო
თანამეგობრობის
მიერ
ქვეყნის
ტერიტორიული
მთლიანობისადმი
მხარდამჭერი
განცხადებები და რეზოლუციები გააჩნდა, დღეს ქვეყანას სამართლებრივი ბერკეტიც გაუჩნდა.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის
გადაწყვეტილება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საბჭოსა და ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე იქნა განხილული, რასაც წევრი
სახელმწიფოების მხრიდან მნიშვნელოვანი გამოხმაურებები მოჰყვა. 9 თებერვალს ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საკუთარი
პოზიცია დააფიქსირეს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებასთან
დაკავშირებით. 11 თებერვალს, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე ასევე იყო მსჯელობა
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების შესახებ.
მომხსენებლის განცხადებით, სამინისტროს მიერ დეოკუპაციის მიმართულებით მიღწეულ
შედეგებზე აშშ-ს ახლად დანიშნული სახელმწიფო მდივნის ენტონ ბლინკენის განცხადებებიც
მეტყველებს.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის იმ სარგებელის გაზიარებას, რასაც
ევროკავშირში გაწევრიანება იძლევა - თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო გადაადგილება და
ევროპის საუკეთესო სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობა. მისივე თქმით,
საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულია მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების
შესრულების საკითხში და მხოლოდ რუსეთის მხრიდან თანმხვედრი ნაბიჯების გადადგმის
ნაკლებობა აბრკოლებს.
ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საუბრისას, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ტრიოს
ფორმატის გაძლიერებისთვის, რაც მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის
სამზადისის პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობის ფორმატს წარმოადგენს.
მისივე განცხადებით, 14 იანვარს მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად გაიმართა
ვიდეოკონფერენცია, სადაც დეტალურად მოხდა საერთო სამოქმედო გეგმების განხილვა და
სამიტის მოლოდინების შეჯამება. მისივე, განცხადებით სამეულის ერთობლივი წერილი
დაეგზავნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.
მომხსენებლის
თქმით,
ამჟამად
სამთავრობო
დელეგაცია,
პრემიერმინისტრის
ხელმძღვანელობით 16 მარტის ასოცირების საბჭოს სხდომისთვის ემზადება. მომხსენებლის
განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმ პროგრესის
საჩვენებლად, რასაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების
შესრულების პროცესში მიაღწია.
ნატოსთან დაკავშირებით, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში
გაწევრიანება წარმოადგენს. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებულ ასპექტს
შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილება ქმნის, რა მიზნითაც, დავით ზალკალიანის
განცხადებით, მხარეებს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის
შემუშავების პროცესის ინიცირება მოხდება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფის
მიზნით, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან −
აშშ-სთან. მისივე განცხადებით, არსებულ გარემოში საქართველოსთვის პარტნიორებთან
ორმხრივი ურთიერთობების გამყარება, თანამშრომლობის არსებული ფორმატების
თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანა და ახალი სფეროების მოძიება განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს. სახელმწიფო ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის
სტრატეგიულ დონეზე აყვანასა და ტრადიციულად მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან
პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებას უზრუნველყოფს.
კოვიდ-პანდემიაზე საუბრისას დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ
„კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღების დიდი
შესაძლებლობა არსებობს. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანი შედეგი საქართველოს ამ
მიმართულებით უახლოეს დღეებში ექნება, რაც დიდ წვლილს შეიტანს პანდემიის წინააღმდეგ
ბრძოლის პროცესში.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს
დიასპორასთან ურთიერთობა. მან ისაუბრა ამ მიმართულებით განხორციელებულ
საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე. სამთავრობო პროგრამის თანახმად, დიასპორასთან
ურთიერთობის სისტემური მიდგომის დანერგვისა და დიასპორული ინიციატივების
წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა საგრანტო პროგრამისა და
პროექტების გაგრძელება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკვე დანერგილი
პროექტების განხორციელებას, ასევე გაგრძელდება ძალისხმევა საზღვარგარეთ მცხოვრებ
თანამემამულეთათვის ახალი კულტურული და საგანმანათლებლო კერების დაფუძნებისა და
განვითარების მიზნით.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა გივი მიქანაძემ დეოკუპაციის პროცესში ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ეფექტურად გამოყენებას
ხაზი გაუსვა და აღნიშნული მიმართულებით, ორმხრივ ურთიერთობების ფარგლებში
გადადგმული ნაბიჯებით დაინტერესდა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა დავით ზილფიმიანმა საგარეო საქმეთა
სამინისტროს საქმიანობა მეზობელ ქვეყანასთან დავით გარეჯის საკითხის დარეგულირებისა
და ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყების საკითხთან დაკავშირებით უარყოფითად შეაფასა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ნაყოფიერად
შეაფასა უწყების ბოლო ორი თვის საქმიანობა და მადლობა გადაუხადა ასოცირებულ
პარტნიორებთან
(უკრაინა,
მოლდოვა)
ურთიერთობის
გაღრმავების
მიზნით
განხორციელებული საქმიანობისთვის. კომიტეტის თავმჯდომარე ასოცირების საბჭოს
სხდომის მოლოდინებით დაინტერესდა, ვინაიდან მისი თქმით აღნიშნული სხდომა პირველია
მას შემდეგ, რაც საქართველომ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის
გაკეთების სურვილი გააჟღერა. მაკა ბოჭორიშვილი აგრეთვე, აღმოსავლეთ პარტნიორობის
მომავალი სამიტის პერსპექტივებით დაინტერესდა, თუ რა დამატებითი შანსები შესაძლოა
გაუჩნდეს საქართველოს რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც საქართველოს
ევროინტეგრაციის მისწრაფებებს სხვა ჭრილში დაანახებს პარტნიორებს.
კომიტეტის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21
იანვრის გადაწყვეტილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც მისი თქმით საქართველოს მიერ
წინ გადადგმულ ნაბიჯებს უფრო მკაფიოს გახდის დეოკუპაციის პროცესში. ქალბატონი
თამარი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი პოზიციების გამყარების
უზრუნველსაყოფად, სამინისტროს გეგმებით დაინტერესდა.
კომიტეტის წევრმა მიხეილ დაუშვილმა მომხსენებელს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის
თავმჯდომარის მიმართ წარმოებული სამართლებრივი პროცესების შესახებ, საერთაშორისო
პარტნიორების მხრიდან დაფიქსირებული პოზიციების შეფასება სთხოვა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ, ქვეყანაში
პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ინვესტიციების
მოზიდვის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროს როლს და აღნიშნული მიმართულებით,
სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობით დაინტერესდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ სამინისტრომ სასამართლო
გადაწყვეტილება, უწყების მიერ გაცემული შესაბამისი გზავნილებით, საქართველოს ყველა
წარმომადგენლობაში გაგზავნა, რასაც შესაბამისი გამოხმაურებები მოჰყვა. მისივე
განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების წარმატებით გამოყენების ხარისხი მეტწილად
საქართველოს
პარტნიორებთან
ეფექტური
ურთიერთობების
შედეგებზე
იქნება
დამოკიდებული. დავით ზალკალიანის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად განაგრძობს
ძალისხმევას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მიღებულ
რეზოლუციასაც მოჰყვეს შესაბამისი შეფასებები.
მომხსენებელმა დეპუტატის კრიტიკასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სამინისტროს
საქმიანობის
წარმატებულ
შედეგებზე,
საერთაშორისო
თანამეგობრობის
მიერ
საქართველოსადმი მხარდამჭერი გადაწყვეტილებები მეტყველებენ. დავით გარეჯის
საკითხთან დაკავშირებით, მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ საქართველოს
ხელისუფლება განაგრძობს ძალისხმევას იმ გადაწყვეტილების მისაღწევად, რომელიც მხარეებს
შორის შეთანხმებული იქნება.
მომხსენებელმა, ასოცირების საბჭოსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღის წესრიგის ერთერთი მთავარი თემა 2024 წლისთვის საქართველოს მიერ დასახული მიზანი იქნება და დასძინა,
რომ აღნიშნულ საკითხზე პარტნიორების მხრიდან უკვე არსებობს მხარდამჭერი პოზიციები.
მისივე თქმით, საქართველო იმოქმედებს თანმიმდევრულად, რათა პარტნიორებმა კიდევ
მეტად დაინახონ საქართველოს პრიორიტეტული როლი რეგიონში, რაც თავის მხრივ ტრიოს
ფარგლებში თანამშრომლობას წაახალისებს.
შიდა პოლიტიკური პროცესებისადმი პარტნიორების გამოხმაურებასთან დაკავშირებით
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მხრიდან გაკეთებული შეფასებები, მხოლოდ და
მხოლოდ საქართველოსადმი წუხილსა და თანადგომას გამოხატავს, რათა ქვეყანამ
დემოკრატიული განვითარება გააგრძელოს და შექმნილმა დესტრუქციული ვითარებამ არ
დააზარალოს საქართველოს ევროპული მომავალი.
დავით ზალკალიანმა ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სამინისტროს მიერ გაწეულ
საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრა და ის პროექტები ჩამოთვალა, რომლებიც უცხო ქვეყნებში
საქართველოს დიპლომატიური სამსახურების ხელშეწყობით განხორციელდა, მათ შორის: 2020
წლის აგვისტოში ბელორუსის რესპუბლიკის კაპიტალით დაარსებული რძის და რძის
პროდუქტების ქარხანა დაასახელა. მისივე განცხადებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში აიტი
ტექნოლოგიების გიგანტი კოპანია ექსადელი, რომელიც ბელორუსში საქმიანობდა,
საქართველოში დაფუძნდა, სადაც მას, მომხსენებლის თქმით, მაქსიმალური ხელსაყრელი
პირობები შეექმნა. გაერთიანებული სამეფოსთან გაფორმდა „ტრეიდჰაბ“ პროექტი, რომელიც
ქვეყნებს შორის ექსპორტ - იმპორტის ახალი ინოვაციური ხელშემწყობი პროექტია.
მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული პროექტის დაწყებიდან ერთ თვეში სავაჭრო ჰაბის
მომსახურებით 30-მდე მცირე და საშუალო ზომის ქართულმა კომპანიამ ისარგებლა. აგრეთვე,
საქართველოს საელჩოს ჩართულობით, 2020 წლის ოქტომბერში საქართველოს სამრეწველო
სავაჭრო პალატასა და ლონდონის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას შორის თანამშრომლობის
შეთანხმება გაფორმდა. მომხსენებლის თქმით, 2019 წელს კომპანია დელტასა და ინდონეზიას
შორის გაფორმდა შეთანხმება ქართული ჯავშანმანქანების „დიდგორის“ ექსპორტთან
დაკავშირებით. მომხსენებელმა, იაპონიაში კივის ექსპორტიც აღნიშნა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ფარული კენჭისყრით ნდობა გამოუცხადა საქართველოს
მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული
სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მაკა ბოჭორიშვილი სხდომის თავმჯდომარე