საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილ „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№1-7369/20; 08.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-2386/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-2386/21 23-02-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილ საკანონდებლო წინადადებაზე „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7369/20; 08.06.2020). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 23 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადება „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს ცვლილების შეტანას „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეთანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის 4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლში. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. ეს კანონი ამოქმედდა 2011 წლის 18 მაისს, შესაბამისად, 2012 წლის 18 მაისიდან შეიზღუდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ პოლიტრეპრესირებულთა ნაწილს დასახელებულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რადგან ცხოვრობდნენ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ადგილებში, სადაც არ ვრცელდებოდა საქართველოს იურისდიქცია და შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა მიემართათ საქართველოს სასამართლოსთვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ის მიიჩნევს, რომ ირღვევა კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი და თვლის, რომ აღნიშნულის აღმოფხვრა შესაძლებელია მის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით. იმსჯელა შემოთავაზებული რა წარმოდგენილ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების წინადადებაზე, განხორციელება კომიტეტმა არ მიიჩნია მიზანშეწონილად და აღნიშნული საკანონდებლო წინადადება „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე