საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა 2021−2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) (№07-2/27; 19.02.2021) თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-2275/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-22
ბიუროს ნომერი 29

📜 ტექსტი

დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-2275/21 21-02-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის“ თაობაზე. (07-2/27; 19.02.2021) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 21 თებერვლის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის“ და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი. კომიტეტს მიაჩნია, განსახორციელებელი მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამით წარმოდგენილი ხედვა, ინიციატივები, ძალიან გეგმები, ღონისძიებები და მიმართულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ და ემსახურება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, პანდემიით გამოწვეული თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კრიზისის დაძლევას, ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და განვითარებას, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნას. კომიტეტი გაეცნო მინისტრობის კანდიდატების ბიოგრაფიულ მონაცემებს და მათ ხედვებს, მოისმინა მინისტრობის კანდიდატების პასუხები კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებზე და მიაჩნია, რომ მინისტრობის კანდიდატების მიერ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები ეფექტიანად იქნება შესრულებული. კომიტეტმა წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის გათვალისწინებით, ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია