საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა 2021−2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) (№07-2/27; 19.02.2021) თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-22
ბიუროს ნომერი 29
📜 ტექსტი
დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2277/21
22-02-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის
შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის 2021–
2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ შესახებ (N07-2/27; 19.02.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 21 თებერვლის
სხდომაზე,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
160-ე
მუხლის
შესაბამისად,
დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის
კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და
სამთავრობო პროგრამა 2021–2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (N07-2/27;
19.02.2021).
I. სამთავრობო პროგრამის ძირითადი პრინციპები
წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც
ემსახურება
დემოკრატიული
სახელმწიფოს
მშენებლობას,
თითოეული
მოქალაქის
კეთილდღეობას, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, დეოკუპაციასა და ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სრულ
ინტეგრაციას.
სამთავრობო პროგრამის მიხედვით, შემდგომი წლების ძირითადი ამოცანაა ქვეყნის
ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის
წევრობის განაცხადის გასაკეთებლად.
სამთავრობო
პროგრამა
ითვალისწინებს
2021–2024
მნიშვნელოვანი
„ევროპული
ღონისძიებების
სახელმწიფოს
გატარებას,
მათ
მიმართულებებით:
1. უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მშენებლობისთვის“
შორის,
შემდეგი
ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს არსებობისა და მართლწესრიგის დაცვისთვის მნიშვნელოვანია
ერთიანი, ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება და
სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით აუცილებელია უსაფრთხოებისა და
მართლწესრიგის დაცვის სფეროში დაწყებული რეფორმების გაგრძელება და საქმიანობის
ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება. გაგრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი განვითარება, რაც გულისხმობს, როგორც
სტრუქტურულ, ისე შინაარსობრივ ცვლილებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს,
კერძოდ:
−
გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა და მის ფარგლებში დასრულდება
მთელი
საქართველოს
მასშტაბით
საგამოძიებო,
ოპერატიული
და
საუბნო
მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა;
−
გაგრძელდება საუბნო მიმართულების ეტაპობრივი ჩანაცვლება საზოგადოებაზე უფრო
მეტად ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელით;
−
განვითარდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, რომლის უმთავრესი ამოცანა
დანაშაულის პრევენციაა;
−
დაიხვეწება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა;
−
გაძლიერდება საგამოძიებო კომპონენტი და გაიზრდება გამოძიების ხარისხი;
−
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მომზადდება სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პროექტი, რაც საგამოძიებო და საპროკურორო
ფუნქციების
მკაფიოდ
გამიჯვნას,
გამომძიებლის
დამოუკიდებლობისა
და
მისი
პასუხისმგებლობის გაზრდას უზრუნველყოფს;
−
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს წლების მიხედვით გაწერილ სამოქმედო გეგმას,
რომელშიც გათვალისწინებულ იქნება ახალი კადრების მოზიდვა, სამსახურში მიღების
წესის ცვლილება, მოქმედი გამომძიებლების სისტემური გადამზადება და საქმიანობის
ხარისხის ამაღლებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებები;
−
ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი
დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და არასრულწლოვანთა მიმართ სპეციალური
მიდგომების დანერგვის მიზნით;
−
გაგრძელდება სასაზღვრო პოლიციის რეფორმა, ადამიანური რესურსების, სასაზღვრო
ინფრასტრუქტურისა
და
საზღვარზე
დაკვირვების
თანამედროვე
ტექნიკური
საშუალებების განვითარება, ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა;
−
გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს
ადმინისტრაციულ პროცესებს, გაზრდის საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობას და
უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას;
−
დაინერგება
დანაშაულის
პრევენციაზე
ორიენტირებული
მიდგომები,
ანალიზზე
დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი. ამ მიზნით გაგრძელდება საპოლიციო
დანაყოფებში ანალიტიკოსთა ქსელის ჩამოყალიბება მთელი ქვეყნის მასშტაბით;
−
გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან;
−
უვიზო
მიმოსვლასთან
დაკავშირებული
გამოწვევების
საპასუხოდ
გაძლიერდება
მიგრაციული ნაკადებისა და საზღვრის ეფექტიანი მართვა, რეადმისიის ხელშეკრულების
აღსრულება;
−
გაგრძელდება
საგზაო
მოძრაობის
უსაფრთხოების
პროგრამის
განხორციელება,
მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის
ადმინისტრირების სფეროში;
−
საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდის მიზნით,
განვითარდება საოპერაციო შესაძლებლობები/რესურსები, ამაღლდება მზადყოფნის დონე
და გაიზრდება რეაგირების ხარისხი;
−
გაგრძელდება ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტების, მათ შორის, ანონიმური
შეტყობინებების პლატფორმის, საზღვრის გადაკვეთის ელექტრონული სისტემის,
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
საინფორმაციო
პლატფორმის,
მოქალაქეებთან
უკუკავშირის სისტემის, განვითარება;
−
გაგრძელდება პოლიციის შენობების განახლება/რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების
მშენებლობა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით მათი უზრუნველყოფა,
დროებითი
მოთავსების
იზოლატორების
იზოლატორების
მშენებლობა,
ინფრასტრუქტურის
მოძველებული
განახლება,
ვიდეო-სამეთვალყურეო
ახალი
სისტემების
ახლით ჩანაცვლება, სამედიცინო პუნქტების ფორმირება, იზოლატორების ახალი
ინვენტარით აღჭურვა;
−
დაინერგება დისტანციური მომსახურების სერვისები, როგორიც არის სატრანსპორტო
საშუალების დისტანციურად რეგისტრაცია/გადაფორმება;
−
მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით მოპოვების მიზნით, განვითარდება საექსპერტოკრიმინალისტიკური შესაძლებლობები;
−
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერუსაფრთხოების საკითხებს;
−
გაგრძელდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება,
რომლის მიზანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა და მათი დაცვა
ხელახალი და განმეორებითი ვიქტიმიზაციისაგან.
2. პენიტენციური სისტემა
სამთავრობო
პროგრამაში
ყურადღება
გამახვილებულია
პენიტენციური
სისტემის
განვითარების პრიორიტეტულობაზე, მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის
უზრუნველყოფაზე. სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ:
−
გაგრძელდება
ინფრასტრუქტურის
საერთაშორისო
სტანდარტებთან
მაქსიმალური
დაახლოება;
−
შეიქმნება საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები;
−
გაძლიერდება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამები;
−
გაუმჯობესდება
მსჯავრდებულებისა
და
ყოფილი
პატიმრებისთვის
დასაქმების,
პროფესიული სწავლების, განათლებისა და განტვირთვის შესაძლებლობები;
−
დაინერგება მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა ინდივიდუალური შეფასების
მეთოდოლოგიები;
−
მსჯავრდებულთა
მექანიზმის
სასჯელის
შემდგომი
მოხდისაგან
გაუმჯობესების
საკანონმდებლო ცვლილებები;
პირობით
მიზნით
ვადამდე
გათავისუფლების
განხორციელდება
შესაბამისი
−
პირთა პენიტენციური დაწესებულებებიდან/პრობაციიდან საზოგადოებაში დაბრუნების
ხელშესაწყობად დაინერგება გათავისუფლებისთვის მომზადების პოლიტიკა;
−
გაუმჯობესდება პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისა და
მსჯავრდებულებისთვის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდება;
−
გაგრძელდება
პენიტენციურ
დაწესებულებებსა
და
პრობაციის
ბიუროებში
ბენეფიციარებისთვის, თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის უსაფრთხოებისა და სხვა
პირობების გაუმჯობესება;
−
გაგრძელდება აქტიური მუშაობა აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკისა და
პროგრამების განვითარების, მათ შორის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
სისტემაში მედიაციის საპილოტე პროგრამების დანერგვის, კუთხით.
3. ადამიანის უფლებების დაცვა
სამთავრობო პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში ადამიანის
უფლებების
დაცვაზე
ორიენტირებული
მიდგომების
ინტეგრირება
მთავრობის
პრიორიტეტად რჩება, რისთვისაც გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
−
დამტკიცდება და განხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული
სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის გრძელვადიან პრიორიტეტებს ადამიანის
უფლებათა დაცვის სფეროში;
−
განხორციელდება
ღონისძიებები
საზოგადოებრივი
ცხოვრების
ყველა
სფეროში
გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად, უზრუნველყოფილ იქნება სწრაფი და
ქმედითი რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობის თითოეულ ფაქტზე;
−
გაგრძელდება კოორდინირებული მუშაობა ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით;
−
მთავრობა აქტიურად გააგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს
კონვენციის იმპლემენტაციას;
−
მთავრობა აქტიურად გააგრძელებს ხანდაზმული ადამიანების ეკონომიკურ მხარდაჭერასა
და ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
−
გამოიყოფა დამატებითი რესურსი სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდის, მათი
კვალიფიკაციის
განგრძობადი
გაუმჯობესების,
სპეციალიზაციისა
და
შესაბამისი
ანაზღაურების უზრუნველსაყოფად;
−
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის
სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიან იმპლემენტაციას, მიღებულ იქნება ახალი სტრატეგია
2021−2026 წლებისათვის;
−
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა
ერთიან საინფორმაციო სივრცეში მონაწილეობას;
−
შრომითი
უფლებებისა
საკანონმდებლო
ბაზის
და
უსაფრთხოების
დახვეწისა
და
სფეროში
პრაქტიკაში
გაგრძელდება
სრულყოფილი
მუშაობა
დანერგვის
მიმართულებით;
−
მიღებულ იქნება აღსრულების ახალი კოდექსი, რომლითაც შეიქმნება თანამედროვე
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სააღსრულებო წარმოების საკანონმდებლო
გარანტიები;
−
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ,
საერთაშორისო
სტანდარტების
შესაბამისად,
დაიხვეწება
ადმინისტრაციულ
საერთაშორისო
სასამართლოებში
სამართალდარღვევათა ნორმები;
−
გაგრძელდება
აქტიური
მუშაობა
საქართველოს
მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.
4. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება
თანამედროვე გამოწვევების, ქვეყნის ოკუპაციის, მზარდი შიდა და გარე საფრთხეების
გათვალისწინებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობიდან
გამომდინარე, სამთავრობო პროგრამის თანახმად:
−
გაგრძელდება თავდაცვის ძალების გაძლიერება, რაც, სხვა მიზნებსა და ამოცანებთან
ერთად,
ხუთ
ძირითად
ჯავშანსაწინააღმდეგო,
პრიორიტეტს
საარტილერიო,
ეფუძნება:
სადაზვერვო
საჰაერო
(ISTAR)
თავდაცვითი,
და
საინჟინრო
შესაძლებლობების განვითარება; თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაგრძელდება
ტოტალური თავდაცვის ელემენტების შემდგომი დანერგვა და მისი სამხედრო
კომპონენტის განვითარება;
−
გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს
მტკიცე საბრძოლო მზადყოფნისა და ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების
გაძლიერების კუთხით;
−
თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს საბრძოლო მოდელირებისა და სიმულაციის
შესაძლებლობების
განვითარებას.
2024
წლისთვის
აღნიშული
შესაძლებლობები
გაძლიერდება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC)
ფარგლებში;
−
თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს საერთო საჯარისო ცენტრის რეფორმას,
გვარეობების გამოცდილების გაზიარების მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით;
−
დაბალანსებული და მტკიცე ძალების ჩამოყალიბების კუთხით შემდეგი ოთხი წლის
განმავლობაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა
და კონტროლის სისტემის შემდგომ განვითარებაზე;
−
გაგრძელდება, როგორც სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, ისე
თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა,
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა და სამოქალაქო პირთა
სამედიცინო
მომსახურების/რეაბილიტაციის
ეფექტიანობის
ამაღლება
და
დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და
რესოციალიზაციის
ღონისძიებები;
მოსამსახურეებისთვის
გაგრძელდება
ბინათმშენებლობის თანადაფინანსება და სხვა სოციალური პროექტები;
−
თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს რეზერვისა და მობილიზაციის გაუმჯობესებულ
სისტემას;
−
სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იქნება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების
პროდუქციის შექმნა და სერიული წარმოება;
−
აქტიურად გაგრძელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში
განსაზღვრული ინიციატივების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისა
და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებას, სიმტკიცის გაძლიერებას, ნატოსთან
თავსებადობის ამაღლებასა და ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მომზადების
პროცესს;
−
გაღრმავდება ევროკავშირთან ურთიერთობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.
5. შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი შთამომავლების ღირსეული და უსაფრთხო
დაბრუნებისა
და
ინტეგრაციის
ხელშეწყობის
მიზნით,
სამთავრობო
პროგრამა
ითვალისწინებს:
−
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გააქტიურებას;
−
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის საქართველოს დემოკრატიული და
ეკონომიკური განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული სიკეთეებისა
და სერვისების გაზიარებას;
−
საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“
ეფექტიანი განხორციელების გაგრძელებას; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა
ოკუპირებულ
რეგიონებში
და
საოკუპაციო
ხაზების
მახლობლად
მცხოვრებ
მოსახლეობაზე ზრუნვას, გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგს, ნდობის აღდგენას
და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას; გაგრძელდება
აქტიური მუშაობა საერთაშორისო მხარდაჭერის შემდგომი მობილიზებისთვის.
−
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება აქტიურად იქნება
გამოყენებული ყველა შესაძლო სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში საქართველოს
სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, ქვეყნის სუვერენიტეტის განსამტკიცებლად და
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის თავის საცხოვრებელ ადგილას
დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
II. კომიტეტის შეფასება
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი
დადებითად
აფასებს
წარმოდგენილ
მთავრობის
შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. კომიტეტს მიაჩნია, რომ სამთავრობო პროგრამა
ემსახურება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა
და თავისუფლებების დაცვის გაძლიერების, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკურ განვითარების,
სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
ქვეყნის დეოკუპაციისთვის შემდგომი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, საქართველოს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციის მიზნებს.
კომიტეტი გაეცნო ასევე მთავრობის წევრობის შესაბამის კანდიდატთა ხედვებს და მიიჩნია,
რომ ისინი ჯეროვნად შეასრულებენ სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ ამოცანებს.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
წარმოდგენილი
სამთავრობო
პროგრამის
გათვალისწინებით მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს (N07-2/27; 19.02.2021).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი