საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა 2021−2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) (№07-2/27; 19.02.2021) თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-2255/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-22
ბიუროს ნომერი 29

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-2255/21 20-02-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამაზე 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (№07-2/27; 19.02.2021). დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-2254/21 20-02-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის 20 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (№07-2/27; 19.02.2021). ეკონომიკური პროფილის მინისტრებისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე (კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთსულოვნად მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge