„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსს“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) დაემატოს 1634 მუხლი და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1634. აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით
გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებისა) მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული
პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი, ახალი კორონავირუსით (COVID-19)
გამოწვეული ეპიდემიიდან ან/და პანდემიიდან გამომდინარე
ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიიდან ან/და პანდემიიდან
გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერი (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა)
უფლებამოსილია არაუგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა, საკრებულოს თანხმობით
მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისთვის (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
ქონებისა), სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული
მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული
საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შემსუბუქების
შესახებ.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებებს, მათ შორისაა მერის
უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით გადაწყვიტოს პრივატიზებული
ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული
პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, თუმცა
აღნიშნული უფლებამოსილება არ ითვალისწინებს, ფინანსური და საინვესტიციო
ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობების შეცვლაზე გადაწყვეტილების
მიღების უფლებას;
კორონა ვირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე, შეფერხდა მთელი რიგი
ეკონომიკური აქტივობები, რაც ართულებს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებული ან/და
სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღებთა მხრიდან ნაკისრი პირობების
შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია დაწესდეს გარკვეული შეღავათები
ბიზნეს სექტორისთვის. ამასთანავე ვინაიდან, თბილისის მთავრობას მიეცა უფლებამოსილება
2021 წლის 1 ივლისამდე მიმართოს საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის
უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან
დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის
შეცვლის შესახებ, სასურველია ეს შესაძლებლობა მიეცეს ყველა მუნიციპალიტეტს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მუნიციპალიტეტის ორგანოთა და თანამდებობის პირთა უფლებამოსილებები
საინვესტიციო თუ ფინანსურ პირობებთან დაკავშირებით, რეგულირდება საქართველოს
ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ამიტომ, დასახული
მიზნის მისაღწევად აუცილებელია, ცვლილება განხორციელდეს შესაბამის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მუნიციპალიტეტის მერს
მიეცემა უფლებამოსილება უშუალოდ ეპიდემიის ან/და პანდემიის დროს ან მისი დასრულების
შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა საკრებულოს თანხმობით მიიღოს
გადაწყვეტილება, აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების
შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული
მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო
პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლაზე.
პროექტი
საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე პირების
მიმართ გატარდება საშეღავათო რეჟიმი, რაც ცხადია დადებით გავლენას იქონიებს მათ ფინანსურ
მდგომარეობაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება 1634 მუხლი, რომლის მიხედვითაც
ეპიდემიის ან/და პანდემიის დროს, მუნიციპალიტეტის მერი (გარდა ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის მერისა), ამ პერიოდში ან მისი გაუქმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021
წლის 1 სექტემბრისა უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება,
საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული ქონების შემძენისთვის, სარგებლობის
უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების
მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების
ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება განსახილველ კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი
არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან კანონპროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტის მერს მისცეს უფლება
გადაწყვეტილება მიიღოს საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული ქონების
შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული
მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო
პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ, რაც შედეგად
გამოიწვევს აღნიშნულ პირთა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სასურველია
კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტის მერს მისცეს უფლება გადაწყვეტილება
მიიღოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით
გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ
ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური
პირობის შეცვლის შესახებ, რაც შედეგად გამოიწვევს აღნიშნულ პირთა ფინანსური
მდგომარეობის გაუმჯობესებას და რაც შეიძლება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი გახდეს
კონკრეტული ქონების შემძენთათვის.
აღსანიშნავია რომ, სტანდარტული წესით კანონპროექტის განხილვის შემთხვევაში,
განხილვის პროცედურას დასჭირდება ერთ თვეზე მეტი დრო და ინიციატორებს მნიშვნელოვნად
მიგვაჩნია დაჩქარებული წესით მისი განხილვა, ვინაიდან ის ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს,
ასეთ რთულ დროს დაუდგენს საშეღავათო რეჟიმს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინიციატორები ვითხოვთ კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას.
პროექტი
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამისთვის
დამატებითი რესურსის გამოყოფა საჭირო არ იქნება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში,
მოსალოდნელია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირება. კერძოდ,
აღნიშნული ცვლილება გულისხმობს ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული
ეპიდემიიდან ან/და პანდემიიდან გამომდინარე აუქციონის ფორმით პრივატიზებული
მუნიციპალიტეტის (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) ქონების შემძენისთვის,
სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის
ქონების (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებისა) მიმღებისთვის ამ ქონებასთან
დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლას ან გაუქმებას ან/და ფინანსური პირობის
შემსუბუქებას. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი
სუბიექტებისათვის განსაზღვრული ქონების გადაცემის სანაცვლოდ სარგებლობის ქირების
ოდენობა შემცირდება, რაც რასაკვირველია გულისხმობს ადგილობრივი ბიუჯეტის
შემოსულობების შემცირებას. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხდეს საინვესტიციო პირობების
გაუქმება ან შეცვლა ლიბერალიზაციის კუთხით, რაც ასევე გარკვეულწილად აისახება
ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებაზე. ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი მიმართავს
საკრებულოს შესაბამის ქონება საინვესტიციო და ფინანსური პირობების გაუქმების ან შეცვლის
მიზნით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, იმ
პირთა ფინანსური მდგომარეობა, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება,
გაუმჯობესდება, ვინაიდან მათ შესაძლოა აღარ მოუწიოთ აუქციონის ფორმით პრივატიზებულ,
სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემულ მუნიციპალიტეტის ქონებაზე საინვესტიციო
და ფინანსური პირობების შესრულება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირობების
შეცვლის/გაუქმების თხოვნით მიმართავენ შესაბამის საკრებულოს 2021 წლის 1 სექტემბრამდე.
პროექტი
მუნიციპალიტეტის ეს უფლებამოსილება ეხება ფინანსურ და საინვესტიციო პირობებთან
დაკავშირებით შეღავათების დადგენას, შესაბამისად გავლენა იქნება დადებითი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის განსაზღვრა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ
ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
პროექტი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: გიორგი ხოჯევანიშვილი, ეკა სეფაშვილი, ნინო ლაცაბიძე, ანზორ
ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: გიორგი ხოჯევანიშვილი, ეკა სეფაშვილი, ნინო ლაცაბიძე, ანზორ
ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე