საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილი „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრკ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№1-7368/20; 08.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-2384/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-2384/21 23-02-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილ საკანონდებლო წინადადებაზე „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრიდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7368/20; 08.06.2020) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 23 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადება „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში, სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის №6279 cc დადგენილების საფუძველზე იძულებით გადასახლებულ პირებს და მათ პირდაპირ შთამომავლებს მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინონ შესაბამისი განაცხადი. იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღნიშნული პირების მიერ მითითებული განაცხადი წარდგენილ უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ რეპატრიანტის სტატუსის მსურველ პირთა მიმართ წარდგენილი მოთხოვნები ძალიან მკაცრია, ამასთან, განაცხადთან ერთად წარსადგენი დოკუმენტაციის მოპოვება, მათი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს და ხანგრძლივ დროს. ის თვლის, რომ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, განაცხადის წარდგენის შეზღუდვა კანონით განსაზღვრული ვადით, ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის ვადის გაუქმებას, რათა იძულებით გადასახლებულ პირებს და მათ პირდაპირ შთამომავლებს შეეძლოთ ასეთი განაცხადი წარადგინონ ვადის შეუზღუდავად - მათთვის სასურველ, ნებისმიერ დროს. იმსჯელა რა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, კომიტეტმა შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება არ მიიჩნია მიზანშეწონილად და აღნიშნული საკანონდებლო წინადადება „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე