საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 22
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2021 წლის 22 თებერვალი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის
ოქმი N22
2021 წლის 22 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან
მგალობლიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი კახიანი, დავით
მათიკაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: ფრიდონ ინჯია - საქართველოს პარლამენტის წევრი;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა
და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს
პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი და მეორე
პუნქტების და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61–ე მუხლის პირველი და
მეორე პუნქტებისა და 62–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნა 2020
წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია
და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს აღნიშნული
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და
უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის საკითხს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების
შესაბამისად, კომიტეტმა დაადგინა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 4 წევრის შემადგენლობით, ხოლო
ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 წევრი;
2. უფრაქციო პარლამენტის წევრი - 2 წევრი.
აზრი გამოთქვეს:
გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტში
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი
საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს არჩევნებთან
დაკავშირებულ იმ მრავალ შეკითხვას, რომელიც გაჩნდა ოპოზიციაში. საქართველოს
პარლამენტში დღეს არსებული მოცემულობის შესაბამისად საგამოძიებო კომისიაში
სამართლებრივი თვალსაზრისით, მინიმუმ 8 ადგილი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას. ამ
ფონზე უცნაურად გამოიყურება, რომ ოპოზიცია უარს აცხადებს ესოდენ ძლიერი
ბერკეტის გამოყენებაზე, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ 2020 წლის 31
ოქტომბრის არჩევნების „ტოტალური გაყალბება“ მათ მიერ შეთხზული სცენარია.
როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
განსაზღვრული პროცედურები იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ ოპოზიციური
პარტიები გამოთქვამენ სურვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში
ჩართვაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ექნება საშუალება, რომ
ხელახლა განსაზღვროს წევრთა რაოდენობა და კვოტები.
დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ უარის თქმა ცალსახად
მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი არგუმენტი და არჩევნების
„ტოტალური გაყალბება“ არის რადიკალური ოპოზიციის მიერ შეთხზული და
მოგონილი თემა, რადგან ხედავს რა ოპოზიცია, რომ გამარჯვებას ვერ აღწევს
არჩევნების მეშვეობით, ცდილობს დაადგეს რადიკალიზაციის გზას. მითუმეტეს, რომ
იმ ოქმებზე, რომელთა მონიტორინგიც იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის
მუშაობის ერთ-ერთი სეგმენტი, არსებობს ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი
წარმომადგენელის ხელმოწერა, რომლებზე ზემოქმედებასაც
ლოგიკურია, რომ ხელისუფლება ვერ მოახდენდა.
ბუნებრივი
და
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს
პარლამენტის 50 წევრს აძლევს იმის საშუალებას, რომ შექმნას დროებითი საგამოძიებო
კომისია. 2020 წლის 1 ნოემბრიდან ისმის მხოლოდ უარგუმენტო, უსაფუძვლო
განცხადებები არჩევნების გაყალბების თაობაზე, რეალურად კი უარს ამბობენ
დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით არსებული ქმედითი ინსტრუმენტის
გამოყენებაზე. ეს უარი მისთვის გასაგებია ოპოზიციის იმ რადიკალური ნაწილის
მხრიდან, რომელიც ფაქტიურად საბოტაჟის რეჟიმში იმყოფება და ავითარებს საკუთარ
„სცენარს“, რომელსაც ბუნებრივია განხორციელება არ უწერია, მაგრამ გაუგებარია
უარი საქართველოს პარლამენტში მყოფი ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში,
საქართველოს პარლამენტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანო, შესაბამისად
თითოეულმა დეპუტატმა უნდა გაითავისოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც
საკუთარი ამომრჩევლისა და ხალხის წინაშე აკისრია. მარტივია არჩევნების
გაყალბების შესახებ „ბრტყელ-ბრტყელი“ განცხადებების გაკეთება, მაგრამ როდესაც
იქმნება რეალური მექანიზმი სიმართლის დასადგენად და უარს ამბობ
მონაწილეობაზე, არის უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან.
გივი მიქანაძემ გამოთქვა იმედი, რომ ოპოზიციის ჯანსაღი, არარადიკალური ნაწილი
მონაწილეობას მიიღებს კომისიის მუშაობაში. შესაბამისად, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით, ხელახლა
განისაზღვრება
კვოტები
და
საგამოძიებო
კომისიაში
უმრავლესობის
წარმომადგენლობა არ იქნება ოპოზიციაზე მეტი.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, თუ კომისია მუშაობას შეუდგება იგივე ფორმატით
და ოპოზიცია უარს იტყვის მონაწილეობაზე, საქართველოს პარლამენტმა სრული
პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კომისიის მიერ 2020 წლის 31 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების სრულმასშტაბიან შესწავლაზე. კომისია ღია უნდა იყოს
ნებისმიერი დაინტერესებული პირის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციებისათვის,
ნებისმიერი
პოლიტიკური
სუბიექტისათვის, იმ მიზნით, რომ თუ მათ აქვთ რაიმე მასალა, დოკუმენტები
გაყალბების თაობაზე წარადგინონ კომისიაში დეტალური გამოკვლევისა და
შესწავლის მიზნით. მისი აზრით, იმის მიუხედავად მიიღებს თუ არ მიიღებს
ოპოზიცია მონაწილეობას, კომისიის მუშაობა არსებითად მნიშვნელოვანია, რათა
საბოლოოდ დასრულდეს სპეკულაციები არჩევნების გაყალბების შესახებ.
ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ ევროპელი სოციალისტები მონაწილეობას მიიღებენ
კომისიის მუშაობაში. ასევე ფრიდონ ინჯიამ კომიტეტის წევრებს შესთავაზა
წინადადება, რომ განცხადება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მის
საბოლოო ფორმირებამდე გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და
ყველა დაინტერესებულ პირს (შესაძლოა გაკეთდეს ჩამონათვალიც) 15 ან 20 დღის
განმავლობაში შეეძლოს დარეგისტრირება კომისიის მუშაობაში მონაწილეობის
მისაღებად
ირაკლი ქადაგიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით განსაზღვრული ის პროცედურა რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ხდება წევრთა რაოდენობისა და
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსზღვრა. ხაზი გაუსვა, რომ
დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას შესძლებს ყველა
დაინტერესებული სუბიექტი და საგამოძიებო კომისია აღჭურვილია ფაქტიურად
უნიკალური საშუალებებით, იმ მიზნით რომ მოიძიოს, გამოითხოვოს ყველა ის
მასალა, დოკუმენტაცია, რომელიც მას დასჭირდება სამუშაო პროცესში.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობის,
აგრეთვე ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის
თაობაზე კომიტეტის მიერ
მომზადებული პროექტს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი 2020
წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე
ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასამტკიცებლად.
ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი